მექსიკის ყურეში, სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს უკაცრიელი კუნძული უცნაური სახელწოდებით-ეშმაკის კუნძული.
1611 წელს, მეკობრეთა გემიდან ამ კუნძულზე გადმოსხდა 13 ადამიანი. მათ შორის იყვნენ დაჭრილები. კაპიტანმა პირობა მისცა, რომ ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდებოდა წასაყვანად. ერთი კვირა ერთ თვემდე გაიწელა. კუნძულზე დაბრუნებულმა მეკობრეებმა ვერავინ ნახეს. ქოხები ცარიელი დახვდათ, ხელუხლებელი იყო იარაღი. მათ გაქრობას ვერ დაუკავშირებდი ინდიელთა თავდასხმას. დადგმული ხის ჯვარი მიწაზე ეგდო, რაც ცუდის ნიშნად მიიჩნიეს მოსულებმა. ამის მერე, ეწოდა ამ ადგილს ეშმაკის კუნძული.
რამდენიმე წელმა გაიარა და მეკობრეთა სხვა ჯგუფის წევრებმა გადაწყვიტეს კუნძულზე დროებით გადაემალათ ნაძარცვი ძვირფასეულობა. ჯგუფის სხვა წევრთაგან ფარულად კაპიტნის თანაშემწემ და ხუთმა მეზღვაურმა ნავში მძიმე კიდობნები ჩაუშვეს და ნაპირისკენ გაეშურნენ. დილით ჯერ არ იყვნენ დაბრუნებული, რომ ამოვარდა ქარიშხალი და გემი კუნძულიდან მოშორებით წაიღო. ქარიშხალი ორი დღის განმავლობაში მძვინვარებდა. როცა ჩაწყნარდა, მეკობრეები კუნძულზე გადავიდნენ, მაგრამ ამხანაგების კვალი ვერ აღმოაჩინეს.რა თქმა უნდა, განძიც დაიკარგა. განრისხებულმა კაპიტანმა ეკიპაჟს განუცხდა, რომ ბოროტგანმზრახველებმა ღამით მოიპარეს მათი საერთო ნაალაფარი და სავარაუდოდ კუნძულზე მიიმალნენ.
გავიდა დრო, შეიცვალა რამდენიმე თაობა, მე-20 საუკუნოს 50-იან წლებში კაპიტნის შთამომავალმა საყოფაცხოვრებო ნაგავში იპოვა წინაპრის დღიური. იცოდა რა კუნძულის ბნელი დიდების შესახებ, არ ეჯერა კაპიტნის თანაშემწის ღალატი. სწამდა, რომ ძალიან ერთგული ადამიანი იყო და არ მოატყუებდა კაპიტანს. კაპიტნის შთამომავალმა შეკრიფა თავგადასვლებისა და განძის მაძიებელთა გუნდი და გაეშურა განძის საძიებლად ეშმაკის კუნძულისკენ. ექსპედიცია საიდუმლოდ ტარდებოდა. მხოლოდ ორი თვის შემდეგ, როდესაც ქარიშხალმა იახტა გარიყა მექსიკის სანაპიროსთან, კუნძულზე, სადაც ნაპოვნი დღიურის მიხედვით გადასხდა რვა კაცი, გაეშურნენ მაშველები. მათ მხოლოდ ცარიელი კარვები და მიტოვებული აღჭურვილობა დახვდა, ხალხი უკვალოდ იყო გამქრალი.
ადამიანთა გაქრობა კუნძულზე კიდევ ერთხელ ოფიციალურად დაფიქსირდა 1986 წელს. იმ ადგილზე გაჩერდა მილიონერი სუარესის ძვირადღირებული იახტა. კუნძულზე გადავიდა სამი მამაკაცი და სამი ქალი. ერთი კვირის შემდეგ, სანაპიროს დაცვამ შეიარა კუნძულზე და აღმოაჩინა ნაპირთან ღუზაზე წყნარად მდგარი იახტა. მასზე არავინ იყო, ისევე როგორც კუნძულზე. გაქრა ძრავიანი გასაბერი ნავი, რითაც მოგზაურნი გადავიდნენ ნაპირზე. პირველი შემთხვევა იყო, როცა გადარჩა საიდუმლო მოვლენების ცოცხალი მოწმე ერთი ქალი, რომელიც ღრმა ორმოში ჩავარდა და თავი გაიტეხა. სამწუხაროდ მან ვერაფრის მოყოლა მოასწრო, ვინაიდან საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
No comments:
Post a Comment