იაპონიის ქალაქ ნაგომის ახლოს მთებში ძველი, ვიწრო გვირაბების სისტემაა, რომლის გამო მიმდინარეობს მუდმივი კამათი, ვინაიდან გაუგებარია, ვინ, როდის და რისთვის შექმნა ის.
მთებქვეშ არსებული საიდუმლო, ნახევრად დანგრეული გვირაბების სისტემა, რომელსაც ტონკარარინის სახელით იცნობენ, სავარაუდოდ, ჩვ.წ. აღ-ის მე-5, 6 საუკუნეშია აგებული, მაგრამ მისი რეალური ასაკი არავინ იცის.
არქეოლოგები, მეცნიერები და ადგილობრივები მუდმივად კამათობენ თუ ვინ და რისთვის ააგო ეს უცნაური სისტემა. უცნაურია იმიტომ, რომ გვირაბები უფრო მეტად საცალფეხოა და საპალნიანი ვირიც კი, იქ ვერ გაივლის.
ერთი ვერსიით, ის უკავშირდება სინტოისტურ სამარხ ფუნაიამას, რომლის თანახმად, გვირაბებით რეალიგიის მსახურნი საიდუმლოდ დადიოდნენ რიტუალის შესასრულებლად. მეორე ვერსიით, გვირაბები გაიყვანეს კორეელმა ემიგრანტებმა.
არსებობს ასევე ვერსია, რომ გვირაბები უკავშირდებოდა უძველეს ქალღმერთ ამატერასუს და ისინი პირდაპირ მის თავშესაფართან მიდიოდა.
ოფიციალურმა ხელისუფლებამ ამ გვირაბების არსებობის შესახებ შეიტყო მე-18 საუკუნეში, მაგრამ მაშინ გვირაბები სუსტად იყო შესწავლილი. მისი განმეორებითი შესწავლა დაიწყო 1970 წელს. მთლიანად სისტემა შედარებით მოკლეა, მისი სიგრძე 464 მ-ია. მაგრამ ფიქრობენ, რომ ესაა გვირაბების ერთი ნაწილი, ხოლო დარჩენილი ნაწილი ისევ დაფარულია ან საუკუნეების წინ დაინგრა. ყველაზე მაღალი გვირაბი 4 მეტრამდეა, სიგანე სხვადასხვა ზომისაა, ზოგან ისეთი ვიწროა, რომ ადამიანი გაჭირვებით გაივლის.
დაბალ და ვიწრო გვირაბებს ცვლის გზის ღია ნაწილები. ისინიც გვირაბების საერთო სისტემის შემადგენელია. ესეც კიდევ ერთი გამოცანა, რა საჭირო იყო ასეთი უცნაური გზის შექმნა. სავარაუდოდ, ამ გვირაბების მშენებლობისას, ნაწილობრივ ქანების ბუნებრივი ბზარები იქნა გამოყენებული.
არქელოგებს გაუჩნდა საკუთარი თეორია: გვირაბები გაყვანილი იყო წყლისთვის (როგორც აკვედუკი). მაგრამ ეს თეორია უარყვეს, ვინაიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი ადამიანებისთვის იყო განკუთვნილი.
უფრო მეტად ამ გვირაბებს მაინც ეტა ფუნაიამას სამარხს უკავშირებენ. არსებობს მოსაზრება, რომ გვირაბები სამარხის აგებამდე გაკეთდა, ასევე სხვა მიზნებისთვისაც. ვარაუდით, ისინი ჯერ კიდევ იაიოის ხანაში (ჩვ.წ.აღ-მდე 300, ჩვ.წ.აღ-ის 250 წელს) აიგო. იმ დროს ადგილობრივები აქტიურად აგებდნენ ქვის დოლმენებს სამარხების ადგილზე.
იაიოის ხანის შემდეგ დაიწყო კოფუნის ხანა, რომლის დროსაც მთელ იაპონიაში აგებდნენ სამარხ ყორღანებს მმართველი კლასისთვის. მათი ფორმა დროთა განმავლობაში უფრო რთულ სახეს იღებდა. მე-6 საუკუნეში კოფუნის სამარხები იმდენად რთული და მდიდარი გახლდათ, რომ ეგვიპტის დიდ სამარხებს უტოლდებოდა.
ზოგიერთს მიაჩნია, რომ გვირაბები სპეციალურად იგებოდა ვიწრო, ვინაიდან მასში გადაადგილება წარმოადგენდა შამანთა თავისებურ რიტუალს, რასაც ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა-""გზა ღმერთებისკენ".
No comments:
Post a Comment