მიწა სამყაროს შექმნის ერთ-ერთი პირველელემენტია-ქალური საწყისი. ბევრ მითოლოგიურ ტრადიციაში არსებობს გადმოცემა მიწასა და ცის წმინდა ქორწინებაზე, რომლის შედეგად ჩნდება სამყარო. ამ სიუჟეტის საინტერესო ვერსია გხვდება ეგვიპტურ მითში, სადაც მიწა-მამაკაცური საწყისია (ღვთაება ღები), ცა-ქალური საწყისი (ქალღმერთი ნუთი). ბერძნულ მითოლოგიაში მიწა-გეა იბადება ქაოსიდან. ის წარმოქმნის ცას-ურანს. მათი ქორწინებით ჩნდებიან ტიტანები.
Thursday, 20 August 2020
ჰაერის სიმბოლო
ჰაერი-ოთხი პირველელემენტიდან ერთ-ერთი, მამაკაცური, სულიერი საწყისი. ესაა სუნთქვა, ნიავი, სასიცოცხლო ენერგია-ინდუსებისთვის პრანა, ჩინელებისთვის ცი. სიო და სუნთქვა კავშირშია შექმნასთან. აქედანაა წარმოდგენა სულსა და სუნთქვაზე. ეგვიპტის ჰაერის ღვთაება შუმ შექმნა ცა და დედამიწა; ინდოელი ბრაჰმის ამოსუნთქვამ შექმნა სამყარო, ჩასუნთქვამ-მისი განადგურება. ჩინეთში სასიცოცხლო სუნთქვის ემბლემას წარმოადგენს ზეციური ჭიშკარი, რომელიც შეესაბამება ინის (გახსნა) და იანის (დახურვა) პრინციპებს. ქრისტიანისთვის სიო ადამიანის სულის შთაბერვაა, ასევე ღვთაებრივთან ზიარება.
Tuesday, 18 August 2020
ესპანეთის საოცარი მეგალითები
ესპანეთის ქალაქ ანტიკერაში მდებარეობს ევროპის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მეგალითური კომპლექსი: მენგას სამარხი, ვიერა და ელ რომერალი. მსგავსი ნაგებობები აღმოჩენილია ესპანეთის სხვა პროვინციებშიც-ნავარა, გალიცია.
დოლმენები კარდინალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. დოლმენი ვიერა განეკუთვნება "კამერისა და დერეფნის" კატეგორიას, სხვადასხვა სიგანისაა, წარმოადგენს გრძელ დერეფანს და აგებულია უზარმაზარი ქვის ბლოკებით. ამ დოლმენისგან რამდენიმე მეტრში მდებარეობს დოლმენი მენგა. კამერის ფსკერზე შესასვლელი გამოთხარეს ჯერ კიდევ უძველეს დროს განძის მაძიებლებმა და გაძარცვეს დოლმენი. მენგა კოლოსალური ზომებითაა ცნობილი. მესამე დოლმენი გახლავთ ელ რომერალი. მასში დერეფანი და ორი მრგვალი კამერაა. თავისთავად ეს მეგალითები განეკუთვნება ევროპის წინარეისტორიის მონუმენტური არქიტექტურის ადრეულ ფორმას და თარიღდება მე-5 ათასწლეულის დასაწყისით ჩვ.წ. აღ-მდე, ნეოლითის ხანით, დაახლოებით 6500 წლის წინ. მეგალითური მონუმენტური არქიტექტურა დასავლეთ ევროპაში მჭიდროდაა დაკავშირებული მიწათმოქმედ და მესაქონლე თემებთან. სავარაუდოდ, მეგალითებს იყენებდნენ როგორც სამარხს, ტაძარს და ატარებდნენ რიტუალებს.
Monday, 17 August 2020
საჰასრალინგას კომპლექსის უცნაური ქვები
საჰასრალინგას სახელწოდებით ცნობილი არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს მდინარე შალმალაზე, ინდოეთის შტატ კარნატაკში. ზაფხულის დადგომისას წყლის დონე მდინარეში იკლებს, აქ მოდის უამრავი მომლოცველი. გამეჩხერებული მდინარის ფსკერიდან ჩნდება სხვადასხვა ფორმის უცნაური ქვის ფიგურები, რომელიც უხსოვარი დროისაა. სახელწოდება ნაწარმოებია ინდური სიტყვიდან საჰასრა-ათასი და ლინგა-ნივთი. მომლოცველები აქ მოდიან მაჰა შივარათრის დღესასწაულზე და აღნიშნავენ შივას ქორწინების დღეს.
Saturday, 15 August 2020
ბუდას ქანდაკებაში აღმოჩენილი ბერის მუმია
1996 წელს მდიდარმა ჰოლანდიელმა კოლექციონერმა გადაწყვიტა უნიკალური ექსპონატის რესტავრაცია. მის კუთვნილ ბუდას ქანდაკაბას გაუჩნდა პატარა ბზარები. როცა რესტავრატორმა ქანდაკებას კვარცხლბეკი მოხსნა, თვალწინ უცნაური სანახაობა გადაეშალა. კოლექციონერს თვალში მოხვდა ამოუცნობი ობიექტი, რომელიც სახვევებში იყო გახვეული. კვარცხლბეკის შიგნით რესტავრატორმა აღმოაჩინა ორი ბალიში და გრაგნილი, რომელიც ბალიშებს შორის იდო. წერილი იტყობინებოდა, რომ მონაპოვარი-მუმია გაბრწყინებულ ბერ კიუ ციუანს ეკუთვნოდა. სიცოცხლეში ის ხელმძღვანელობდა მედიტაციის ჩინურ სკოლას. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ლიუ ციუანმა მიაღწია უმაღლეს გაბრწყინებას-შეეხო ნირვანას. ის ამავე პოზაში მყოფი ამოქოლეს ქანდაკების შიგნით. გამოცდილმა რესტავრატორმა თავიდან არ დაიჯერა წერილში ნათქვამი.
Thursday, 13 August 2020
ინდური რკინის სვეტის საიდუმლო
დელისთან ახლოს, მინარეთ კუტბ-მინარის მოედანზე დგას 1500 წლის რკინის სვეტი. ინდოეთში მას "მსოფლიო საოცრებას" უწოდებენ. ამ სვეტის გარშემო მუდამ ტრიალებს მის დასათვალიერებლად მოსული ხალხი.
სვეტი აღმართეს 415 წელს მეფე ჩანდრაგუფტ II-ის პატივსაცემად. თავდაპირველად სვეტი ქვეყნის აღმოსავლეთით, ერთ-ერთი ტაძრის წინ იდგა. მას გვირგვინივით ამშვენებდა წმინდა ფრინველ გარუდას გამოსახულება. გარუდა ინდუიზმში ვიშნუს საფრენი ფრინველია. ბუდიზმში ეს ფრინველი გაბრწყინებული გონების ერთ-ერთი სიმბოლოა.
Sunday, 9 August 2020
წყლის სიმბოლო
![]() |
წყალი ერთ-ერთია ოთხი საწყისი ელემენტიდან. ისაა პირველსწყისი ქაოსი, რომლიდანაც შეიქმნა მიწა-დედის საშოს ანალოგი, რომლის ცით განაყოფიერების შედეგად (მამაკაცური საწყისი) შეიქმნა ეს სამყარო.
საიდუმლოებით მოცული იაპონური მეგალითი იში-ნო-ჰოდენი
ასუკას პარკიდან ასიოდე კილომეტრში, რომელიც ქალაქ ასუკასთანაა ახლოს, მდებარეობს კლდეზე მიმაგრებული 500-600 ტ. მეგალითი იში-ნო-ჰოდენი. მონოლითი თავისებურ ნახევარფაბრიკატს წარმოადგენს, ვინაიდან ის დაუსრულებელია.
ზედაპირზე მოჩანს პრიზმის ფორმის შვერილი, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ობიექტი გვრდზეა წაწოლილი. იში-ნო-ჰოდენი საკმაოდ უბრალოდაა გაკეთებული. ის გახლავთ კლდის მასივის კიდეზე შერჩეული ქანი და მას მიცემული აქვს არატრივიალური გეომეტრიული ფორმა. მთლიანად მეგალითვისთვის სურათის გადაღება ძნელია. მის ახლოს მდგარი სინტოისტური ტაძარი მსუბუქ კონსტრუქციად მოსჩანს მონოლითის გვერდით.
![]() |
ტაძარი აქ იმისთვის ააგეს, რომ მეგალითური ბლოკი ითვლება წმინდა ქვად და მას უძველესი დროიდან ეთაყვანებიან. სინტოისტური ტრადიციების თანახმად, იში-ნო-ჰოდენს გარშემო შემოვლებული აქვს ბაგირი. გვერდით განთავსებულია "სამსხვერპლო", სადაც შეიძლება მლოცველმა თხოვნით მიმართოს ქვის სულს.
ვარაუდით, ეს მონოლითი უნდა ყოფილიყო საყრდენი დიდი კონსტრუქციისა. ოფიციალური ვერსიით, ის ქვის სამაროვანია. მეცნიერული მონაცემები ვინ და რისთვის შექმნა მონოლითი, არ არსებობს. "დედა" კლდისგან მოწყვეტილი მეგალითი თითქოს ერთი დარტყმით ჩამოჭრეს მას. ხელსაწყოების კვალის არარსებობა იში-ნო-ჰოდენის გარშემო არსებულ კლდეზე კიდევ უფრო მეტ თავსატეხს აჩენს. არ ჩანს არც ხელით შრომის მექანიკური და არც სამანქანო საშუალებების კვალი.
Thursday, 6 August 2020
კოსტა-რიკაში აღმოჩენილი სფეროსებრი ქვა
კოსტა-რიკაში გათხრების დროს აღმოჩნდა უზარმაზარი, იდეალური სფეროსებრი ქვა. რანაირად მიაღწიეს ასეთ სიზუსტეს ათასი წლის წინ?-აი, კითხვა, რომელიც ექსპერტებს აწუხებს. კოსტა-რიკის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა ფრანცისკო კორალესმა ახალ აღმოჩენაზე გააკეთა შემდეგი კომენტარი:
"ჩვენ შევისწავლეთ ის ადგილი, სადაც დაახლოებით კიდევ 15 ასეთი სფერო ვნახეთ. ზოგიერთი ისეთ ადგილზეა, რომელსაც საცხოვრებელ შენობებთან მივყავართ. თითქოს იქ მიმსვლელებთან შესახვედრადაა დადგმული. სფეროებს იერარქიის, წოდებისა და ეთნიკური განსხვავების ნიშნად იყენებდნენ."
კოსტა-რიკის ეროვნული მუზეუმის ცნობით, ასეთი მასიურ ობიექტებს ეწოდება დიკისის ქვის სფეროები (stone spheres of Diquis) და ისინი უფრო ხშირად გვხვდება კოსტა-რიკის სამხრეთში და დამზადებულია დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ის 300-სა და 1500 წლების შუალედში.
Sunday, 2 August 2020
ტაკენუჩის მანუსკრიპტი, სადაც მოსე და იესოცაა ნახსენები
ტაკენუჩის მანუსკრუპტი გახლავთ საიდუმლო დოკუმენტების სერია, რომელიც 1500 წლის წინ იაპონური და ჩინური იეროგლიფების გამოყენებით გადაწერა ტაკენუჩინო მატორიმ. ტექსტი ამოღებულია კიდევ უფრო ძველი ხელნაწერებიდან. ლეგენდის თანახმად, "ღმერთებმა" დაწერეს ორიგინალური მანუსკრიპტი ღვთიური იეროგლიფებით მრავალი ათასი წლის წინ.
არაჩვეულებრივ მანუსკრიპტში აღწერილია კაცობრიობის ისტორია შექმნის დღიდან ქრისტიანობის დაბადებამდე. მასში ლაპარაკია იმ ეპოქაზე, როცა ხალხი ცხოვრობდა მშვიდად და ჰარმონიულად უმაღლესი ღმერთის შვილის მმართველობის დროს.
Friday, 31 July 2020
ტიბეტელი ბერები და ნაცისტური გერმანია
1938 წელს ბერლინიდან ტიბეტის დედაქალაქ ლხასში ჩავიდა გერმანელთა ექსპედიცია. გერმანელებმა მალე შესძლეს კონტაქტის დამყარება დალაი-ლამასთან, ტიბეტელებთან და ტიბეტური რელიგია ბონის ქურუმებთან. ბონი ნიშნავს "შავ გზას". მათ გერმანელ მეცნიერებს არამარტო მშობლიური მთების გამოკვლევისა და ადგილობრივებთან ურთიერთობის, არამედ საიდუმლო რიტუალების კინოგადაღების უფლებაც მისცეს.
რითი მოიხიბლნენ ქურუმები, რომ უცხოელებს ბევრი რამის ნება დართეს, რის უფლებასაც თავისივე ხალხს არ აძლევდნენ? სტუმრები ჩავიდნენ ქვეყნიდან, რომელმაც სვასტიკა სახელმწიფო სიმბოლოდ აქცია. ეს უბრალო სვასტიკა კი არა, ზუსტად ისეთივე იყო როგორსაც საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ ტიბეტში.
Thursday, 30 July 2020
რიცხვითი სიმბოლიკა_ნუმეროლოგია (ნაწილი II )
შვიდი-7 (ჰეპტადა)-შვიდიანის ეზოთერული მნიშვნელობა მდგომარეობს პროცესის ან მოვლენის დასრულებაში. შვიდიანი გამოხატავს სულის მეუფებას ფორმაზე. თავისი
ადამიანური არსით შვიდიანი მაჩვენებელია უმაღლესი ტრიადის გამარჯვებისა სხეულის ქვენარე ყოფიერების ოთხიანზე, რომელიც ადამიანში განყოფის გრძნობას იწვევს. მისი გრაფიკული გამოსახულება გახლავთ შვიდქიმიანი ვრსკვლავი ან პანტაკლი. გამოხატავს რა მაკროკოსმოსის სრულყოფას დაკავშირებულს მიკროკოსმოსთან, შვიდიანი აღნიშნავს მთლიანობას, სრულყოფას, უმაღლეს სიმეტრიას, საიდუმლოს, დასრულებას.
პითაგორელები შვიდიანს ქედის მოხრის ღირსად მიიჩნევდნენ. ის რელიგიის რიცხვად მიიჩნეოდა, ვინაიდან ადამიანს მართავს შვიდი ზეციური სული. მას ხშირად ცხოვრების რიცხვსაც უწოდებენ. შვიდი აღნიშნავს სრულ წესრიგს, სრულ ხანას ან ციკლს. ის შეესაბამება სივრცის შვიდ მიმართულებას. შვიდიანს თვლიდნენ ქალწულ რიცხვად, ვინაიდან ის წარმოქმნის ახალ რიცხვს. შვიდიანი წარმოადგენს ექვსკუთხედისა და ექვსქიმიანი ვარსკვლავის ცენტრს.
რიცხვითი სიმბოლიკა_ნუმეროლოგია ( ნაწილი I )
ნუმეროლოგია წარმოადგენს კომპლექსური ეზოთერულ მეცნიერებას. საკმარისი ცოდნის გარეშე ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაშიც კი, მომხდარზე სრული სურათის მიღება შეუძლებელია.
ნუმეროლოგიის არსი გახლავთ რიცხვთა საიდუმლო მნიშვნელობის გაშიფვრა. სულ ათი: ნულიდან დაწყებული ცხრის ჩათვლით. შეუძლებელია თითეული მათგანის ზუსტი ინტერპრეტირება ყველასთვის უნივერსალურად. რიცხვი გახლავთ საფუძველი, რომელსაც გააჩნია თავისი სიტყვა-ასოციაციები. გამოცდილმა ნუმეროლოგმა იცის ამ საბაზისო ცნებებთან მუშაობა და აძლევს მათ განმარტებას. ნუმეროლოგიაში მიღებულია თითეული რიცხვის განხილვა ცალ-ცალკე. მხოლოდ ასე შეიძლება მისი ინდივიდუალური პოტენციალის ამოხსნა.
დავიწყოთ ამ რიცხვების განმარტება:
Sunday, 26 July 2020
ტამპლიერთა ორდენის განადგურება და მათი ქონების საიდუმლო გაქრობა
ტამპლიერები არ კმაყოფილდებოდნენ იდეალურ საზოგადოებაზე ოცნებით. მათ სურდათ საზოგადიების ტრადიციული სტრუქტურის რეორგანიზაცია, ამასთან ევროპა იყო შუალედური ეტაპი სასურველი პროექტის რეალიზაციისთვის. მათი დიდი სურვილი გახლდათ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მტრობის მოსპობა. ტამპლიერთა მფარველობით შეაღწია დასავლეთ ევროპაში საღვთო გეომეტრიისა და არქიტექტურის პრინციპებმა. ორდენის გაუქმების შემდეგ, საიდუმლოებათა დიდი ნაწილი დაიკარგა. ტაძრელთა თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა რელიგია წარმოშობილია კაცობრიობის ერთი დიდი პირველრელიგიიდან და ყველა განკერძოებული კულტი უნდა დაუბრუნდეს ამ ერთიანობას.
საღვთო გეომეტრიას ზოგიერთი ავგაროზული მაგიის ერთ-ერთ ფორმად თვლიდა. გადმოცემით, მას იყენებდა ლეონარდო და ბოტიჩელი. "ტიმეოსში'' პლატონმა შემოქმედს "ტექტონი''-მშენებელი უწოდა. ამგვარად, "არქიტექტონი'' "მთავარი მშენებელია''. პლატონის აზრით, არქიტექტონმა შექმნა კოსმოსი გ ე ო მ ე ტ რ ი ი ს დახმარებით. მე-16 ს-ში ჯონ დი კითხულობდა ლექციებს გეომეტრიის საფუძვლებზე. მან გამოაქვყნა ევკლიდეს ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობა, სადაც ყველა მათემატიკურ მეცნიერებათა წინ დააყენა არქიტექტურა. ის საუბრობდა ქრისტეზე, როგორც "ღვთიურ არქიტექტორზე''. ჯერ კიდევ პლატონი ამტკიცებდა, რომ არქიტექტორი არის ყველასი და ყველაფრის ოსტატი.
Saturday, 25 July 2020
ვაჯრა
ვაჯრა გახლავთ ბუდიზმის მნიშვნელოვანი რიტუალური ინსტრუმენტი. სანსკრიტზე ვაჯრა აღნიშნავს ალმასის სიმტკიცეს. ესაა ერთიანი, მტკიცე, ურღვევი ცოდნისა და გაბრწყინების სიმბოლო. ძველი ტექსტებიდან ირკვევა, რომ ვაჯრა არ იყო ყოველთვის სიმშვიდისა და მშვიდობის სიმბოლო.
პირველად ვაჯრა გაჩნდა ძველ ინდოეთში, სადაც ის გახლდათ ვედური ცის, მთავარ ღმერთ ინდრას (დევთა მეფის) იარაღი. ინდური პურანების თანახმად, ბოროტმა აზურებმა მთლიანად გააქრეს სინათლე და წყალი დედამიწაზე, რამაც ყველასთვის სიცოცხლე შეუძლებელი გახადა. ინდრა უშედეგოდ ებრძოდა დემონთა ღმერთებს და საბოლოოდ დასახმარებლად მოუხმო უმაღლეს ღვთაება ვიშნუს.
Wednesday, 22 July 2020
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ ა ლ ა შ ე ბ ი და ბ უ რ უ შ ე ბ ი
"...მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა...საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე."-ზვიად გამსახურდია
"მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს".-ნიკო მარი
Sunday, 19 July 2020
გოდოლი
გოდოლი-მეტაფორულად გამოხატავს ციხესიმაგრის იდეას, მაგრამ მთავარი მისი მნიშვნელობა დაკავშირებულია სიმაღლესთან, რომელიც სიმბოლურ სურათზე გაიგივებულია სულიერებასთან, ზეციურობასა და ღვთიურობასთან.
გოდოლი ხიდია ცასა და დედამიწას შორის, ცხოვრების ხის არქიტექტურული ხორცშესხმა-სამყაროს შექმნის კოსმიური საყრდენი (სწორედ ასეთი კონტექსტში აღიქმებოდა ნიუ-იორკის ტყუპი-ცათამბჯენები, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ). ყველაზე ცნობილი გახლავთ ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაკავშირებულია ბიბლიურ გადმოცემასთან და განასახიერებს ხალხის ამპარტავნებას, ქედმაღლობას, შეტევას ზეციური სამყაროს დასაპყრობად. რასაც ღმერთმა ენების აღრევით უპასუხა და განფანტა ამპარტავანნი მთელ დედამიწაზე. ბიბლიური ტექსტის მიხედვით, გოდოლი ხალხის გაერთიანების სიმბოლოა, უფრო მეტიც- მათი იდენტურობისა. ენების აღრევამ გამოიწვია საერთო იდენტურობის დაკარგვა, რასაც გოდოლის მშენებლობის შეწყვეტა და ზეცაში მოხვედრის სურვილზე ხელის აღება მოჰყვა.
Wednesday, 15 July 2020
არქეტიპი
არქეტიპი-პირველყოფილი სახეების, ცნებების, იდეალების ერთობლიობა, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული პროტოტიპი მეხსიერებაში ან ადამიანის პირად გამოცდილებაში. მას ქმნის კოლექტიური არაცნობიერი. არქეტიპები ადამიანს წინაპრების გამოცდილებით გადაეცემა ქვეცნობიერის დონეზე, ზღაპრისა თუ მითის სიუჟეტი, აღზრდის თავისებურებები, მოგონებები.
არქეტიპები ვლინდება სიზმრებში, ოცნებებში, ხილვებში და სპონტანურად განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებასა და მის ქცევას. სხვა სიტყვებით: არქეტიპი-ესაა თანდაყოლილი საბაზისო "ფსიქიკის კომპლექტი", რომელიც ინსტიქტების მსგავსად ჩაქსოვილია ამოუცნობ სიღრმეებში.
Thursday, 23 April 2020
ჯვრის სიმბოლიკა
ზოგადად სიმბოლოში დაფარული იყო გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ ზოგიერთი მათგანი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სტაბილური გამოსახულებას ინარჩუნებდა, რისი შეცვლაც შეუძლებელი გახლდათ. ასეთ სიმბოლოებს უნივერსალური ბუნება ჰქონდა. სწორედ მათ განეკუთვნება: ჯვარი, სპირალი, წრე. ადამიანებს ცოდნის ყველაზე უნივერსალური ფორმა გადაეცა სიმბოლოთა საშუალებით. სიმბოლიკაში ჩადებულია მდგომარეობა, მოვლენის სული, რომელსაც ის გამოხატავს. არცთუ იშვიათად, სიმბოლოს წვდომა, მისი არსის გაგება ხდება ინტუიტიურად , ქვეცნობიერის დონეზე. ვინც წვდება სიმბოლოს მნიშვნელობას, მას სამყაროს შემეცნების უნარი გააჩნია. ცნობილია, რომ ყოველი საკრალური ხელოვნება ეფუძნება ფორმის მეცნიერებას. ფორმებისათვის კი ნიშანდობლივია სიმბოლიკა.
ეგვიპტური ჯვარი––ანჰი
ეგვიპტური ჯვარი T-ს ფორმისაა, რომელსაც თავზე მარყუჟი აქვს. მისი წარმოშობა უცნობია.
ჯვარი ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ცხოვრების სიმბოლოს. ეგვიპტეში ადეპტს, რომელსაც ყველა გამოცდა გავლილი ჰქონდა, აწვენდნენ T-ს ფორმის საწოლზე და ზიარებისთვის შეჰყავდათ ღრმა ძილში. ადეპტს ათავსებდნენ სარკოფაგში, რომელიც სამეფო განსასვენებელში იდგა. მესამე დღეს ის გადაჰყავდათ დერეფნების შესასვლელთან, სადაც გათვლილ დროს ამომავალი მზის სხივები ეცემოდა ტრანსში მყოფი კანდიდატის სახეს, რომელიც უკვე ხელდასმული ფხიზლდებოდა.
Monday, 20 April 2020
ფენიქსი_მითიური ფრინველი
ფენიქსი_მითიური და მისტიკური საბურველით მოსილი ფრინველი. ის ყველაზე საოცარ
ფრინველად ითვლება. გადმოცემით, ფენიქსი ბინადრობდა არაბეთში, შესაძლოა სხვაგანაც ყოფილიყო მისი სამყოფელი. ფენიქსი არ მრავლდება ჩვეულებრივი ფრინველის მსგავსად, იწვის და აღდგება სიკვდილის შემდეგ საკუთარი ფერფლიდან. ამბობენ, ფენიქსი მხოლოდ ერთადერთია და ამიტომ ჭირს მისი ხილვა. როდესაც სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, იწყებს ბუდის მოწყობას, რომელსაც თითქოს იშვიათი და ძვირფასი მცენარეებისგან იკეთებს: ყავა, მური, ალოე. ეს მცენარეები ადვილად აალდება. ფენიქსი ჯდება ბუდეში, ელოდება ბუდის აალებს და მასთან ერთად იწვის. ოვიდიუსი წერდა, რომ დაწვის შემდეგ იბადება პატარა მატლი, რომლიდანაც ჩნდება ფენიქსი.
Subscribe to:
Posts (Atom)




















