არქეტიპი-პირველყოფილი სახეების, ცნებების, იდეალების ერთობლიობა, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული პროტოტიპი მეხსიერებაში ან ადამიანის პირად გამოცდილებაში. მას ქმნის კოლექტიური არაცნობიერი. არქეტიპები ადამიანს წინაპრების გამოცდილებით გადაეცემა ქვეცნობიერის დონეზე, ზღაპრისა თუ მითის სიუჟეტი, აღზრდის თავისებურებები, მოგონებები.
არქეტიპები ვლინდება სიზმრებში, ოცნებებში, ხილვებში და სპონტანურად განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებასა და მის ქცევას. სხვა სიტყვებით: არქეტიპი-ესაა თანდაყოლილი საბაზისო "ფსიქიკის კომპლექტი", რომელიც ინსტიქტების მსგავსად ჩაქსოვილია ამოუცნობ სიღრმეებში.
არქეტიპი მომდინარეობს სიტყვიდან "არქე"-პირველსაწყისი, რომელზეც ძველ ბერძენ მოაზროვნეთა აზრით იგება მთელი სამყარო. არქეტიპის ცნება შემოიღო კარლ იუნგმა. მისი აზრით არქეტიპები ესაა "ენერგიით სავსე ცენტრები": მომეტებული პრობლემების გამო, ისინი ჩდებიან ჩვენს სიზმრებში. არქეტიპები-შინაგანი ევოლუციის ნიშნები და პრობლემის გადაჭრის გასაღები. რა თქმა უნდა, იმ პირიბით თუკი ჩვენ ასეთი გზავნილის გაგებას შევძლებთ. იუნგმა უფრო გააფართოვა და გააღრმავა ფროიდის თეორია არაცნობიერის გავლენის შესახებ ადამიანის ქმედებაზე . მან აღწერა ფსიქიკის მრავალშრიანობა, შემოიტანა ცნება არქეტიპისა და ფსიქოლოგიური ტიპისა სამედიცინო სფეროში, ფსიქოლოგიასა და ფსიქიატრიაში.
იუნგს მიაჩნდა, რომ არქეტიპები უამრავია, მაგრამ ცენტრალურად ის მიიჩნევდა ანიმასა და ანიმუსს. ანიმა-შინაგანი ქალურობის გამოვლინება მამაკაცში, მისი გაუცნობიერებელი ქალური მხარე. ანიმუსი-მამაკაცური ტენდეციები ქალის ფსიქიკაში. ანიმასა და ანიმუსის შერწყმა არის სიმბოლო არაცნობიერის, ჩვენი ალტერ ეგოსი, რომელიც ახდენს თვითინტეგრირებას.
იუნგის აზრით, "თვითონ" ადამიანში ჩადებული პიროვნული სახეა, რომელიც ის უნდა გახდეს მომავალში. თვითონ- ღმერთის პირველსახეა, რომელსაც მისი თვისებები გააჩნია. ეს ერთიანი არქეტიპი შეიძლება გამოვლინდეს ზეადამიანის სახეში (მეფე, გმირი, წინასწარმეტყველი) ან დახურული კონტურის ფორმით (წრე, კვადრატი). სხვა არქეტიპები ყოველთვის კრებითი სახეა იდეალური მამაკაცის და იდეალური ქალისა სხვადასხვა გარდასახვაში.
დედა გახლავთ ყველაფრის საწყისი, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს დამოკიდებულებას გარე სამყაროსთან. ის ადამიანს აძლევს სიცოცხლისუნარიანობას, რესურსს, ცხოვრებისეულ ძალას. იუნგის მიხედვით დედა არის მარადიული არაცნობიერი სტიქია.
მამა მეტად დინამიური სახეა, რომელიც გვაწვდის ქცევის აქტიურ სქემებს და გვაძლევს რაღაც აქტიურობისკენ მიმათულებას. მკვლევარები გამოყოფენ მამობის სამ ტიპს და უკავშირებენ მათ ბერძნულ ღმერთებს: მამა-ზევსი- ეს გახლავთ პატრიარქალური მამაკაცის სახე. მას გააჩნია შორსმჭვრეტელობა და საზრიანია, ფლობს ძალაუფლებას, არის ავტორიტეტული და აქვს მართვის უფლება. ღმერთების მამა ძლიერია. ის ცხოვრების ყველა სფეროში, კარიერიდან დაწყებული სასიყვარულო თავგადასავლებით დასრულებული, საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული ადამიანების პირველსახე გახლავთ. მამა-კრონოსი-დიქტატორის სახე, საკუთარი შვილის მტერი. სიყვარულის ნაცვლად ურჩევნია ტოტალური კონტროლი, საკუთარი აგრესიითა და გამარჯვებებით ტკბობა. თუმც, ხანგრძლივ დიქტატს მოჰყვება წინააღმდეგობა და ამბოხი. მამა-ურანი-საიდუმლოებით მოცული უდროო სახე. ასეთი მამაკაცი ღრმა ინტელექტუალია, მაგრამ ხშირად საკუთარ თავში იკარგება. ის ქმნის საქმიანის განცდას, რომელსაც არ გააჩნია დასასრული, რითაც აძლიერებს უსაშველობის შეგრძნებას.
ბავშვი-ყველაზე მნიშვნელოვანი არქეტიპი, რომელიც გახლავთ სიცოცხლის საწყისი და განვითარების ხარისხობვრივად ახალი ეტაპის სიმბოლო. ეს გახლავთ ორი საპირისპიროს ერთობლიობა-ქალურისა და მამაკაცურისა, სისუსტისა და ძალის კოლოსალური მარაგისა. ბავშვი გახლავთ ინდივიდუალური ცნობიერების გამოღვიძების დასაწყისი.
No comments:
Post a Comment