კოსტა-რიკაში გათხრების დროს აღმოჩნდა უზარმაზარი, იდეალური სფეროსებრი ქვა. რანაირად მიაღწიეს ასეთ სიზუსტეს ათასი წლის წინ?-აი, კითხვა, რომელიც ექსპერტებს აწუხებს. კოსტა-რიკის ეროვნული მუზეუმის არქეოლოგმა ფრანცისკო კორალესმა ახალ აღმოჩენაზე გააკეთა შემდეგი კომენტარი:
"ჩვენ შევისწავლეთ ის ადგილი, სადაც დაახლოებით კიდევ 15 ასეთი სფერო ვნახეთ. ზოგიერთი ისეთ ადგილზეა, რომელსაც საცხოვრებელ შენობებთან მივყავართ. თითქოს იქ მიმსვლელებთან შესახვედრადაა დადგმული. სფეროებს იერარქიის, წოდებისა და ეთნიკური განსხვავების ნიშნად იყენებდნენ."
კოსტა-რიკის ეროვნული მუზეუმის ცნობით, ასეთი მასიურ ობიექტებს ეწოდება დიკისის ქვის სფეროები (stone spheres of Diquis) და ისინი უფრო ხშირად გვხვდება კოსტა-რიკის სამხრეთში და დამზადებულია დაახლოებით ჩვ.წ.აღ-ის 300-სა და 1500 წლების შუალედში.
სფეროების განთავსება ხდებოდა მნიშვნელოვან დასახლებებში, როგორც მთავარი არქიტექტორული ნაგებობების შემადგენელი ნაწილი, რათა ამ ადგილმდებარეობისა და აქაურ ლიდერთა ძალაუფლების პრესტიჟი აემაღლებინათ.
მექსიკელი არქეოლოგ იზაბელ მედინას თქმით, გადაწყდა სფეროების ნახევრად მიწაში დატოვება, რაც ხელს შეუწყობდა მათ შენარჩუნებასა და შემდგომ კვლევას.
ფრანცისკო კორალესი სწავლობს ტექნოლოგიებსა და იარაღებს რითაც შეიქმნა სფეროები. მათ ახლოს მან აღმოაჩინა იარაღები, რომელსაც იყენებდნენ ქვების ზედაპირის დასაგლუვებლად. სფეროები სხვადასხვა მასალისგან იყო დამზადებული: გრანიტის და გაბროს ქანებისგან, კირქვისგან ან ქვიშაქვისგან, მაგრამ ძირითადად ეს იყო გაბროს ქანები.
სფეროების დასამზადებლად არჩევდნენ მაგმური და დანალექი ქანების (კირქვა და ქვიშაქვა) მსხვილ ბლოკებს. ხდებოდა ზედაპირის დაფშვნა ქვის იარაღების დახმარებით. ძველი ხელოსნები იყენებდნენ სითბოს, ვინაიდან მისი დახმარებით ქანებს აცილებდნენ ზედმეტ შრეებს უბრალო ხის ხელსაწყოების საშუალებით. ნაპოვნი ობიექტები სხვადასხვა ზომისაა, რამდენიმე სანტიმეტრიდან დაწყებული, 2,60 მ-მდე დიამეტრით დამთავრებული და იწონის 25 ტონას.
სფერობისთვის ბლოკებს მოიპოვებდნენ კოსტენიის მთიანეთში, რომელიც კორდილიერებშია. იქ მოპოვებული მასალა პირველადი დამუშავების შემდეგ გადაჰქონდათ მომზადებულ ნაკვეთზე და აძლევდნენ მას საბოლოო სახეს.
უცნობია ძველად ხალხს რანაირად გადაჰქონდა მოპოვებული ქვები. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში სფეროების უმეტესობას ადგილმდებრეობა შეუცვალეს და ახლა მეცნიერებს უჭირთ ზუსტი ინფორმაციის მიღება მათ წარმოშობასა და გამოყენებაზე.
ზუსტი მონაცემების არქონამ დროთა განმავლობაში დაბადა მითები. ზოგიერთები თვლიან, რომ არაჩვეულებრივი ობიექტები შექმნას უცხოპლანეტელებმა, ხოლო ზოგიერთი მათში ატლანტიდის კვალს ხედავს.
ანთროპოლოგ ივარ ზეპისა და ჯორჯ ერიქსონის აზრით სფეროები მაჩვენებელია იმისა, რომ დიკისის დელტაში არსებობდა მაღალგანვითარებული ცივილიზაცია, რომელსაც გასასვლელი ჰქონდა ზღვაზე. ისინი ამტკიცებენ, რომ აღმოჩენილი სფეროები მიანიშნებდა საზღვაო მარშრუტებს და გამოიყენებოდა სანავიგაციო მიზნით.
No comments:
Post a Comment