Sunday, 9 August 2020

წყლის სიმბოლო


წყალი ჯერ კიდევ პირველყოფილი ადამიანის მიერ შესრულებულ ნახატებზეა გამოსახული. ის ფიგურირებდა მრავალ რიტუალში. მითებსა და გადმოცემებში უმეტესად დედამიწაზე სიცოცხლის შექმნასთან დაკავშირებით საუბარია, რომ წყლიდან ჯერ ხმელეთი გამოჩნდა და მხოლოდ ამის შემდეგ ყველა ცოცხალი ორგანიზმი.


წყალი ერთ-ერთია ოთხი საწყისი ელემენტიდან. ისაა პირველსწყისი ქაოსი, რომლიდანაც შეიქმნა მიწა-დედის საშოს ანალოგი, რომლის ცით განაყოფიერების შედეგად (მამაკაცური საწყისი) შეიქმნა ეს სამყარო.

წყალს ადარებენ ხშირად რელიგიურ დოგმატებს. ბუდიზმში წყლის უწყვეტი დინება არის ყოფიერების დინების სიმბოლო, სანსარის ბორბლის უწყვეტი ბრუნვა. ბუდისტი ბერები ატარებენ თავზე წყლის სხურების რიტუალს, რასაც საკრალური მნიშვნელობა აქვს. წყალი ბუდას სიბრძნეს განასახიერებს, ხოლო ბერი რომელიც ამ რიტუალს გაივლის იძენს აჩარიას უმაღლეს სტატუსს-მასწავლებელი. თავზე წყლით სხურებით ხდება ილუზიების სამყაროს გავლა და ჭეშმარიტი ხედვის შეძენა.

დაოსიზმში წყალს წინააღმდეგობრივი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ერთის მხრივ, წყალი სისუსტის, პასიურობის სიმბოლოა, მეორე მხრივ- აშკარა სისუსტის ტრიუმფი ძალაზე. წყალს ყოველთვის შეუძლია მონახოს გზა, გვერდი აუაროს წინაღობას. ლაო-ძი ყველას მოუწოდებდა მაგალითი წყლისგან აეღოთ. დაო, დე ძინის თქმით, რბილი და სუსტი ანგრევს მყარსა და ძლიერს. დიახ, წყალი რბილი და სუსტია, მაგრამ ის ყველაზე ძლიერი იარაღია ძლიერებისა და ძალის წინააღმდეგ. მათზე გამარჯვებაში მას ბადალი არ ჰყავს. მისი პრინციპია_დათმობა, გამარჯვება.

ინდუიზმში ცეცხლის ღმერთი აგნი დაიბადა წყლისა და მიწის კავშირით და არის სვეტი, რომელიც იჭერს ყოველივე არსებულს. მზის ღვთაება ვიშნუს სძინავს გველზე, რომელიც წევს წყლის ზედაპირზე და მისი მუცლიდან იზრდება ლოტოსი, მასზე ზის თავად შემოქმედი ბრაჰმა ("წყალზე მოსიარულე"). კეთილდღეობის ქალღმერთი ლაქშმი ოკეანიდან დაიბადა. ინდუიზმის ადეპტებისთვის ყოველი წყალსაცავი წარმოადგენს წმინდა და მარადიულ სტიქიას, რომელსაც დიდი ძალა გააჩნია. მასში ყოველ ადამიანს შეუძლია განიწმინდოს როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად. განბანვა მდინარეში, ტბაში, ოკეანეში.

ქრისტიანობაში წყალი განახლებაა, აღდგენაა, განწმენდაა, კურთხევა და ნათლობაა. მდინარე ქრისტეს სიმბოლოა, როგორც წყარო მარადიული სიცოცხლისა და ქალწულ მარიამისა, როგორც საშოს ქმნილებისა. ღვინოსთან შერეული წყალი  არის პასიური საწყისის სიმბოლო, რომელზეც მოქმედებს სული, "წყლითა და სულით ჩასახვა".

ეგვიპტეში წყალს სხვადასხვა მნიშვნელობა ჰქონდა, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად დაიყოს:

  1. ქალური საწყისი_ეგვიპტურ კოსმოგონიაში, დაბადების წიგნში, ძველ ებრაელებსა და ინდუსებში ითველებოდა პასიურ, ქალურის საწყისის არსად-ელემენტებიდან ყველზე ნაყოფიერი, შესაქმეს საფუძველი.
  2. დაბადება, განახლება, სიმაღლე-წყალი, როგორც სიწმინდის სიმბოლო, აღნიშნავდა "სუფთების" ან ზიარებულების დაბადებას. ამიტომ წყალი მონაწილეობდა ბევრ რიტუალში.
  3. სხვადასხვის გაერთიანება-ხაზი ესმებოდა წყლის წინააღმდეგობრივ ხასიათს. წყალს შეეძლო სიცოცხლის მონიჭება, შეეძლო მისი წართმევაც. წყალი აერთიანებს ცოცხალთა და მიცვალებულთა სამყაროს.
ირანში წყალი არის წყალობის, გნოსტიციზმის, განწმენდის, სიცოცხლის სიმბოლო. როგორც წვიმა ან ნაკადული, წყალი განასახიერებს სინამდვილის ღვთიურ გამოცხადებას, ასევე შესაქმეს: "წყლისგან შევქმენით ჩვენ ყველაფერი ცოცხალი".

ჩინელები წყალს დრაკონის სპეციალურ საცხოვრებლად მიიჩნევენ, რადგან მათი აზრით მთელი ცხოვრება ამოდის წყლიდან.  წყალი ინს ეკუთვნის, მთვარის საწყისს. მას წინააღმდეგობას უწევს ძალის სიმბოლო და მზის საწყისი იანი. წყალი არის სიწმინდის, ჩრდილოეთის მიმართულება, შავი კუს, როგორც პირველადი ქაოსის სიმბოლო.

ფსიქოანალიზის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა შეისწავლა წყლის ფსიქლოგიური სიმბოლიზმი ადამიანის სიზმრებში. მისი აზრით, დაბადება ძილში ხშირად გამოიხატება წყლის მიმართ დამოკიდებულებით_წყალში გადახტომა, წყლიდან ამოსვლა, წყალში ყოფნა ნიშნავს შობას ან დაბადებას, ვინადან ყველა ძუძუმწოვარა, ყოველი ადამიანი დედის საშოში წყლით გარშემოტყმული გადის თავისი განვითარების პირველ ფაზას ემბრიონის მდგომარეობაში, ხოლო დაბადებისას გამოდის წყლიდან.

კარლ იუნგი წყალს თვლის არაცნობიერის სიმბლოდ. როცა სიზმარში ადამიანი იცქირება "წყლის სარკეში", ის ხედავს საკუთარ რეალურ სახეს, რომელსაც არასდროს უჩვენებს სხვებს და მალავს. სიზმარში წყლის სიმბოლო შეიძლება სხვადსხვა იყოს. უნაპირო ოკეანე ჩვენი უსაზღვრო არაცნობიერია. ბობოქარი ზღვა, რომელიც სიღრმისკენ მიგაქანებს თითქოს ცდილობს გვაჩვენოს ჩვენი შიშების, ტკივილის და სურვილების ზედაპირზე ამოსვლის ცდა ან შენი ჩათრევა. მშვიდი ტბა ან მოჩუხჩუხე ნაკადული გვიჩვენებს ჩვენ ჰარმონიულ არსებობას "მე" და არაცნობიერისა. 

წყლის ფსიქოლოგიურად ნახვა სიზმარში წარმოადგენს არაცნობიერ, პიროვნების სიღრმისეულ შრეებს. წყალი განიხილება როგორც დინამიური, მოტივირებული და ქალური მხარე პიროვნებისა.






No comments:

Post a Comment