ასუკას პარკიდან ასიოდე კილომეტრში, რომელიც ქალაქ ასუკასთანაა ახლოს, მდებარეობს კლდეზე მიმაგრებული 500-600 ტ. მეგალითი იში-ნო-ჰოდენი. მონოლითი თავისებურ ნახევარფაბრიკატს წარმოადგენს, ვინაიდან ის დაუსრულებელია.
ზედაპირზე მოჩანს პრიზმის ფორმის შვერილი, რაც ტოვებს შთაბეჭდილებას თითქოს ობიექტი გვრდზეა წაწოლილი. იში-ნო-ჰოდენი საკმაოდ უბრალოდაა გაკეთებული. ის გახლავთ კლდის მასივის კიდეზე შერჩეული ქანი და მას მიცემული აქვს არატრივიალური გეომეტრიული ფორმა. მთლიანად მეგალითვისთვის სურათის გადაღება ძნელია. მის ახლოს მდგარი სინტოისტური ტაძარი მსუბუქ კონსტრუქციად მოსჩანს მონოლითის გვერდით.
ტაძარი აქ იმისთვის ააგეს, რომ მეგალითური ბლოკი ითვლება წმინდა ქვად და მას უძველესი დროიდან ეთაყვანებიან. სინტოისტური ტრადიციების თანახმად, იში-ნო-ჰოდენს გარშემო შემოვლებული აქვს ბაგირი. გვერდით განთავსებულია "სამსხვერპლო", სადაც შეიძლება მლოცველმა თხოვნით მიმართოს ქვის სულს.
ოფიციალური ვერსიით, მეგალითის გამოყენება სურდათ სამაროვანისთვის. მაგრამ იაპონიაში ცნობილი სამარხიდან არცერთი არაა მონოლითური. ის არანაირად არ ესადაგება ადგილობრივ ტრადიციას, სადაც მონოლითისგან მხოლოდ სარკოფები კეთდებოდა და სახურავი ყოველთვის ცალკე ელემენტს წარმოადგენდა.
სავარაუდოდ, ლეგენდაში საუბარია იში-ნო-ჰოდენის ძალიან სწრაფ შექმნაზე, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისთვის სასწაული უნდა ყოფილიყო. იქნებ "ღმერთებს" ისეთი იარაღი ჰქონდა, რომელიც ძველ იაპონელებს არ გააჩნდათ.
ვარაუდით, ეს მონოლითი უნდა ყოფილიყო საყრდენი დიდი კონსტრუქციისა. ოფიციალური ვერსიით, ის ქვის სამაროვანია. მეცნიერული მონაცემები ვინ და რისთვის შექმნა მონოლითი, არ არსებობს. "დედა" კლდისგან მოწყვეტილი მეგალითი თითქოს ერთი დარტყმით ჩამოჭრეს მას. ხელსაწყოების კვალის არარსებობა იში-ნო-ჰოდენის გარშემო არსებულ კლდეზე კიდევ უფრო მეტ თავსატეხს აჩენს. არ ჩანს არც ხელით შრომის მექანიკური და არც სამანქანო საშუალებების კვალი.
მეგალითის ქვეშ დიდი ქვის რეზერვუარია, რომელიც წყლითაა სავსე. როგორც ტაძრის ჩანაწერებიდან ირკვევა, ეს წყალსაცავი არ შრება დიდი გვალვების დროსაც კი. მეგალითის ქვეშ მდგარი წყლის გამო ქვის ცენტრის საყრდენი ნაწილი, რომელიც კლდესთან აერთებს მეგალითს, არ ჩანს. ამის გამო იქმნება შთაბეჭდილება თითქოს ის ჰაერში ლივლივებს. ამიტომ იში-ნო-ჰოდენს "აფრენილი ქვაც" კი დაარქვეს.
2005-2006 წ-ში ოტემაიეს ისტორიული უნივერსიტეტის ლაბორატორიამ ჩაატარა მეგალითის კვლევა. გაკეთდა სამგაზომილებიანი აზომვა ლაზერის დახმარებით. გულდასმით შეისწავლეს ქანის ბუნება. 2008 წელს განმეორებით ჩატარდა მეგალითის ლაზერული და ულტრაბგერითი კვლევა. გამოქვეყნებულ ანგარიშში მითითებულია, რომ მიღებული მონაცემებით შეუძლებელია იმის დადგენა არსებობს თუ არა მეგალითში რაიმე ღრუ. იში-ნო-ჰოდენი დამზადებულია ჰიალოკლასტიტისგან, რომელიც დაახლოებით 70 მილიონი წლის წინ წყალში ლიპარიტის ლავის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქნმა.
ამ მონოლითის დანიშნულებასთან დაკავშირებით ისტორიკოსებს სხვა ვერსია არ გააჩნიათ. ადგილობრივი გადმოცემები იში-ნო-ჰოდენს უკავშირებს "ღმერთების" მოღვაწეობას. ლეგენდის მიხედვით, მეგალითის შექმნაში მონაწილეობას იღებდა ორი ღმერთი-ოო-კუნინუსი-ნო კამი (დიდი ქვეყნის მფარველი ღმერთი) და სუკუნა-ბიკონა-ნო კამი (ღმერთი-ბავშვი). როცა ეს ღმერთები იძუმო-ნო კუნის ქვეყნიდან მოვიდნენ (დღევანდელი ჰეგოს პრეფექტურა), რაღაც მიზეზის გამო მათ ერთ ღამეში უნდა აეშენებინათ სასახლე. თუმც როგორცვე იში-ნო-ჰოდენი დაამზადეს, მაშინვე აჯანყდნენ ადგილობრივი ჰარიმას ღმერთები. სანამ ოო-კუნინუსი-ნო კამი და სუკუნა-ბიკონა-ნო კამი აჯანყებას ახშობდნენ, ღამე გაილია და სასახლე დაუმთავრებელი დარჩა. ორივე ღმერთმა ფიცი დადო, რომ ისინი დაიცავდნენ ამ ქვეყანას.
No comments:
Post a Comment