1996 წელს მდიდარმა ჰოლანდიელმა კოლექციონერმა გადაწყვიტა უნიკალური ექსპონატის რესტავრაცია. მის კუთვნილ ბუდას ქანდაკაბას გაუჩნდა პატარა ბზარები. როცა რესტავრატორმა ქანდაკებას კვარცხლბეკი მოხსნა, თვალწინ უცნაური სანახაობა გადაეშალა. კოლექციონერს თვალში მოხვდა ამოუცნობი ობიექტი, რომელიც სახვევებში იყო გახვეული. კვარცხლბეკის შიგნით რესტავრატორმა აღმოაჩინა ორი ბალიში და გრაგნილი, რომელიც ბალიშებს შორის იდო. წერილი იტყობინებოდა, რომ მონაპოვარი-მუმია გაბრწყინებულ ბერ კიუ ციუანს ეკუთვნოდა. სიცოცხლეში ის ხელმძღვანელობდა მედიტაციის ჩინურ სკოლას. წერილში ასევე ნათქვამი იყო, რომ ლიუ ციუანმა მიაღწია უმაღლეს გაბრწყინებას-შეეხო ნირვანას. ის ამავე პოზაში მყოფი ამოქოლეს ქანდაკების შიგნით. გამოცდილმა რესტავრატორმა თავიდან არ დაიჯერა წერილში ნათქვამი.
არტეფაქტის მფლობელს ორი გამოსავალი ჰქონდა, ან გაეტეხა ქანდაკება და დაედგინა მუმიის რეალობა, ან აერჩია მისი შესწავლის დახვეწილი მეთოდები. კოლექციონერმა მიმართა ადგილობრივ კლინიკას. თუმც ნამდვილი გამოკვლევის ჩატარება მხოლოდ 2013 წელს მოხერხდა. ქანდაკებას გაუკეთდა ჩვეულებრივი კომპიუტერული ტომოგრაფია. ექსპერტიზა ჯერ გერმანიაში, მანჰეიმში ჩატარდა, შემდეგ ნიდერლანდებში, ქალაქ ამერსფორდში. ევროპელ მეცნიერებს აინტერესებდათ პირადად დარწმუნებულიყვნენ, რომ ქანდაკებაში ნამდვილი ადამიანის სხეული იყო დამალული.
სურათზე გამოჩნდა ადამიანის ჩონჩხი და თავისქალა. მუმია ლოტოსის პოზაში იყო გაშეშებული. ყველა დარწმუნდა, რომ ქანდაკების შიგნით ბერი იყო, რომელიც ამოქოლეს ორი ათსი წლის წინ. ჰოლანდიელმა კოლექციონერმა ლამის ირწმუნა, რომ ბუდისტმა ნამდვილად მიაღწია ნირვანას. ის ლოტოსის პოზაში იმყოფებოდა. ესაა მედიტაციის კლასიკური პოზა. მაგრამ ენდოსკოპებმა შეაღწიეს მუმიის მუცლისა და გულმკერდის ღრუში და იქ ვერაფერი ნახეს. ბერს შიგნეულობა ამოცლილი ჰქონდა. ამ აღმოჩენამ სრულიად უარყო თვითმუმიფიკაციის თეორია. ბუდისტთა რწმენით, გაბრწყინებულ ბერებს შეუძლიათ მიაღწიონ სამათხის მდგომარეობას. ასეთ დროს სიცოცხლისთვის აუცილებელი პროცესები ადამიანის ორგანიზმში ნელდება, ჩერდება. გონება გადადის სხვა განზომილებაში. ამის შემდეგ გაბრწყინებული იქცევა ქვის მუმიად.
მუმიის შიგნით სიცარიელემ აჩვენა, რომ შინაგანი ორგანოები სპეციალურად იყო ამოღებული. რის შემდეგ, ბერი ქანდაკებაში ამოქოლეს. ქანდაკებაში ნაპოვნი ხელნაწერიდან გაირკვა, რომ ბერს ერქვა ლიუ ციუანი. გრაგნილების თანახმად, ბუდისტი გარდაიცვალა 1100 წელს. ბერი მეტად გამოჩენილი და პატივცემული პიროვნება იყო. ქანდაკებაში მისი ამოქოლვის მიზეზი სავარაუდოდ, მისი წმინდა რელიქვიად ქცევა იყო, რათა შემდეგ მასზე ელოცათ.
როცა 2015 წელს საყოველთაოდ ცნობილი გახდა ამ უძველეს აღმოჩენის შესახებ, ცნობამ ჩინელ გლეხებამდისაც მიაღწია. მათ ნიდერლანდების ხელისუფლებას წერილით მიმართეს, რათა დაებრუნებინათ მუმია სამშობლოში. ჩინელი ბუდისტები დაჟინებით მოითხოვდნენ არტეფაქტის უკან დაბრუნებას. ქანდაკება დიდხანს იდგა ტაძარში. 1995 წელს წელს ის მოიპარეს. მათი თქმით, ქანდაკების საჯაროდ გამოფენა ეწინააღმდეგებოდა წმინდა ტრადიციებს.
ჩანაწერები ამ ბუდისტ ბერზე ძველ ჩინურ არქივებშია შემონახული. ის ბალახებით მკურნალობდა ადგილობრივ მოსახლეობას. არქივებს თუ ვენდობით, ლიუ ციუანმა იცოცხლა 300 წელი. მკურნალობისთვის მადლობის ნიშნად მოსახლეობამ გადაწყვიტა ბერის მუმიფიცირება და მისი წმინდა რელიკვიად ქცევა.
უამრავი ტესტისა და ანალიზის შემდეგ ქანდაკება-მუმია დრენტეს მუზეუმში გადაიტანეს. არქეოლოგთა თქმით იქ ყველაზე საუკეთესო პირობებია შექმნილი მის შესანახად. რესტავრაციის შემდეგ ქანდაკება შესანიშნავ მდგომარეობაშია.
No comments:
Post a Comment