Monday, 17 August 2020

საჰასრალინგას კომპლექსის უცნაური ქვები

 


საჰასრალინგას სახელწოდებით ცნობილი არქეოლოგიური კომპლექსი მდებარეობს მდინარე შალმალაზე, ინდოეთის შტატ კარნატაკში. ზაფხულის დადგომისას წყლის დონე მდინარეში იკლებს, აქ მოდის უამრავი მომლოცველი. გამეჩხერებული მდინარის ფსკერიდან ჩნდება სხვადასხვა ფორმის უცნაური ქვის ფიგურები, რომელიც უხსოვარი დროისაა. სახელწოდება ნაწარმოებია ინდური სიტყვიდან საჰასრა-ათასი და ლინგა-ნივთი. მომლოცველები აქ მოდიან მაჰა შივარათრის დღესასწაულზე და აღნიშნავენ შივას ქორწინების დღეს.




ლეგენდის მიხედვით, ყველა ლინგა ანუ ნივთი (ფიგურა) შექმნა მეფე სირზიმ-სადაშივარაიამ. ყველა ლინგას აქვს შესაბამისი ჩუქურთმა ნანდი-შივას წმინდა ხარი. რამდენიმე ათასი წლის განმავლობაში ეთაყვანებოდნენ ინდუსები შივას ლინგამებს. ლინგამი გახლავთ თაყვანისცემისა და მედიტაციის უმაღლესი ობიექტი. ინდუსთა თქმით მათი ძალა ატომური რეაქტორის ძალის ტოლია. მითის მიხედვით, ცეცხლოვანი ლინგამი შეესაბამება სამყაროს ღერძს და არის შივას  ამოუცნობობისა და მიუღწევლობის სიმბოლო.



მდინარის კალაპოტში არსებული ბუნებრივი ქვის რელიეფებისა და ქანდაკებების შექმნა ტექნიკური თვალსაზრისით ძალზედ ძნელია. რა დანიშნულება ჰქონდა ამ არტეფაქტებს არც არქეოლოგებმა და არც ისტორიკოსებმა არ იციან. ინდუსებს განსაკუთრებით არც აინტერესებთ ეს, ვინაიდან ისინი თვლიან, რომ კომპლექსი ღმერთების შექმნილია.






No comments:

Post a Comment