Sunday, 2 August 2020

ტაკენუჩის მანუსკრიპტი, სადაც მოსე და იესოცაა ნახსენები




ტაკენუჩის მანუსკრუპტი გახლავთ საიდუმლო დოკუმენტების სერია, რომელიც 1500 წლის წინ იაპონური და ჩინური იეროგლიფების გამოყენებით გადაწერა ტაკენუჩინო მატორიმ. ტექსტი ამოღებულია კიდევ უფრო ძველი ხელნაწერებიდან. ლეგენდის თანახმად, "ღმერთებმა" დაწერეს ორიგინალური მანუსკრიპტი ღვთიური იეროგლიფებით მრავალი ათასი წლის წინ.

არაჩვეულებრივ მანუსკრიპტში აღწერილია კაცობრიობის ისტორია შექმნის დღიდან ქრისტიანობის დაბადებამდე. მასში ლაპარაკია იმ ეპოქაზე, როცა ხალხი ცხოვრობდა მშვიდად და ჰარმონიულად უმაღლესი ღმერთის შვილის მმართველობის დროს.

ამ ტექსტებს ინახავდა ტაკენუჩის ოჯახი-ტაკენუჩი მატორის შთამომავლობა. იამანე კიკუს წიგნში "იაპონიაში დამალული მსოფლიოს ნამდვილი ისტორია" ნათქვამია, რომ მანუსკრიპტები გადაეცემოდა თაობიდან თაობას და ინახებოდა კოსოკოტაიცზინგუს ტაძარში ომიცზინის მთაზე.

გაუგებარია რანაირად მოახერხა ტაკენუჩინო მატორიმ "საღვთო ენიდან" თარგმნა. ტაკენუჩის ტექსტებში აღწერილია ყველა ქვეყნის ისტორია "ღვთაებრივ ეპოქაში". საუბარია ძველი მსოფლიოს ოთხ ხანაზე, რომელიც დაიწყო დაახლოებით 300 მილიარდი წლის წინ.

ტანცზინის ეპოქის "ზეციური ღმერთების" შვიდი თაობა
იოკო/კოტოს ეპოქა-25 თაობა
ფუკიეძუს დინასტია-73 თაობა
კანიამოტოს დინასტია 125 თაობა, რომელიც დაიწყო ჩვ.წ.აღ-მდე 660 წ-ს და დღემდე გრძელდება.

დასაწყისში ნათქვამია, რომ შესაქმემდე იყო თხევადი ჭუჭყის მდინარე. სამყაროს შესაქმნელად საჭირო გახდა 22 მილიარდი წელი. გაჩნდა პირველი ღმერთი და ქალღმერთი, ცა და დედამიწა გაიყო, შეიქმნა მზე და მთვარე. თანდათან ჩამოყალიბდა დედამიწა. მეხუთე თაობაში ღმერთებმა შექმნეს ერის შემოქმედნი ბრწყინავი სხეულით, რომელიც დაეშვა კურაის მთაზე იაპონიაში.

შვიდი თაობის განმავლობაში სხვადასხვა არსებებმა შექმნეს ტექნოლოგიები, ტრანსპორტის ჩათვლით, დამწერლობა, ამინდის მართვა, სოფლის მეურნეობა და კომპიუტერები. მეშვიდე თაობამ დასაბამი მისცა მსოფლიო იმპერატორებს, სუმერა-მიკოტოდან დაწყებული. სუმერა მიკოტოს უწოდებენ "მზის შვილს", ვინაიდან ის გაჩნდა მზის ღმერთისგან.

მზის ღმერთის შვილებმა დააფუძნეს უმაღლესი ძველი დინასტია და 8 მილიარდი წლის შემდეგ, მათი შთამომავლები დაეშვნენ, რათა შეექმნათ საკუთარი ქვეყნები. ტაკენუჩის მანუსკრიპტში ნათქვამია, რომ კაცობრიობა გაჩნდა არა ევოლუციის შედეგად, არამედ ღმერთებმა შექმნეს ის.

ღმერთების შვილებმა შექმნეს ხუთი რასის ადამიანები (თეთრები, წითელკანიანები, ცისფერკანიანები, ყვითელკანიანები და შავკანიანები) და დაასახლეს ისინი დედამიწაზე. იაპონია იქცა მსოფლიოს ცენტრად , სადაც ღემრთები ქმნიდნენ რასებს და ასახლებდნენ მათ სხვა რეგიონებში.


კოტოს ხანაში მსოფლიოში არსებობდა ერთიანი მსოფლიო ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ედგა იმპერატორი სუმერა-მიკოტო. სუმერა მიკოტომ მსოფლიო დაყო 16 რეგიონად და თითეულ მათგანში მეფე დასვა.

სუმერა-მიკოტოს გერბი-16 ფურცლიანი ქრიზანთემა, რომელიც 16 რეგიონის სიმბოლო იყო. ეს ქრიზანთემა დღეს წარმოადგენს იაპონიის იმპერატორის ოჯახის ბეჭედსა და გერბს. ის იაპონიის პასპორტზეცაა გამოსახული.


16 ფურცლიანი ქრიზანთემა ცნობილია არამარტო იაპონიაში. ის გამოსახულია იშთარის ბაბილონის ჭიშკარზე, ალგამბრას სასახლეში-ესპანეთი, ეგვიპტეში და სხვაგან. ეს დამთხვევაა თუ სხვა რამ?


მსოფლიო მთავრობის ცენტრი მდებარეობდა ჰიდას მთაზე იაპონიაში. კოსოკოტაიცზინგუს ტაძარი ყველაზე წმინდად ითვლებოდა. ის მიეძღვნა კაცობრიობის წინაპრებს. ტაძარი აგებული იყო უჟანგავი ლითონისგან ჰიჰიიროკანეს სახელწოდებით. ტაკენუჩის ხელნაწერის თანახმად, ყველა რასის წარმომადგენლები მიდიოდნენ იმ ტაძარში ყოველწლიურ დღესასწაულზე.

დოკუმენტებში საუბარია, რომ სუმერა-მიკოტო ხშირად მოგზაურობდა მთელ მსოფლიოში. ის მოგზაურობდა საჰაერო ტრანსპორტით ამენო-უკიფუნეს ("მფრინავი ხომალდი") სახელწოდებით. ადგილებს, სადაც მფრინავი ხომალდი ჯდებოდა, ერქვა "ჰანე" (ქარები). იაპონიაში ბევრ გეოგრაფიულ ადგილს ჰქვია ჰანეს შემცველი სახელები. სავარაუდოდ, ეს უნდა ყოფილიყო ძველი დასაფრენი ბილიკები.

სოციალური სტრუქტურის საფუძველი იყო სოფლის მეურნეობა. მიწა ეკუთვნოდა ღმერთებს, მაგრამ  მას მართავდნენ ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები მიწას იჯარით იღებდნენ, მათ არ სჭირდებოდათ გადასახადის გადახდა. არავინ აკონტროლებდა და ექსპლუატაციას არ უწევდა. სუმერა-მიკოტოს სურდა ბედნიერება მოეტანა ხალხისთვის, ვისაც ის უყვარდა და პატივს სცემდა.

სუმერა-მიკოტო წყვეტდა ვინ გახდებოდა  მეფე და ვინ არ გამოდგებოდა ამისთვის. ის ანიჭებდა ძალაუფლებას ხელისუფალს და ართმევდა მას თუკი პიროვნება არ შეეფერებოდა საქმეს. ეს გადმოცემა რაღაცით მოგვაგონებს ძველ შუმერულ ტექსტებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ ძველ მეფეებს პირდაპირ ნიშნავდნენ ღმერთები, ხოლო პირველი მეფეები თავად ღმერთები იყვნენ.

ტექსტში ნახსენებია უამრავი "ჰირამიტოს"(ტაძრები) მშენებლობა მზის ღმერთისთვის. ტაძრებს პირამიდის ფორმა ჰქონდა და ხელით იყო ნაგები. სუმერა-მიკოტო იყენებდა ამ პირამიდებს ზეციურ ღმერთებთან ურთიერთობისთვის.


როგორც სხვა მსგავს ლეგენდაში, ოქროს საუკუნე დასრულდა, როცა ადამინებმა შეწყვიტეს ღმერთების თაყვანისცემა. ეს მოხდა ფუკიეძუს დინასტიის დროს, რამაც ბოლო მოუღო ათასწლოვან აღორძინების ხანას. ბუნებრივი კატასტროფების შედეგად ოკეანეში ჩაიძირა ორი კონტინენტი-ტამიარა და მიიოი.

დინასტიის ბოლოს 200 მეტრიანმა ცუნამიმ გაანადგურა იაპონია. ეს კატასტროფები ადამიანის სულიერმა გადაგვარებამ გამოიწვია. ხალხმა დაივიწყა სუმერა-მიკოტო, გახდნენ ამპარტავანნი და ღმერთების რისხვა დაატყდათ თავს..

ყველაზე საოცარი ტაკენუჩის მანუსკრიპტში გახლავთ მოსესა და იესოს ხსენება, რომლებიც თითქოს იაპონიაში აღესრულენ. უფრო მეტად საოცარი კი მათი საფლავების იქ არსებობაა. იესოს ე.წ. საფლავი (რომელმაც თითქოს 106 წლამდე იცოცხლა) მდებარეობს იაპონიის შორეული ჩრდილოეთის მთებში უცნაურ პატარა ქალაქ სინგოში. თავად სახელწოდება კირისუტო პო სატო ნიშნავს "ქრისტეს ქალაქს". ცენტრიდან  არც ისე შორს მდებარეობს საფლავი დიდი ხის ჯვრით.


ტაკენუჩის მანუსკრიპტის თანახმად, მოსეც იაპონიაში გარდაიცვალა 583 წლის ასაკში. მისი სავარაუდო საფლავი მდებარეობს ჰოდაცუს მთის ძირში. 

არის თუ არა ტაკენუჩის დოკუმენტები ნამდვილი, ამის გარკვევა ახლა შეუძლებელია, ვინაიდან ხელისუფლებამ ორიგინალის კონფისკაცია მოახდინა. მოგვიანებით კი ის დაიკარგა.

მე-19 საუკუნეში კიამარო ტაკენუჩიმ დააფუძნა სინტოიზმის ("ღმერთების გზა")განშტოება ტაკენუჩის მანუსკრიპტის საფუძველზე. ზოგიერთი ექსპერტი თვლის, რომ ტაკენუჩის მანუსკრიპტი ოსტატური სიყალბეა. სხვები თვლიან, რომ მასში არის სიმართლის მარცვალი. იმის გამო, რომ დედანი სამუდამოდ დაიკარგა, ეს საიდუმლო ალბათ ვერასდროს გაიხსნება.







No comments:

Post a Comment