ნუმეროლოგია წარმოადგენს კომპლექსური ეზოთერულ მეცნიერებას. საკმარისი ცოდნის გარეშე ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაშიც კი, მომხდარზე სრული სურათის მიღება შეუძლებელია.
ნუმეროლოგიის არსი გახლავთ რიცხვთა საიდუმლო მნიშვნელობის გაშიფვრა. სულ ათი: ნულიდან დაწყებული ცხრის ჩათვლით. შეუძლებელია თითეული მათგანის ზუსტი ინტერპრეტირება ყველასთვის უნივერსალურად. რიცხვი გახლავთ საფუძველი, რომელსაც გააჩნია თავისი სიტყვა-ასოციაციები. გამოცდილმა ნუმეროლოგმა იცის ამ საბაზისო ცნებებთან მუშაობა და აძლევს მათ განმარტებას. ნუმეროლოგიაში მიღებულია თითეული რიცხვის განხილვა ცალ-ცალკე. მხოლოდ ასე შეიძლება მისი ინდივიდუალური პოტენციალის ამოხსნა.
ნული-0 მეტაფიზიკური თვალსაზრისით ის არ გახლავთ რიცხვი და არ განეკუთვნება რიცხვთა სამყაროს. ნული გახლავთ ყველა რიცხვის საწყისი, რომელივ განეკუთვნება ერთიან, განუყოფელ საზომს. მეტაფიზიკური ნული მოიცავს ყველა რიცხვს, როგორც პოტენციურ ნახევარს გამოეყოს მთლიანს. მეტაფიზიკური ნული არის აბსოლუტის სიმბოლო, რომელიც აერთიანებს სულსა და მატერიას. ასეთი ნული წარმოადგენს ყოვლისმომცველ წრეს უსასრულო რადიუსითა და გარშემოწერილობით.
''ღმერთი წრეა, რომლის ცენტრი ყველგანაა, ხოლო გარშემოწერილობა-არსად''-ბლეზ პასკალი.
ნულის სიმბოლო გახლავთ წრე, რკალი, რომლისგანაც ''იბადება'' სხვა რიცხვები. სამყარო აგებულია მკაცრი ჰარმონიით, რომელიც ემორჩილება მათემატიკურ კანონებს. ნული არის ''საიდუმლოთა საიდუმლო.'' ის წარმოადგენს უსასრულო სივრცისა და დროის მარადიულობის სინთეზს. ნული შეიძლება ჩაითვალოს ''ორფიულ კვერცხად'', რომელიც განასახიერებს ყველა საგნის საწყისს, სიდანაც ჩნდება სხვა დანარჩენი რიცხვები.
ერთი-1 (მონადა)-ეზოთერული კუთხით ერთიანი წარმოადგენს ერთიანობისა
და მთლიანის სიმბოლოს. ღვთიურ ასპექტში ერთიანი აქტიურობის გამოვლენის სიმბოლოა, რომელიც გრაფიკულად გამოისახება წრეში რადიუსის სახით(ღვთიური აქტიურობა). კოსმიური ასპექტის თვალსაზრისით ერთი წარმოადგენს ერთიანობისა და ბუნების აქტიურობის სიმბოლოს. გრაფიკულად ერთიანი გამოისახება ვერტიკალური ხაზით-ისარი, რომელიც ზევითაა მიმართული. ერთი გამრავლებული საკუთარ თავზე გვაძლევს ისევ ერთს, ამიტომ მას ახლის დაბადება არ ძალუძს. ასეთი ერთიანის რიცხვს განეკუთვნება ღვთიური სამყარო-ერთი მზე ამ სამყაროსთვის. ერთს ეწოდება მონადა. მენლი ჰოლი ასახელებს ერთიანის ნიშნებს:
''მას ეწოდება გონება,ვინაიდან გონება მდგრადია და გააჩნია უპირატესობა; ჰემოფროდიტი, ვინაიდან ერთდროულად ქალიცაა და კაციც, ლუწი და კენტი-ლუწს თუ დავუმატებთ კენტს, მივიღებთ კენტს, ხოლო კენტზე დამატებული ლუწი-ლუწს.''
თავისთავად მას არ აქვს საწყისი და დასასრული, ვინაიდან ასეთია ღვთიური ბუნება მატერიის ჩამტევი, რომელიც წარმოქმნის დუადას, რაც არსებითად მატერიალურია.
ის რაიმე პირობასა და აღსრულებას შორის დგას: მრავლობითში-საშუალოა, დროში-აწყმო, ვინაიდან მარადიულმა არ იცის წარსული და არც მომავალი. შემოქმედი უზრუნვლყოფს სამყაროს გადასვლას ძილის მდგომარეობიდან აქტიური ყოფიერების მდგომარეობაში. რიცხვ ერთიანს ეზოთერული სწავლება აიგივებს ''სამყაროს ცენტრთან.''
ორი -2 (დუადა)- ორიანის ეზოთერული მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს , რომ ის არის ერთიანის პირველი ანარეკლი. ის ღვთიურ ასპექტში განასახიერებს ღვთიური სუბსტანციის პრინციპს. ხოლო კოსმიურად ორიანი წარმოადგენს სუბსტანციური კოსმიური გონის, როგორც ერთიანი რეალობის სიმბოლოს, რომელიც ფაქიზი სარკესავით ასახავს ერთიანი სულის ნათებას. ადამიანური ასპექტით ორიანი ერთის მხრივ, არის ორმაგი ანდროგინის სიმბოლო, რომელიც ყოფს ადამიანებს ქალურ და მამაკაცურ ბუნებად, მეორე მხრივ, ქალური საწყისისა და პირველი წინააღმდეგობის დაბადების სიმბოლო. ორიანის გრაფიკულ გამოსახულებას წარმოადგენს ''მზიური ჯვარი''. ვერტიკალური ხაზი-სული, ჰორიზონტალური ხაზი-მატერია, განაყოფიერების სიმბოლო. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ესაა ნამგალა მთვარე ორი ხაზით, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს ადამის ნეკნის სიმბოლოს, რისგანაც შეიქმნა ევა.
პითაგორელებს რიცხვი ორი არ უყვარდათ, ვინაიდან მას სამყაროში შემოაქვს გაყოფა- ბოროტება, სიბნელე, უთანასწორობა, არასტაბილურობა, თავხედობა, გაბედულება, კამათი, შეუსაბამობა, დეფექტი, შეცდომა, მორიდება, იმპულსი, სიკვდილი, მოძრაობა, კავშირი, უბედურება, შთაგონება.
ორიანის არსი შეიძლება გავიგოთ მისი დამოკიდებულებით ერთთან და დაყოფასთან. ორიანს ეზოთერულ ტრადიციაში განიხილავენ როგორც ბოროტეულს : ის აღნიშნავს
ჩრდილს და ყველა არსის ბისექსულობას ან დუალიზმს (მითი ტყუპებზე) ამასთან,
რიცხვი ორი ასოცირებულია magna mater-თან ( დიდი დედა). კაბალისტური ტრადიცია, პირიქით, ორიანს თვლის ღვთიურ სიბრძნედ, რომელიც გამოსახვას უმაღლესი სულის სინათლეს.შესაძლოა, ის განასახიერებდეს ღვთაებრივ იზიდას-აბსოლუტური პირველსაწყისის ჰიპოსტასს. რიცხვი ორიანის გამოვლენის მაგალითია სამყაროს ყველა დუალისტური მოდელი, რომელიც გვხვდება: გნოსტიციზმში, მანიქეიზმში, ჩინურ ნატურფილოსოფიაში.
სამი-3 (ტრიადა)- ეზოთერული მნიშვნელობა სამიანისა წარმოადგენს სინთეზურ საწყისს, რომელიც აერთებს და არიგებს ორ ურთიერთსაპირისპიროს, კონფლიქტს-ერთსა და ორ შორის. ამიტომ ის ითვლება პირველ სრულყოფილ კენტ რიცხვად. ღვთიურ ასპექტში განასახიერებს ყოფიერების, სუბსტანციურობის შემეცნების ასპექტს, ანუ ყოფიერებას, რომელიც გამოსულია თავისი ერთგვაროვანი მდგომარეობიდან. ბუნებრივი ასპექტით სამიანი სამყაროს სამმაგი ბუნების სიმბოლოა, რომელშიც იგულისხმება ცა, მიწა და ადამიანი. ადამიანური ასპექტით ის აღნიშნავს ჰომო საპიენსის სამად აგებულებას, რომლის შინაგანი ბუნება იყოფა: სული, სამშვინველი და სხეული. სამიანის გრაფიკული გამოსახულებაა აღმავალი და დაღმავალი სამკუთხედი, სამი წერტილი, სამქიმიანი ვარსკვლავი, ასევე სამკაპა. სამიანი გამოხატავს სამყაროს სამად საფუძველს, რომელიც ერთდროულად აერთებს შემოქმედ, დამცავ და დამანგრეველ ბუნების ძალებს. ეს რიცხვი გვიჩვენებს ურთიერთსაწინააღმდეგო ტენდეციებს, რომელიც საფუძვლად უდევს მას. ესაა: მეგობრობა, მშვიდობა, სამართლიანობა, კეთილგონიერება, ზომიერება, კეთილშობილება. სამიანი ხსნის წინააღმდეგობას და აუქმებს ყოფიერების ძველ ორმაგ მდგომარეობას და ქმნის ახალს, რომელსაც აჰყავს ქვეყნიერება ხარისხობროვად ახალ საფეხურზე. სამიანი შედგება მონადისა და დუადისგან. მონადა მამა ღმერთის სიმბოლოა, ხოლო დუადა-დიდი დედისა. ტრიადა მათგანაა შექმნილი და ანდროგინულია. მონადა გადადის დუადაში. სამიანი პირველი კენტი და წმინდა რიცხვია. მისი ორ პოლუსს შორის ერთიანობის პრინციპი ჰგავს სიბრძნის პრინციპს, ვინაიდან სამის გამოყენება იძლევა დროის გამოყენების საშუალებას, უწევს ორგანიზებას აწმყოს, ჭვრეტს მომავალს და იყენებს წარსულის გამოცდილებას.
ოთხი- 4 (ტეტრადა)-ეს რიცხვი ეზოთერული მნიშვნელობით გამოხატავს ღვთიური
შემოქმედების იდეას. წარმოადგენს პირველსახეს, შესაქმეს პირველ აქტს. ღვთიური ასპექტით ოთხიანი არის შეუცნობადი ღმერთის სიმბოლო (ტეტრაგრამიატონი). ბუნებრივი ასპექტით ოთხიანი განასახიერებს კოსმოგონიურ სტიქიებს, სამყაროს მოქმედ ძალებს. მას განეკუთვნებიან: მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, ასევე წელიწადის ოთხი დრო. ადამიანური ბუნების თვალსაზრისით, ოთხიანი განასახიერებს ადამიანის ოთხ სხეულს: ფიზიკური, ეთერული, ასტრალური, მენტალური და ტემპერამენტის ოთხ სახეს: ქოლერიკი, მელანქოლიკი, სანგვინიკი, ფლეგმატიკი; ადამიანის სიცოცხლის ოთხ ხანას: ბავშვობა,სიყმაწვილე, მოწიფულობა, სიბერე. ოთხიანის გრაფიკულ გამოსახულებას წარმოადგენს პირამიდა. პითაგორეს თანახმად, ოთხიანი რიცხვთა რიცხვია, ვინაიდან დეკადა-10 შედგება 1,2,3,4,-გან. 4 არის პირველი სამი რიცხვის სიმბოლო. ტეტრადა აკავშირებს ერთმანეთთან ყველა ნივთს, რიცხვს, ელემენტს, დროებით სტრუქტურას. ოთხიანი ყველა მითში ფიგურირებს სამყაროს შექმნასთან-ქვეყნირების ოთხი მხარე, ოთხი მიმართულება, ღმერთების ოთხეული, წელიწადის ოთხი დრო. ოთხიანი არის დედამიწის სიმბოლო, სიმბოლო სივრცისა.
ხუთი-5 (პენტადა)-ეს რიცხვი ეზოთერული მნიშველობით გამოხატავს ''სრულყოფილი ადამიანის'' იდეას, რომელსაც განვითარებული აქვს ნებისყოფა. ის ფლობს უნარს მოთავსდეს სტიქიათა ცენტრში და მართოს ისინი. ღვთიური ასპექტის თვალსაზრისით ხუთიანი არის აბსოლუტის-მონადის ნაპერწკლის სიმბოლო, რომელიც მთლიანის ინდივიდუალური ნაწილია. ხუთიანის გრაფიკული გამოსახულებას-პენტაგრამას სწორს ან დაყირავებულ მდგომარეობაში იყენებდნენ სხვადასხვა ორდენები და საიდუმლო სკოლები. პენტაგრამაში გამოსახავდნენ ადამიანს ან თხას.თუ პენტაგრამა სწორად დგას, მაშინ მასში თავი ჩახატულია ზევით წვერში, ხელები და ფეხები გვერდით ქიმებშია განთავსებული. იმ შემთხვევაში, თუკი პენტაგრამა გადმობრუნებულია, მასში ხატავენ თხის ფიგურას, რომელიც ეშმაკის სიმბოლოა-სიცრუისა და ბოროტების მატარებლისა. სწორი პენტაგრამა გამოიყენება ბოროტი ძალებისგან დასაცავად.
ხუთიანის არსი და მისი მნიშვნელობა მის წარმოშობას უკავშირდება, რომელსაც ეზოთერიკოსები საკრალურად მიიჩნევენ. ამიტომ აკავშირებენ ლუწ და კენტ რიცხვებს (3+2) ანუ წმინდა ქორწინებას, ცასა და მიწას. ძველად პენტაგრამა იყო ჯანმრთელობის, სიცოცხლისუნარიანობისა და სინათლის წმინდა სიმბოლო. ხუთიანი გახლავთ ბუნების ძალებზე სულის ბატონობის სიმბოლო. ის გამოხატავს ადამიანის წინააღმდეგობისა და ბრძოლის იდეას საკუთარ ქვენა, მომაკვდავ ბუნებასთან უკვდავების მოსაპოვებლად. მეხუთე ელემენტი-სული ან ძლიერი ნებისყოფა ამარცხებს მდაბალ მატერიას ხმლის ერთი დაკვრით. 1+4 წარმოადგენს სულის ზეიმს მატერიაზე. ბიბლიური ტრადიციით, ყველა სახის მატერია, მათ შორის, სულის ზესუბსტანცია სამოთხეში გაიგივებულია რიცხვ 4-თან. აქედან მომდინარეობს ოთხი მდინარის სიმბოლო, რომელიც მოედინება ედემის ბაღიდან. მეორე კომბინაცია-4+1=5 ნიშნავს, რომ სული დამარცხებულია ბუნებრივი ძალების ზემოქმედების შედეგად. 3+2=5 წარმოადგენს სრულყოფილებას, ადამიანს, რომელიც მიილტვის სრულყოფილებისაკენ. 5=2+3-ეს კომბინაცია არის შავი მაგიის სიმბოლო. ხუთიანი ერთდროულად მარადიული ცხოვრებისა და დედამიწისეული სიყვარულის სიმბოლოც გახლავთ. წმინდა ქორწინება(hieros gamos) აღინიშნებოდა რიცხვი 5-ით. ის წარმოადგენს ზეციურის პრინციპის (3) და დიდი დედის პრინციპის (2) კავშირს. გეომეტრიულად ხუთიანი არის პენტაგრამა ანუ ხუთქიმიანი ვარსკვლავი. ის შეესაბამება ხუთკუთხოვან სიმეტრიას, ოქროს კვეთას, ხუთ გრძნობას. ტრადიციულად რიცხვი ხუთი ადამიანის ცოდვით დაცემის სიმბოლოცაა. ამავე დროს, აღნიშნავს ჯანმრთელობასა და სიყვარულსაც.
ექვსი-6 (ჰექსაედრი)- ექვსიანის ეზოთერული მნიშვნელობა დაკავშირებულია შესაქმესთან. ის ითვლება ''შესაქმეს რიცხვად''(ღმერთმა ექვს დღეში შექმნა სამყარო),-კოსმიური წონასწორობისა და ღვთიური სიმეტრიის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს ურთიერთსაპირისპიროს შეერთებას, პოლარობის ერთიანობას. ღვთიური აპექტით ექვსიანი გამოხატავს თავისუფალ ნებას, სულიერ ჰარმონიას, ბოროტისა და კეთილის გარჩევას. ექვსიანის გრაფიკული გამოსახულებაა ექვსქიმიანი ვარსკვლავი-ჰექსაგრამა, იგივე დავითის ვარსკვლავი, სოლომონის ბეჭედი-ანდროგინის სიმბოლო. ის შედგება ორი ურთიერთშეღწევადი და სარკისებრად ერთმანეთის გამომსახველი სამკუთხედისაგან. ექვსიანი კარგად გამოხატავს ერთიანობისა და ურთიერთსაპირისპიროს ბრძოლის კოსმიურ კანონს, ჰარმონიას, ქალური საწყისისა და მამაკაცის პოლარობას. პითაგორელები მას უწოდებდნენ ყველა ნაწილის სრულყოფილებას, ფორმათა ფორმას.
აღმოსავლეთში ექვსიანი წარმოადგენს სივრცის უნივერსალურ სიმბოლოს. ის სანდოობის აღმნიშვნელი სიმბოლოცაა და ბუნებასთან ჰარმონიაშია. ის იდეალური რიცხვია, რომელიც იყოფა ლუწ რიცხვ 2-სა და კენტ-3-ზე, რითაც ორივეს ელემენტებს აერთიანებს. ექვსიანის უბრალო რიცხვთა ჯამი (1+2+3) და ამ რიცხვების შემქნელი (1X2X3) ერთნაირია და უტოლდება ისევ ექვსიანს.
ექვსიანი არის ამბივალენტობისა და წონასწორობის სიმბოლო, შეიცავს ორი სამკუთხედის კავშირს (ცეცხლისა და წყლის), ამასთან, აღნიშნავს ადამიანის სულს. ძველი ბერძნები მას იყენებდნენ ჰერმოფროდიტის აღსანიშნავად. ის შეესაბამება სივრცის ექვს მიმართულებას. პითაგორე რიცხვ 6-ს უკავშირებდა პლანეტა ვენერას. ერთმანეთში შეჭრილი ორი სამკუთხედი კოსმიური ერთიანობის სიმბოლოა.
ცნობილია, რომ ექვსქიმიან ვარსკვლავს უწოდებენ ''დავითის ვარსკვლავს''. პროფესორი გერშომ შოლემი გახლავთ ებრაული მისტიციზმისა და კაბალას მკვლევარი. მან გამოთქვა აზრი, რომ დავითის ვარსკვლავი, რომელსაც ებრაელთა უძველეს სიმბოლოდ თვლიდნენ, სინამდვილეში ებრაელთა რეალობაში მხოლოდ მე-19 საუკუნეში გაჩნდა, როგორც თაყვანისცემისა და მაგიური მნიშვნელობის სიმბოლო. შოლემი 49 წელი იკვლევდა ამ საკითხს და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დავითის ვარსკვლავი არასოდეს ყოფილა ებრაელთა სიმბოლო, მითუმეტეს-იუდაიზმისა. მკვლევარი ამტკიცებს, რომ ოდესღაც დავითის ვარსკვლავი-ჰექსაგრამა წარმოადგენდა სოლომონის ბეჭედს, რომელსაც მიაწერდნენ მაგიურ თვისებებს. ''დავითის ვარსკვლავს'' იყენებდნენ ძველი სინაგოგების დეკორირებისას. შოლემის აზრით სოლომონის ბეჭედს ებრაულ მისტიციზმში იყენებენ მე-6 საუკუნიდან.
სოლომონის ბეჭედი გვხვდება ორი სახით: პენტაგრამის (ხუთქიმიანი ვარსკვლავი) და
ჰექსაგრამის (ექვსქიმიანი ვარსკვლავი). ამ სიმბოლოს ოფიციალური გამოყენება უკავშირდება ჩეხეთს. ჩეხეთის მეფე კარლ მე-4 (მე-14 ს.) ებრაელებს მიანიჭა პრივილეგია ჰქონოდათ საკუთარი დროშა, სწორედ მასზე იყო გამოსახული დავითის ვარსკვლავი. პრაღიდან ის მთელ ევროპაში გავრცელდა და იუდაიზმის მთავარ სიმბოლოდ იქცა. შოლემის აზრით, ამ სიმბოლომ საკრალური მნიშვნელობა მხოლოდ ჰოლოკოსტის დროს შეიძინა, როდესაც ნაცისტები აიძულებდნენ ებრაელებს ვარსკვლავი მიემაგრებინათ სამოსზე.
ჰექსაგრამა შედგება ორი სამკუთხედისგან. სამკუთხედი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიმბოლო გახლავთ ეზოთერიზმში. მას მრავალი მნიშვნელობა გააჩნია. აღნიშნავს სამყაროს სამად ბუნებას. წვერით ზემოთ მიმართული ტოლფერდა სამკუთხედი მზიურობის ნიშანია და გააჩნია მამაკაცური საწყისი-ცხოვრების, ცეცხლის, ალის, სიმხურვალის; აღნიშნავს სამეფო დიდებას. ჰორიზონტალური ხაზი წარმოადგენს ჰაერს, ფერი-წითელი. წვერით ქვემოთ მიმართული არატოლფერდა სამკუთხედი მთვარისეულია და წარმოადგენს ქალური საწყისის სიმბოლოს-საშვილოსნოს, წყლის, სიცივის, ბუნების, სხეულის. ასეთი სამკუთხედი გახლავთ დიდი დედის, როგორც დამბადებლის სიმბოლო-ჰორიზონტალური ხაზი-მიწა, ფერი-თეთრი. სამკუთხედი წრეში აღნიშნავს ფორმათა სამყაროს, გამომწყვდეულს მარადიულობის წრეში.
გამოდის, რომ სოლომონის ბეჭედი ესაა ორი ურთიერთსაპირისპიროს კავშირი, ქალისა და კაცისა, დადებითისა და უარყოფითისა, ცეცხლისა და წყლისა. ურთიერთშეღწევა, ურთიერთშემავსებელი ძალის სრულყოფილი წონასწორობა, ღმერთის ანდროგინული გამოვლინება. ალქიმიკოსებისთვის ორი სამკუთხედი-არსი და სუბსტანცია, ფორმა და მატერია, სული და სამშვინველი, სტაბილური და ცვალებადი. ეგვიპტელებისთვის სამკუთხედი წარმოადგენდა ტრიადის სიმბოლოს. მართკუთხა სამკუთხედის ერთ კათეტს ადარებდნენ კაცს, მეორეს-ქალს, ხოლო ჰიპოტენუზას-მათ შთამომავალს, ოზირისს როგორც საწყისს. ბერძნებისთვის სამკუთხედი იყო სიცოცხლის კარის სიმბოლო, ქალური საწყისი, ნაყოფიერება.
No comments:
Post a Comment