ჰაერი-ოთხი პირველელემენტიდან ერთ-ერთი, მამაკაცური, სულიერი საწყისი. ესაა სუნთქვა, ნიავი, სასიცოცხლო ენერგია-ინდუსებისთვის პრანა, ჩინელებისთვის ცი. სიო და სუნთქვა კავშირშია შექმნასთან. აქედანაა წარმოდგენა სულსა და სუნთქვაზე. ეგვიპტის ჰაერის ღვთაება შუმ შექმნა ცა და დედამიწა; ინდოელი ბრაჰმის ამოსუნთქვამ შექმნა სამყარო, ჩასუნთქვამ-მისი განადგურება. ჩინეთში სასიცოცხლო სუნთქვის ემბლემას წარმოადგენს ზეციური ჭიშკარი, რომელიც შეესაბამება ინის (გახსნა) და იანის (დახურვა) პრინციპებს. ქრისტიანისთვის სიო ადამიანის სულის შთაბერვაა, ასევე ღვთაებრივთან ზიარება.
ჰაერთან. როგორც პირველად ელემენტთან დაკავშირებულია წარმოდგენა ეთერზე-ღვთიური სინათლის მომცემ სუბსტანციაზე, რომელიც ავსებს სამყაროს. ამ სუბტანციითაა მოსილი ღმერთი.
ჰაერი-ნატიფი ზღვარი მატერიალურ (ფიზიკურ) სამყაროსა და სულიერ (ასტრალურ) სამყაროს შორის. ამიტომაა ჰაერი უხილავის, მაგრამ გრძნობადის სიმბოლო, სიმბოლო ფიქრებისა და სულიერი განვითარებისა. ჰაერი მუდმივად ცვალებადი სტიქიაა. ამასთან, ეს ცვლილებები ხშირად შეუმჩნეველია, ვინაიდან ის შეუმჩნევლად მიმდინარეობს, თუნდაც წყლისგან განსხვავებით.
ნიცშეს მიაჩნდა, რომ ჰაერი მატერიის უმაღლესი ნატიფი ფორმაა, რომლისგანაც ირთვება ადამიანის თავისუფლება. ანუ, ჰაერის სიმბოლო გახლავთ სრული თავისუფლების სიმბოლო. თავისუფლება, რომლისთვისაც არ არსებობს არანაირი წინაღობა და შეზღუდვა. ჰაერის დაჭერა და გალიაში დამწყვდევა შეუძლებელია. შეუძლებელია მისი დაბმა და კედლებით შემოზღუდვა. ჰაერის ელემენტების არსებობა რაიმეში მაჩვენებელია სიმსუბუქის, გაფრენის ნიჭის, არაპროგნოზირებადობისა.
ალქიმიაში ჰაერი მამაკაცური ელემენტია, ამიტომ ის აქტიურია, განსხვავებით წყლისა და მიწისგან, რომელიც ქალურ, პასიურ ელემენტებს წარმოადგენს. გვაქვს ორი ქალური და ორი მამაკაცური ელემენტი, რომელიც ურთიერთკავშირიშია. როგორც მიწაა საპირისპირო ჰაერისა, ისე წყალია ცეცხლის საპირისპირო. როგორც ცეცხლი იზიდავს ჰაერს, ასევე წყალი იზიდავს მიწას. ცეცხლსა და ჰაერს შორის სრული ჰარმონიაა.
ჰაერი ასოცირდება აღმოსავლეთთან და გაზაფხულთან, ასახავს თავის კიდევ ერთ არსს-აყვავებას, რაღაცის განვითარებას, მუდმივ ზრდას, ზემოთ ლტოლვას, სრულყოფას. სწორედ ამიტომ ჰაერი დაკავშირებულია მზარდ მთვარესთან და მთვარის ციკლის ამ ფაზის სიმბოლოს წარმოადგენს. ხშირად ამის გამო, ჰაერის სულებს-სილფებს, ზოგიერთ მაგიურ რიტუალში მოუხმობენ მზარდი მთვარის დროს. სილფები ცხოვრობენ კუნძულებზე, რომელიც ჰაერით განიბანება. ისინი ელვასავით სწრაფად ჩნდებიან და ქრებიან. აღმოსავლური ფილოსოფია ჰაერში ხედავდა სხეულის სასიცოცხლო ენერგიას.
ბევრ ცივილიზაციაში არსებობდნენ ღმერთები და წმინდანები, რომლებიც მართავდნენ ქარს. მათ გამოსახავდნენ ფრთებით, რაც ჰაერის სტიქიასთან მათი კავშირის მაჩვენებელია. ეგვიპტის ქალღმერთი იზიდა, როცა ის ოზირისის სხეულს ეძებდა, გამოსახული იყო ჰაეროვანი გველის ატრიბუტებით, რომელიც ოზირისის სიცოცხლის შთაბერვისთვის ესაჭიროებოდა.
ჰაერის სიმბოლოა ასევე გველეშაპი, რომელიც ცას ფრთებით მიაპობს. ამ სიმბოლოს განეკუთვნება ასევე არწივი. ცხენი, რომელსაც ფრთები არ აქვს, ასევე ჰაერის სიმბოლოდ ითვლება.
ჰაერი-ქარი სივრცის სტრუქტურირებას ახდენს. ძლიერი ქარი ღვთიური ნების მაცნეა. ბიბლიის თანახმად, ღმერთი იობს პაუხობდა ქარიშხლიდან. იოანე ღვთისმეტყველმა ქარიშხლიდანვე მიიღო გამოცხადება.
No comments:
Post a Comment