Thursday, 20 August 2020

მიწის სიმბოლო


მიწა სამყაროს შექმნის ერთ-ერთი პირველელემენტია-ქალური საწყისი. ბევრ მითოლოგიურ ტრადიციაში არსებობს გადმოცემა მიწასა და ცის წმინდა ქორწინებაზე, რომლის შედეგად ჩნდება სამყარო. ამ სიუჟეტის საინტერესო ვერსია გხვდება ეგვიპტურ მითში, სადაც  მიწა-მამაკაცური საწყისია (ღვთაება ღები), ცა-ქალური საწყისი (ქალღმერთი ნუთი). ბერძნულ მითოლოგიაში მიწა-გეა იბადება ქაოსიდან. ის წარმოქმნის ცას-ურანს. მათი ქორწინებით ჩნდებიან ტიტანები.

მიწა როგორც დამბადებელი ყველაფერი ცოცხლისა, განსახიერდა დიდი დედის სახეში. ასეთია: კიბელე, რეა, დემეტრა. ანტიკურ ხანაში ქალღმერთ თელუსს გამოსახავდნენ სიუხვის რქით ხელში.

მიწა გახლავთ ჰაერის სრულიად საწინააღმდეგო ელემენტი. თუკი ჰაერი არის აქტიური მამაკაცური ელემენტი, მიწა-პასიური, ქალური. ჰაერი ეფემერული და შეუგრძნობადია. მიწა მის საპირისპიროდ არის ფუძე მყარი და შეურყეველი. ჰაერის ნდობა და მასზე დაყრდნობა შეუძლებელია, მიწა კი წარმოადგენს მყარ საყრდენს. მას შეგიძლიათ დაეყრდნოთ და არ შეგეშინდეთ, რომ ის გაგეცლებათ და გაქრება.

მიწა როგორც წინაპართა საამშენებლო მასალა ასრულებს დიდ როლს ისლამურ ტრადიციაში, რომლის თანახმად, ადამიანის შექმნისას ალაჰმა დედამიწაზე შვიდი ფერის  ჩამოსატანად გამოაგზავნა ანგელოზები. ანგელოზებმა ვერ შეძლეს დავალების შესრულება, შედეგად მათ დაკარგეს საკუთარი ფერები. საბოლოოდ სიკვდილის ანგელოზმა შეძლო ამ დავალების შესრულება და მოიტაცა აყვავებული მიწები. სიკვდილის შემდეგ მიწამ უნდა მიიღოს თავისი წილი-მატერიალური ნაწილი უკან. ამგვარად, ალაჰმა შქმნა ადამი, ხოლო მისგან სხვადასხვა რასები: თეთრი, შავი, ყავისფერი, ყვითელი, მწვანე (ინდიელები ზეთის ხილის ფერის კანით), ნახევრად შავი (ნუბიელები) და წითელი ("ველურები").

ჰაერი-ცვლილებების სიმბოლოა, მიწა მისგან განსხვავებით გახლავთ კონსერვატიზმისა და უცვლელი შეხედულებების სიმბოლო. ის არ იცვლის შეხედულებებს,  მყარად დგას თავის პოზოციებზე. 

ჰაერი  სულიერი სფეროა, მიწა კი მატერიალური. ის შრომისმოყვარეობის სიმბოლოა. სამყაროს შექმნის ბევრ მითში მიწა ნახსენებია როგორც ერთ-ერთი მშობელი. ბევრ ხალხში ის ნაყოფიერებისა და სიმდიდრის სიმბოლოა. მიწა აღორძინების განსახიერებაა. მიწათმოქმედ ხალხში მიწის სიმბოლო პირდაპირ დაკავშირებული იყო ნაყოფიერებასთან. მისი სიმბოლო იყო ბურთი ან სფერო.

კულტის მსახურნი თაყვანს სცემდნენ ბუნების დედის ქალურ საწყისს, რომელიც უზრუნველყოფს შთამომავლობის გაგრძელებას, მოაქვს საკვები ყველას ოჯახში. რიტუალები ძალიან ხაბგრძლივი და რთული იყო და მას ახლდა მსხვერპლშეწირვა ცხოველისა და ხილის სახით.

ჩვეულებრივ, მიცვალებულის მიწისთვის მიბარება დაკავშირებული უნდა იყოს მიწის საკრალურ სიწმინდესთან, როგორც სამყაროს ცენტრისა. ფართოდ გავრცელებული რწმენა, რომ მიწა არ იღებს ჯადოქრებს, თვითმკვლელებს, მშობლებისგან დაწყევლილ ადამიანებს, ანუ ისეთებს ვინც ასე თუ ისე, თავის საქციელეით შეურაცხყო მიწის სიწმინდე, აქედან უნდა იღებდეს სათავეს. თავად დაკრძალვის რიტუალი აღიქმება როგორც დედის საშოში დაბრუნება. მიწაზე წარმოდგენა ასევე მჭიდროდაა დაკავშირებული დედასთან და საკუთარ მშობელთან: დედამიწა, სამშობლო.








No comments:

Post a Comment