Monday, 20 April 2020

ფენიქსი_მითიური ფრინველი


ფენიქსი_მითიური და მისტიკური საბურველით მოსილი ფრინველი. ის ყველაზე საოცარ
ფრინველად ითვლება. გადმოცემით, ფენიქსი ბინადრობდა არაბეთში, შესაძლოა სხვაგანაც ყოფილიყო მისი სამყოფელი. ფენიქსი არ მრავლდება ჩვეულებრივი ფრინველის მსგავსად, იწვის და აღდგება სიკვდილის შემდეგ საკუთარი ფერფლიდან. ამბობენ, ფენიქსი მხოლოდ ერთადერთია და ამიტომ ჭირს მისი ხილვა. როდესაც სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, იწყებს ბუდის მოწყობას,  რომელსაც თითქოს იშვიათი და ძვირფასი მცენარეებისგან იკეთებს: ყავა, მური, ალოე. ეს მცენარეები ადვილად აალდება. ფენიქსი ჯდება ბუდეში, ელოდება ბუდის აალებს და მასთან ერთად იწვის. ოვიდიუსი წერდა, რომ დაწვის შემდეგ იბადება პატარა მატლი, რომლიდანაც ჩნდება ფენიქსი. 

ყველაზე სახელგანთქმული გახდა არაბული ფენიქსი, რომელიც ჩვენთვის ბერძნული მითებიდანაა ცობილი. ეს ზღაპრული, მითიური ფრინველი არწივის ზომისაა. მას ბრწყინვალე ალისფერ-ოქროსფერი ბუმბული და მელოდიური ხმა აქვს.

აღმოსავლურ მითოლოგიაში ფენიქსი წარმოდგენილია წმინდა ფრინველად, რომელიც განასახიერებს მამაკაცურ და ქალურ საწყისს. ფრინველის გარეგნობაში ხუთი ფერია შეზავებული, რომელიც ადამიანური ცხოვრების მნიშვნელოვანი აპექტების სიმბოლოა.

არაჩვეულებრივი ქმნილება მსოფლიოში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი: ანკა, სიმურგი, ჰერუდა და სხვა. მაგრამ მიუხედავდ სხვადასხვა სახელებისა, ეს ძლიერი არსება ყველა ქვეყანასა და რელიგიაში განასახიერებს სიცოცხლის წყურვილს, რწმენის ძალას და სულის უხრწნელობას.

ეგვიპტის ქალაქ ჰელიოპოლისში არსებობდა წმინდა გორაკი, სადაც იდგა კონუსის ფორმის წმინდა ქვა–ბენ–ბენი, რომელიც გახლდათ ამ ზღაპრული ფრინველის სიმბოლო. ფენიქსი დაბადებისა და აღდგომის უნარით ანსახირებდა წლის დროთა ციკლურ ცვლილებას.


ლეგენდარული ფრინველი ფენიქსი უცბად არ ქცეულა უკვდავების სიმბოლოდ. ჰეროდოტეს აზრით, ფენიქსი ცოცხლობს 500 წელი. ის საკუთარი მშობლების მახლობლად იდებს ბინას. ახლობლების სიკვდილის შემდეგ, მაგიურ არსებას მათი სხეულები გადააქვს მზის ღვთაების ტაძარში, ჰელიოპოლისში, სადაც რჩება  მანამდე, სანამ დასრულდება ღმერთებისგან მისთვის ბოძებული დრო.

დროთა განმავლობაში ფენიქსის არსი ოდნავ შეიცვალა. ახლა სიკვდილი მასთან მოდის, როცა ის შეისუნთქავს დარიჩინის არომატს. ფრინველის ნეშთისგან იბადება ბარტყი, რომელიც მალევე იკრებს ძალას. მკვდრეთით აღმდგარი არსების სახე საბერძნეთში განასახიერებდა ამომავალ მზეს. მალე მისტიკურმა ფრინველმა შეიძინა მსოფლიო მნიშვნელობა. ყველა რელიგია ფენიქსს იყენებდა უკვდავების, თავგანწირვის, თვინიერებისა და სიმამაცის სიმბოლოდ.

ფენიქსი ბევრ წყაროშია ნახსენები. ნახსენებია ის აგრეთვე ბიბლიაში, "ენოქის წიგნსა" და "ბარუქის გამოცხადებაში", სადაც მოთხრობილია ფენიქსის უკვდავების შესახებ. ბიბლიურმა ევამ, რომელიც გველის ცდუნებას აჰყვა და ცოდვით დაეცა, აკრძალული ხილით გამოკვება ყველა შემხვედრი ცხოველი. მხოლოდ ერთი ფრინველი არ დამორჩილდა მის ნებას. ფენიქსმა უარყო ცოდვიანი ნაყოფი, რითაც ღმერთის თვალში დაიმსახურა მარადიული სიცოცხლე.

არანაკლებ საინტერესოა მითი ნოესა და ფენიქსზე. სანამ ნოე კიდობანს აგებდა, ცხოველები ადიოდნენ ხომალდზე დასაბინევებლად. მათ შორის იყო ერთადერთი ფრინველი, რომელიც არ ითხოვდა ყურადღებას და მხოლოდ ნამით იკვებებოდა. როცა ნოემ ჰკითხა რატომ იქცეოდა ასე, ფენიქსმა უპასუხა, რომ არ სურდა მისი განერვიულება. ასეთი სათუთი დამოკიდებულების გამო, ნოემ ღმერთს შესთხოვა ეჩუქებინა ფრინევლისთვის უკვდავება.

პრომეთეს მითის გვიანდელი  ინტერპრეტატორები ამტკიცებენ, რომ ატლანტმა ხალხს უბრალო ცეცხლი კი არ მიართვა, მეამბოხემ მათ ფენიქსი მიუტანა, რომელიც საბერძნეთის მოსახლეობას ეხმარება შეინარჩუნოს  ძვირფასი საჩუქარი. ოლიმპოს ღმერთები მრავალი საუკუნე ცდილობდნენ წაერთმიათ უბრალო მოკვდავებისთვის მაგიური ცეცხლი, მაგრამ, სანამ დედამიწაზე ცოცხლობს ფენიქსი, კაცობრიობას მუდმივად შეუძლია ხელახლა გააჩაღოს ის საკუთარ სახლში.






No comments:

Post a Comment