"...მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა...საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე."-ზვიად გამსახურდია
"მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს".-ნიკო მარი
პაკისტანის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე ცხოვრობს ორი მცირერიცხოვანი იდუმალებით მოცული ხალხი, რომელიც ბევრ კითხვას უჩენს მეცნიერებს და მათზე პასუხი ზუსტად ჯერაც არაა გაცემული. ეს ხალხები არიან: კალაშები და ბურუშები.
კალაშთა რაოდენობა დაახლოებით 6 ათასამდეა.საუკუნეების განმავლობაში მიმდინარეობდა მათი ძალადობრივი ისლამიზაცია, ფიზიკური განადგურება. რის შედეგად კალაშთა რაოდენობამ კატასტროფულად იკლო. ხშირ შემთხვევაში ისინი ცხოვრობენ რიყის ქვით ნაგებ ბანიან სახლებში. მათი დასახლებები ხევსურულ სოფლებს მოგვაგონებს. არიან თეთრკანიანნი და ხშირად ცისფერთვალება. იყო გავრცელებული მითი მათ წარმომავლობაზე, რომლის მიხედვით, კალაშები ალექსანდრე მაკედონელის მეომართა შთამომავლნი უნდა ყოფილიყვნენ. მაგრამ ეს მითი გააქარწყლა ამ ხალხის გენეტიკურმა ანალიზმა, რომელმაც აჩვენა, რომ კალაშებს საერთო არაფერი აქვთ არც ბერძნებთან და არც აზიელებთან. კალაშურ ენაზე საუბრობს მხოლოდ 5 ათასი ადამიანი. ეს ენა ინდო-ირანულ ჯგუფს განეკუთვნება.
მეცნიერები ბოლო დროს მიიჩნევენ, რომ კალაშების წარმომავლობა უნდა უკავშირდებოდეს ახლო აღმოსავლეთს ან კავკასიას. ეს ხალხი არ ცნობს ისლამს, გააჩნია საკუთარი წარმართული რელიგია. ისინი ეთაყვანებიან ხის კერპებს. რელიგიურ რიტუალებს ატარებენ სპეციალურად აგებულ სალოცავებში. კალაშები ითვლებიან კარგ დურგლებად. სახლში აქვთ სკამები და მაგიდები, რაც მათ განასხვავებს სხვა ადგილობრივი მუსლიმი მოსახლეობისგან.
ამ ხის კერპებზე ამოტვიფრულია ბორჯღალის ნიშანი
სალოცავის შესასვლელი
მუსლიმი ქალებისგან განსხვავებით კალაშელი ქალები არ იფარავენ სახეს, უფრო თავისუფალნი არიან მომავალი მეუღლის არჩევანშიც. მეუღლესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ქალს შეუძლია გაეყაროს მეუღლეს სურვილისამებრ. კიდევ ერთი მსგავსება ხევსურულ ტრადიციასთან: კალაში ქალი მენსტრუალური ციკლის დროს ითვლება უწმინდურად და ის ვალდებულია ცალკე აგებულ სადგომში ე.წ. ბაშლენში იმყოფებოდეს, ასევე მშობიარობის დროს. მასთან ურთიერთობა იკრძალება. საკვებს აწვდიან სპეციალური სარკმლიდან.
ბურუშებიც კალაშებივით გამოუცნობ ხალხად რჩება. მათ ენას ნიკო მარი იაფეტურ ენათა შტოს მიაკუთვნებდა. ბურუშებიც არიან თეთრკანიანი. მოსახლეობის რაოდენობა დაახლოებით 90 ათასია და არიან მუსლიმური რელიგიის მიმდევრები. გერმანელმა მეცნიერმა გ.ბერგერმა აღმოაჩინა ხმელთაშუაზღვისპირეთის ზოგიერთი კულტურული მცენარის სახელწოდების დამთხვევა ბურუშასკის ენაზე არსებულ სახელწოდებებათან. რამაც დაბადა აზრი, რომ ძველი მიწათმოქმედი კულტურები ატლანტიკიდან მოყოლებული ჰიმალაებამდე მონათესავე ხალხების მიერაა შექმნილი.
ბურუშები სახელგანთქმული არიან ჯანმრთელობითა და უხუცესთა სიმრავლით. ცოცხლობენ დაახლოებით 120 წელს. საკუთარი დღეგრძელობის საიდუმლოდ მიიჩნევენ ვეგეტარიანლობას, ფიზიკურ შრომას და მუდმივ მოძრაობას. ძირითადად იკვებებიან ბოსტნეულით, მარცვლეულითა და ხილით. ერთადერთი ხილი, რომელსაც ახმობენ არის გარგარი. მიირთმევენ მხოლოდ შავ პურს.
მათი სახლის ინტერიერი ანალოგიურია ქართული დარბაზისა.
ფორაქიშვილების დარბაზი თბილისში |
No comments:
Post a Comment