Sunday, 2 August 2020

ტაკენუჩის მანუსკრიპტი, სადაც მოსე და იესოცაა ნახსენები




ტაკენუჩის მანუსკრუპტი გახლავთ საიდუმლო დოკუმენტების სერია, რომელიც 1500 წლის წინ იაპონური და ჩინური იეროგლიფების გამოყენებით გადაწერა ტაკენუჩინო მატორიმ. ტექსტი ამოღებულია კიდევ უფრო ძველი ხელნაწერებიდან. ლეგენდის თანახმად, "ღმერთებმა" დაწერეს ორიგინალური მანუსკრიპტი ღვთიური იეროგლიფებით მრავალი ათასი წლის წინ.

არაჩვეულებრივ მანუსკრიპტში აღწერილია კაცობრიობის ისტორია შექმნის დღიდან ქრისტიანობის დაბადებამდე. მასში ლაპარაკია იმ ეპოქაზე, როცა ხალხი ცხოვრობდა მშვიდად და ჰარმონიულად უმაღლესი ღმერთის შვილის მმართველობის დროს.

Friday, 31 July 2020

ტიბეტელი ბერები და ნაცისტური გერმანია



1938 წელს ბერლინიდან ტიბეტის დედაქალაქ ლხასში ჩავიდა გერმანელთა ექსპედიცია. გერმანელებმა მალე შესძლეს კონტაქტის დამყარება დალაი-ლამასთან, ტიბეტელებთან და ტიბეტური რელიგია ბონის ქურუმებთან. ბონი ნიშნავს "შავ გზას". მათ გერმანელ მეცნიერებს არამარტო მშობლიური მთების გამოკვლევისა და ადგილობრივებთან ურთიერთობის, არამედ საიდუმლო რიტუალების კინოგადაღების უფლებაც მისცეს.

რითი მოიხიბლნენ ქურუმები, რომ უცხოელებს ბევრი რამის ნება დართეს, რის უფლებასაც თავისივე ხალხს არ აძლევდნენ? სტუმრები ჩავიდნენ ქვეყნიდან, რომელმაც სვასტიკა სახელმწიფო სიმბოლოდ აქცია. ეს უბრალო სვასტიკა კი არა, ზუსტად ისეთივე იყო როგორსაც საუკუნეების განმავლობაში ეთაყვანებოდნენ ტიბეტში.

Thursday, 30 July 2020

რიცხვითი სიმბოლიკა_ნუმეროლოგია (ნაწილი II )



შვიდი-7 (ჰეპტადა)-შვიდიანის ეზოთერული მნიშვნელობა მდგომარეობს პროცესის ან მოვლენის დასრულებაში. შვიდიანი გამოხატავს სულის მეუფებას ფორმაზე. თავისი
ადამიანური არსით შვიდიანი მაჩვენებელია უმაღლესი ტრიადის გამარჯვებისა სხეულის ქვენარე ყოფიერების ოთხიანზე, რომელიც ადამიანში განყოფის გრძნობას იწვევს. მისი გრაფიკული გამოსახულება გახლავთ შვიდქიმიანი ვრსკვლავი ან პანტაკლი. გამოხატავს რა მაკროკოსმოსის სრულყოფას დაკავშირებულს მიკროკოსმოსთან, შვიდიანი აღნიშნავს მთლიანობას, სრულყოფას, უმაღლეს სიმეტრიას, საიდუმლოს, დასრულებას.

პითაგორელები შვიდიანს ქედის მოხრის ღირსად მიიჩნევდნენ. ის რელიგიის რიცხვად მიიჩნეოდა, ვინაიდან ადამიანს მართავს შვიდი ზეციური სული. მას ხშირად ცხოვრების რიცხვსაც უწოდებენ. შვიდი აღნიშნავს სრულ წესრიგს, სრულ ხანას ან ციკლს. ის შეესაბამება სივრცის შვიდ მიმართულებას. შვიდიანს თვლიდნენ ქალწულ რიცხვად, ვინაიდან ის წარმოქმნის ახალ რიცხვს. შვიდიანი წარმოადგენს ექვსკუთხედისა და ექვსქიმიანი ვარსკვლავის ცენტრს.

რიცხვითი სიმბოლიკა_ნუმეროლოგია ( ნაწილი I )



ნუმეროლოგია წარმოადგენს კომპლექსური ეზოთერულ მეცნიერებას. საკმარისი ცოდნის გარეშე ფსიქოლოგიაში, სოციოლოგიაში, ისტორიასა და ბიოლოგიაშიც კი, მომხდარზე სრული სურათის მიღება შეუძლებელია.

ნუმეროლოგიის არსი გახლავთ რიცხვთა საიდუმლო მნიშვნელობის გაშიფვრა. სულ ათი: ნულიდან დაწყებული ცხრის ჩათვლით. შეუძლებელია თითეული მათგანის ზუსტი ინტერპრეტირება ყველასთვის უნივერსალურად. რიცხვი გახლავთ საფუძველი, რომელსაც გააჩნია თავისი სიტყვა-ასოციაციები. გამოცდილმა ნუმეროლოგმა იცის ამ საბაზისო ცნებებთან მუშაობა და აძლევს მათ განმარტებას. ნუმეროლოგიაში მიღებულია თითეული რიცხვის განხილვა ცალ-ცალკე. მხოლოდ ასე შეიძლება მისი ინდივიდუალური პოტენციალის ამოხსნა. 
დავიწყოთ ამ რიცხვების განმარტება:

Sunday, 26 July 2020

ტამპლიერთა ორდენის განადგურება და მათი ქონების საიდუმლო გაქრობა



ტამპლიერები არ კმაყოფილდებოდნენ იდეალურ საზოგადოებაზე ოცნებით. მათ სურდათ საზოგადიების ტრადიციული სტრუქტურის რეორგანიზაცია, ამასთან ევროპა იყო შუალედური ეტაპი სასურველი პროექტის რეალიზაციისთვის. მათი დიდი სურვილი გახლდათ ქრისტიანებსა და მაჰმადიანებს შორის მტრობის მოსპობა. ტამპლიერთა მფარველობით შეაღწია დასავლეთ ევროპაში საღვთო გეომეტრიისა და არქიტექტურის პრინციპებმა. ორდენის გაუქმების შემდეგ, საიდუმლოებათა დიდი ნაწილი დაიკარგა. ტაძრელთა თვალსაზრისით მსოფლიოს ყველა რელიგია წარმოშობილია კაცობრიობის ერთი დიდი პირველრელიგიიდან და ყველა განკერძოებული კულტი უნდა დაუბრუნდეს ამ ერთიანობას.

საღვთო გეომეტრიას ზოგიერთი  ავგაროზული მაგიის ერთ-ერთ ფორმად თვლიდა. გადმოცემით, მას იყენებდა ლეონარდო და ბოტიჩელი. "ტიმეოსში'' პლატონმა შემოქმედს "ტექტონი''-მშენებელი უწოდა. ამგვარად, "არქიტექტონი'' "მთავარი მშენებელია''. პლატონის აზრით, არქიტექტონმა შექმნა კოსმოსი გ ე ო მ ე ტ რ ი ი ს დახმარებით. მე-16 ს-ში ჯონ დი კითხულობდა ლექციებს გეომეტრიის საფუძვლებზე. მან გამოაქვყნა ევკლიდეს ინგლისური თარგმანის წინასიტყვაობა, სადაც ყველა მათემატიკურ მეცნიერებათა წინ დააყენა არქიტექტურა. ის საუბრობდა ქრისტეზე, როგორც "ღვთიურ არქიტექტორზე''. ჯერ კიდევ პლატონი ამტკიცებდა, რომ არქიტექტორი არის ყველასი და ყველაფრის ოსტატი.

Saturday, 25 July 2020

ვაჯრა


ვაჯრა გახლავთ ბუდიზმის მნიშვნელოვანი რიტუალური ინსტრუმენტი. სანსკრიტზე ვაჯრა აღნიშნავს ალმასის სიმტკიცეს. ესაა ერთიანი, მტკიცე, ურღვევი ცოდნისა და გაბრწყინების სიმბოლო. ძველი ტექსტებიდან ირკვევა, რომ ვაჯრა არ იყო ყოველთვის სიმშვიდისა და მშვიდობის სიმბოლო. 

პირველად ვაჯრა გაჩნდა ძველ ინდოეთში, სადაც ის გახლდათ ვედური ცის, მთავარ ღმერთ ინდრას (დევთა მეფის) იარაღი. ინდური პურანების თანახმად, ბოროტმა აზურებმა მთლიანად გააქრეს სინათლე და წყალი დედამიწაზე, რამაც ყველასთვის სიცოცხლე შეუძლებელი გახადა. ინდრა უშედეგოდ ებრძოდა დემონთა ღმერთებს და საბოლოოდ დასახმარებლად მოუხმო უმაღლეს ღვთაება ვიშნუს.

Wednesday, 22 July 2020

პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_კ ა ლ ა შ ე ბ ი და ბ უ რ უ შ ე ბ ი


"...მეცნიერებაში მიღებულია აგრეთვე ტერმინი-ხმელთაშუა ზღვის რასსა, მედიტერანული რასსა, ანუ მედიტერანული მოდგმა...საუბარია იმ მოსახლეობაზე, იმ მოდგმაზე, რომელიც სახლობდა პირინეების ნახევარკუნძულიდან ხმელთაშუა ზღვის აუზში, ბალკანებზე, თანამედროვე საბერძნეთში, კავკასიაში და ინდოეთის თანამედროვე ტერიტორიაზე."-ზვიად გამსახურდია

 "მშობლიურ ქვეყანაში მადნეულის გამოლევის, ანდა ამ მადნეულის ტექნიკური თვისებების უვარგისობის გამო მიეშურებოდნენ ახალი ''საძოვრებისაკენ''. ეს იყო არა ხალხთა დიდი გადასახლების, არამედ ქართველურ-კავკასიური ტომების განბნევის, ცალ-ცალკე დასახლების ეპოქა. კავკასიელები ეფუძნებოდნენ იქ, სადაც პოულობდნენ ლითონების მადნებს".-ნიკო მარი

Sunday, 19 July 2020

გოდოლი



გოდოლი-მეტაფორულად გამოხატავს ციხესიმაგრის იდეას, მაგრამ მთავარი მისი მნიშვნელობა დაკავშირებულია სიმაღლესთან, რომელიც სიმბოლურ სურათზე გაიგივებულია სულიერებასთან, ზეციურობასა და ღვთიურობასთან.

გოდოლი ხიდია ცასა და დედამიწას შორის, ცხოვრების ხის არქიტექტურული ხორცშესხმა-სამყაროს შექმნის კოსმიური საყრდენი (სწორედ ასეთი კონტექსტში აღიქმებოდა ნიუ-იორკის ტყუპი-ცათამბჯენები, განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ). ყველაზე ცნობილი გახლავთ ბაბილონის გოდოლი, რომელიც დაკავშირებულია ბიბლიურ გადმოცემასთან და განასახიერებს ხალხის ამპარტავნებას, ქედმაღლობას, შეტევას  ზეციური სამყაროს დასაპყრობად. რასაც ღმერთმა ენების აღრევით უპასუხა და განფანტა ამპარტავანნი მთელ დედამიწაზე. ბიბლიური ტექსტის მიხედვით, გოდოლი ხალხის გაერთიანების სიმბოლოა, უფრო მეტიც- მათი იდენტურობისა.  ენების აღრევამ გამოიწვია საერთო იდენტურობის დაკარგვა, რასაც გოდოლის მშენებლობის შეწყვეტა და ზეცაში მოხვედრის სურვილზე ხელის აღება მოჰყვა.

Wednesday, 15 July 2020

არქეტიპი



არქეტიპი-პირველყოფილი სახეების, ცნებების, იდეალების  ერთობლიობა, რომელსაც არ გააჩნია კონკრეტული პროტოტიპი მეხსიერებაში ან ადამიანის პირად გამოცდილებაში.  მას ქმნის კოლექტიური არაცნობიერი. არქეტიპები ადამიანს წინაპრების გამოცდილებით გადაეცემა ქვეცნობიერის დონეზე, ზღაპრისა თუ მითის სიუჟეტი, აღზრდის თავისებურებები, მოგონებები.

არქეტიპები ვლინდება სიზმრებში, ოცნებებში, ხილვებში და სპონტანურად განსაზღვრავს ადამიანის აზროვნებასა და მის ქცევას. სხვა სიტყვებით: არქეტიპი-ესაა თანდაყოლილი საბაზისო "ფსიქიკის კომპლექტი", რომელიც ინსტიქტების მსგავსად ჩაქსოვილია  ამოუცნობ სიღრმეებში.

Thursday, 23 April 2020

ჯვრის სიმბოლიკა

ზოგადად  სიმბოლოში დაფარული იყო გარკვეული ინფორმაცია. ამიტომ ზოგიერთი მათგანი თაობიდან თაობას გადაეცემოდა და სტაბილური გამოსახულებას ინარჩუნებდა, რისი შეცვლაც შეუძლებელი გახლდათ. ასეთ სიმბოლოებს უნივერსალური ბუნება ჰქონდა. სწორედ მათ განეკუთვნება:  ჯვარი, სპირალი, წრე. ადამიანებს ცოდნის ყველაზე უნივერსალური ფორმა გადაეცა სიმბოლოთა საშუალებით. სიმბოლიკაში ჩადებულია მდგომარეობა, მოვლენის სული, რომელსაც ის გამოხატავს. არცთუ იშვიათად, სიმბოლოს წვდომა, მისი არსის გაგება ხდება ინტუიტიურად , ქვეცნობიერის დონეზე.  ვინც წვდება სიმბოლოს მნიშვნელობას, მას სამყაროს შემეცნების უნარი გააჩნია. ცნობილია, რომ ყოველი საკრალური ხელოვნება ეფუძნება ფორმის მეცნიერებას. ფორმებისათვის კი ნიშანდობლივია სიმბოლიკა.

ეგვიპტური ჯვარი––ანჰი


ეგვიპტური ჯვარი T-ს ფორმისაა, რომელსაც თავზე მარყუჟი აქვს. მისი წარმოშობა უცნობია.
ჯვარი ეგვიპტელებისთვის წარმოადგენდა ცხოვრების სიმბოლოს. ეგვიპტეში ადეპტს, რომელსაც ყველა გამოცდა გავლილი ჰქონდა, აწვენდნენ T-ს ფორმის საწოლზე და ზიარებისთვის შეჰყავდათ ღრმა ძილში. ადეპტს ათავსებდნენ სარკოფაგში, რომელიც სამეფო განსასვენებელში იდგა. მესამე დღეს ის გადაჰყავდათ დერეფნების შესასვლელთან, სადაც გათვლილ დროს ამომავალი მზის სხივები ეცემოდა ტრანსში მყოფი კანდიდატის სახეს, რომელიც უკვე  ხელდასმული ფხიზლდებოდა.

Monday, 20 April 2020

ფენიქსი_მითიური ფრინველი


ფენიქსი_მითიური და მისტიკური საბურველით მოსილი ფრინველი. ის ყველაზე საოცარ
ფრინველად ითვლება. გადმოცემით, ფენიქსი ბინადრობდა არაბეთში, შესაძლოა სხვაგანაც ყოფილიყო მისი სამყოფელი. ფენიქსი არ მრავლდება ჩვეულებრივი ფრინველის მსგავსად, იწვის და აღდგება სიკვდილის შემდეგ საკუთარი ფერფლიდან. ამბობენ, ფენიქსი მხოლოდ ერთადერთია და ამიტომ ჭირს მისი ხილვა. როდესაც სიკვდილის მოახლოებას იგრძნობს, იწყებს ბუდის მოწყობას,  რომელსაც თითქოს იშვიათი და ძვირფასი მცენარეებისგან იკეთებს: ყავა, მური, ალოე. ეს მცენარეები ადვილად აალდება. ფენიქსი ჯდება ბუდეში, ელოდება ბუდის აალებს და მასთან ერთად იწვის. ოვიდიუსი წერდა, რომ დაწვის შემდეგ იბადება პატარა მატლი, რომლიდანაც ჩნდება ფენიქსი. 

სამყაროს ანუ ცხოვრების ხის მისტერია და ჯვრის სიმბოლიკა


ჯვრის სიმბოლო გაიგევებულია სამყაროს ხესთან. ჯვრის ვერტიკალური ხაზი აღმართულია სამყაროს ცენტრში (უფრო მართებულად, ერთ–ერთ სამყაროში, მის სივრცეში), სადაც ყოფიერებაა–ადამიანური ყოფიერება. ბიბლიურ სიმბოლიკაში ესაა "ცხოვრების ხე", რომელიც იზრდება "დედამიწის სამოთხეში". მიწიერ სამოთხეში, "ცხოვრების ხის" გარდა, იყო "შემეცნების ხეც"(ბოროტისა და კეთილისა). ბიბლიის მიხედვით, ის იზრდებოდა სამოთხის შუაგულში. მას მერე, რაც ადამმა მიირთვა ცნობადის ნაყოფი, შეძლო მოეწყვიტა"ცხოვრების ხის" ნაყოფიც. 


ებრაულ კაბალაში "ცხოვრების ხის" გამომხატველია "სეფიროტული ხე", სადაც მარჯვენა სვეტი და მარცხენა სვეტი წარმოადგენს დუალურ სახეს, მაგრამ მათ შორის არსებობს "შუა სვეტი", სადაც საპირისპირო ტენდენციების გაწონასწორება ხდება. ამგვარად ხდება "ცხოვრების ხის" ჭეშმარიტი ერთობა. 

Sunday, 19 April 2020

ილუმინატთა საიდუმლო ორდენის ნამდვილი ისტორია


''ილუმინატი" ლათინურად განათლებულებს ნიშნავს. ერთი ვერსიით, ილუმინატთა ორდენის შექმნა შუა საუკუნეებსა და გალილეო გალილეის სახელს უკავშირდება. სათავეში ორდენს სწორედ გალილეო ჩაუდგა. ამ საიდუმლო ორგანოზაციის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, კონკრეტულად კი, იეზუიტების. ეს გახლდათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეკლესია იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს მეცნიერთა წინააღმდეგ.. მეცნიერები მათ პასუხობდნენ ცოდნით და არყევდნენ დოგმებს. გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ. შეუძლებელია იეზუიტები ამას ვერ მიმხვდარიყვნენ.

ორდენის წევრი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ მეცნიერი. ილუმინატთა ისტორიას და მათ საიდუმლოებებს სწავლობს მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც პარიზის სორბონაში ასწავლის, მიაჩნია, რომ ილუმინატთა ორდენი დაფუძნდა შუასაუკუნეებში, როგორც მეცნიერთა განმანათლებლური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ებრძოდა დევნას ინკვიზიციის მხრიდან. მისივე მონაცემებით, ილუმინატთა ორდენის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ნიკოლაი კოპერნიკი, ნიუტონი, დეკარტი, დიდრო, ლავუაზიე. . იგივე თვალსაზრისს იზიარებს ფრანგი ჟურნალისტი ეტიენ კასე "ფალსიფიცირებულ  ისტორიაში." "ილუმინატები" იყო მეცნიერთა კავშირი, რომლებიც იცავდნენ საიდუმლო ცოდნას უბრალო მოკვდავთაგან.

Wednesday, 15 April 2020

ჰერმეტიზმი-ეზოთერული სწავლების საფუძველი


ძველი წყაროები გვაუწყებენ, რომ ჰერმეტიზმს საწყისი ატლანტიდის უხსოვარი დროიდან მოდის. ჰერმეტიზმის შემქმნელია ჰერმეს ტრისმეგისტოსი, რომელსაც ეგვიპტურ ღვთაება თოთის რეინკარნაციად მიიჩნევენ. თოთმა მშობლიური კონტინენტის დაღუპვის შემდეგ, ეგვიპტეში მოიტანა ცოდნა, რის გამო ეგვიპტელები მას პატივს მიაგებდნენ როგორც სიბრძნისა და დამწერლობის ღვთაებას.

თოთი რამდენჯერმე დაიბადა ხელახლა, ხან ბერძნული ღვთაება ჰერმესის სახით, ხან ძველრომაული ღვთაება მერკურის სახით. მაგრამ გარდასახვიდან გარდასახვამდე, ის დაუღალავად გადასცემდა კაცობრიობას ცოდნას, საიდანაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჰერმეტიზმი-უძველესი ოკულტური სწავლება, რომელიც მოიცავდა ფილოსოფიას, რელიგიას და მეცნიერებას.

ლეგენდის მიხედვით, სანამ საბოლოოდ დატოვებდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ჰერმესმა აღმართა გიზას პირამიდები და მოათავსა ტაძრებში თავისი მემკვიდრეობა. ასე იქცა ეგვიპტე სულიერი და მისტიკური ინიციაციის ცენტრად საუკუნეების წინ.

Tuesday, 14 April 2020

"ოქროს განთიადის" საიდუმლო ორდენი


"ოქროს განთიადი"-მაგიური ორდენი, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში მოქმედი  ჰერმეტულ, ოკულტური ორგანიზაცია. ის ეწეოდა თეურგიის, მაგიის, ალქიმიის პრაქტიკას და ხელს უწყობდა საკუთარი ადეპტების სულიერ განვითარებას. ორდენმა დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის დასავლეთის ოკულტიზმზე.

ამ ორდენის დაფუძნებას წინ უძღოდა 1865 წელს "ინგლისის როზენკრეიცერთა საზოგადოების" შექმნა. ორგანიზაცია თავის რიგებში იღებდა მხოლოდ ოსტატ-მასონებს, ვისაც თავის ლოჟებში კარგი სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი მეთაური გახლდათ რობერტ ვენტვორტ ლიტლი, რომელმაც შეიმუშავა საზოგადოების რიტუალები მასონური საცავიდან მოპოვებული ხელნაწერების საფუძველზე. 1878 წელს ის გარდაიცვალა. მისი ადგილი საზოგადოებაში დაიკავა დოქტორ უილიამ ვუდმანმა, უილიამ უესტკოტთან და სამუელ მაკგრეგორ მატერსონთან ერთად. ვუდმანი აღმოჩნდა შემდეგ "ოქროს განთიადის" ორდენის დამარსებელთა შორის.

Monday, 13 April 2020

რანიუ ნეროს წინასწარმეტყველება კაცობრიობის მომავალზე


1972 წელს, ქალაქ ბოლონიის ფრანცისკანელთა მონასტრის ბიბლიოთეკაში, აღმოჩნდა მე-14 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი "ტოსკანის ბალახები". მკვლევარებმა აქამდე უცნობი ხელნაწერი გადაშალეს და გაოცდნენ. ძველ, ბალახებზე დაწერილ ტრაქტატის ყდაში  საგულდაგულოდ იყო დამალული ხელნაწერი წიგნი წარწერით: "რანიუ ნერო. მარადიული წიგნი. ორაკული."

მისტიკური წინასწარმეტყველებათა ხელნაწერი კრებული მომავალზე აფორისტიკული ფორმით იყო შესრულებული. ვინაიდან ეკლესია არ იწონებდა უჩვეულო წინასწარმეტყველებებს, ხელნაწერის გადასარჩენად, რომელიღაცა ბერს მოსვლია აზრად თავში ერთი წიგნი მეორეში ჩაედო.

ისტორიკოსებმა გაარკვიეს, რომ სახელი რანიუ ნერო გამოგონილია და გერმანულად ის ნიშნავს "შავ ობობას" ან "შავ ბერს". ამ ფსევდონიმით აწერდა ხელს ავტორი ტექსტებს, რომელსაც ამთავრებდა შავი ობობას სტილიზებული გამოსახულებით. არსებობს რანიუს ნამდვილი სახელის ორი ვერსია.

Sunday, 12 April 2020

ნიუტონის წინასწარმეტყველება სამყაროს აღსასრულზე


თითქმის ყოველდღე გვესმის სამყაროს აღსასრულის შესახებ  ახალ-ახალი წინასწარმეტყველება. ექსტრანსენსები, მაგები თუ ასტროლოგები საკუთარ მოვალეობად მიიჩნევენ "გაგვახარონ" აპოკალიფსის ზუსტი თარიღით. კარგად გვახსოვს მასიური ფსიქოზიც 2012 წელს, რაც მაიას კალენდარს უკავშირდებოდა. ცრუ აღმოჩნდა მსგავსი სხვა თარიღებიც. ამიტომ ჭკვიანი ადამიანები ასეთ წინასწარმეტყველებას ყურადღებას არ აქცევენ. მაგრამ როცა სამყაროს აღსასრულის თარიღს ასახელებს ისეთი დიდი მეცნიერი, როგორიც იყო ისააკ ნიუტონი, ძალაუნებურად დაფიქრდები.

Saturday, 4 April 2020

"ანანერბეს" სკივრი და აღმოჩენილი უცნობი თავისქალები კავკასიაში


ცნობილია, რომ ნაცისტურ გერმანიაში მოქმედებდა ოკულტური ორგანიზაცია "ანენერბე". ეს ორგანიზაცია არსებობდა 1935-1945 წლებში. ის შეიქმნა "გერმანული რასის" ტრადიციების, ისტორიისა და მემკვიდრეობის შესასწავლად. ორგანიზაციის წევრები აწყობდნენ ექსპედიციებს ტიბეტში, ანტარქტიდაში და კავკასიაში.

1942 წელს  გერმანიის დაზვერვის ესკადრილიას ჰქონდა ბაზა მაიკოპში. ესკადრილია აღჭურვილი იყო იმ დროისთვის სრულყოფილი დაზვრევის აპარატურით. მაიკოპი იქცა ვერმახტის ქვეგანაყოფის საშტაბო ქალაქად.

Thursday, 2 April 2020

პითაგორელები, ეტრსუკთა საძმო და ნოსტრადამუსი


ნოსტრადამუსი თავის ნაშრომებში ახსენებდა რომელიღაც საიდუმლო საზოგადოებას. მკვლევარები ამ საზოგადოებას "ეტრუსკთა საძმოს" სახელით იცნობენ. ამ "საიდუმლო ფილოსოფიური საზოგადოების " შემადგენლობაში შედიოდნენ ეტრუსკები, რომლებმაც  ბვერი ჩანაწერი დატოვეს ხელდასმულთათვის. ეტრუსკულ კულტურაში აშკარად იგრძნობა კავშირი პითაგორეს იდეებთან. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსი საუბრობდა სწორედ პითაგორელებზე.

ამ ადამიანებს სურდათ იდეალური სახელმწიფოს შექმნა. ისინი თვლიდნენ, რომ სიტყვები და მისი შემადგენელი ცალკეული ასოები შეესაბამება მათემატიკურ ფორმულებს, მუსიკა განასახიერებს წმინდა მათემატიკის ჰარმონიას, ხოლო ფილოსოფია მიუთითებს მომავლის პერსპექტივაზე. მათ სწამდათ სულთა გადასახლების და შეიმუშავეს "პითაგორული ცხოვრების  წესი", რომელიც ეფუძნებოდა რთულ საკულტო აკრძალვების სისტემას.

Wednesday, 1 April 2020

ამოუცნობი ეგვიპტე_ძველი ეგვიპტელები და ადამიანთა კლონირება


"მეფეთა ველზე" აღმოჩნდა დიდი ხნის წინ გაძარცული რამზეს II სამარხი. ამ გათხრებს 1925 წელს ხელმძღვანელობდა ინგლისელი არქეოლოგი უილერი. ის დაინტერესდა აკლდამის კედელზე გაკეთებული წარწერით, რომელიც არაჩვეულებრივი იეროგლიფებით იყო შესრულებული. მეცნიერმა რამდენიმე ფოტოსურათი გადაიღო და გათხრების ადგილი დატოვა იმ იმედით, რომ მეორე დღეს გააგრძელებდა სამუშაოებს.

მაგრამ ღამით მოხდა უბედურება. ორმა არაბმა მუშამ, სავარაუდოდ ჩათვალა, რომ სამარხში ინახებოდა განძი და შეაღწია შიგნით. ხაფანგი, რომელსაც შემთხვევით გადაურჩა უილერი, ამოქმედდა, სამარხის თაღი ჩამოინგრა და მუშები დაიღუპნენ. უილერს აღარ განუახლებია გათხრები. ის დაბრუნდა ინგლისში. 1925 წელს "ბრიტანეთის არქეოლოგიურ მაცნეში" გამოაქვეყნდა სტატია სახელწოდებით "უსახელო ფარაონი". სპეციალისტებს ამ სტატიისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. თავად უილერი ინგლისიდან გაემგზავრა და თავი დაანება სამეცნიერო მოღვაწეობას. ის გარდაიცვალა მარსელში ღრმად მოხუცებული 1962 წელს.

1963 წელს ბრიტანეთის მუზეუმის ეგვიპტურ-ასირიული განყოფილების ასისტენტმა დევიდ სეილორმა ძალიან იაფად იყიდა პატარა არაბულ მაღაზიაში გაურკვეველი გზით მოხვედრილი თუთმოს I დროინდელი პაპირუსი. მეცნიერის ვარაუდით, პაპირუსი წარმოადგენდა ქურუმთა ერთგვარ კრიპტოგრაფიას. მისი ამოხსნა გახდა სეილორის ცხოვრების მიზანი. სეილორმა ამ საქმეში რაღაც შედეგებს მიაღწია და ცალკეული სიტყვების წაკითხვა შეძლო.