Wednesday, 15 April 2020

ჰერმეტიზმი-ეზოთერული სწავლების საფუძველი


ძველი წყაროები გვაუწყებენ, რომ ჰერმეტიზმს საწყისი ატლანტიდის უხსოვარი დროიდან მოდის. ჰერმეტიზმის შემქმნელია ჰერმეს ტრისმეგისტოსი, რომელსაც ეგვიპტურ ღვთაება თოთის რეინკარნაციად მიიჩნევენ. თოთმა მშობლიური კონტინენტის დაღუპვის შემდეგ, ეგვიპტეში მოიტანა ცოდნა, რის გამო ეგვიპტელები მას პატივს მიაგებდნენ როგორც სიბრძნისა და დამწერლობის ღვთაებას.

თოთი რამდენჯერმე დაიბადა ხელახლა, ხან ბერძნული ღვთაება ჰერმესის სახით, ხან ძველრომაული ღვთაება მერკურის სახით. მაგრამ გარდასახვიდან გარდასახვამდე, ის დაუღალავად გადასცემდა კაცობრიობას ცოდნას, საიდანაც საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჰერმეტიზმი-უძველესი ოკულტური სწავლება, რომელიც მოიცავდა ფილოსოფიას, რელიგიას და მეცნიერებას.

ლეგენდის მიხედვით, სანამ საბოლოოდ დატოვებდა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ჰერმესმა აღმართა გიზას პირამიდები და მოათავსა ტაძრებში თავისი მემკვიდრეობა. ასე იქცა ეგვიპტე სულიერი და მისტიკური ინიციაციის ცენტრად საუკუნეების წინ.

ეგვიპტის ტაძრებში თავს იყრიდნენ ხელდასმის მაძიებელნი იმდროინდელი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან.  პირამიდების კედლებში დაფარული სიბრძნე იქცა პითაგორეს, ორფეოსის, მოსეს სწავლებების წყარო. ჰერმეტიზმიდან იღებდნენ ცოდნას სუფიები და მის საფუძველზევე შეიქმნა ერთ-ერთი მსოფლიო რელიგია-ქრისტიანობა.

ჰერმეტიზმი იზიდავდა ბევრ ცნობილ ადამიანს_პარაცელსს, ჯონ დის, ჯორდანო ბრუნოს. შუასაუკუნეებში მან მიიღო განვითარება იუდაური და აღმოსავლეთ-ქრისტინული მისტიკოსების, ხოლო მუსლიმებში სუფიზმის საშუალებით, კათოლიკურ ევროპაში კი ჯვაროსნული ლაშქრობების შემდეგ ოკულტიზმის გზით. ადრეული სასულიერო მამების ნაშრომები ბევრ საერთოს ნახულობენ ჰერმეტულ ტრაქტატებთან. შემდეგ უკვე შეინიშნება ჰერმეტიზმისა და ქრისტიანობის გამიჯვნის ტენდენცია. პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით გადაიდგა 325 წელს, როცა ნიკეის კრებაზე მიიღეს საეკლესიო გადაწყვეტილება რეინკარნაციის სწავლების შეუთავსებლობის შესახებ ბიბლიასთან. მეორე მნიშვნელოვან მოვლენად იქცა 1227 წელი, როცა ასტროლოგია გამოცხადდა ეშმაკისეულ საქმედ. ამგვარად, ჰერმეტიზმი აღმოჩნდა კათოლიკური ეკლესიის მხრიდან ფორმალური აკრძალვის ქვეშ.


ჰერმეტიზმი ასეულობით წლების განმავლობაში იყო დავიწყებას მიცემული, მაგრამ ისევ დაინტერესდნენ მისით.  ხოლო კვლავ აღორძინება კი დაიწყო მაშინ, როცა 1460 წელს ბერმა, სახელად ლეონარდომ, რომელიც კოზიმო მედიჩის ჯაშუში გახლდათ, გამოიტანა კონსტანტინეპოლიდან ჰერმეტული ტრაქტატების ასლები. ისინი ბერძნულიდან ითარგმნა ლათინურად და მაშინვე მოექცა ალქიმიკოსებისა და მაგების ყურადღების ცენტრში.

ჰერმეტული სწავლება ეფუძნება სამყაროს სამი ფუნდამნეტური ცოდნის სისტემას. თითეული სისტემა შეესაბამება სამყაროს სამი დონიდან ერთს და ადამიანის სამი არსიდან ერთს: სულს, სამშვინველს და სხეულს.

* ასტროლოგია - შეესაბამება ფიზიკურ სამყაროს და ხსნის კოსმიური სხეულების ზეგავლენას პროცესებზე და დედამიწის მოვლენებზე.

* ალქიმია - შეესაბამება ასტრალურ სამყაროს და მოიცავს ნივთიერების ტრანსფორმაციის პრინციპებს ევოლუციის გზაზე. ალქიმიის მთავარი არსი გახლდათ სულიერი ტრანსფორმაციისა და სრულყოფის მიღწევა. ტყვიის გადაქცევა ოქროდ-ალეგორიული ფორმაა სულის ევოლუციისა მისი გაბრწყინების გზაზე.

* თეურგია - ჰერმეტული სწავლების პრაქტიკული ნაწილი, სხვაგვარად-მაგია. ეს მეცნიერება თანაფარდობაშია სულიწმინდის გამოვლინებასთან, რომლის პრინციპია-მოქმედება. თეურგიას ასევე უწოდებენ ღვთის საქმის ხელოვნებას. ეს სისტემა მოიცავს მისტიკურ ძალებთან ურთიერთობის პრაქტიკას და რეალობით ოპერირებას.

ჰერმეტიზმი ეფუძნება ერთიანი ტრანსცედენტური გონის რწმენას, რომელიც გახდა ყველაფრის საწყისი და რომლის ნაწილია სამყაროში ყველაფერი. ვაიგივებთ რა ღმერთსა და სამყაროს, ჰერმეტული სწავლება ხსნის ერთიანობას მრავლობითში და მრავლობითს ერთიანობაში.

ყველაფერი მოქმედებს ანალოგიის კანონით, ვინაიდან ყველაფერი არის ერთიანი უმაღლესი გონი. სიცოცხლის ყველა ქმედება გახლავთ ურთიერთქმედების დუალობა. ორი დუალობა ერთიანის ორი მხარის არსი, შემოქმედებით პროცესში ბადებს პროპორციებისა და ალბათობების უსასრულო რიცხვს. ეს იძლევა არჩევანის საშუალებას. აკეთებს რა არჩევანს, სული ქსოვს თავის ბედს, ირჩევს თავის გზას. თითეულის გზა განუმეორებელია. მაგრამ ყველა გზას მივყავართ ერთი ღვთიური წყაროსკენ, რომელიც შექმნის საწყისია.

დღეისთვის ფართოდ ცნობილია სამი ძირითადი ტექსტი ჰერმეტიზმისა:

ჰერმეტული კორპუსი - ყველაზე ფუნდამენტური და ცნობილი ნაშრომი. ის თექვსმეტი წიგნისგან შედგება, რომელიც ჰერმესის დიალოგების სახითაა წარმოდგენილი. პირველი წიგნი ეხება დისკუსიას პემანდრესა და ჰერმესს შორის, რომელიც საყოველთაო აზრით გახლდათ შედეგი ჰერმესის მედიტაციისა და მისი პირველი კონტაქტისა ღმერთთან. ამ ტრაქტატის განმასხვავებელი ნიშანია ის, რომ ჰერმესი გამოდის პემანდრეს მოსწავლის როლში. იმ დროს, როცა "ჰერმეტული კორპუსის" სხვა ტრაქტატებში ჰერმესი გახლავთ თანამოსაუბრეთა მასწავლებელი.

ჰერმეს ტრისმეგისტოსის ზურმუხტის ფილები -"ის რაც იმყოფება ქვევით ანალოგიურია იმისა, რაც იმყოფება ზევით". ზურმუხტის ფილები ასევე გადაკვრით გვამცნობს სამმაგ კანონსა და სამმაგ საიმედოობას ჰერმესის ცოდნის ფლობის გამო, რომლის დამსახურებით მან მიიღი სახელი ტრისმეგისტოსისა. ისტორია გვამცნობს, რომ ზურმუხტის ფილები ალექსანდრე მაკედონელმა ჰებრონში, ჰერმესის სამარხში იპოვა.

კიბალიონი -ჰერმეტული ფილოსოფიისადმი მიძღვნილი წიგნი. ის გამოსცა სამმა ანონიმმა ავტორმა 1912 წელს, "სამი ხელდასმულის სახელით". ამ წიგნში მოყვანილია და განმარტებული ჰერმეტიზმის შვიდი პრინციპი. ესენია: მენტალიზმის პრინციპი, ანალოგიურობის პრინციპი, ვიბრაციის პრინციპი, პოლარულობის პრინციპი, რითმის პრინციპი, მიზეზისა და შედეგის პრინციპი, სქესის პრინციპი.

ეს გახდა საფუძველი სულის მეცნიერების, თეოსოფიური და ანთროფოსოფიური სკოლების წარმოქმნისა.








1 comment: