ნოსტრადამუსი თავის ნაშრომებში ახსენებდა რომელიღაც საიდუმლო საზოგადოებას. მკვლევარები ამ საზოგადოებას "ეტრუსკთა საძმოს" სახელით იცნობენ. ამ "საიდუმლო ფილოსოფიური საზოგადოების " შემადგენლობაში შედიოდნენ ეტრუსკები, რომლებმაც ბვერი ჩანაწერი დატოვეს ხელდასმულთათვის. ეტრუსკულ კულტურაში აშკარად იგრძნობა კავშირი პითაგორეს იდეებთან. სავარაუდოდ, ნოსტრადამუსი საუბრობდა სწორედ პითაგორელებზე.
ამ ადამიანებს სურდათ იდეალური სახელმწიფოს შექმნა. ისინი თვლიდნენ, რომ სიტყვები და მისი შემადგენელი ცალკეული ასოები შეესაბამება მათემატიკურ ფორმულებს, მუსიკა განასახიერებს წმინდა მათემატიკის ჰარმონიას, ხოლო ფილოსოფია მიუთითებს მომავლის პერსპექტივაზე. მათ სწამდათ სულთა გადასახლების და შეიმუშავეს "პითაგორული ცხოვრების წესი", რომელიც ეფუძნებოდა რთულ საკულტო აკრძალვების სისტემას.
პითაგორეს გარდაცვალების შემდეგ მისი მომხრეები გაიყვნენ სიტყვით მორწმუნეებად-აკუსმატიკოსებად და წესებით მორწმუნეებად-მათემატიკოსებად. პირველები ამბობდნენ: "მასწავლებელმა თქვა ასე, ამიტომ ასეა". სხვები აღიარებდნენ მხოლოდ იმას, რისი დამტკიცება შეიძლებოდა წესებისა და მათ მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად.
ჩვ.წ.აღ-მდე 500 წელს პითაგორელ-მათემატიკოსთა ჯგუფი განდევნეს რომიდან. ისინი იძულებული გახდნენ ეძებნათ თავშესაფარი ტოსკანაში. ამ ადამიანთა ჯგუფი იყო უკანასკნელი მსხვილი გაერთიენება, ვისაც შემონახული ჰქონდა საიდუმლო, რომლის შესახებ ცოდნა ჩამოიტანა ეგვიპტიდან პითაგორემ, სადაც მან ოცდაორი წელი გაატარა. პითაგორე (დედით პელაზგი)-პითაგორიზმის ფუძემდებელი გახლდათ და რიცხვს ყველაფრის საფუძვლად მიიჩნევდა.
2500 წლის განმავლობაში აკუსმატიკოსები რიცხობრივად ჭარბობდნენ მათემატიკოსებს. ისინი პოლემიკას წარმართავდნენ პრინციპით "პითაგორემ თქვა, ე.ი. ასეა". დროთა განმავლობაში მათემატიკოსებსა და აკუსმატიკოსებს შორის წინააღმდეგობა გაუსაძლისი გახდა.
უკანასკნელ 250 წლის განმავლობაში სიტუაცია ძირფესვიანად შეცვალეს ბუნებისმეტყველებაში მოღვაწე მეცნიერებმა, პირველ რიგში: ქიმია, ფიზიკა, ასტროფიზიკა და ატომურ ფიზიკა. მათ დაამტკიცეს ძველი მათემატიკოსების დასკვნები. შესაძლებელი გახდა ბუნების კანონების ფორმულირება და ბევრი ჰიპოთეზის დასაბუთება.
ვინაიდან ამ ჯგუფის მოღვაწეობაზე შემორჩენილია მხოლოდ ცალკეული მტკიცებულებები, ჩნდება კითხვა: თუ არსებობს ყოვლისმომცველი დადასტურება, რომ მათემატიკოსები პითაგორეს პოზიციაზე იდგნენ? ასეთი მტკიცებულებები არსებობს.
მოგვიანებით მათემატიკოსები ნიცისკენ , ხმელთაშუაზღვის სანაპიროსკენ გაემართნენ. ზოგიერთმა საბერძნეთს მიაშურა, ნაწილი კი, ახლანდელ ტროგირში (ხორვატია) შეჩერდა. ახლანდელი ტროგირისგან 25 კილომეტრის მოშორებით, იმპერატორმა დიოკლიტიანემ, რომელიც წარმოშობით ამ მხარიდან იყო, სასახლე აიშენა იმ ადგილას, სადაც ცხოვრების დარჩენილი დროის გატარება სურდა. ის ოცი წელი მართავდა რომს, შემდეგ მემკვიდრეს გადააბარა ხელისუფლება და ჩამოშორდა საქმიანობას. იმპერატორის ეს გადაწყვეტილება არ უნდა იყოს საკვირველი, ვინაიდან როგორც ამბობენ, ის მათემატიკოსთა ოჯახიდან იყო და თავადაც გატაცებული იყო მათემატიკითა და ძველ ქურუმთა ცოდნით. თუკი რომში აღმართეს წმინდა პეტრეს ტაძარი, მაშინ ტროგირში უნდა მდგარიყო წმინდა იოანეს ტაძარი. გადმოცემით, რომისკენ მიმავალი წმინდა იოანე გარდაიცვალა და დაკრძალეს ტროგირში. მოგვიანებით გაირკვა, რომ ქრისტეს მოციქულებს შორის წმინდა იოანე იყო მათემატიკოსი, ხოლო წმინდა პეტრე-აკუსმატიკოსი.
დამატებით მტკიცებულებად, რომ "ეტრუსკთა საძმოს" სათავესთან იდგა პითაგორე და მისი სკოლა, მდგომარეობს შემდეგში: როცა ნოსტრადამუსი საუბრობს "საიდუმლო ფილოსოფიურ საზოგადოებაზე", ერთ ადგილზე დართულ ჩანაწერებში ირიბად მიანიშნებს, რომ ამ სახელწოდებას საერთო აქვს მშვენიერ ფართო გზასთან.
VIA VOXES
VI A--ექვსი "ალფა"
V O--ხუთი "ომეგა"
X es--ათი "ესტ"
მივიღეთ პითაგორეს რიცხვი 11. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს რიცხვი 5 და 10, ასევე მითითება 6-ზე. ასოთა რიგი VIA VOX ES თავისებურად მომხიბვლელია კიდევ იმიტომ, რომ ნოსტრადამუსის მოცემული ნაშრომი იწყება ცენტურიით ნომერი ექვსი.ასეთ შემთხვევაში წინასწარმეტყველის ნაშრომის დასასრული უნდა დაემთხვეს მეათე ცენტურის ბოლო ლექსს.
მოცემული ფაქტები ჯვაროსნული ლაშქრობების შედეგად გახდა ცნობილი ხელახლა. ცნობები მათ შესახებ ტამპლიერებისგან დანტეს საშუალებით გადაეცემოდა ნოსტრადამუსს, შექსპირს და გოეთეს. რომი ცდილობდა ამ ცოდნის ამოშანთვას. ტროგირში თავი მოიყარეს მათემატიკოსებმა და აკუსმატიკოსებმა. დანტე ალეგიერის მთავარი ნაწარმოები "ღვთაებრივი კომედია" ნოსტრადამუსის პრინციპებზეა და შემთხვევითი არაა, რომ ტექსტი შედგება ზუსტად ასი სიმღერისგან.
ნოსტრადამუსი თავის ნაშრომებში კაცობრიობის მომავალზე იყო ორიენტირებული. იქნებ, ის დანტეს ტექსტებს უკეთებდა თარგმანს და შემდეგ მის დაშიფვრას ახდენდა. არც ამის გამორიცხვა შეიძლება, ვინაიდან ყველაფერი დაკავშირებულია ტოსკანაში მდებარე ქალაქ სიენას როლთან. ამ ქალაქში მკაცრად იცავდნენ საიდუმლოს საიდუმლოებას. ამასთან დაკავშირებით არაა საოცარი, რომ სიენის მღვდელმსახურთა შორის დიდი ხნის განმავლობაში ინიშნებოდნენ ტრიგორის ეპისკოპოსები. ამავე დროს, ყველანი ატარებდნენ სახელ იოანეს.
დანტემ თავის "ღვთაებრივ კომედიაში" ჩადო მათემატიკოსთა საიდუმლოებები. სიენელი მამები ეტრუსკული კულტურის დიდი გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ქალაქის ხელდასმულმა მამებმა ხელახლა გამოსახეს მათემატიკოსთა კანონების დანტესეული აღმოჩენა ქალაქის ტაძრის მარმარილოს კედლებზე, დაამშვენეს ამ წარწერებით ეკლესიის იატაკებიც. ქალაქის ცალკეული უბნების გერბები ჰგავდა მათემატიკოსთა ძველ თამაშებს.
No comments:
Post a Comment