1972 წელს, ქალაქ ბოლონიის ფრანცისკანელთა მონასტრის ბიბლიოთეკაში, აღმოჩნდა მე-14 საუკუნის უნიკალური ხელნაწერი "ტოსკანის ბალახები". მკვლევარებმა აქამდე უცნობი ხელნაწერი გადაშალეს და გაოცდნენ. ძველ, ბალახებზე დაწერილ ტრაქტატის ყდაში საგულდაგულოდ იყო დამალული ხელნაწერი წიგნი წარწერით: "რანიუ ნერო. მარადიული წიგნი. ორაკული."
მისტიკური წინასწარმეტყველებათა ხელნაწერი კრებული მომავალზე აფორისტიკული ფორმით იყო შესრულებული. ვინაიდან ეკლესია არ იწონებდა უჩვეულო წინასწარმეტყველებებს, ხელნაწერის გადასარჩენად, რომელიღაცა ბერს მოსვლია აზრად თავში ერთი წიგნი მეორეში ჩაედო.
ისტორიკოსებმა გაარკვიეს, რომ სახელი რანიუ ნერო გამოგონილია და გერმანულად ის ნიშნავს "შავ ობობას" ან "შავ ბერს". ამ ფსევდონიმით აწერდა ხელს ავტორი ტექსტებს, რომელსაც ამთავრებდა შავი ობობას სტილიზებული გამოსახულებით. არსებობს რანიუს ნამდვილი სახელის ორი ვერსია.
"ფლორენციული" ვერსია "მარადიული წიგნის" ავტორად თვლის ფედერიკო მარტელის. ეს ფრანცისკანელი ბერი, რომელიც მე-14 საუკუნეში ცხოვრობდა ფლორენციაში, ცნობილი იყო ფართო და ღრმა ცოდნით მეცნიერების სხვადასხვა დარგში: ისტორია, მათემატიკა, თეოლოგია, კოსმოგონია. თუმც რადიოიზოტოპურმა ანალიზმა გამოავლინა წიგნის დაწერის უფრო გვიანდელი დრო-მე-15 საუკუნე. გამოდის, ან ავტორი მარტელიზე უფრო გვიან ცხოვრობდა, ან პადრეს ხელნაწერი გადაწერილია.
არსებობს მეორე ვერსიაც-"ბავარიული". ზოგიერთი დამახასიათებელი ნიშნის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იდუმალი ასტროლოგ-წინასწარმეტყველი ცხოვრობდა რეგენსბურგში ან მიუნჰენში მე-15 საუკუნეში და იყო ბავარიის ჰერცოგ ალბრეხტ IV ვიტელსბახის მრჩეველი. მაშინ, მისი წარმატება და დიდება დაკავშირებული უნდა ყოფილიყო ჰერცოგის მფარველობასთან და ის არ იქნებოდა მუდმივი, გაქრებოდა მმართველის გარდაცვალებასთან ერთად.
ბერი თავისი უნიკალური ქმნილების დასაწყისშივე წერს რამ აიძულა წინასწარმეტყველება:
"როცა აბატმა ამიკრძალა ჰოროსკოპების შედგენა, დავიწყე ხალხზე ფიქრი ღამით. მესიზმრებოდა მისტიკური სიზმრები. წლებთან ერთად ისინი იმდენად რეალური გახდა, რომ შეუძლებელი იყო არ ჩამეწერა. დროთა მდინარებასთან ერთად ადამიანი კარგავს ახლაგაზრდობას, სილამაზეს, ჯანმრთელობას, პატივმოყვარეობას. მხოლოდ მომავლის წინაშე შიში არასდროს გვანებებს თავს".წინასწარმეტყველების უნარის წყალობით, რომელიც რანიე ნეროს სიზმარში უვლინდებოდა, ნოსტრადამუსამდე საუკუნე-ნახევრით ადრე ზუსტად იწინასწარმეტყველა მომავლის ბევრი მოვლენა. მან იწინასწარმეტყველა ომები და კატასტროფები, აღწერდა მმართველთა და ხალხთა ბედს, მსჯელობდა რელიგიებზე, უთითებდა კაცობრიობას განვითარების გზას.
შუასაუკუნეების დემონოლოგიაში ეშმაკის ერთ-ერთი სახელი იყო ბელზებელი ან ბაალ-ზევუვი, რაც ივრითზე ნიშნავს "ბუზების მბრძანებელს". შესაძლოა ამის გამო "მარადიული წიგნის" ავტორი საკუთარ თავს უწოდებს "შავ ობობას", რითაც ის საკუთარ ამოცანად სახავს "ბუზების დაჭერას", რომელიც სხვადასხვა უბედურების, ინფექციების, ავადმყოფობისა და საერთოდ ყველა ბნელი მოვლენის მატარებელია. მიზანი-ამ ბუზების დაჭერა და კაცობრიობისთვის იმის ჩვენებაა რომელი გზით არ შეიძლება სიარული.
1981 და 1984 წწ.-ში იტალიაში გამოვიდა ბ.ბაშერის წიგნი, რომელიც ეძღვნებოდა რანიუ ნეროს "მარადიული წიგნის" განმარტებებს.
ლიტერატურული სტილით ხელნაწერი უფრო ძველ წინასწარმეტყველებას ჰგავს, კერძოდ: "ბუნდახიშნი, ანუ პირველშესაქმე". ეს წიგნი ავესტას შემადგენელი ნაწილია, რომელიც არის ზოაროასტრული ტექსტების კრებული. ასეთივე უცნაური რეჩიტატივით, თითქმის ჰეგზამეტრით მოგვითხრობს რანიო ნერო.
ნოსტრადამუსისგან განსხვავებით, ნერო ძალიან ხშირად გვთავაზობს ალტერნატივას, თითქოს იძლევა მომავლის მოვლენათა არჩევანის საშუალებას.მისი აზრით ბედის კორექტირება შესაძლებელია არა მხოლოდ ცალკეული პიროვნებებისთვის, არამედ მთელი ერებისთვისაც, ასევე ცივილიზაციებისთვის. ყოველთვის არსებობს შესაძლებლობა დადებითისკენ შემოვაბრუნოთ მოვლენები, მაგრამ ადამიანებს ეს შესაძლებლობა არც ისე ადვილად ეძლევა: მათ ამის დამსახურება შეუძლიათ შეგნებული ძალდატანებით, კაცობრიობის კოლექტიური მუშაობით საკუთარ ასტრალურ კოდზე, რათა არ მოხვდეს ბოროტების ქსელში.
მე-15 საუკუნის წინასწარმეტყველების დიდი ნაწილი უკვე მომხდარი ფაქტია, რაც იძლევა შესაძლებლობას შევხედოთ ფაქტებს ობიექტურად. ბერის უმეტესი ხილვა საოცრად ზუსტია. მაგალითად მან დაწერა, რომ მე-16 საუკუნეში მოხდებოდა ეკლესიური განხეთქილება, რომელსაც უხელმძღვანელებდა მარტინ ლ. მართლაც რეფორმაციის ბელადი გახდა მარტინ ლუთერი. ნერომ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ მე-20 ს-ის მეორე ნახევარში რომის პაპს ორმაგი სახელით, დაჭრიდა მოედანზე უღმერთო თურქი. თავად პონტიფიკი გადარჩებოდა და შეუნდობდა მასზე თავდამსხმელ ადამიანს. ასეც მოხდა, 1981 წელს პაპ იოანე პავლე II-ზე მოხდა თავდასხმა წმინდა პეტრეს მოედანზე რომში. პაპი დაიჭრა და თავდამსხმელ თურქ აგჯას შეუნდო ჩადენილი ცოდვა და დანაშაული.
რანიუს წინასწარმეტყველებების სია გრძელია. ზოგიერთი ფაქტი იდენტიფიცირებულია. ესაა ზოგიერთი მათგანი:
. "სისხლიანი გრიგალი"-1789 წ, საფრანგეთის რევოლუცია.
. "იმედის სიკვდილი"-1821წ, ნაპოლეონის გარდაცვალება.
. "ჯვრების ველი"-1914 წ, პირველი მსოფლიო ომი.
. "კეისრის ნაკვალევზე"-1924 წ, იტალიის ხელისუფალი მუსოლინი
. "ზეთისხილის რტო"-1946 წ, მეორე მსოფლიო ომის დასასრული.
. "ნეკროლოგი საკურთხეველზე"-1963 წ, პაპ იოანე XXIII გარდაცვალება.
. "პეტრე არ არის რომიდან"-1978 წ, კათოლიკური ეკლესიის მეთაურად უცხოელის არჩევა-რომის პაპი იოანე პავლე II გახდა პოლონელი კარდინალი კაროლ ვოიტილა.
ნეროს წინასწარმეტყველებით, მე-20 საუკუნის მეორე ნახვარში ევროპის ცენტრში გაჩნდებოდა საშინელი სისხლიანი ქარბორბალა, რომელიც ობობასავით გაცოცდებოდა სამ მხარეს-დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი-და გაგრძელდებოდა შვიდი წელი.
სწორედ ასეთი თანმიმდევრობით დაიწყო ნაცისტურმა გერმანიამ გაცოცება მსოფლიოში. და თუ ანგარიშში მივიღებთ 1938 წელს, როცა ნაცისტები შეიჭრნენ ავსტრიაში, მეორე მსოფლიო ომი გრძელდებოდა სწორედ შვიდი წელი. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარს მიაკუთვნა ბერმა კიდევ ერთი "ბნელი მოვლენა"-გამანადგურებელი იარაღის გამოგონება, რომელიც შემდეგნაირად აღწერა: "ფეთქებადი სოკო, ადამიანზე ბევრად მაღალია და მთლიანად შავი." რა თქმა უნდა, ნერომ არ იცოდა რომ ეს იყო ატომური იარაღი, მაგრამ დაწერა, რომ იქნებოდა შვიდი ასეთი სოკო, რომელთაგან ორი ყველაზე საშინელი იქნებოდა "იმ მიწაზე, სადაც იბადება ავრორა", მესამე-"ტარტაროსის მიწაზე". როგორც ვიცით ავრორა გახლავთ განთიადის ქალღმერთი. გამოდის, რომ ორი აფეთქება ნერომ იწინასწარმეტყველა ამომავალი მზის ქვეყანაში-იაპონია. ტარტაროსი ეს რუსეთია, ასე უწოდებდნენ მას ბერის დროს.-"ვხედავ შავ ქალაქზე საშინელ ღრუბელს, რომელიც ბევრ ავადმყოფობას მოიტანს".შავი ქალაქი ძალიან გვაგონებს ჩერნობილს, სადაც 1986 წელს მოხდა ატომური ელექტროსადგურის აფეთქება. დაავადებები კი ამ აფეთქებას მოჰყვა.
რანიე ამტკიცებდა, რომ 1925 წლიდან ტარტაროსის (რუსეთის) მმართველი გახდებოდა "წითელი ეშმაკეული" სწავლება. ეკლესიებს გაასწორებდნენ მიწასთან, მღვდლებს დახოცავდნენ. მართლია თარიღთან დაკავშირებით ნერო ცოტათი შეცდა, მაგრამ დანარჩენი არ შეშლია.
"მთიდან დაეშვება ადამიანი პირიდან გამომავალი ბოლით(ნეროს დროს თამბაქო ევროპაში ჯერ არ იყო შეტანილი. მან არ იცოდა როგორ აეხსნა მწეველი კაცი), ნაყვავილარი სახით, გამხმარი ცალი ხელით. და გახდება ეს ადამიანი დიდი იმპერიის ტირანი.
საშინელი დათვის ბრძანებით ბევრს დახოცავენ ცეცხლით კეფაში. სხვები მდუმარედ გააგრძლებენ ჯოგურ ცხოვრებას, სანამ არ დასრულდება მისი მმართველობა. ამ მმართველის შავი ჩრდილი დაფარავს კაცობრიობის მესამედს."ფრანცისკანელი ბერის წინასწარმეტყველება ძალიან ჰგავს სტალინის მმართველობას. ტექსტის სხვა ადგილებზე ავტორი მას უწოდებს "მტაცებელ მაქციას", "საშინელ შავ ხოჭოს", რომელიც შთანთქავს ადამიანთა თავისქალებს.
1990-2000 ათწლეული ნერომ აღწერა როგორც ფერფლის დრო". სავარაუდოდ, იგულისხმება მორალური ფასეულობების ფერფლი, რომელზეც ადამიანი აგებს საკუთარ ცხოვრებას: ეს ფასეულობები დავიწყებას მიეცემა, დაინგრევა, მიეცემა ცეცხლს. დადგება "დაწყევლილი დრო", დაიბადება ახალი რეალობა.ადამიანი საკუთარ თავზე განიცდის ყოველივე ბნელის აპოთეოზს და იძულებული გახდება კვლავ მოუხმოს ღმერთს, შეიგნებს განწმენდის აუცილებლობას: "ხორციელი ადამიანი" უნდა მოკვდეს და ადგილი დაუთმოს სულიერ ადამიანს.
ნერომ იწინასწარმეტყველა ტექნიკური სიახლეებიც. მართალია მისთვის ეს გაუგებარი იყო და საშინელიც, მაგრამ აღწერდა მათ საკუთარი გაგების შესაბამისად: "იქნება საშინელი ხმაურიანი თოკები და ჯაჭვები. ადამიანები დაუკავშირდებიან ერთმანეთს მათი საშუალებით-საუბარია ტელეფონზე, ტელეგრაფზე. "გაჩნდება სარკეები, სადაც ადამიანები აისახებიან შორ მანძილზე"-სავარაუდოდ ეს ტელევიზორია. ადამიანები ქალაქებში დაიწყებენ ყველაზე მაღალ ხეებზე უფრო მაღალი სახლების მშენებლობას.
"როცა კაცობრიობა ათასწლეულის დასასრულში შევა, მთის უღელტეხილის მწვერვალზე, ზემოდან გამოჩნდება ეპოქის უბედურებანი და გაიხსნება დედამიწის სამოთხის გზა. პირველი თაობა, რომელიც ამ გზას გაჰყვება, იქნება ტანჯული თაობა, ვინაიდან რთული იქნება სულის სიხარულის მოპოვებისკენ მიმავალი გზა."პირველი ათწლეული იქნება "შიშის დრო", მას მოჰყვება "სიგიჟის ათწლეული", "მშვიდობის ათწლეული" და "აღმავლობის ათწლეული". მაღალი ტექნოლოგიები, რომელიც დამახასიათებელი იქნება ამ დროისთვის მტვრად ქცევისთვისაა განწირული. ნერო წერს:
"ჯოჯოხეთის მეუფე მართავს მეჯლისს დარბაზში, გუმბათის ქვეშ და ათასობით ცოდვილი ულოკავს მას ხელს-მუშტად შეკრულს ხელს, ხელს რომელიც მართავს სიკვდილსა და სიცოცხლეს, ხელს, რომელიც ანადგურებს და ქმნის, ხელს, რომელიც ლოცავს და ამხობს. დადგება ძალიან მძიმე დრო, პირველ ყოვლისა მათთვის, ვისაც არ ესმის სულის ენა, უპირველეს ყოვლისა, იღუპებიან ისინი, ვინც ოქროთი და ძალაუფლებით მოქსოვილ სამოსითაა შემოსილი, ისინი, ვისაც არ შეუძლია ცხოვრება ძალაუფლებისა და სიმდიდრის გარეშე."შემდეგ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია, რომ ამ დროისთვის დედამიწაზე გამეფდება ანტიქრისტე.
"ანტიქრისტეს წინააღმდეგ ბევრი ეკლესია გაერთიანდება უკანასკნელი ჯვაროსნული ომისთვის და შეძლებენ მტერთან საბრძოლველად ერთად დგომას. მაგრამ ანტიქრისტე მაინც იმარჯვებს და იმარჯვებს. ეს გაგრძლედება მანამდე, სანამ ეპოქა არ შობს ახალ იუდას, რომელიც გასცემს ანტიქრისტეს".შავი ობობა ამტკიცებს:
"ნახევარ ათასწლეულს გაგრძლედება არეული დრო. ამის შემდეგ დასრულდება ხორციელი ადამიანის ისტორია და დაიწყება სულიერი ადამიანის ისტორია. დაიწყება ახალი, უკანასკნელი ეპოქა, როცა ადამიანი ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრებს. ასე გაგრძელდება 2500 წლამდე, რომლის შემდეგ ადამიანს კვლავ ელოდება მუდმივ შეცდომებში ჩაშვება, ეგოიზმი, მატერიალიზმი და ძალადობა. კაცობრიობას ელოდება სამი წარღვნა: პირველი-წყლით, მეორე-ცეცხლით, მესამე-ვარსკვლავური". მესამე წარღვნის შემდეგ, 2500-3000 წწ-ში ცა სამუდამოდ ჩაქრება და კაცობრიობის ისტორია დასრულდება."ასრულდება თუ არა ეს წინასაწარმეტყველება, ამას მომავალი თაობა გაარკვევს. იმედი ვიქონიოთ, რომ კაცობრიობას უფრო უკეთესი, ბედნიერი მომავალი ექნება.
წინ დიდი ბრძოლები გველის!
ReplyDelete--------
მადლობა!