Saturday, 4 April 2020

"ანანერბეს" სკივრი და აღმოჩენილი უცნობი თავისქალები კავკასიაში


ცნობილია, რომ ნაცისტურ გერმანიაში მოქმედებდა ოკულტური ორგანიზაცია "ანენერბე". ეს ორგანიზაცია არსებობდა 1935-1945 წლებში. ის შეიქმნა "გერმანული რასის" ტრადიციების, ისტორიისა და მემკვიდრეობის შესასწავლად. ორგანიზაციის წევრები აწყობდნენ ექსპედიციებს ტიბეტში, ანტარქტიდაში და კავკასიაში.

1942 წელს  გერმანიის დაზვერვის ესკადრილიას ჰქონდა ბაზა მაიკოპში. ესკადრილია აღჭურვილი იყო იმ დროისთვის სრულყოფილი დაზვრევის აპარატურით. მაიკოპი იქცა ვერმახტის ქვეგანაყოფის საშტაბო ქალაქად.

2015 წელს ჩრდილოეთ კავკასიაში, ადიღეს ტერიტორიაზე აღმოაჩინეს პატარა სკივრი "ანენერბეს" ემბლემით და უცნობი არსებების თავისქალები. ამბობენ, ორგანიზაციის წევრებს აინტერესებდა უძველეს დოლმენთა საიდუმლო და მაღალი ბუნებრივი რადიოაქტიური ანომალია. მათ დოლმენები მიაჩნდათ "ისტორიამდელი ატლანტების" აგებულად.


სკივრის სახურავზე კარგად ჩანს "ანენერბეს" ემბლემა.


ნაპოვნი არტეფაქტები  ერთი შეხედვით ცხოველის თავისქალებს ჰგავდა.   მაგრამ ხერხემლის მდებარეობა მიუთითებს, რომ არსება ორ ფეხზე დადიოდა. თავისქალას ტვინის კოლოფი და ყბები არ ჰქონდა, ხოლო პირის მაგივრად-რამდენიმე ნახვრეტი გააჩნდა. სურათზე მოჩანს არაჩვეულებრივად დიდი თვალის ბუდეები, რომლიდანაც გამოდის რქების მსგავსი წამონაზარდები. ამასთან, სახის ძვალი ანთროპოიდივით ბრტყელია. პალეონტოლოგების თქმით, მათ მსგავსი რამ არასდროს უნახავთ.



მკველვართა აზრით, ეს მონაპოვარი შეიძლება ხელთ ჩავარდნოდა გერმანელ ნაცისტებს, ვინაიდან ისინი ნადირობდნენ ასეთ უჩვეულო არტეფატქებზე.






No comments:

Post a Comment