"ოქროს განთიადი"-მაგიური ორდენი, მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში ბრიტანეთში მოქმედი ჰერმეტულ, ოკულტური ორგანიზაცია. ის ეწეოდა თეურგიის, მაგიის, ალქიმიის პრაქტიკას და ხელს უწყობდა საკუთარი ადეპტების სულიერ განვითარებას. ორდენმა დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის დასავლეთის ოკულტიზმზე.
ამ ორდენის დაფუძნებას წინ უძღოდა 1865 წელს "ინგლისის როზენკრეიცერთა საზოგადოების" შექმნა. ორგანიზაცია თავის რიგებში იღებდა მხოლოდ ოსტატ-მასონებს, ვისაც თავის ლოჟებში კარგი სტატუსი ჰქონდა. მისი პირველი მეთაური გახლდათ რობერტ ვენტვორტ ლიტლი, რომელმაც შეიმუშავა საზოგადოების რიტუალები მასონური საცავიდან მოპოვებული ხელნაწერების საფუძველზე. 1878 წელს ის გარდაიცვალა. მისი ადგილი საზოგადოებაში დაიკავა დოქტორ უილიამ ვუდმანმა, უილიამ უესტკოტთან და სამუელ მაკგრეგორ მატერსონთან ერთად. ვუდმანი აღმოჩნდა შემდეგ "ოქროს განთიადის" ორდენის დამარსებელთა შორის.
როზენკრეიცერთა საზოგადოებაში ხანგრძლივმა მუშაობამ მოამზადა უფრო ერთიანი სისტემის შექმნა, რომელიც საფუძვლად დაედო "ოქროს განთიადს". ორდენის სწავლება შედგებოდა შემდეგი კომპონენტებისგან: ებრაული კაბალა, ენოქიური მაგია, ტაროს ბანქოს სიმბოლიკა, ასტროლოგია და გეომანტია. ეს ელემენტები არ იყო შემთხვევით შერჩეული, პირიქით მათ უკან იდგა სამყაროს უნივერსალური კანონების გაგება, სადაც ყველა ობიექტი და მოვლენა ბუნებრივადაა ერთმანეთთან დაკავშირებული.
"ოქროს განთიადის" მაგიური ორდენი მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისში იქცა მოქმედ ჰერმეტულ, ოკულტურ ორგანიზაციად ბრიტანეთში. ეწეოდა რა თეურგიის, მაგიის, ალქიმიის პრაქტიკას, ხელს უწყობდა საკუთარი ადეპტების სულიერ განვითარებას. მან დიდი ზეგავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის დასავლეთის ოკულტიზმზე.
როგორც აღვნიშნეთ, ორდენის სამი დამფუძნებელი უილიამ რობერტ ვუდმანი, უილიამ უინი უესტკოტი და სამუელ ლიდელ მაკგრეგორი მაზერსი იყვნენ ფრანკმასონები და ინგლისელ როზენკრეიცერთა საზოგადოების წევრები. "ოქროს განთიადის" შექმნის პირველ ინიციატორად ითვლება უესტკოტი.
ორდენის მეთაურები არ მალავდნენ, რომ მათი სწავლების საფუძველი იყო კაბალა. როზენკრეიცერები ხომ თავად იყვნენ კაბალის საქმის გამგრძელებელი და მისი სიბრძნის მატარებელი. კაბალა გახლდათ ასევე ძველი ეგვიპტელების და გარკვეულწილად ქალდეველთა ოკულტური ცოდნის გაგრძელება.
"ოქროს განთიადის" სისტემა დაფუძნებული იყო იერარქიასა და ინიციაციაზე, როგორც მასონური ლოჟებში, მაგრამ ქალებს მამაკაცების თანასწოროდა იღებდნენ ორდენში. "ოქროს განთიადი" შედგებოდა სამი ორდენისგან. პირველი იყო გარეგანი ორდენი, რომელიც ასწავლიდა ჰერმეტულ კაბალასა და პერსონალურ განვითარებაზე დაფუძნებულ ეზოთერულ ფილოსოფიას. მეორე, ანუ "შინაგანი" ორდენი "ლალის ვარდისა" და "ოქროს ჯვრისა" ასწავლიდა პრაქტიკულ მაგიას, სქრაინგს, მოგზაურობას ასტრალში და ალქიმიას. მესამე ორდენი შედგებოდა "საიდუმლო ოსტატებისა" და "უცნობი უზენაესებისგან", რომლებიც ხელმძღვანელობდნენ სხვა ორი ორდენის მუშაობას მეორე ორდენის ლიდერებთან სულიერი კავშირში. თუმც თავად ორდენის შექმნის ისტორია გვიჩვენებს, რომ ზოგიერთი "უცნობი უზენაესთაგანი" მესამე ორდენიდან საკმაოდ იდუმალებით მოცული პიროვნებებს წარმოადგენდნენ, რომელთა შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. არსებობს მოსაზრება, რომ "ოქროს განთიადის" შექმნაში მონაწილეობა მიიღეს მარტინიზმის ინგლისელმა მემეკვიდრეებმა ოკულტური წრეებიდან სახელწოდებით "სენ მარტენის მეგობრები".
ორდენის ძირითადი დოკუმენტები გახლდათ დაშიფრული ხელნაწერები, რომელიც ინგლისურად იყო დაწერილი ტრიტემიუსის შიფრის გამოყენებით. ხელნაწერები შეიცავენ ორდენის ხარისხების რიტუალთა კონკრეტულ მონახაზებს და ადგენს თანმიმდევრობითი სწავლების სასწავლო გეგმას, რომელიც შეიცავს ჰერმეტულ კაბალას, ასტროლოგიას, ოკულტურ ტაროს, გეომანტიასა და ალქიმიას.
დოკუმენტების თანახმად, ხელნაწერები კენეტ მაკენზიმ (მასონი მეცნიერი) გადასცა "მის უწმინდესობა" ა.ფ.ა ვუდფორდს, რომელსაც ბრიტანელი ოკულტისტი მწერალი ფრენსის კინგი აღწერს, როგორც მეოთხე დამფუძნებელს (თუმც მალევე გარდაიცვალა ორდენის დაარსების შემდეგ). დოკუმენტებმა ვუდფორდზე დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა და 1886 წელს გადასცა ის მასონ უილიამ უინ უესტკოტს, რომელმაც შეძლო გაეშიფრა ის 1887 წელს. უესტკოტი ძალიან კმაყოფილი იყო თავისი აღმოჩენით და ჰკითხა მოსაზრება ამაზე სამუელ ლიდელ მაკგრეგორ მაზერსს. უესტკოტმა სთხოვა მაზერსს ხელნაწერები ექცია ლოჟის მუშაობის მკაფიო სისტემად. მაზერსმა თავის მხრივ დახმარება სთხოვა უილიამ რობერტ ვუდმანს, ის დათანხმდა.
მაზერსსა და უესტკოტს მიაწერენ დაშიფრული ხელნაწერებიდან რიტუალების მონახაზთა განვითარებას და სამუშაო სახედ ქცევას. სავარაუდოდ, მაზერსვე ეკუთვნის სასწავლო პროგრამების და რიტუალების დამუშავება მეორე ორდენისთვის., რომელსაც დაარქვა RR ( ლალის ვარდი) და AC (ოქროს ჯვარი).
არსებობს ვერსია, რომ დაშიფრული ხელნაწერები დაწერა კენეტ მაკენზიმ-სამეფო მასონური ენციკლოპედიის ავტორი. მაკენზი იცნობდა ცნობილ ოკულტისტს და მეტაფიზიკოსს ელიფას ლევის და იყო ფრედერიკ ჰოლანდის მეგობარი. მაკენზის გარდაცვალების შემდეგ, ხელნაწერები ერგო უესტკოტს.
თავად დაშიფრული ხელნაწერები სამოცი გვერდისგან შედგება. შიფრი ტექსტისთვის უესტკოტმა აღმოაჩინა აბატ ტრიტემიას "პოლიგრაფიაში". ამ დოკუმენტებში იყო რიტუალთა სერიის სქემები, რომელიც შავად ნაწერს უფრო ჰგავდა.
უესტკოტის ვერსიით ამ ხელნაწერის ფურცლებზე მან აღმოაჩინა ვინმე ფრეილინ ანა შპრენგელის მისამართი, რომელიც გახლდათ "ოქროს განთიადის" გერმანელი ადეპტი. უესტკოტმა მითითებულ მისამართზე დაწერა წერილი და მიიღო პასუხი. მიწერმოწერა გრძელდებოდა ანა შპრენგელის გარდაცვალებამდე. ინგლისელ ოკულტისტებს უფლება მიეცა შეექმნათ ორდენის მესამე ტაძარი ლონდონში-"იზიდა-ურანის ტაძარი". სავარაუდოდ პირველი ტაძარი გერმანიაში მდებარეობდა და ერქვა "სინათლე, სიყვარული, სიცოცხლე", მეორე-"ჰერმანუბისი" ადრე უკვე დაფუძნებული იყო ინგლისში. მათ მოჰყვა "ოზირისის" ტაძარი, "ჰორის" და "ამონ-რას" ტაძარი. როგორც ჩანს ტაძრებს ტყუილად არ არქმევდნენ ეგვიპტურ ღვთაებათა სახელებს. ამ ღმერთებთან იყო დაკავშირებული რიტუალური სამუშაოს გარკვეუული ელემენტები. ხელდასმულისთვის სულის გასავლელი გზის ასახსნელად იყენებდნენ ეგვიპტურ "მიცვალებულთა წიგნს".
"ოქროს განთიადის" მუშაობასა და იდეებზე დიდი გავლენა იქონია ქრისტიანულმა მისტიციზმმა, ჰერმეტიზმმა, ძველი ეგვიპტის რელიგიამ, თეურგიამ, ფრანკმასონობამ, ასევე ელიფას ლევიმ და სხვა კონტინენტალური ოკულტური სკოლის წარმომადგენლებმა.
საინტერესოა!
ReplyDeleteამ თემებით დაიტერესებულ პირთათვის ნამდვილად კარგი მასალაა!