''ილუმინატი" ლათინურად განათლებულებს ნიშნავს. ერთი ვერსიით, ილუმინატთა ორდენის შექმნა შუა საუკუნეებსა და გალილეო გალილეის სახელს უკავშირდება. სათავეში ორდენს სწორედ გალილეო ჩაუდგა. ამ საიდუმლო ორგანოზაციის ერთ-ერთი მიზანი გახლდათ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა, კონკრეტულად კი, იეზუიტების. ეს გახლდათ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა. ეკლესია იყენებდა ძალადობრივ მეთოდებს მეცნიერთა წინააღმდეგ.. მეცნიერები მათ პასუხობდნენ ცოდნით და არყევდნენ დოგმებს. გრძელვადიან პერსპექტივაში მეცნიერები უფრო ძლიერები აღმოჩდნენ. შეუძლებელია იეზუიტები ამას ვერ მიმხვდარიყვნენ.
ორდენის წევრი შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ მეცნიერი. ილუმინატთა ისტორიას და მათ საიდუმლოებებს სწავლობს მხოლოდ რამდენიმე ისტორიკოსი. ერთ-ერთ მათგანს, რომელიც პარიზის სორბონაში ასწავლის, მიაჩნია, რომ ილუმინატთა ორდენი დაფუძნდა შუასაუკუნეებში, როგორც მეცნიერთა განმანათლებლური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც ებრძოდა დევნას ინკვიზიციის მხრიდან. მისივე მონაცემებით, ილუმინატთა ორდენის შემადგენლობაში შედიოდნენ: ლეონარდო და ვინჩი, გალილეო გალილეი, ნიკოლაი კოპერნიკი, ნიუტონი, დეკარტი, დიდრო, ლავუაზიე. . იგივე თვალსაზრისს იზიარებს ფრანგი ჟურნალისტი ეტიენ კასე "ფალსიფიცირებულ ისტორიაში." "ილუმინატები" იყო მეცნიერთა კავშირი, რომლებიც იცავდნენ საიდუმლო ცოდნას უბრალო მოკვდავთაგან.
ინკვიზიციისთვის ყველაზე დიდი მტერი იყო მეცნიერება. ორდენი აგებული იყო მკაცრი იერარქიული პრინციპით. ორდენის მეთაური გახლდათ დიდი მაგისტრი (პირველი იყო გალილეი). ორდენის წევრები შეიძლება გამხდარიყვნენ მხოლოდ ცნობილი და აღიარებული მეცნიერები. ''სახეობათა წარმოშობის'' ავტორი დარვინიც კი ილუმინატთა ორდენის ერთ-ერთი ავტორიტეტული წევრი გახლდათ. სამეცნიერო კვლევებში მას ეხმარებოდნენ თანამოაზრეები. ინკვიზიციის მსხვერპლი გახდა ბევრი გამოჩენილი მეცნიერი. ცეცხლზე დაწვეს ჯორდანო ბრუნო. სდევნიდნენ კოპერნიკს. ინკვიზიციამ დიდი დარტყმა მიაყენა მეცნიერებას. გალილეო გალილეი 70 წლის იყო, როცა ბრალდება წაუყენეს და ჩააგდეს დილეგში. აიძულებდნენ უარი ეთქვა თავის ნაშრომებზე. მისი დანაშაული კი მხოლოდ დედამიწის მზის გარშემო ბრუნვის მტკიცება გახლდათ.
ილუმინატთა ოფიციალური ისტორია კი მე-18 საუკუნეში იწყება "ბავარიელ ილუმინატთა" ორგანიზაციის შექმნით. მისი შექმნა უკავშირდება პროფესორ ადამ ვეისჰაუპტს, 1776 წელს. ადამ ვეისჰაუპტი გახლდათ ფილოსოფოსი და თეოლოგი, დეიზმის ცნობილი მიმდევარი და იდეალისტი. მას არ მოსწონდა მკაცრი იეზუიტური განათლება, რომელიც დაზუთხვის მეთოდს იყენებდა სწავლებისას. განმანათლებლობის იდეით შთაგონებულს, დიდი სურვილი გაუჩნდა უკეთესი გაეხადა საზოგადოება და გონების ძალით დაემსხვრია რელიგიური ცრურწმენები. ამიტომ ორგანიზაციის შექმნის მთავარ მიზნად აქცია საკუთარი სწავლების პოპულარიზაცია და მისი გავრცელება, ასევე მოწინავე ლიბერალურ განმანათლებლური იდეების შეტანა საზოგადოებაში. ვეისჰაუპტი ოცნებობდა სამყაროს გარდაქმნასა და კაცობრიობის სრულყოფაზე. ასეც უწოდებდა ის თავის ორდენს"სრულყოფილთა ორდენს". მხოლოდ დროთა განმავლობაში იქცნენ "სრულყოფილები" "განათლებულებად".
ვეისჰაუპტს ადრეული ასაკიდან აინტერესებდა "პითაგორეს კავშირის" მსგავსი საიდუმლო ორგანიზაციები. ის მასონთა ლოჟაშიც კი გაწევრიანდა, მაგრამ იმედგაცრუებული დარჩა, ვინაიდან მათ არ ჰქონდათ პოლიტიკური მიზნები და ნამდვილი საიდუმლოებები. ასევე უკმაყოფილო იყო მაღალი საწევრო გადასახადებით. გადაწყვიტა საკუთარი საზოგადოება შეექმნა.
ვეისჰაუპტი მსოფლმხედველობრივად იდეალისტი იყო. ორდენის ერთადერთი მიზანი გახლდათ- "კაცობრიობა მიმხვდარიყო რამდენად მნიშვნელოვანია გონებრივი სრულყოფა და კეთილშობილება...ბოროტი განზრახვებისთვის წინააღმდეგობის გაწევა, ღატაკთა და დაჩაგრულთა დახმარება, ბრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ, საგმირო საქმეებში ადამიანებისთვის ხელშეწყობა და ზოგადად შემეცნებისა და მეცნიერების მიღწევების გაუმჯობესებისთვის დახმარების გაწევა." ვეისჰაუპტი ზედმეტად აბუქებდა ორდენის ირგვლივ საიდუმლოებით მოცულ გარემოს. ორგანიზაციის წევრები ახალ სახელებს იღებდნენ, უნდა შეესწავლათ საიდუმლო სიტყვების მნიშვნელობა, გაევლოთ სპეციალურად შემუშავებული ხელდასმის რიტუალები, ნაბრძანები ჰქონდათ გაეწყვიტათ ყოველგვარი კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან. ახალი წევრების დასამატებლად ვეისჰაუპტი ილუმინატებს ნერგავდა მასონურ ლოჟებში და იქიდან იბირებდა ხალხს. მან შეიმუშავა რთული იერარქია, რომლის შესახებ არავინ იცოდა უმაღლესი რანგის წევრების გარდა. დაწინაურებისთვის აუცილებელი იყო სრული მორჩილება. ორდენის ჭეშმარიტი პოლიტიკური მიზნები_საზოგადოების მშვიდობიანი გარდაქმნა_ყველაფერი მხოლოდ იერარქიის უმაღლეს საფეხურის მიღწევასთან ერთად თანდათანობით ხდებოდა საცნობი წევრებისთვის.
თავიდან ორდენში სულ ხუთი წევრი იყო , მაგრამ მალევე ვეისჰაუპტმა მოახერხა ზოგიერთი სტუდენტისა და მეგობრის საკუთარი იდეების გავლენის ქვეშ მოქცევა. რამდენიმე წლის შემდეგ, "ბავარიელ ილუმინატებს" ჰქონდა ოთხი განყოფილება სხვადასხვა ქალაქში და მათი რაოდენობა უკვე 300 გახდა. დროთა განმავლობაშო ორდენი იზრდებოდა, მას ახალი მომხრეები ემატებოდა. განყოფილებები უკვე არამარტო ბავარიაში, არამედ ავსტრო-უნგრეთში, პოლონეთში, ჰოლანდიაში, შვედეთში, დანიაში, ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთში, შევეიცარიასა და რუსეთშიც ჰქონდათ.
1780 წელს ილუმინეტებს შეუერთდა ბარონ ადოლფ კნიგე, მიზანდასახული და ამბიციური პიროვნება. ვეისჰაუპტისგან განსხვავებით, რომელიც თვლიდა რომ ორდენში უნდა მოეზიდათ განათლებული და ნიჭიერი ადამიანები, მას სურდა ილუმინატთა რიგებში ენახა რაც შეიძლება მეტი მდიდარი და მაღალი წოდების ადამიანი. მან შეიყვანა ორდენში ჰერცოგი ერნსტ II გოთელი, ჰერცოგი კარლ ავგუსტ ვაიმარელი, ჰერცოგი ფერდინანდ ბრაუნშვეიგელი, გიოტინგემის უნივესიტეტის რამდენიმე პროფესორი.
კნიგეს ზეგავლენით შეიცვალა ორდენის სტრუქტურა. შემოიღეს მკაცრი იერარქია, ხელდასმის ხარისხი, მართვის ჯაჭვი, სადაც ქვედა რგოლი ითვლებოდა სხვისი ნების მხოლოდ შემსრულებლად. ორდენის წევრები ყოველთვიურად ვალდებული იყვნენ ჩაებარებინათ ანგარიში საკუთარ საქმიანობაზე. ილუმინატებს ახალი მიზნებიც გაუჩნდათ: განათლების პარალელურად, კნიგეს მომხრეები ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად იღწვოდნენ, რათა მათი აზრით მოძველებული სახელმწიფო და საეკლესიო წყობა შეეცვალათ.
ორგანიზაციის გაფართოებამ დაასუსტა კონსპირაცია. ვეისჰაუპტის ძალაუფლებისმოყვარეობა და პედანტურობა აღიზიანებდა ზოგიერთ ახალ წევრს. რამდენიმეს უცხო პირებთან წამოსცდა ილუმინატთა საქმიანობაზე, აზვიადებდნენ მათგან მომდინარე საშიშროებას. ორდენზე გავრცელებულმა ხმებმა მმართველი ელიტის ყურადღება მიიქცია. ბავარიის ხელისუფლებამ გამოსცა ბრძანება საიდუმლო ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ. ვეისჰაუპტმა შეწყვიტა ილუმინატთა კრებები. ინფორმაციის გაჟონვა გრძელდებოდა. ჟურნალისტები და სასულიერო პირები უფრო მეტ შემაშფოთებელ ჭორებს ავრცელებდნენ. ილუმინატებს ადანაშაულებდნენ უღმერთოობაში, პოლიტიკურ ინტრიგებსა და მორალურ გარყვნილებაში.
ვეისჰაუპტმა სცადა გადაერჩინა ორგანიზაცია და პირადად შეხვდა ბავარიის მმართველ კარლოს თეოდორს, გაუზიარა ილუმინატთა საიდუმლოების დიდი ნაწილი, მაგრამ სულ ტყუილად. 1785 წელს თეოდორმა გამოსცა კიდევ ერთი ბრძანება, სადაც იკრძლებოდა ილუმინატთა საქმიანობა. ვეისჰაუპტი ბავარიიდან გაიქცა. დაიწყო გამოძიებები, ეწყობოდა დაპატიმრებები, საყოველთაო განხილვისთვის გამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტების დიდი ნაწილი, ვეისტჰაუპტის პირადი წერილების ჩათვლით.
ილუმინატებს მთელ ევროპაში ჰქონდა ორგანიზაციები. ევროპაში კი იმდროისთვის მნიშვნელოვანი ძვრები დაიწყო, პირველ რიგში საფრანგეთის რევოლუცია. ბობოქარი ათი წლის განმავლობაში 1789-1799 წწ. დაინგრა ძველი სისტემა არისტორკრატული პრივილეგიებით და მის ნაცვლად მოვიდა სამოქალაქო საზოგადოება. 1797 წელს თითქმის ერთდროულად გამოვიდა ორი წიგნი, სადაც მიმდინარე მოვლენების ახლებური ახსნა იყო გაკეთებული. პირველი წიგნი ეკუთვნოდა ოგიუსტენ ბარიუელს. ბარიუელი ფრანგული არისტიკრატიის წარმომადგენელი და იეზუიტი გახლდათ. რევოლუციის დაწყებისას მან გამოაქვეყნა პამფლეტი, სადაც მიმდინარე მოვლენებში დაადანაშაულა განმანათლებლობა და საფრანგეთის სასულიერო პირთა უძლურება. გამოვიდა მისი მემუარები "იაკობინიზმის ისტორიაზე", სადაც ის ამტკიცებდა, რომ ყველაფერი წინასწარ იყო დაგეგემილი. ბარიუელს მიაჩნდა, რომ ყველაფრის უკან იმალებოდა ძლიერი და უბოროტესი მტერი: ვეისჰაუპტის საშინელი ილუმინატები, რომლის მიზანი არამარტო საფრანგეთის მეფის განადგურება იყო, არამედ ყოვლისმომცველი ნგრევა, სოციალური სისტემისა და რწმენის განადურება.
მსგავსი მოსაზრებები ჰქონდა ედინბურგის უნივერსიტეტის ნატურფილოსოფოსს ჯონ რობისონს. ბარიუელის წიგნის გამოსვლის შემდეგ, რობისონმა მალევე გამოაქვეყნა წიგნი ხმაურიანი სათაურით "ევროპის ყველა რელიგიისა და ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულების მტკიცებულებები, განხორციელებული ფრაკმასონების, ილუმინატების საიდუმლო შეხვედრებზე, სარწმუნო წყაროებიდან შეგროვებული." რობისონი ამტკიცებდა, რომ საფრანგეთის რევოლუცია ილუმინატების ორგანიზებული იყო. თითქოს ეს იყო პირველი ნაბიჯი საყოველთაო მსოფლიო ანარქიისკენ. რობისონის სიტყვებით ილუმინატები სინამდვილეში გეგმავდნენ ყველა რელიგიის განადგურებას, ყველა ხელისუფლების დამხობას და მსოფლიოს კატასტროფასა და მასობრივ ძარცვას. რობისონი მკითხველს არწმუნებდა, რომ ილუმინატები ისევ არსებობდნენ.
სინამდვილეში არც ბიურელს და არც რობისონს ახალი არაფერი უთქვამთ. რევოლუციის პირველივე წლებში გავრცელდა ხმები, რომ მომხდარ მოვლენებში მასონების ხელი ერია. ამ ორივე ავტორს მოვლენების განზოგადებაზე თავი არ შეუწუხებია. მათ შექმნეს ყოვლისმომცველი კონსპირაციული თეორია, რომელიც შესანიშნავად შეესაბამებოდა ხალხის შიშსა და მოთხოვნებს. მიუხედავად უამრავი ფაქტობრივი შეცდომებისა, ლოგიკური შეუსაბამობისა, ორივე წიგნი მალევე ხელახლა გამოიცა და ითარგმნა სხვადასხვა ენაზე და გავრცელდა ეროპასა თუ ამერიკაში. ასე ჩაეყარა საფუძველი თანამედროვე კონსპიროლოგიას. მე-18 საუკუნის პატარა ინტრიგები გადაიქცა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკურ განზრახვად.
ილუმინატებს ოდესღაც რევოლუციის მოთავეებად თვლიდნენ, მაგრამ ახლა სტატუსმა დაბლა დაიწია და ვეისჰაუპტის ორდენი ეჭვმიტანილია პოპ ვარსკვლავებზე ზეგავლენაში. ისეთ მუსიკოსებს როგორებიც არიან: ჯეი-ზი, ლედი გაგა, კანიე უესტი უწოდებენ "ილუმინატთა მარიონეტებს" და ბრალად სდებენ შოუებით " მსოფლიოს ახალგაზრდობის გონების ზომბირებაში". მუსიკოსები ხშირად იყენებენ მასონთა პირამიდის ნიშანს და ეს იქცა ახალი კონსპირაციული თეორიების გაჩენის მიზეზი.
ცნობისთვის: ქრისტიანული ეკლესიაში დაშვებულია წმინდა სამების გამოსახვა სამკუთხედის სახით, წვერით მაღლა. ამ სამკუთხედის შიგნით გამოსახულია ან ყოვლისმეხდველი თვალი, ან უფლის სახელი.
ცნობისთვის: ქრისტიანული ეკლესიაში დაშვებულია წმინდა სამების გამოსახვა სამკუთხედის სახით, წვერით მაღლა. ამ სამკუთხედის შიგნით გამოსახულია ან ყოვლისმეხდველი თვალი, ან უფლის სახელი.
ამ მიმართულების პოპულარობის პიკმა მიაღწია 2015 წელს, როცა მადონამ გამოუშვა სიმღერა "ილუმინატი". ინტერვიუში მან განაცხადა: "ვიცი ვინ არიან ილუმინატები სინამდვილეში და საიდან გაჩნდა ეს სიტყვა". მადონა ამტკიცებდა, რომ ესაა მხოლოდ ჭკვიანი ადამიანების ჯგუფი, ხოლო სიმღერის არსი ასეთია:" თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ილუმინატთა საზოგადოებიდან ვარ, დიდ მადლობას მოგახსენებთ კომპლიმენტისთვის, ვინაიდან ძალიან ვისურვებდი ვყოფილიყავი ამ ჯგუფის წევრი, ვყოფილიყავი ნამდვილი ილუმინატი".
No comments:
Post a Comment