Thursday, 12 March 2020
Wednesday, 11 March 2020
საიდუმლოებით მოცული "ადამის ხიდი"
ინდოეთსა და შრი-ლანკას ზღვით თუ გადაუფრენთ, შეამჩნევთ თითქმის ზედაპირზე არსებულ უცნაურ მეჩეჩს, რომელიც აკავშირებს კუნძულსა და კონტინენტს ერთმანეთთან. მუსლიმები ამ მეჩეჩს "ადამის ხიდს" უწოდებენ, ხოლო ინდუსები-"რამას ხიდს."
მუსლიმთა სახელწოდება განპირობებულია მათი რელიგიით. ისინი თვლიან, რომ სამოთხიდან გამოდევნილმა ადამმა პირველად ცეილონზე დადგა ფეხი, როცა დედამიწაზე ჩამოვიდა. ინდოეთში კი ის გადავიდა ამ უცნაური მეჩეჩით, რომელიც ასე ძალიან ჰგავს ხიდს.
იტალიის უძველესი მეგალითური ნაგებობები
ქალაქ რომიდან სულ რაღაც ორი საათის სავალზე მოჩანს საკო ანანის ველი. ამ ადგილზე მდებარე პატარა ქალაქები უძველესია იტალიაში. ჩვეულებისამებრ, ცენტრს ალამაზებს მეგალითური ნაგებობები. ყველაზე კარგად შემონახული მეგალითური კედელი ქალაქ ალათრიშია. მას ცალი მხრიდან არტყავს 2კმ სიგრძის კედელი.
მეორე კედელი მიემართება კლდის წვერისკენ, ქალაქის ცენტრის თავზე. ამ უძველეს აკროპოლისში მოხვედრა შესაძლებელია ხუთი მასიური, კარგად შემონახული ჭიშკრის საშუალებით. მათ შორის, ყველაზე შთამბეჭდავია პორტა არეოპაგო, რომლის სიმაღლე 4.5 მ.-ია, ხოლო სიგანე 2,70 მ. ციხესიმაგრის მოედანს კვერცხისებური ფორმა აქვს.
Tuesday, 10 March 2020
კუნძულ ევბეის მეგალითური "დრაკონის სახლების" საიდუმლო
"დრაკონის სახლები", იგივე დრაგა, ასე ეწოდება 20 ქვის მეგალითური სახლის ნანგრევს კუნძულ ევბეის სამხრეთით. სახლები აგებულია მასიური ქვის ბლოკებით დუღაბის გარეშე. სახურავები ქვის ფილებითაა გადახურული.
ვინ და რომელ ხანაში ააგო ეს შენობები, ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგების მიერ ნაპოვნი ჭურჭლის ფრაგმენტების ანალიზის შედეგებიდან გამომდინარე ფიქრობენ, რომ "დრაკონის სახლები" არსებობდა ელინისტურ კულტურამდე.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ სახლები ჩვ.წ.აღ-მე-5-7 ს.ს-ში უნდა იყოს აგებული, რაც საეჭვოა, ვინაიდან ეს შენობები არ არის ნახსენები კლასიკურ ტექსტებში. პირველად ისინი ახსენა მე-18 ს-ში ინგლისელმა გეოლოგმა, მოგზაურმა ჯონ ჰოკინსმა. საინტერესოა, რომ ადგილობრივ ფოლკლორში ტერმინი "დრაკონი" აღნიშნავს არამარტო საშინელ ურჩხულს, არამედ არსებას, რომელსაც ზეადამინური შესაძლებლობები გააჩნია.
ესპანეთის სანაპიროსთან ჩაძირული ძველი ნანგრევები შესაძლოა მითიური ატლანტიდის ნავსადგური აღმოჩნდეს
კერძო ბრიტანული კომპანია"Merlin Burrows" რამდენიმე ხანია რაც შეისწავლის გაუგებარი ნაგებობების უძველეს ნანგრევებს, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სანაპიროს ახლოს.
არქეოლოგებს, ვისთვისაც ეს ნანგრევები კარგა ხანია ცნობილია, მიაჩნიათ რომ ნანგრევები ძველი ბერძნული ან რომაული შენობების ნარჩენებია. მაგრამ "Merlin Burrows" ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ნანგრევები ბევრად ძველია და ის პლატონის მიერ აღწერილ ატლანტიდას უნდა ეკუთვნოდეს.
Monday, 9 March 2020
რა ბედი ეწია მეფე ართურის საფლავს
ლეგენდარული პიროვნებებისა და გმირთა საფლავების ძიება ყველა დროში აქტიური ხდებოდა. ერთნი ცდილობდნენ მათ განადგურებას, მეორენი-შთამომავლობისთვის შენარჩუნებას. ერთნი ეძებედნენ სულიერ განძს, მეორენი-მატერიალურს.
სწორედ ასე მოხდა ართურის საფლავის შემთხვევაშიც, როცა ის 1190 წელს გლასტობერის სააბატოში აღმოაჩინეს. ქრისტიანული მონასტრის სასაფლაოს ადგილზე ადრე იდგა რომაული ტაძარი, უფრო ადრე კი დრუიდთა სალოცავი. იმ ადგილზე ბევრი საფლავები იყო. ბერები რატომ ეძებდნენ მაინცდამაინც ორი პატარა პირამიდის ქვეშ საფლავს, არავინ იცის. შესაძლოა, 900 წლის წინ მათ რაღაც მეტი იცოდნენ.
გადმოცემით, მათ სამი მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს ორი ადამიანის- 2.30 მ. სიმაღლის ქალისა და მამაკაცის სამარხი. ისინი დაკრძალული იყვნენ მთლიანი მუხის სარკოფაგში, რომელიც გაურკვეველი ხსნარით იყო დამუშავებული. სარკოფაგი იდგა მსხვილი ქვებით აგებული სამარხის შიგნით.
Sunday, 8 March 2020
უძველესი ქვის ბურთულების საიდუმლო
ქვის ხანის ადამიანის ხელით შექმნილი ერთ-ერთ ყველაზე გამოუცნობ საგნად რჩება გამოჩუქმურთმებული ქვის ბურთულები. თითეული მათგანი ბეისბოლის ბურთისხელაა.
უკვე 200 წელია, რაც ეს ქვის ბურთულები აოცებს არქეოლოგებს. ეს 5000 წლის არტეფაქტები ნაპოვნია ძირითადად შოტლანდიაში, ასევე ორკნეის კუნძულებზე, ინგლისში, ირლანდიასა და ნორვეგიაში.
Saturday, 7 March 2020
პროტოიბერიული ანუ მედიტერანული სამყარო_ზღვის ხალხები
ტერმინი "ზღვის ხალხები" გაჩნდა ძველ ეგვიპტეში . ასე უწოდებდნენ ნილოსის სანაპიროს მოსახლენი მცირე აზიასა და ბალკანეთში მცხოვრებ უცხოელებს. ესენი იყვნენ: თევკრები, შარდანები, შეკელეშები(სიკულები), ფილისტიმელები. ისინი ზღვის ხალხებად მონათლეს, ვინაიდან ეგვიპტელებსა და მათ შორის იყო ხმელთაშუა ზღვა. ეს ტერმინი აღადგინა და ხმარებაში შემოიტანა თანამედროვე ფრანგმა მეცნიერმა გასტონ მასპერომ.
"ზღვის ხალხების" გამოჩენა ისტორიულ ასპარეზზე დროში ემთხვევა ტროას დაცემას და შემდგომ პერიოდს. როგორც ეგვიპტური წყაროებიდან ირკვევა, ზღვის ხალხები კარგად შეიარაღებული, მომზადებული მეომრები იყვნენ. ჰქონდათ შესანიშნავი ფლოტი გამოცდილი მეზღვაურებით. მეტად საინტერესოა, რომ საომარი მოქმედებებისას ყველგან საკუთარი ოჯახებით დადიოდნენ. გამოდის ბინადარ ცხოვრებას არ ეწეოდნენ, მაგრამ რატომ?- ველურები ნამდვილად არ იყვნენ. ე.ი. რაღაცამ აიძულა ისინი ასეთი ცხოვრება აერჩიათ. ტროა პროტოიბერთა ბოლო ბასტიონი იყო. მის დაცემას კი მოჰყვა ადგილობრივთა მიგრაცია, რაზეც ბევრს საუბრობენ ძველი ავტორები. სავარაუდოდ ''ზღვის ხალხები'' ხმელთაშუაზღვისპირა მოსახლეობაა ანუ მედიტერანელები, რომლებიც შეავიწროვეს ეგვიპტელებმა, აქაველებმა, ხეთებმა, უგარიტელებმა. გამოდევნილნი ისინი დასახლდნენ ანატოლიის სანაპირო ზოლსა და ახლომდებარე კუნძულებზე. როგორც ჩანს, ტროა მათი უკანასკნელი ფორფოსტი გახლდათ. ტროას ომიდან ნათლად ჩანს, რომ ტროელთა მხარეს სწორედ ისინი იბრძვიან.
ამ ომში დამარცხების შემდეგ იწყება მედიტერანელთა შეტევები ხეთებზე, რასაც მოჰყვა ხეთთა იმპერიის ნგრევა, დაინგრა უგარიტიც. მედიტერანელებმა შეუტიეს ეგვიპტესაც.
Friday, 6 March 2020
Wednesday, 4 March 2020
თანამედროვე ტიპის შტიფტი მუმიის ფეხში
უნიკალური აღმოჩენა გააკეთეს ამერიკელმა მეცნიერებმა ეგვიპტური მუმიის ანალიზის დროს. გაირკვა, რომ 2600 წლის წინ ჩატარდა იმ დროისთვის დაუჯერებელი სირთულის ქირურგიული ოპერაცია.
1971 წელს კალიფორნიაში მდებარე როზენკრეიცის მუზეუმში მიიტანეს დაბეჭდილი ძველეგვიპტური სარკოფაგი, რომელშიც აღმოჩნდა კარგად შენახული, ოდესღაც მაღალი წრის წარმომადგენელი ეგვიპტელის მუმია.
იაპონურ ქანდაკებაში 180 უძველესი არტეფაქტია აღმოჩენილი
იაპონიის ბუდისტურ ტაძარში ჰოკეძი ინახება ღვთაება ბოდჰისატავას ქანდაკება, რომელიც დიდ საიდუმლოს ინახავს. ქანდაკება 700 წლისაა.
ტაძარში შესულმა ერთ-ერთმა სტუმარმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ქანდაკება შიგნიდან შეიძლებოდა ყოფილიყო ცარიელი. ამ მოსაზრებას ბევრი დაეთანხმა. ამიტომ ტაძრის მსახურებმა მიმართეს მეცნიერებს. ქალაქ ნარას ეროვნული მუზეუმის მეცნიერები შეუდგენენ ქანდაკების შესწავლას. ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, გადაწყდა კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება.
3500 წლის ბეჭედი, რომლის დეტალები მხოლოდ მიკროსკოპის ქვეშ ჩანს
2015 წელს, საბერძნეთში (პილოსი) გათხრების დროს აღმოაჩინეს კრეტა-მინოსის დროის სამარხი, რომელიც ეკუთვნოდა კრეტელ მეომარს. სამარხში მეომრის ნეშთთან ერთად ნაპოვნია 3500 წლის სხვადასხვა სახის მოსართავები. აღმოჩენილ ნივთებს შორის იყო პატარა, რამდენიმე სანტიმეტრიანი ქვა-ბეჭედი. ქვაზე გამოსახულია ბრძოლის სცენა, რომელიც იმავე ეპოქას განეკუთვნება, რომელსაც აღმოჩენილი მეომრის ნეშთი. მეცნიერები გააოცა აღმოჩენილი არტეფაქტის დეტალებმა: ზოგიერთი დეტალის დანახვა შეუიარაღებელი თვალით შეუძლებებლია.
Tuesday, 3 March 2020
ანტლანტიდის ამოუცნობ ლითონს შავი ზღვის სანაპიროს მიწის დამატებით ადნობდნენ
2014 წელს, სიცილიის სანაპიროსთან მყვინთავებმა ჩვ.წ.აღ-მდე მე-6 საუკუნეში ჩაძირულ გემზე აღმოაჩინეს მოწითალო-ოქროსფერი 38, ხოლო მოგვიანებით 47 ამოუცნობი ლითონის ზოდი, რომელიც სავარაუდოდ, უნდა იყოს ორიხალკი. სპეციალისტთა აზრით, ზოდები გახლავთ თითბერის შენადნობი, რომლის შემადგენლობა განსხვავდება სხვა ანტიკური ნიმუშებისგან. მეცნიერები ფიქრობენ სწორედ ესაა ორიხალკი, რომლის შესახებ ცნობილი იყო ძველ ავტორთა თხზულებებიდან.
ორიხალკი ბერძნულად ნიშნავს "მთის სპილენძს". ატლანტიდის აღწერისას, ორიხალკს ახსენებს პლატონი თავის დიალოგში "კრიტიუსი". ის ძვირფას ლითონად ითვლებოდა და პირველობას მხოლოდ ოქროს უთმობდა. პლატონის ნაწორმოებიდან ვგებულობთ, რომ ანტლანტიდის აკროპოლისის კედლები დაფარული იყო ცეცხლისფრად მოელვარე ორიხალკით. ეს ლითონი იყო გამოყენებული პოსეიდონის ტაძრის ჭერის, კედლების, იატაკის, სვეტების მოსაპირკეთებლად. ტაძარში ორიხალკის სტელაზე ამოტვიფრული იყო ატლანტიდის კანონები.
კაიმანავას კედლის საიდუმლო ახალ ზელანდიაში
კაიმანავას კედელი (Kaimanawa Wall) ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში აღმოაჩინეს, მაგრამ მასზე ინტენსიური საუბარი 1996 წ-დან დაიწყეს, მას მერე, რაც ისტორიკოს-მკვლევარმა ბარი ბრეილსფორდმა ახსენა ის თავის წიგნში.
ახალი ზელნდიის ჩრდილოეთ კუნძულის ცენტრში მდებარეობს ტაუპოს ტბა. ტბის გარშემოს ტყეებია, რომელიც გამოცხადებულია კაიმანავას ნაკრძალ ტყეპარკად. სწორედ ამ ტბისგან ოცდაათ კილომეტრში, ტყეში აღმოაჩინეს ტურისტებმა მეგალითური ნაგებობის ნანგრევები. ეს გამოუცნობი ადგილი ზელანდიაში ცნობილია როგორც კაიმანავას კედელი.
Monday, 2 March 2020
შვეიცარიაში, ბოდენის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს 5500 წლის მეგალითები
შვეიცარიის არქეოლოგებმა კვლევითი სამუშაოების დროს ბოდენის ტბის ფსკერზე აღმოაჩინეს მეგალითური ნაგებობების ნანგრევები, რომელიც 5500 წლისაა. ბოდენის ტბა სამი ქვეყნას ესაზღვრება: შევეიცარიას, გერმანიასა და ავსტრიას.
როგორც Ancient Origins იტყობინება, სამუშაოები შევეიცარიის ტურგაუს კანტონის არქეოლოგიურმა სამსახურმა ჩაატარა. ქვის "ხეივნები" აღმოაჩინეს წყლის ზედაპირიდან არც თუ ისე ღრმად 4,6 მ-ზე.
Sunday, 1 March 2020
რატომ შეწყდა საბერძნეთში არსებული პირამიდების კვლევა
თანამედროვე საბერძნეთის ტერიტორიაზე არგოლიდაში, ქალაქ არგოსის მახლობლად შემორჩენილია პირამიდების ნანგრევები. ერთი მათგანი, რომელიც უფრო კარგადაა შემონახული ჰელენიკონის (ახლოს მდებარე სოფლის სახელი) სახელითაა ცნობილი.
ბევრმა არც კი იცის რომ ასეთი პირამიდები არსებობს საბერძნეთის ტერიტორიაზე. სავარაუდოდ ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურზე უფრო ადრეა აგებული.
ჰელენიკონის პირამიდა ეგვიპტურთან შედერაბით მინიატურულია 7X9 მ. აქვს ტრაპეციის ფორმა და აგებულია რუხი კირქვის ბლოკებით. ბლოკებს შორის დუღაბის კვალი არ აღმოჩნდა. ამ პირამიდაზე ინფორმაცია ძველ წყაროებში ძალიან მწირია. და მხოლოდ პავსანიუსისგანაა ცოტა რამ ცნობილი მასზე. ის წერს, რომ გზად არგოსიდან ეპიდავრიისკენ დგას პირამიდის მსგავსი ნაგებობა. პავსანიუსი ამ პირამიდას თვლიდა მეომართა სამარხად. თანამედროვე მეცნიერებს კი ეჭვი ეპარება, რომ ეს პირამიდა სამარხი იყო, ვინაიდან იქ ადამიანის ნეშთი არ აღმოუჩენიათ.
Saturday, 29 February 2020
ერთადერთი მიწისქვეშა ქალაქი მსოფლიოში, სადაც ყველაფერი მარილისგანაა გაკეთებული
მსოფლიოში უამრავი მიწისქვეშ გამოკვეთლი ქალაქია, მაგრამ მათ შორის, მიწის ნაცვლად მარილისგან გამოკვეთილი მხოლოდ ერთადერთია. ეს გახლავთ ერთადერთი და უნიკალური მარილის ქალაქი მთელ დედამიწაზე.
მარილის ქალაქი პოლონეთში მდებარეობს კრაკოვთან ახლოს. შეიქმნა ის ძველ მაღაროში, სახელად "ველიჩკა". ეს ფანტასტიკური ქალაქი 100 მეტრის სიღრმეზეა. აქვს სხვადასხვა დონეები და თითეულ მათგანზე განთავსებულია არქიტექტურის ნამდვილი ნიმუშები. მთელი ქალაქი, ყოველი მისი ელემენტი, ყველაფერი გამოქანდაკებულია მარილისგან.
პომპეის ქვეშ აღმოჩნდა გვირაბების მთელი სისტემა
ვულკან ვეზუვის მიერ განადგურებული პომპეის ქვეშ ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს გვირაბების სისტემა. მეცნიერები განაგრძობენ გათხრებს. მათ მოახერხეს ქალაქის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემაში შეღწევა. ჯერჯერობით მოხერხდა მხოლოდ პომპეის ქვეშ არსებული ცენტრალური გვიარებების გათხრა, რომელიც გადაჭიმულია მთელ სიგრძეზე. არქეოლოგებმა მიაკვლიეს სადრენაჟო სისტემასაც, საიდანაც წვიმის წყალი სადინარი არხებით ჩაედინებოდა ქალაქიდან ზღვაში.
Friday, 28 February 2020
უცნაური ვარდისფერი ტბა ჰილერი
ჰილერის ტბა ითვლება ბუნების ულამაზეს გამოცანად, ვინაიდან ის ვარდისფერია. ტბა მდებარეობს კუნძულ მიდლზე ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან. პირველად ეს ტბა აღმოაჩინეს მონადირეებმა მე-19 საუკუნეში. ტბა მარილიანია, ამიტომ გადაწყვიტეს ახლომახლო ადგილებიდან მარილის მოპოვება. მაგრამ რამდენიმე წელიწადში წარმოება დაიხურა დაბალი რენტაბელობის გამო. ტბის მიმართ მეცნიერული ინტერესი ბოლო დროს გაღვივდა.
ეს უცნაური ტბა მდებრაეობს მარილის საბადოების ტაფობში. სანაპირო ზოლი 600 კმ-ია. მაგრამ ყველაზე საინტერესო დაფარულია წყალში, ის ხომ ვარდისფერია. ზემოდან თუ დახედავთ, ტბა ოვალური ფორმის თეფშს წააგავს.
ტამპლიერთა მისტიკით მოცული ისტორია, რომელიც დღესაც არ აძლევს მოსვენებას მკვლევარებს
ტაძრელ რაინდთა ორდენის ისტორია კვლავ ბურუსითაა მოცული და ბევრ კითხვას ბადებს, რომელზეც პასუხის გაცემას მუდმივად ცდილობენ მკვლევარები, მათ შორისაა შუა საუკუნეების სპეციალისტი ლუი შერპანტიე. შერპანტიეს მიაჩნია, რომ ტამპლიერები იყვნენ არა იმდენად ბერები რამდენადაც მისიონერები. მათი ევროპული ცივილიზაციის შექმნისთვის მომზადება დაიწყო ჯერ კიდევ მე-5 საუკუნეში იმ ადამიანთა მიერ, ვისაც მსოფლიოს მომავალი ადარდებდა და გულთან ახლოს მიჰქონდა. შერპანტიეს აზრით, ამ პროცესის დამაგვირგვინებელი ეტაპი გახლდათ ტაძრელთა "ექსპედიცია" იერუსალიმის სამეფოში, სადაც მათ შეძლეს ისეთი დოკუმენტების მოპოვება, რამაც ორდენს მისცა ცოდნა წარსულ ცივილიზაციებზე. ზოგიერთი მკვლევარი კი თვლის, რომ ტაძრელებმა გრაალი მოიპოვეს.
საიდუმლოებით მოცული მონაპოვრის ვერსია, რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით ფანტასტიკას ჰგავს, მაგრამ ბოლო დროს, მეცნიერები უფრო ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ანტიკურ დროში და უფრო ადრეც არსებობდა ცივილიზაციები, რომლებიც ფლობდნენ განსაცვიფრებელ ცოდნას. იმ შორეულ წარსულში მათ აღმოაჩინეს ენერგიისა და მატერიის საიდუმლო.
Subscribe to:
Posts (Atom)






















