Saturday, 29 February 2020

პომპეის ქვეშ აღმოჩნდა გვირაბების მთელი სისტემა


ვულკან ვეზუვის მიერ განადგურებული პომპეის ქვეშ ახლახანს მეცნიერებმა აღმოაჩინეს გვირაბების სისტემა. მეცნიერები განაგრძობენ გათხრებს. მათ მოახერხეს ქალაქის ქვეშ არსებული გვირაბების სისტემაში შეღწევა. ჯერჯერობით მოხერხდა მხოლოდ პომპეის ქვეშ არსებული ცენტრალური გვიარებების გათხრა, რომელიც გადაჭიმულია მთელ სიგრძეზე. არქეოლოგებმა მიაკვლიეს  სადრენაჟო სისტემასაც, საიდანაც წვიმის წყალი სადინარი არხებით ჩაედინებოდა ქალაქიდან ზღვაში.






არქეოლოგიური პარკ პომპეის გენერალურმა დირექტორმა მასიმო ოსანამ განაცხადა, რომ გვირაბებში შესასვლელები ამჟამად დაბლოკილია. თუმც წვიმის წყლის მატებასთან ერთად მათ გახსნიან და სისტემაც ამუშავდება. მიმდინარეობს სისტემის გაწმენდა მისი ფუნქციის აღდგენის მიზნით და ამდენი საუკუნის შემდეგ წყალსაწრეტები კვლავ ამოქმედდება.გათხრები ჯერ არ არის დასრულებული. არქეოლოგიური სამუშაოები დაიწყო 2018 წელს და კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. გათხრებს ართულებს გაქვავებული ვულკანური ფერფლი. მიწისქვეშა გვირაბების პოვნა და იქ შეღწევა არც ისე ადვილი იყო, მაგრამ სპალეოლოგებმა ეს შეძლეს.


მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ სადრენაჟო სისტემის მშნებელობა სამ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველი გვიარაბები ააგეს სამნიტებმა, რომლებიც რომაელებამდე ცხოვრობდნენ ქალაქში. ეს მოხდა ჩვ.წ. აღ-მდე მე-3 საუკუნეში. I საუკუნეში წყალსაწრეტები გააფართოეს რომაელებმა, გამოიყენეს რა იმდროის ტექნოლოგიური სიახლეები. მე-3 და უკანასკნელი ნაკვეთური გაკეთდა ვულკანის ამოფრქვევამდე ცოტა ხნით ადრე. 

არქეოლოგთა, არქიტექტორთა, ინჟინერთა, ვულკანოლოგთა ჯგუფმა ჩაატარა 75 ოპერაციაზე მეტი რათა გაემაგრებინა ნაგებობები. არხები გადის მთელი ქალაქის ქვეშ. მიწისქვეშ არსებობდა რამდენიმე რეზერვუარი, სადაც გროვდებოდა წყალი და შემდეგ ის თიხის მილებით ჩაედინებოდა ზღვაში. 

ახლახან პომპეიში გაიხსნა ტურისტებისთვის ახალი ობიექტები


პომპეის არქეოლოგიურმა პარკმა გააკეთა განცხდება ტურისტებისთვის ახალი სამი სახლის გახსნასთან დაკავშირებით. ესენია: "შეყვარებულთა სახლი", რომელიც 1933 წელს იქნა აღმოჩენილი და ის ერთადერთი სახლია, რომლის მეორე სართული მთლიანადაა გადარჩენილი. 1980 წელს ის დაიხურა სარესტავრაციოდ. ნაგებობა განეკუთვნება პირველ საუკუნეს. მკველვართა ვარაუდით  ეს შენობა საროსკიპო იყო.


მეორე შენობა "ევროპას" სახელით გამოიყენებოდა შინაური ცხოველებისთვის. შენობის სახელი შეირჩა კედელზე გაკეთებული ნახატის მიხედვით, რომელზეც მოჩანს სატვირთო ხომალდი "ევროპის" სახელწოდებით.


მესამე ნაგებობა-"ბაღის სახლი" ატრიუმული გეგმარების ნაგებობაა შიგნით მწვანე ზოლით. სახელწოდება მან მიიღო ფერადი ფრესკების დამსახურებით, რომელზეც ბაღებია გამოსახული.










1 comment:

  1. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete