ჰილერის ტბა ითვლება ბუნების ულამაზეს გამოცანად, ვინაიდან ის ვარდისფერია. ტბა მდებარეობს კუნძულ მიდლზე ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროსთან. პირველად ეს ტბა აღმოაჩინეს მონადირეებმა მე-19 საუკუნეში. ტბა მარილიანია, ამიტომ გადაწყვიტეს ახლომახლო ადგილებიდან მარილის მოპოვება. მაგრამ რამდენიმე წელიწადში წარმოება დაიხურა დაბალი რენტაბელობის გამო. ტბის მიმართ მეცნიერული ინტერესი ბოლო დროს გაღვივდა.
ეს უცნაური ტბა მდებრაეობს მარილის საბადოების ტაფობში. სანაპირო ზოლი 600 კმ-ია. მაგრამ ყველაზე საინტერესო დაფარულია წყალში, ის ხომ ვარდისფერია. ზემოდან თუ დახედავთ, ტბა ოვალური ფორმის თეფშს წააგავს.
მეცნიერებმა სცადეს აეხსნათ ეს უცნაური მოვლენა. აყენებენ სხვადსხვა ჰიპოთეზას. ნაწილი ფიქრობს, რომ ტბის ვარდისფერი ფერი განპირობებულია წყალმცენარე დუნალიელათი და არქეებით, რომელიც ტბაში იზრდება. მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ ეს მოვლენა წყლის განსაკუთრებული მინერალიზაციის დამსახურებაა. მაგრამ კვლევებმა განსაკუთრებული შემადგენლობა, რომელიც წყალს ფერს შეუცვლის, არ დაადასტურა. სხვებისთვის წყლის ვარდისფერი ფერი ქიმიური ნარჩენებითაა გამოწვეული, მაგრამ ირგვლივ კუნძულზე არსადაა წარმოება. ტბის ფერის სიმკვეთრე დამოკიდებულია წყლის ტემპრატურაზე და ის იცვლება.
არსებობს ლამაზი ლეგენდა, რომელიც ბუნების ამ გამოცანის ახსნას უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, დიდი ხნის წინ კუნძულზე მოხვდა მოგზაური დაღუპული გემიდან. ის დიდხანს დაეხეტებოდა საკვების მოსაპოვებლად, მაგრამ ცდებმა შედეგი არ გამოიღო. გადატანილი განსაცდელით მიღებული იარებიც ძალიან აწუხებდა. ნირწამხდარმა წამოიძახა, რომ სულს ეშმაკს მიჰყიდიდა, ოღონდ ამ წამებისგან განთავისუფლებულიყო.
ამის შემდეგ, მოგზაურის წინ გაჩნდა კაცი ორი დოქით ხელში. ერთში იყო სისხლი, ხოლო მეორეში რძე. უცნობმა აუხსნა მგზავრს, რომ პირველი დოქით ის დაიამებდა ტკივილს, ხოლო მეორე დოქით წყურვილს მოიკლავდა. ამის მერე მან დოქები ტბაში ჩააქცია, რომელიც მაშინვე ვარდისფრად შეიღება. დაჭრილი მოგზაური შევიდა ტბაში და უმალვე ენერგიის მოზღვავება იგრძნო; ტკივილიცა და შიმშილის გრძნობაც მაშინვე გაუქრა.
As stated by Stanford Medical, It's indeed the ONLY reason women in this country get to live 10 years longer and weigh on average 19 kilos less than we do.
ReplyDelete(And actually, it has totally NOTHING to do with genetics or some hard exercise and absolutely EVERYTHING around "HOW" they eat.)
P.S, What I said is "HOW", and not "what"...
CLICK this link to find out if this short test can help you release your real weight loss potential
w
ReplyDelete