იაპონიაში, უძველესი სამარხის გათხრებისას, არქეოლოგებმა უშველებელი ფარის ფორმის ბრინჯაოს სარკე და 2, 37 მ. სიგრძის ხმალი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგები 25 იანვარს კაშიჰარას არქეოლოგიურ ინსტიტუტში გამოცხადდა. მას “უპრეცედენტო და გამაოგნებელი” უწოდეს, ვინაიდან ეს ხმალი ყველაზე დიდია აქამდე აღმოჩენილ ხმლებს შორის.
პროფესორმა სეიგო ვადამ. ჰაგოს პრეფექტურის არქეოლოგიური მუზეუმის დირექტორმა განაცხადა, რომ იაპონელ არქეოლოგთა ჯგუფმა ყველაზე დიდი ტომიო მარუიამას ყორღან “კოფუნის”, რომელიც განეკუთვნება ჩვ.წ.აღ-ის მე-4 საუკუნეს, გათხრების დროს უძველესი სამარხის ცენტრში აღმოაჩინა მიცვალებულის ნეშთი, რომელსაც ზემოდან ეფარა უშველებელი ხმალი და სარკე. ტომიო მარუიამას სამარხის გათხრა მიმდინარეობს 2018 წლიდან. ბოლო ხანს გამოიკვლიეს “ცუკურიდასი”-ყორღანის შიგნით არსებული ამაღლებული ადგილი. პირველი მნიშვნელოვანი აღმოჩენა გახლდათ 5 მეტრი სიგრძის ხის სასახლე, რომელიც დაფლული იყო თიხაში. სწორედ აქ ნახეს არქეოლოგებმა ხმალი და ბრინჯაოს სარკე.
გამოსახულების ამრეკლავი და ცეცხლის გამჩაღებელი სარკე ძველ დროს ითვლებოდა წმინდა ნივთად. იაპონიაში ბევრი სარკე შეჰქონდათ ჩინეთიდან, სადაც ის ძალაუფლების სიმბოლოს წარმოადგენდა და ამის გამო, მას ელიტურ სამარხებში აყოლებდნენ მიცვალაბულს. იაპონიაში კი ასეთი ხმალი პირველად აღმოჩნდა.
ბრინჯაოს სარკე მორთულია გრეხილი ფიგურებით. ის ყველაზე დიდი ბრინჯაოს სარკეა იაპონიაში აქამდე აღმოჩენილ სარკეებს შორის. უმეტეს შემთხვევაში, უძველესი იაპონური ბრინჯაოს სარკეები მრგვალი ფორმისაა. ახალაღმოჩენილი სარკე კი განსხვავდება ფარისებური ფორმით. სწორედ ამიტომ, მკვლევარები მას უწოდებენ კოფუნის ხანის“არტეფაქტ შედევრს”.
მაგიური უშველებელი ხმლის გარეშე ფარი უსარგებლო იყო. მას “დაკოკენის” სახელით ცნობილი გველის ფორმის ალესილი პირები ამშვენებდა. სიმძიმის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის ოდესმე გამოიყენებოდა როგორც იარაღი ბრძოლისას. ვარაუდობენ, რომ ეს უშველებელი ხმალი სპეციალურად დამზადდა სულიერი ომისთვის, იმქვეყნიურ ცხოვრებაში მიმდინარე ბრძოლებში გამოსაყენებლად, სადაც დემონები და იურეიები(მოჩვენებები) ცდილობდნენ დაეჭირათ მოგზაური სული.
მკვლევართა აზრით, ხმალსა და ფარს გააჩნდა რიტუალური დანიშნულება. მათ სამარხში ათავსებდნენ როგორც მაგიური დანიშნულების ნივთებს ბოროტი სულებისა და სამარხის მძარცველებისგან დასაცავად. როგორც ჩანს, ამ მხრივ ის კარგად ფუნქციონირებდა, ვინაიდან კოფუნის ეს უზარმაზარი სამარხი 1600 წლის განმავლობაში ერთხელაც კი არ გაუძარცვავთ.
კოფუნის ყორღანები მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმისაა, რომელსაც აგებდნენ კოფუნის ხანაში, ჩვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნიდან მე-7 საუკუნის ჩათვლით. შიდა სამარხები ხშირად უბრალო ორმოები იყო, მაგრამ ზოგიერთი წარმოადგენდა რთულ ნაგებობას რამდენიმე კამერით და დერეფნით, რომელსაც ალამაზებდა ხელოვნების ნიმუშები და სკულპტურები. ასეთი სამარხი ყველასთვის არ იყო ხელმისაწვდომი, ისინი დაჯავშნული გახლდათ ძალაუფლების მქონე ლიდერებისთვის, იაპონიის მმართველი კლასის წარმომადგენლებისა და ელიტური საზოგადოებისთვის.
No comments:
Post a Comment