ეკვადორი უცნაური აღმოჩენტების ცენტრად იქცა. ბოლო დროის ერთ-ერთი პოპულარული აღმოჩენა გახლავთ დაკარგული გოლიათთა ქალაქი, რომელიც მკვლევართა ჯგუფმა ნახა ჯუნგლებში. ადრე ხალხი პოულობდა უზარმაზარ ჩონჩხებს ქვეყნის სხვადასხვა ტერიტორიაზე. სამხრეთში, პერუს საზღვართან ხშირად აწყდებოდნენ უცნაურ ნივთებს. ამ შემთხვევაში სპეციალისტებმა ნახეს ადამიანისმაგვარი დიდი ზომის უზარმაზარი ძვლები და ჩონჩხები.
ჩონჩხთა უმეტესობა საზოგადოებისგან დაფარული რჩებოდა კერძო კოლექციებში. გოლიათთა ჩონჩხების ყველაზე ცნობილი კოლექციონერი გახლდათ პადრე კარლოს მიგელ ვაკა. ის ინახავდა ძვლებს და ფრაგმენტებს, რომელიც აღმოაჩინა ჩანგაინასში. ჩანგაინასი ითარგმნება როგორც "ღმერთების სასაფლაო".
კათოლიკე მღვდელმა, მუსიკოსმა და არქეოლოგმა პადრე კარლოს ვაკამ 1965 წელს აღმოაჩინა გოლიათთა ჩონჩხების არქეოლოგიური დასახლება, რომელიც მოგვიანებით გამოფინა საკუთარ მუზეუმში. კოლექციაში მოხვდა 7 მ.სიმაღლის ჩონჩხები. კოლექციაში იყო ასევე უცნაური ჭურჭელი, მინერალები, რომელსაც მაგიური თვისებები გააჩნია. დადგინდა რომ ძვლები ეკუთვნოდა ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა ეკვადორში ათი ათასი წლის წინ. პადრე ვაკას გარდაცვალების შემდეგ მისი მუზეუმი გაიძარცვა.
ესაა 1965 წელს ეკვადორში მოპოვებული გოლიათთა ჩონჩხების ფრაგმენტების რეკონსტრუქცია-გამოფენილია შვეიცარიის Mystery Park მუზეუმში 2004 წ-დან. |
მკვლევარებმა ბევრი საინტერესო აღმოჩენა გააკეთეს ეკვადორში, მათ შორის დაკარგული გოლიათების ქალაქი 2013 წელს.
2013 წლის დასასრულს ბრიტანელმა არქეოლოგმა რასელ დემენტმა მიიღო ინფრომაცია გიგანტური ჩონჩხის აღმოჩენის შესახებ იმ ადგილზე, სადაც ცხოვრობს შუარის ტომი, რომელიც კუენკადან 122 კმ-ის მოშორებით მდებარეობს. დემენტე გაემგზავრა, ადგილზე ჩავიდა და ნახა ქალის თავისქალა, ნეკნის ძვლები, რომელიც ნიაღვარის შემდეგ აღმოჩნდა მიწის ზედაპირზე. მოგვიანებით აღმოაჩინეს დარჩენილი ნაწილებიც. ნეშთის ასაკია 600 წელი, ჩონჩხის სიმაღლე 223,5 სმ. პირველი აღმოჩენის შემდეგ შეიქმნა ბერლინის თავისუფალი უნივესიტეტის მკვლევართა ჯგუფი, გამოიყო ტექნიკა გათხრებისთვის.
გაიგზავნა მეცნიერთა ჯგუფი, რომელიც აღჭურვილი იყო საჭირო ხელსაწყოებით. გათხრების შედეგად აღმოჩნდა 5 ჩონჩხი. ყველა ნეშთი გახვეული იყო ფოთლებში და დაკრძალული იყო თიხის ფენის ქვეშ. სწორედ ამიტომ შემოინახა ისინი კარგად. მეცნიერებმა ადგილობრივი მოსახლეობისგან შეიტყვეს, რომ ამ ადგილებში ადრე ცხოვრობდნენ ძალიან მაღალი, თეთრკანიანი ადამიანები. ისინი მეტისმეტად მეგობრულნი იყვნენ და განეკუთვნებოდნენ უმაღლეს სულიერ სამყაროს.
213-243 სმ-ის ჩონჩხები გაიგზავნა გერმანიაში გამოსაკვლევად. ნაშთები დათარიღებულია მე-14,15 ს-ით. მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელ რასელ დემენტის აზრით, მედიცინა შეძლებს ახსნას მიზეზები რატომ ჰქონდა ჩონჩხებს ასეთი ზომა.
No comments:
Post a Comment