"გალაქტიკური დისკი" გახლავთ უძველესი, უცნაური არტეფაქტი, რომლის წარმოშობის დადგენას ბევრი მკვლევარი ცდილობს. ეს ნივთი კვლავ საიდუმლოებითაა მოცული დღემდე. ამ არტეფაქტმა ხელახლა გააჩინა კითხვა, თუ საიდანაა ადამიანთა რასა და წარმოადგენს თუ არა ერთადერთ ცივილიზაციას დედამიწაზე და სამყაროში.
გალაქტიკური დისკი ინახება პერუს ერთ-ერთ მუზეუმში. ის დამზადებულია ლითონისგან. დისკის კონსტრუქცია და ფორმა ბევრ კითხვას აჩენს, ვინაიდან არაეალურს ჰგავს და კოსმოსური ხომალდის დეტალის ასოციაციას იწვევს. ზოგიერთთა აზრით, გალაქტიკური დისკი რელიკვია კი არა, ძველის წაბაძვით სტილიზებული ფალსიფიკაციაა, რომელიც შეიქმნა საზოგადოების ყურადღების მისაქცევად.
დისკს მრგვალი ფორმა აქვს, ცენტრში ამობურცულია. კიდეებზე ამოტვიფრული აქვს ჩახლართული ფიგურები. ძალაუნებურად ჩნდება კითხვა: ნუთუ ასეთი ნივთის აღმოჩენა ისეთი უმნიშვნელოა, რომ მასზე ნახშირბადის ანალიზიც კი არ გაკეთებულა, რაც აუცილებელია არტეფაქტის ხნოვანების დასადგენად.
რატომ უწოდეს ამ ნივთს გალაქტიკური დისკი? ეს სახელი მის აგებულებას უკავშირდება, რომელიც ასოცირდება გალაქტიკასთან ცენტრიდან გამოსული ერთგვარი სპირალური მორევით, რაც პირდაპირ თვალშისაცემია. იქნებ დისკის შემქნელმა უბრალოდ ლამაზი ნივთი კი არ შექმნა, არამედ წარმოდგენა ჰქონდა ჩვენი სამყაროს აგებულებაზე. თუ ამ თეორიას გავყვებით, შეიძლება კიდევ ერთი საინტერესო დეტალის აღმოჩენა. დისკზე არის ნიშნული, რომლის მდებარეობა ზუსტად ემთვხვევა მზის სისტემის მდებარეობას ჩვენს გალაქტიკაში.
ერთ-ერთი პოპულარული ვერსიის თანახმად, დისკი დამზადებული უნდა იყოს ძველ ინდოეთში. სავარაუდოდ, ინდუსებმა გამოსახეს მასზე ის ცოდნა, რომელიც მიიღეს “დედამიწაზე ჩამოსული ღმერთებისგან”. ძველი ინდუსები წმინდა ტექსტებში ძალიან ბევრ საინტერესოს წერდნენ, რომლის ახსნა მეცნიერული კუთხით რთულია. ასე მაგალითად, მაჰაბჰარათაში ვხდებით მონაცემებს ომზე ლაზერისა და თერმობირთვული იარაღის გამოყენებით. რატომღაც ბერძნებისა და ძველი ინდუსების ღმერთები მუდმივად ებრძვიან ერთმანეთს ადამიანებივით.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ დისკის შექმნის სავარაუდო დრო უნდა იყოს ჩვ. წ-აღ-ის პირველი ათასწლეული. თუმც ცნობილია, რომ ზუსტი თარიღის დადგენა ნახშირბადის ანალიზის გარეშე შეუძლებელია, რაც ჯერაც არ ჩაუტარებიათ. შესაძლოა ასეთი ანალიზი გაკეთდა კიდეც, მაგრამ მისი შედეგები საზოგადოებისთვის უცნობია და ინახება გრიფით საიდუმლო.
No comments:
Post a Comment