ზოგ უძველეს საზოგადოებაში სახელმწიფოს მართვა სრულიად შესაძლებელია ყოფილიყო ქალის ხელში. ასე ფიქრობენ ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ესპანელი არქეოლოგები. ამაზე მიუთითებს ქალის ნეშთი, რომელიც, სამარხში მოპოვებული ინვენტარის გათვალისწინებით, იყო მმართველი თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე 4000 წლის წინ.
ელ-არგარის კულტურა არსებობდა 1800-1550 წ. ჩვ.წ.აღ-მდე ევროპის ტერიტორიაზე, ძირითადად იბერიის ნახევარკუნძულზე. ელ-არგარი ბრინჯაოს ხანის დასაწყისში იყო ბრინჯაოს წარმოების ცენტრი. დღემდე შემორჩენილია ამ ხანის ნაგებობები და სამარხები.
2014 წელს არქეოლოგებმა ლა ალმოლოიაში შენობის ქვეშ, რომელიც ოდესღაც სასახლე უნდა ყოფილიყო, აღმოაჩინეს საფლავი. დარბაზში, რომლის იატაქვეშ საფლავი აღმოჩნდა, ნახეს სკამები. მეცნიერთა ვარაუდით იქ ტარდებოდა დაახლოებით 50 კაციანი კრებები.
ქალის ნეშთი ქვერცხის ფორმის ჭურჭელში იყო. მის ვქეშ ასევე აღმოჩნდა მამაკაცის ნეშთი. ქალი დაახლოებით 25-30 წლის, ხოლო მამაკაცი 35-40 წლის უნდა ყოფილიყო. გენეტიკური ანალიზით დადგინდა, რომ ისინი არ იყვნენ ნათესავები და გარდაიცვალნენ დაახლოებით 1730 წელს ჩვ.წ.აღ-მდე. იქვე ახლოს აღმოჩნდა მათ ქალიშვილის ნეშთიც.
ქალს აღმოაჩნდა თანდაყოლილი ანომალიები-აკლდა ნეკნი, ჰქონდა მხოლოდ ექვსი კისრის მალა, მარცხენა ხელის დიდი თითი მეტისმეტად მოკლე აღმოაჩნდა. ნეკნები სავარაუდოდ დაუზიანა ფილტვების ინფექციამ, რამაც შეიწირა ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე.
ქალი მდიდარი უნდა ყოფილიყო, ვინაიდან არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ბევრი ნივთი რომელთაგან უმეტესი ნაწილი ეკუთვნოდა ქალს.
მეცნიერთა ყურადღება მიიპყრო დიადემამ, რომელიც ქალს ჰქონდა თავზე. გვირგვინი დომინანტი მმართველი კლასის სიმბოლოა. სამკაულები ვერცხლის აღმოჩნდა და იწონის 230 გრ. მიაჩნიათ, რომ ასეთ სამარხებში დაკრძალული ქალები იყვნენ ან მმართველთა მეუღლეები, ან თავად მმართველები. მკვლევარები მეორე ვერსიას ემხრობიან.
იმის გამო, რომ ხმალი გახლავთ ძლიერი არგუმენტი, რომელიც მხარს უმაგრებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, მამაკაცებს ასეთ კულტურაში შეეძლოთ შეესრულებინათ აღმასრულებელი ხელისუფალის ძალაუფლება, ხოლო საკანონმდებლო და პოლიტიკური ასპექტები, ამასთან მმართველობაც იყო ქალის ხელში.
No comments:
Post a Comment