Thursday, 1 April 2021

იბერთა სამარხში მოპოვებული 5000 წლის ბროლის ხმალი


უამრავი ისტორიამდელი ცივილიზაციის იარაღი აღმოჩენილა არქეოლოგიის ისტორიის განმავლობაში. მათი უმეტესობა ქვისგან იყო დამზადებული. მაგრამ ესპანეთში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა არაჩვეულებრივი  მთის ბროლის იარაღი. იარაღი ჩვ.წ. აღ-მდე 3000 წლით დათარიღდა. ნივთებს შორისაა საოცარი ოსტატობით დამზადებული ბროლის ხანჯალი.

გრენადის უნივერსიტეტის არქეოლოგთა ჯგუფმა მეგალითური სამარხის გათხრებისას  მონტელირიოში, ესპანეთის სამხრეთში,  აღმოაჩინა მთის ბროლის 5000 წლის იშვიათი ხანჯალი. სამარხი აგებულია უზარმაზარი ლოდებით და სიგრძით 50 მ-ია.  ის გათხარეს 2007-2010 წ-ში. ხუთი წლის შემდეგ გამოქვეყნდა კვლევის შედეგები-ბროლის იარაღები. ხანჯლის გარდა ნაპოვნია ისრის 25 თავი.



კვლევის თანახმად, მთის ბროლი ხშირად გხვდება გვიანისტორიული ხანის იბერიულ ძეგლებზე, მაგრამ მათი სათანადო კვლევა იშვიათად ტარდება. ექსპერტთა აზრით, ხანჯლის ზომის გათვალისწინება იძლევა ვარაუდის საშუალებას, რომ ხანჯალი მთლიანი ბროლისგანაა დამზადებული, რომელიც სიგრძით 20 სმ-ია, სისქით 5 სმ.

ადგილი სადაც იარაღი აღმოჩნდა შორსაა კრისტალური საბადოებისგან, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი თავის დროზე ეკუთვნოდა მაღალი საზოგადოების წევრს, რომელმაც სავარაუდოდ, დიდი ფასი გადაიხადა მათში.

 მკველვართა აზრით, მთის ბროლს იმ დროს ჰქონდა სიმბოლური დატვირთვა. სავარაუდოდ გააჩნდა მაგიური ძალა და წინაპრებთან კავშირი. ისინი დაკრძალვის ატრიბუტები იყო, რომელიც მხოლოდ იმ დროის მაღალი საზოგადოებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

სამარხში ასევე აღმოჩენილია ერთი მამაკაცისა და რამდენიმე ქალის ნეშთი. სიკვდილის წინ მათ საწამლავი მიიღეს. სამარხში სხვა ნივთებიც აღმოჩნდა: ქარვის მძივებით მორთული სამოსი, სპილოს და ოქროს ნივთები, ჭურჭელი, მოსართავები.




No comments:

Post a Comment