ყორღანი, სადაც ეს აღმოჩენა გაკეთდა მიახლოებით 3800 წლისაა. ის მდებარეობს ინგლისის სამხრეთით, სთოუნჰენჯის მახლობლად. ყორღანი აღმოაჩენეს 1801 წელს, მაგრამ მისი დაწვრილებით შესწავლა ახლახან განხორციელდა. სამარხში ორი ჩონჩხი იყო. ერთ მათგანი დაკრძალეს მწოლიარე, მეორე მჯდომარე მდგომარეობაში. პირველი დაკრძალული იყო ოფიციალურ თუ რიტუალურ სამოსში, რომელსაც მიმაგრებული ჰქონდა სხვადასხვა ცხოველის ძვლები, ასევე ტახის ეშვები, რომელთა მდებარეობის მიხედვით ადვილი გამოსაცნობი იყო, რომ ძვლები და ეშვები ოდესღაც მიმაგრებული იყო სამოსზე, მაგრამ ქსოვილის დაშლის შემდეგ დაცვივდა.
სპეციალისტები თვლიან, რომ ორივე მიცვალებული ერთდროულად არ დაუკრძალავთ. პირველი, უფრო მაღალი სტატუსის მატარებელი იყო ან სამანი, ან ლითონის მდნობელი. მეორეზე აზრის გამოთქმა უფრო გართულდა არტეფაქტების ნაკლებობის გამო.
სამარხმა მალევე მიიქცია არქეოლოგთა ყურადღება მასში ნაპოვნი ცხოველთა გახვრეტილი ძვლების დამსახურებით, რომელიც მიიჩნიეს შამანის ეფექტურ სამოსად. მაგრამ სამარხში ნაპოვნი ზოგიერთი სხვა ნივთი, რომელთა შორის იყო: კაჟის თასები, ორი გატეხილი საბრძოლო სპილენძის ნაჯახი, დიდხანს გამოუკვლეველი რჩებოდა. ახლა ხარვეზს ავსებენ ახალი ტექნოლოგიის დახმარებით, რომელიც მიუწვდომელი იყო რამდენიმე ათეული წლის წინ, რომ აღარაფერი ვთქვათ მე-19 საუკუნეზე.
ამ მეთოდის გამოყენებით, მკვლევარებმა გამოავლინეს ოქროს ნაწილაკების კვალი ხუთი იარაღის ზედაპირსა თუ მათ კიდეზე, იარაღის რომელთა ასაკი დაახლოებით ოთხი ათასი წლისაა. აღმოჩენა ამტკიცებს, რომ ქვისა და სპილენძის იარაღებს იყენებდნენ ოქროსთვის ფორმის მისაცემად და თხევად თუ ლითონის ფორმით მისი დამუშავებისთვის-პროცესი, რომელიც ეყრდნობოდა ოქრომჭედლის გამოცდილებას, რომელსაც ნასწავლი ჰქონდა ამ ნივთიერებასთან მუშაობა.
არქეოლოგთა აზრით, ხელოსანი ამზადებდა საიუველირეო ნაკეთობას ქარვისგან, აქატისგან, ხისგან და მას ფარავდა ოქროს თხელი ფენით. მეცნიერებისთვის იმ დროის მსგავსი არტეფაქტები საკმაოდ ცნობილია. მათი აზრით, კაჟის თასებში ურევდნენ წებოს, ფისს და ხვრეტით ქმნიდნენ ფიგურებს.
ყორღანი განეკუთვნება უესექსის კულტურას, რომელიც სთოუნჰენჯის აშენების შემდეგ ყვაოდა. სამარხში აღმოჩენილი ნეოლითური ნაჯახები უკვე რამდენიმე ათასი წლის იყო, როცა ჩააყოლეს ოქროს ოსტატებს. ანალიზმა აჩვენა, რომ ერთ მათგანს იყენებდნენ ბრინჯაოს ხანის ოქროს დამუშავების დროს.
ახლა შეუძლებელია იმაზე პასუხის მიღება თუ რატომ მუშაობდნენ ბრინჯაოს ხანის ოქრომჭედლები ასეთი უძველესი იარაღებით. ავტორთა ვარაუდით, ნაჯახები შესაძლოა ოჯახური რელიკვია იყო, რომელიც გადაეცემოდა თაობიდან თაობას. თუმც ამ შემთხვევაში ჩნდება კითხვა: რატომ ჩააყოლეს ისინი ხელოსანს და არ გადასცეს მემკვიდრეებს?
No comments:
Post a Comment