სულ ახლახან, ბასკეთში, ნავარას პროვინციაში, სოფელ ირულეგთან აღმოაჩინეს ბრინჯაოს მარჯვენა ხელის მტევანი, რომელზეც განთავსებულია 40 ასო. სპეციალისტთა აზრით, დამწერლობა სავარაუდოდ პროტოიბერიულ-ბასკური უნდა იყოს. მიაჩნიათ, რომ აღმოჩენა ისტორიულია, ვინაიდან განეკუთვნება რომაელებამდელ ხანას და ბასკურ ენაზეა შესრულებული. ეს დასტურდება პირველივე სიტყვით "სორიონეკუ", რაც ბასკურად "წარმატებას" ნიშნავს. ანბანი მსგავსებას ავლენს იბერიულ დამწერლობასთან.
No comments:
Post a Comment