Wednesday, 14 April 2021

მივიწყებული შუმერული რუკა_პლანისფერა და ბიბლიური სოდომ-გომორი


ბიბლიური ისტორია, რომელიც  5 ათასი წლის წინ ქალაქ სოდომისა და გომორის განადგურებას გვიამბობს, მოულოდნელად დაადასტურა ძველმა შუმერულმა თიხის ფირფიტამ. შუმერული ფირფიტა-პლანისფერა მეცნიერებს 150 წლის განმავლობაში ურევდა თავგზას. ფირფიტაზე ფაქტობრივი მხილველის მიერ ძველი ასტეროიდის ჩამოვარდნის აღწერაა, რამაც მიწასთან გაასწორა სოდომი და გომორი, შეიწირა ათასობით ადამიანი და გამოიწვია 600 000 კვ.კმ. ტერიტორიის განადგურება.

ასტეროიდის შეჯახებამ და მისგან გამოწვეულმა შედეგებმა მიიღო "კეფელსის მოვლენის" სახელი. მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ სწორედ ამ მოვლენას მოჰყვა კატასტროფული შედეგები.

ძველი აღთქმის ისტორია სოდომსა და გომორზე გვიამბობს ამ ქალაქების მოსახლეობის არამართებულ, გარყვნილ ცხოვრებაზე, რამაც შეურაცხყო აბრაამი და ამის გამო გადაწყვიტა სხვაგან წასულიყო საცხოვრებლად. ორ ანგელოზს, რომლებიც მოსალოდნელი უბედურების შესახებ გაფრთხილების მიზნით გამოეცხადნენ, მან საკუთარი ძმისშვილის ლოთის ხათრით მოსახლეობის დანდობა შესთხოვა, რომელმაც დარჩენა არჩია მიუხედავად იმისა, რომ ბიძამისმა ქალაქი დატოვა.

ლოთი და მისი ოჯახი გადარჩა. მათ ქალაქი განადგურებამდე ცოტა ხნით ადრე დატოვეს, მაგრამ ლოთის ცოლმა, მიუხედავად იმისა რომ გაფრთხილებული იყო უკან არ მოეხედა, გაიხედა ცეცხლწაკიდებული ქალაქისკენ და მაშინვე მარილის სვეტად იქცა.

მეცნიერები თვლიან, მარილად ქცევა ზუსტი აღწერაა რა შეიძლება დაემართოს პიროვნებას, როცა  ის ახლოსაა გავარვარებულ ბირთვულ აფეთქებისთან.

არქეოლოგ ჰენრი ლეიარდის მიერ ნინევიის მეფის სასახლის ნანგრევებში აღმოჩენილი ფირფიტების კვლევას მეცნიერებმა ათეულობით წელი შეალიეს. მიუხედავად იმისა, რომ შუმერული პლანისფერა 150 წლის წინ აღმოჩნდა, ის მხოლოდ ათი წლის წინ თარგმნეს. დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდნენ რა მონაპოვარი ჩაუვარდათ ხელში. როცა მრგვალი თიხის ფირფიტა საბოლოოდ გაშიფრეს და წარწერის შინაარსს გაეცნენ, აღმოჩნდა, რომ არტეფაქტზე აღწერილი იყო დედამიწასთან ასტეროიდის შეჯახების მონაცემები. შედეგად მეცნიერ ალან ბონდმა და მარკ ჰემპსელმა დაადგინა, რომ შუმერულ პლანისფერაზე აღწერილი იყო ჩვ.წ.აღ-მდე 3123 წ. 29 ივნისის მოვლენა შუმერი ასტროლოგის მიერ.


ფირფიტა გახლავთ ასტროლაბი, ყველაზე ადრეული ასტრონომიული ხელსაწყო. ესაა ვარსკვალური ცის სეგმენტირებული რუკა დისკის ფორმით, რომელზეც აღნიშნულია კუთხეების საზომი ერთეულები. სამწუხაროდ, პლანისფერას მნიშვნელოვანი ნაწილი (დაახლოებით 40 %) ამ ფირფიტაზე აღარ არსებობს, ვინაიდან დროთა განმავლობაში დაზიანდა.


კომპიუტერების გამოყენებით მეცნიერებმა შეძლეს ათასობით წლის წინანდელი ღამის ცის აღდგენა. საბოლოოდ ფირფიტაზე თვითმხილველის ჩვენება დაინახეს. ბონდმა და ჰემპსელმა განაცხადეს, რომ შუმერული ფირფიტა უფრო  ძველი ფირფიტის ასლი უნდა ყოფილიყო, რომელიც 700 წლით ადრე იყო დაწერილი. ნახევარ ფირფიტზე ნაჩვენებია პლანეტების განლაგება, მეორე ნახევარზე ჩანს ობიექტის მოძრაობა, რომელიც "ქვის თასს" ჰგავს და დიდი სისწრაფით მოძრაობს ცაზე.

მეცნიერთა აზრით, ეს სწრაფად მოძრავი ობიექტი შეესატყვისება ასტეროიდს, რომელიც მზის გარშემო დედამიწასთან ახლოს ბრუნავს. მის ტრაექტორიას კი შეეძლო გამოეწვია შეჯახება იმ ხეობასთან, სადაც  მდებარეობდა ბიბლიაში აღწერილი ქალაქები.

პლანისფერაზე გამოსახულია თანავარსკვლავედთა მთელი სერია, მათი სახელწოდებების ჩათვლით კომეტის მოძრაობის ტრაექტორიის შესაბამისად. მაგალითად, მესამე გამოსახულებაზე ნაჩვენებია, რომ კომეტამ ორიონს მიაღწია მე-9 დღეს. ფირფიტაზე  არსებული აღწერის მიხედვით ჩანს, რომ დამკვირვებელი არ იყო ახლო მანძილიდან შეჯახების მხილველი. მეშვიდე გამოსახულება დოკუმეტურად ასახავს მეტეორიტის დაცემის შემდეგ ყველა მოვლენას.

"ის შევიდა ძალიან დაბალი კუთხით-დაახლოებით ექვსი გრადუსით-შემდეგ ჩამოჭრა მთა". ჰემპსელის აზრით, ობიექტი აფეთქდა მაშინ, როცა ის დაბლა ხეობისკენ მოძრაობდა. სწორედ მაშინ მოხდა ბიბლიური კატასტროფული მასშტაბის მოვლენა.

ბონდი და ჰემპსელი ამტკიცებენ, რომ აფეთქების შედეგად წარმოიშვა უზარმაზარი სოკოსებური ღრუბელი და გარემო ირგვლივ აივსო სქელი მტვრით. მეცნიერებაში ეს ცნობილია, როგორც "კეფელსის მოვლენა".

ზოგიერთი გეოლოგი ფიქრობს, რომ "კეფელსის მოვლენას" ადგილი ჰქონდა ცხრა ათასი წლის წინ, ბევრად ადრე ვიდრე ჩვ.წ. აღ-მდე 3123 წ. შუმერულ ჩანაწერშია მითითებული. ბონდსა და ჰემპსელს მიაჩნია, რომ დათარიღებაში შეცდომა გამოწვეული იყო დაბინძურებული ნიმუშებით, რომელიც ადრეული ანალიზის დროს იყო გამოყენებული.

მკვლევართა ერთ ნაწილი ფიქრობს, რომ ბონდისა და ჰემპსელის მოსაზრებები წინააღმდეგობრივია. არქეოლოგი ჯონ ტეილორის თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ძველ შუმერებს შეეძლო ზუსტად აღეწერათ მსგავსი ასტრონომიული მოვლენები.

ასეთი მიდგომაც გასაგებია, ვინაიდან რაც არ ჯდება ოფიციალურად აღიარებული ისტორიის ჩარჩოებში, უარყოფენ, არ სურთ აღიარონ, რომ კაცობრიობის ისტორია და ძველი ცივილიზაციების განვითარების დონე უფრო მაღალი იყო, ვიდრე ეს ზოგიერთს  წარმოუდგენია.





No comments:

Post a Comment