Monday, 5 April 2021

2039 წელს მექსიკაში გამოშვებული მონეტა უცნაურ თეორიებს ბადებს


კარგა ხნის განმავლობაში ალტერნატიულ  სამყაროებს იყენებდნენ რომანებისა და ფილმების სიუჟეტად. ამიტომ ყოველთვის ისმებოდა კითხვა: როგორია ცხოვრება პარალელურ სამყაროში? მეცნიერები მუდმივად იკვლევენ ალტერნატიული რეალობის პოტენციალს.

მათ წამოაყენეს მრავალი თეორია. ზოგიერთს მართლაც გააჩნია რეალური მტკიცებულებები. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალტერნატიული თეორია გახლავთ სიმების თეორია. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ ვცხოვრობთ ცხრაგანზომილებიან მულტისამყაროში, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ სამს  ვხედავთ, ვინაიდან სამ განზომილებაში ვარსებობთ. მაგრამ რა მოხდება თუკი ვინმე მაინც აღმოაჩენს პარალელური სამყაროების არსებობის მტკიცებულებას?

მექსიკაში ჩვეულებრივმა მუშამ დიეგო ავილესმა მშენებლობაზე საძირკველის გათხრის დროს აღმოაჩინა მონეტა. ავილესის ყურადღება მიიპყრო მონეტაზე გაკეთებულმა წარწერამ 2039 წელი. ცოტა ზემოთ ამოტვიფრულია ნაცისტური პარტიის სიმბოლო Reichsadler შემდეგ სიტყვებთან ერთად "Nueva Alemani", რაც    "ახალ გერმანიას" ნიშნავს.




მონეტის მეორე მხარეს ამოტვიფრულია წარწერა "Alies in einer nation"-"ყველაფერი ერთ ერში", რაც გახლავთ დევიზი. მექსიკაში არის პატარა დასახლება ნუევა ალემანია. ის გერმანელმა ემიგრანტებმა დააფუძნეს 1920 წელს. იქაურ ჩანაწერებში არსად ხსენდება ნაცისტური ფულადი ერთეულის არსებობის შესახებ.

მონეტა ისეა გაცვეთილი თითქოს დიდხანს იყო ხმარებაში და ნამდვილად ჰგავს რაიხის დროინდელ რაიხსმარკას. ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მონეტა ვერცხლისაა და ის ნამდვილად რამდენიმე ათეული წლისაა. მათი აზრით მონეტა სავარაუდოდ სამოცდაათი წლის წინანდელი გერმანიის სუვენირია. სხვა ახსნა ვერ მოუძებნეს.

შეთქმულების თეორიების მომხრეები აცხადებენ, რომ ესაა მომავლის ნაცისტური მონეტა, რაც  მყარი მტკიცებულებაა პარალელური სამყაროების არსებობის. მეორე ნაწილი შეთქმულების თეორიის მომხრეებისა ამტკიცებს, რომ გერმანია იქნება მთავარი მოთამაშე მესამე მსოფლიო ომში. მათი აზრით, ნაცისტები ფარულად ცხოვრობენ ანტარქტიდაში. ისინი შეუერთდებიან გერმანიას ომში და დაეხმარებიან რათა მან გაიმარჯვოს მესამე მსოფლიო ომში.

სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს მონეტა ალტერნატიული მომავლიდანაა, სადაც ნაცისტებმა დაიპყრეს მსოფლიო, აღმოაჩინეს დროში მოგზაურობა, გამოაგზავნეს ფული უკან წარსულში და ეს მონეტა აღმოჩნდა ჩვენს რეალობაში.

საინტერესოა, რომ წაწერა ესპანურადაა: "ახალი გერმანია". მექსიკა არასდროს ყოფილა ნაცისტური გერმანიის მოკავშირე. თუ მას როგორც სამახსოვრო მონეტას განვიხილავთ, მაშინ გაირკვევა, რომ მექსიკას და გერმანიას ერთმანეთთან არანაირი კავშირი ჰქონდა. უფრო მეტიც. მექსიკამ გერმანიას გამოუცხადა ომი 1942 წელს. ამას გარდა, არ არსებობს ნაცისტური მონეტა წარწერით "ლიეს ინ ეინერ ნატიონ".

მონეტა არც 1938 და არც 1943 წელს გამოშვებულ რაიხსმარკას  ჰგავს. არცერთ გერმანულ ფულზე არ იყო ამოტვიფრული წარწერა  "ყველაფერი ერთ ერში".



 

მოარულ ხმებს თუ ვენდობით, 1945 წელს გერმანიის დაცემის შემდეგ, ზოგიერთმა ნაცისტმა მოახერხა ანტარქტიდაში საიდუმლო ბაზებზე გადაბარგება. შესაძლოა ანტარქტიდელმა ნაცისტებმა მოახერხეს დროში მოგზაურობა. 





No comments:

Post a Comment