აშშ, პენსილვანიის შტატში, მდინარე დელავერის ახლოს არის ადგილი, სადაც კლდეები რეკავენ, ხოლო ქვები მღერიან. მათ "მომღერალი ვქები" შეარქვეს. ადგილობრივები კი ამ ადგილს "ქვების ბაღს" ან "ეშმაკის წრეს" უწოდებენ, ვინაიდან კლდეები ზარებივით რეკს, რაც აუხსნელ შეშფოთებასა და შიშს იწვევს. მიწა ამ ადგილზე დაფარულია ლოდებით, რომელიც ურთიერთშეხებისას გამოსცემს ლითონის ხმას, ისევე როგორც კლდეები. უცნაური ქვების არსებობაზე დიდი ხნის წინ იცოდნენ ინდიელებმა. სწორედ მათ უამბეს ამის შესახებ მე-18 საუკუნეში იქ ჩასულ ევროპელებს. მას შემდე, დღემდე ცდილობენ მეცნიერები მომღერალი ქვების საიდუმლოს ამოხსნას, მაგრამ უშედეგოდ.
ლოდების გამოცემული ბგერები უფრო მეტად ჰგავს ღრუ ლითონის საგანზე დარტყმის შედეგად მიღებულ ხმას, რაც მეცნიერებს კიდევ უფრო მეტად აგდებს საგონებელში. ქვები არაერთხელ გამოიკვლიეს სხვადასხვა ლაბორატორიაში და ყოველ ჯერზე მკვლევარები ერთიდაიმავე დასკვნას აკეთებდნენ: ყოველი ქვა გამოსცემს დაბალი სიხშირის ბგერებს, რომელსაც ადამიანის ყური ვერ აღიქვამს. მათი ურთიერთშეხებით მიღებული ბგერა კი შეგვიძლია აღვიქვათ.
მაგრამ რა ძალა აიძულებს ქვებს აჟღერებას? მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ მომღერალი ლოდები ვულკანური წარმოშობისაა და შედგება დიაბაზისგან: მყარი სასარგებლო მინერილებისა და რკინის ნარევისგან. გამოითქვა მოსაზრება, რომ ქვები გამოსცემენ ბგერებს დიაბაზის შემადგენელი ნაწილების გარკვეული თანაფარდობის დამსახურებით, ანდა მასში არსებული ურთიერთწინააღმდეგობის შედეგად.
საინტერესოა, რომ მუსიკალური მონაცემებით დაჯილდოებულია მხოლოდ ადგილობრივი მორუხო-წითელი ადგილობრივი მთები. სწორედ ეს ფერია კონტრასტში მათ გვერდით მდგარ სხვა ფერის მთებთან, რომლებიც არ მღერიან, მაგრამ იმავე ლითოლოგიური მასალისგან შედგება. გასული საუკუნის 90-იან წლებში ამერიკელ მეცნიერთა ჯგუფმა აივენ სანდერსონის ხელმძღვანელობით გულდასმით დაათვალიერა მომღერალი კლდეები. ფერდობებზე აღმოჩდა ხვრელები, რომელიც მთების სიღრმეში გაურკვეველი მიმართულებით მიემართებოდა.
ამერიკელ მკვლევართა მტკიცებით, კლდეში არსებული ხვრელები ძალიან წააგავდა ხელოვნური წარმოშობის სავენტილაციო გასასვლელებს. სპექტრალურმა ანალიზმა აჩვენა, რომ ხვრელები ოდნავ ახალგაზრდაა მთებზე. მთები 350 მილიონი წლისაა. მეცნიერებმა ისიც გაარკვიეს, რომ კლდეების მიერ გამოცემული ხმები არაა დაკავშირებული მთებში წარმოქნილ ჰაერის ნაკადთან. მისი ფორმირება ხდება მთის სიღრმეში. თანამედროვე მოწყობილების საშუალებითაც კი ვერ დადგინდა წყარო.
სანდერსონმა აპერ ბლეკ ედის რაიონში აღმოაჩინა უცნაური პლატო (დაახლოებით 29000 კვ.მ.), სადაც არაფერი ხარობს, რაც ძალზედ უცნაურად ეჩვენა, ვინაიდან ეს პლატო გარშემორტყმულია ტყით და იქ იზრდება 15 მ-მდე სიმაღლის ხეები. ამავე დროს, ეს ტყე არ განიცდის ფლორისა და ფაუნის ნაკლებობას.
ინდიელები ყოველთვის ამბობდნენ, რომ ხმები გარდაცვლილი წინაპრების სიმღერაა. საინტერესოა, რომ ამ ადგილს გვერდს უვლიან ცხოველები, ფრინველები. მომღერალი ქვების ადგილი კვლავ რჩება დედამიწის კიდევ ერთ საოცრებად.
No comments:
Post a Comment