Thursday, 13 January 2022

ყველაზე საშიში ბაღი მსოფლიოში

   ოაზისკენ მიმავალ ჭიშკარზე გაკრულია განცხადება-"ამ მცენარეებმა შეიძლება მოგკლას".

1995 წელს როცა გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი ჰენრი პერსი, მისი ძმა გახდა ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მემკვიდრეობით მიღებულ ტიტულთან ერთად მას გადაეცა საგვარეულო ციხესიმაგრე ალნუიკი. ეს ციხესიმაგრე იმითაცაა ცნობილი, რომ იქ გადაღებულია ფილმ "ჰარი პოტერის" რამდენიმე ეპიზოდი.

ციხესიმაგრეს გარშემო, 50 ათას კვ.მ-ზე ერტყა ბაღი, რომელიც  მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა მოუვლელობის გამო. რალფის მეუღლე ჯეინი დიდი ენთუზმიაზით შეუდგა ბაღის განახლებას. მას ამბიციური გეგმა გაუჩნდა ამასთან დაკავშირებით. ბაღის რეკონსტრუქციას ცნობილი ლანდშაფტის დიზაინერების დახმარებით ხუთი წელი დასჭირდა. ჯეინ პერსიმ გადაწყვიტა განსაკუთრებული ბაღის გაშენება. ამაში მას დაეხმარა წიგნი, სადაც დედოფალ ეკატერინე მედიჩის ცხოვრება იყო აღწერილი, რომელმაც შხამებისა და მკვლელი მცენარეების შესახებ ბევრი რამ იცოდა. წიგნში აღწერილი იყო იტალიის მე-16 საუკუნის ქალაქი პადუა. იმ დროს ქალაქს უამრავი ბაღი და სკვერი ამშვენებდა. იყო იქ აგრეთვე ერთი თავისებური კორომი. ის ეკუთვნოდა ფლორენციის მმართველ მედიჩების საგვარეულოს. ეს ბაღი მედიჩებისთვის ბევრს ნიშნავდა. აქ მოჰყავდათ შხამიანი მცენარეები, რომლის დახმარებით ხშირად გზიდან იშორებდნენ არასასურველ და დაუმორჩილებელ ადამიანებს. პერსის მედიჩისგან განსხვავებით განმათლებლური პროექტის შექმნის მიზანი ამოძრავებდა-მთელი მსოფლიოდან შეაგროვებინა ყველაზე შხამიანი მცენარეები  და მოეთხრო მათზე ბაღში მისული მნახველებისთვის.


ამჟამად ბაღში ასზე მეტი სახეობის მცენარე ხარობს, რომელთა ნაწილი აკრძალაულია კანონით ბევრ ქვეყანაში, როგორიცაა: ჰაშიში, ბელადონა ატროპა, კანაფი, კოკა, მანდრაგორი, შხამასოკოთა ოჯახი და ცნობილი სტრიქნინი. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, კლეოპატრამ თვითმკვლელობის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ სწორედ სტრიქნინი გამოიყენა მოახლეებზე. დაინახა რა მისი საშინელი ზემოქმედების უნარი, რომელიც ამახინჯებდა სხეულს, მისი მიღება გადაიფიქრა. 


 შხამიანი მცენარეები უცნაურია იმითაც, რომ მათი საშიშროება ყოველთვის არაა აშკარა. ბაღი გაიხსნა 2005 წელს. იქ იმდენი შხამიანი მცენარის სურნელი ტრიალებდა, რომ რამდენიმე ადამიანმა გონება დაკარგა სეირნობისას. ამის გამო, ახლა ექსკურისიებს ატარებენ მხოლოდ პროფესიონალი გიდები, ვინც იცის ამა თუ იმ მცენარისგან რამხელა დისტანციის დაცვაა საჭირო. განსაკუთრებით საშიშ შხამიან მცენარეებს გაკეთებული აქვს სპეციალური ღობეები. 



ჯეინ პერსი დიდი გულისყურით მიუდგა მცენარეების შერჩევას საკუთარი ბაღისთვის. ყოველ ყვავილს, ბალახს თუ მცენარეს უნდა ჰქონებოდა საკუთარი ლეგენდა ან ცნობილი ისტორია, სადაც მრავალფეროვნად იქნებოდა აღწერილი შხამის ან ნარკოტიკის მომზადება და მისი ზემოქმედება ადამიანზე.

მებაღეები აქ მუშაობენ დამცავ კოსტუმებში, ვინაიდან სიცხესა და მაღალი ტენიანობის დროს დიდი შესაძლებლობაა, რომ მცენარეებისგან მოხდეს მავნე ნივთიერებების აორთქლება. ბაღში ხარობს:

აბუსალათინი

ეს ზეთოვანი მცენარე რძიანასებრთა ოჯახიდანაა. აბუსალათინის ზეთოვანი თესლის მისაღებად ზომიერი ჰავის ქვეყნებში ერთწლოვანი აბუსალათინი მოჰყავთ, სუბტროპიკულ და ტროპიკულ ქვეყნებში კი — მრავალწლოვანი. აბუსალათინის სამშობლოა აფრიკა. საქართველოში გავრცელებული იყო ყარაიაში, ამჟამად აღარ მოჰყავთ. აბუსალათინის ფოთლები აღმოჩნდა ეგვიპტეში ფარაონთა სამარხების გათხრების დროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ძველად ადგილი ჰქონდა მცენარეების კულტივირებას და მათი სამკურნალო მიზნებით გამოყენების პრაქტიკას. ამ მცენარის შხამის მოქმედებისას წყდება ცილების წარმოქმნა. ცილებს მოკლებული უჯრედები კვდება. მოწამვლის სიმპტომია გულისრევა, რომელიც სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იღებს, რასაც მოჰყვება დიარეა, რაც სრულდება ფუნქციების მოშლით და ყველა ორგანოს გაჩერებით. აბუსალათინის თესლისგან მზადდება ზეთი, რომელიც ცნობილია როგორც საფაღარათო საშუალება. მასში მომწავლელი ნივთიერებები გაუვნებელყოფილია.


ქუჩულა

იზრდება სამხრეთ აზიის ტროპიკულ ტყეებსა (ლაოსი, კამბოჯა, ტაილანდი, მალაიზია, ვიეტნამი, ინდოეთი, შრი-ლანკა) და ავსტრალიის ჩრდილოეთ რეგიონებში. ქუჩულა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი მცენარეა. მცოდნე მებაღეების ძალისხმევის წყალობით მოხერხდა მისი გახარება დიდი ბრიტანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში. ამ მცენარის ნაყოფი გარეგნულად მანდარინს წააგავს, მაგრამ მისი თესლი, მერქანი და ქერქი შეიცავს შხამიან ალკოლოიდებს — სტრიქნინს, რომელსაც მედიცინასა და ვეტერინარიაში იყენებენ-ბრუცინს. მცენარის თესლის ექსტრაქტი არის პრეპარატ მასტოდინონის აქტიური კომპონენტი. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკოლოიდ კურარინს. სტრიქნინის ნიტრატს დაბალი დოზებით იყენებენ სამედიცინო მიზნებისთვის.  ის ნარკოტიკული ნივთიერებების მსგავსად ახდენს ნერვული სისტემის სტიმულირებას-ზრდის გულისცემას, აჩქარებს სუნთქვას, ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროებას. სტრიქნინის ზემოქმედებით ძლიერდება სუნისა და სმენის გრძნობა. თუმც დოზის მატებასთან ერთად ორგანიზმში ხდება ყველა პროცესის შენელება, ჩნდება ფოტოფობია, კუნთების სპაზმები, კრუნჩხვები. გარკვეული დოზა იწვევს სიკვდილს ნახევარი საათის შემდეგ. მისი და ბევრი მასთან ახლომდგომი სახეობის ფესვები და ნორჩი ყლორტები შეიცავს ალკოლოიდ კურარინს, რომლისგანაც იღებენ ძლიერ მცენარეულ შხამს — კურარეს, რომელსაც სამხრეთ ამერიკის ინდიელები მრავალი საუკუნის მანძილზე ხმარობდნენ ისრების მოსაშხამად და ევროპელ კოლონიზატორებს მისი დახმარებით ებრძოდნენ. საინტერესოა, რომ ამ შხამით დახოცილი ცხოველის ხორცი არ ავლენს საშიში ზემოქედების უნარს ადამიანზე. მეცნიერებმა შეისწავლეს კურარეს შხამის ზემოქმედება და დაიწყეს ისეთი პრეპარატების დამზადება, რომელიც ხსნის კუნთების კრუნჩხვებს, მკურნალობს გაფანტულ სკლეროზს, პარკინსონის დაავადებას და სხვა.




დიგიტალისი (Digitális purpúrea)

ეს მცენარე მრავალძარღვას ოჯახიდანაა ზარის ფორმის ყვავილებით. არც ისე უვნებელია როგორც მოჩანს. შხამიანი თვისებების დამსახურებით ხალხში მას "ჯადოქრის ყვავილი" შეარქვეს. საშიში თვისების გამო აგათა კრისტიმ  ამ  მცენარეს ერთ-ერთ რომანში უწოდა "მკვლელი ყვავილი".  მას ყველაფერი მომწავლელი აქვს-ყვავილები, ფოთლები, ღეროებიც კი. ცნობილია ამ მცენარის სამკურნალო თვისებები, რაც განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი გლიკოზიდებით, რომელიც დაახლოებით 60-ძირითადად დიგოქსინი და დიგიტოქსინი. ამ ნივთიერებებს აქვთ სწრაფად დაგროვების უნარი და რთულად გამოიყოფა ორგანიზმიდან. მცირე რაოდენობით გლიკოზიდები პირდაპირ მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის მუშაობაზე და არეგულირებს მას. აქაც დოზის გაზრდა იწვევს მის საშიშ ზემოქმედებას ორგანიზმზე. ამ მცენარით მოწამვლა  იწვევს არითმიას, გონების დაკარგვას, გულის უკმარისობას, რასაც შეიძლება მოჰყვეს გულის გაჩერება.


კონიო

ქოლგოსანთა ოჯახიდანაა, ორწლოვანი ბალახია და არის სარეველა. ცნობილია მისი 4 სახეობა, რომელიც ველურად იზრდება ევროპაში, აზიასა და აფრიკაში. საქართველოში გვხვდება 1 — დაწინწკლული კონიო (ლათ. Conium maculatum). ითვლება ყველაზე შხამიან და საშიშ მცენარედ. ხალხურ მედიცინაში მას იყენებენ როგორც ტკივილგამაყუჩებელს, ანთებების სამკურნალოდ. მაგრამ უკონტროლო თვითმკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს საშიში შედეგები და შესაძლოა  ყველაფერი ფატალურად დასრულდეს მცენარის ტოქსიკურობის გამო, რომლის ყველა შემადგენელი ნაწილი შხამიანია, რაც გამოწვეულია მასში ალკოლოიდების არსებობით, მათ შორის შორის მთავარია კონიინი. მას გააჩნია ნიკოტინის მსგავსი ეფექტი. მცირე რაოდენობა იწვევს კუნთების შეკუმშვას, ღებინებას, თავბრუსხვევას და თავის ტკივილს. დიდი დოზა იწვევს კრუნჩხვას, გულის არითმიას, გონების დაკარგვას, კუნთებისა და სასუნთქი გზების დამბლას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის შეჩერება და სიკვდილი. მკვლევართა აზრით სწორედ ამ მცენარის ნაყენმა მოკლა სოკრატე.


ოქროწვიმა

ბუჩქი ან ტანდაბალი ხე პარკოსანთა ოჯახიდან. ველურად იზრდება სამხრეთ ევროპაში. საქართველოში კარგად ხარობს. გვალვაგამძლე და სინათლის მოყვარულია. ყვავილობს მაის-ივნისში. დეკორატიული, გრძლად დაკიდებულ მტევან ყვავილებში თავმოყრილია ყვითელი ყვავილები. მისი ყველა ნაწილი შეიცავს შხამიან ალკოლოიდს — ციტიზინს. ამ მცენარეს დეკორატიული მიზნით იყენებენ. ყვავილობისას ძალიან ლამაზია. სამწუხაროდ ის ისეთივე შხამიანია, როგორც მომხიბვლელი. ამ პარკოსნის ყველა ნაწილი შეიცავს ალკოლოიდ ციტოზინს, რომელიც განსაკუთრებით უხვადაა მცენარის თესლში. მისი შხამი ადამიანის ორგანიზმზე ახდენს ნეიროტოქსიკურ ზემოქმედებას. საკმარისია ერთი მუჭა მისი თესლის მიღება მოწამლისთვის. მცირე რაოდენობითაც კი იწვევს ძლიერ გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას და კრუნჩხვებს.


ქრისტესისხლა

მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ყაყაჩოსებრთა ოჯახისა. იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სუბარქტიკულ და ზომიერ სარტყლებში, ბაღებსა და დანაგვიანებულ ადგილებში. საქართველოში ფართოდ არის გავრცელებული. ქრისტესისხლა შხამიანი მცენარეა, შეიცავს ალკოლოიდ ქელიდონიუმს, რითაც ხშირად იწამლებიან ცხოველები. ქრისტესისხლას რძე წვენი იხმარება მედიცინაში წყლულისა და კანის დაავადებათა სამკურნალოდ. გადმოცემის მიხედვით, ქრისტესისხლა ღმერთებმა უბოძეს ხალხს. სხვა მონაცემებით, მისი სახელი უკავშირდება ბერძნულ chelidon-მერცხალი. ბოტანიკოსები დარწმუნებული არიან, რომ მცენარე ყვავის მაშინ, როცა მოფრინავენ გაზაფხულის პირველი მაცნე მერცხლები და ასრულებს ყვავილობას მათი გაფრენის შემდეგ, შემოდგომაზე. ალქიმიკოსები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ ამ მცენარეს. მიაჩნდათ, რომ მისი რძიანი ყვითელი წვენი უკავშირდებოდა მცენარეში ოქროს არსებობას, რომლის მოპოვებაც იქიდან შესაძლებელი იყო.  მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ წვენს მკვეთრ ფერს აძლევს პიგმენტი კაროტინი, რომელიც ფერს აძლევს სტაფილოსაც. კაროტინის გარდა, ფოთლები და ღეროები შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, რომელიც დამახასიათებელია სამკურნალო მცენარეებისთვის-ალკოლოიდი, საპონინი, ორგანული მჟავეები. მთავარი ალკოლოიდი ჰელიდონინის ზემოქმედება ჰგავს ყაყაჩოს ზემოქმედებას. გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი, ხსნის კუნთების სპაზმებს, წევს წნევას დაბლა, არეგულირებს გულის რითმს. დოზის გადაჭარბება კი ძალზედ საშიშია, იწვევს დეპრესიას, ჰალუცინაციებს, გონების დაკარგვას, კიდურების დამბლას, ამასთან, ღებინებას,  კუჭისა და ნაწლავების ანთებას, მთელი ორგანიზმის ინტოქსიკაციას.


ბრუგმანსია

კიდევ ერთი მცენარე, რომელიც იზრდება ალნუიკის ბაღში გახლავთ"ეშმაკის ხე", რომელსაც კიდევ უამრავი სახელი აქვს შერქმეული ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში, სადაც  ბრუგმანსია ხარობს. მისი ლამაზი, თეთრი და ღია ყვითელი ყვავილები სრულიად უვნებლად გამოიყურება. მებაღეები მას აფასებენ მაღალი დეკორატიული მნიშვნელობის გამო. ამავე დროს, მის ყვავილებს აქვს გამაბრუებელი სურნელი და იწვევს თავბურსხვევას, თავის ტკივილს და უძილობას. მცენარე შეიცავს ალკოლოიდ ატროპინსა და სკოპალამინს. თესლით მოწამვლა იწვევს ჰალუცინაციებს, კომას და სიკვდილს სასუნთქი გზების დამბლით. ბრუგმანსია აფროდიზიაკს ჰგავს. ვიქტორინული ეპოქის ქალბატონები ხშირად მის ყვავილებს დგამდნენ ბანქოს მაგიდაზე, ასევე  მტვერს მცირე დოზით იყენებდნენ ჩაიში, რომელსაც ელესდის ეფექტი ჰქონდა. ეს მცენარე იწვევს უმტკივნეულო სიკვდილს. 



ალნუიკის ყველაზე საშიში ექსპონატები ნარკოტიკული და ჰალუცინოგენური თვისებების მქონე მცენარეებია-ყაყაჩო ოპინიუმი რომლისგან მზადდება ოპიუმი, კანაფი (მარიხუანა), კოკაინის ბუჩქი ან კოკა-კოკაინის "წინაპარი". ჯეინ პერსიმ თავის ბაღში ამ მცენარეების მოსაყვანად ნებართვა აიღო მხოლოდ საგანამანათლებლო მიზნებისთვის ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში.








No comments:

Post a Comment