Monday, 6 December 2021

"ეშმაკის ჭის" საიდუმლო იემენში ამოხსნილია


ხახადაღებული ორმო უდაბნოში უხსოვარი დროიდან შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბარჰაუთი-ასე უწოდეს ამ ორმოს, რომელიც მდებარეობს იემენში. ბარჰაუთი ნიშნავს ჯინებს ანუ სულებს. ჭა მილიონი წლისაა, ამიტომ ლეგენდები მის შესახებ ისლამის გავრცელებამდე გაჩნდა. მუსლიმთა წმინდა ისტორიაში წერია, რომ მუჰამედმა ბარჰაუთს უწოდა დედამიწაზე ყველაზე საშინელი წყლის წყარო იმის გამო, რომ მასში ცხოვრობენ ჯინები ურწმუნო სულებთან ერთად. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ალ-მაჰრას უდაბნოში მდებარე ბარჰაუთი ჯოჯოხეთში შესასვლელია.

აღმოსავლეთ იემენის  უდაბნოში მდებარე ბუნების საოცრება "ბარჰაუთის ჭა"ღრმა ორმოა  და ითვლება ყველაზე დაწყევლილ ადგილად დედამიწაზე, რომელიც გახვეულია სხვადასხვა გადმოცემების ბურუსში. ორმოს სიგანე 30 მეტრია, სიღრმე 100-დან 250 მ-მდე. სიღრმე მიახლოებით არის შეფასებული, ვინაიდან ფსკერამდე ჯერ არავინ ჩასულა.


ადგილობრივთა გადმოცემებით, ჭა დემონებისთვის დასამწყვდევად შეიქმნა, რასაც ხელს უწყობს საშინელოი სუნი, რომელიც ჭის სიღრმიდან ამოდის. იემენის ოფიციალური პირების თქმით, მათ არ იციან რა ხდება ქვემოთ, სიღრმეში. მზის სხივი ვერ აღწევს იქ, გვერდიდანაც ცოტა რამ ჩანს. ადგილობრივთა ცრურწმენით, ორმოს გვერდით მოხვედრილი საგნებს იწოვს ორმო. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით, წარსულში  გვალვებმა შეაწუხა ადგილობრივი მოსახლეობა, მათ თოკები მოაბეს ერთ ადამიანს და ჩაუშვეს ჭაში წყლის ამოსატანად. როცა მან მიაღწია ჭის შუაწელს,  ღრიალი დაიწყო და ზემოთ აწევას მოითხოვდა. მაგრამ როცა ჭიდან ამოიყვანეს,  ნახევარი ტანი აღარ ჰქონდა.


არსებობს ასევე ისტორია ცხვრის მწყემსზე, რომელმაც შემთხვევით დატოვა ბავშვი ჭის მახლობლად. ბავშვი თვალის დახმახამების უმალ გაქრა. საუკუნეების განმავლობაში დადიოდა ისტორიები ბოროტ, ზებუნებრივ ჯინებად ცნობილ არსებებზე, რომლებიც ცხოვრობდნენ ჭაში. ადგილობრივ მოსახლეობის უმეტესობას ახლაც ეშინია არამარტო ჭასთან მიახლოების, არამედ საუბრისაც კი მასზე. როგორც ლეგენდა ამბობს, ორმო წარმოადგენს სიცოცხლისთვის საფრთხეს მთელ დედამიწაზე.

გადაწყდა ორმოს გამოკვლევა. გეოლოგიურ საძიებო და მინერალური რესურსების სამმართველოს გენერალური დირექტორის სალაჰ ბაბჰეირის განცხადებით უკვე შეუდგნენ ჭის გამოკვლევას. ომანისა და იემენის სპალეოლოგები აღმოჩდნენ პირველნი ვინც ჭის გამოსაკვლევად დაბლა დაეშვა-8 სპალეოლოგი. მათი თქმით, მხუთავ გაზსა და სუნს ისინი იქ არ შეუწუხებია, ნახეს სხვადასხვა ცხოველის ნაშთი, რომლებიც სავარაუდოდ, შემთხვევით მოხვდნენ იქ. ქვაბულში აღმოჩნდა ასევე დიდი რაოდებით გველები. აქვე აღმოაჩინეს გამოქვაბულის ე.წ. მარგალიტები.


ჭაში, 65 მ-ის სიღრმეში მიწისქვეშა წყლები გამოდის და დაბლა ჩანჩქერის სახით ჩაედინება. დაბლიდან ის როგორც თავსხმა წვიმა ისე მოჩანს.


ხალხური ლეგენდების მიხედვით, წყალი ჭაში მოწამლული უნდა ყოფილიყო. სპალეოლოგებმა ეს უარყვეს. წყალი გამოდგა სასმელად არამარტო ვარგისი, არამედ გემრიელიც. ლეგენდების მიხედვით, ვინც ჭაში მოხვდა, უკან ვეღარ დაბრუნდა. მკვლევარებმა  ადამიანის კვალი და ჩონჩხი ვერ აღმოაჩინეს იქ. ჯგუფის წევრებმა გაარკვიეს, რომ ჟანგბადის დონე ნორმის საზღვრებშია და არ შეიცავს მომწამვლელ ნივთიერებებს.

გერმანელი პალეოკლიმატოლოგი კრის ფოგვილი მიიჩნევს, რომ "ჯოჯოხეთის ჭა" წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ კირქვის ეროზიის შედეგს.










No comments:

Post a Comment