1995 წელს როცა გარდაიცვალა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უმსხვილესი მიწათმფლობელი ჰენრი პერსი, მისი ძმა გახდა ნორთუმბერლენდის ჰერცოგი, რომელიც მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მემკვიდრეობით მიღებულ ტიტულთან ერთად მას გადაეცა საგვარეულო ციხესიმაგრე ალნუიკი. ეს ციხესიმაგრე იმითაცაა ცნობილი, რომ იქ გადაღებულია ფილმ "ჰარი პოტერის" რამდენიმე ეპიზოდი.
Thursday, 13 January 2022
Monday, 27 December 2021
ინედია_ბრეთანიარიზმი ანუ მზის ენერგიით კვება
ინედიელობა გულისხმობს სხეულის სასიცოცხლო აქტივობის შენარჩუნებას საკვების გარეშე. ეს კონცეფცია არახალია, მრავალი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კულტურები აღწერდნენ ადამიანის შესაძლებლობას იარსებოს საკვების გარეშე. მაგალითად, იოგა სუტრას მესამე წიგნში აღწერილია ექსტრაორდინალური უნარის-25 სიდჰის პრაქტიკა. სიდჰებს მიეწერება მრავალი რამ: ნათელხილვა, ფსიქოკინეზი, ასევე შიმშილისა და წყურვილისგან სრული განთავისუფლება.
Thursday, 16 December 2021
გამოუცნობი გოლიათები ამერიკის კონტინენტზე
უძველესი დროიდან ყველა კულტურაში დადიოდა ლეგენდები გოლიათებზე, რომლებსაც ჩვენი შორეული წინაპრები ხედავდნენ და თაყვანსაც სცემდნენ როგორც ღმერთებს. მათზე საუბარია ბიბლიაშიც, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, დროში გაუჩინარდნენ და ახლა მათზე მოარულ ამბებს მითებად ყვებიან.
არსებობდა თუ არა ნამდვილად გოლიათთა რასა? ამის შესახებ ბევრი თეორია და სავარაუდო მტკიცებულება არსებობდა, რომელსაც დროდადრო გათხრების დროს მიწიდან იღებდნენ ჩონჩხის სახით. ამ ჩონჩხებიდან არცერთს მოუღწევია ჩვენამდე ამა თუ იმ მიზეზის გამო, ან მალავდნენ მუზეუმების სარდაფებში.
Tuesday, 14 December 2021
შვიდი "ეშმაკის გოდოლი" დედამიწაზე
ასი წელია, რაც ეს საკითხი არ ასვენებს მისტიკოსებს. ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ დედამიწაზე არის ადგილები, რომელსაც აქვს დადებითი ან უარყოფითი ენერგეტიკა. ასეთ ადგილებს უწოდებენ ძალის ადგილებს. ისინი ძირითადად მდებარეობს იქ, სადაც მოხდა ტექტონიკური ფილების რღვევა ან ციური სხეულების ვარდნა.
არსებობს კონცეფცია-საკრალური გეოგრაფია, რომელიც შეისწავლის არამარტო გეოგრაფიულ ობიექტებს, არამედ დადებითი და უარყოფითი ენერგიის მომცველი ძალის ადგილებს. იმ ადგილებს, სადაც ხდება დედამიწის ქერქის გადაადგილება, მდებარეობს ძველი ვულკანური კრატერები, ტექტონიკური ნასხლეტები, მყინვარები ან მოხდა ციური სხეულების ვარდნა. იქ, ღრმა ფენების ძალა არღვევს თავისი საკუთარ საზღვარს და ძლიერ გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენებზე.
Sunday, 12 December 2021
რატომ ხედავენ ადამიანები უცნაურ არსებებს ფსიქოდელების მიღების შემდეგ?
დიმეთილტრიპტამინი (დმთ) შესაძლოა ყველაზე ძლიერი ფსიქოდელური პრეპარატია, რომელსაც ძალუძს გამოიწვიოს ჰალუცინაციები. მას გამოიმუშავებს ადამიანის ეპიფიზი სწრაფი ძილის დროს. დმთ-ს შეიცავს ასევე ზოგიერთი მცენარე.
ეპიფიზი დიდი ხანია წარმოდგენს გამოცანებისა და სპეკულაციის წყაროს. ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში ბერძენმა მკურნალმა ჰეროფილემ ეპიფიზს უწოდა ტვინის ერთადერთი წყვილგარეშე ორგანო. მეცნიერებმა მე-20 საუკუნეში გაარკვიეს, რომ ჯალღუზისებრი ჯირკვალი არის მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო. ის ფარულად გარდაქმნის ნეირომედიატორ სერატონინს, რომელიც აუცილებელია უმაღლესი კოგნიტური პროცესებისათვის მელატონინის ჰორმონში და ასრულებს გადამწყვეტ როლს ძილის აქტივაციისას. საბოლოოდ, 1980 წელს ნეიროქიმიკოსმა ჯეიმს კალავეიმ ივარაუდა, რომ ეპიფიზის მელატონინი გარდაიქმნება დმთ-დ უშუალოდ სწრაფი ძილის ფაზის წინ. შესაძლოა სწორედ ეს ენდოგენური ფსიქოაქტიური მოლეკულები ქმნიან ჩვენ სიზმრებს.
Monday, 6 December 2021
"ეშმაკის ჭის" საიდუმლო იემენში ამოხსნილია
ხახადაღებული ორმო უდაბნოში უხსოვარი დროიდან შიშის ზარს სცემდა ადგილობრივ მოსახლეობას. ბარჰაუთი-ასე უწოდეს ამ ორმოს, რომელიც მდებარეობს იემენში. ბარჰაუთი ნიშნავს ჯინებს ანუ სულებს. ჭა მილიონი წლისაა, ამიტომ ლეგენდები მის შესახებ ისლამის გავრცელებამდე გაჩნდა. მუსლიმთა წმინდა ისტორიაში წერია, რომ მუჰამედმა ბარჰაუთს უწოდა დედამიწაზე ყველაზე საშინელი წყლის წყარო იმის გამო, რომ მასში ცხოვრობენ ჯინები ურწმუნო სულებთან ერთად. მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა, რომ ალ-მაჰრას უდაბნოში მდებარე ბარჰაუთი ჯოჯოხეთში შესასვლელია.
Saturday, 4 December 2021
თეთრი პირამიდა სიანი_ჩინეთი მასზე ბევრ რამეს მალავს
საიდუმლოებით მოცულ თეთრ პირამიდაზე ბევრს ლაპარაკობენ, ჩინეთის ხელისუფლება კი მის შესახებ ყველაფერს მალავს. ჩინური თეთრი პირამიდის არსებობაზე დასავლეთში პირველად შეიტყვეს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში მფრინავი ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომლის თქმით, ქალაქ სიანის მახლობლად დაინახა პირამიდის მსგავსი თეთრი ფერის ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს, როცა ის დაფრინავდა ინდოეთსა და ჩინეთს შორის. ფრენის დროს ჰაუსმანმა კარგად დაინახა მრავალი ძვირფასი ქვით მოკაშკაშე პირამიდის წვერი. მფრინავის თქმით, პირამიდა იმდენად უზარმაზარი ჩანდა, რომ სავარაუდოდ ყველაზე დიდი ზომის უნდა ყოფილიყო მსოფლიოში. უფრო მეტიც, იმავე ველზე, ისევ ქალაქ სიანის მახლობლად თვალი მოჰკრა მომცრო ზომის კიდევ ათეულ პირამიდას.
Tuesday, 30 November 2021
იდუმალი ქალაქი კერ-ისი_ლეგენდა თუ რეალობა
კერ-ისი-ერთ-ერთი ყველაზე გამოუცნობი წყალქვეშა ქალაქი, რომელიც ჩაიძირა საფრანგეთის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე დაახლოებით მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში. ქალაქი დაარსა და სამეფოს დედაქალაქად აქცია გრადლონ დიდმა, რომელიც მართავდა ახლანდელ ბრეტონს შორეულ წარსულში.
გადმოცემის თანახმად, კერ-ისი ფერიებმა ააშენეს და მათ ეკუთვნოდა, მაგრამ ისინი კეთილგანწყობილი იყვნენ გრადლონისადმი და დაუთმეს საკუთარი სამფლობელოს ნაწილი მას. ქალაქი თვალსადახელშუა გაიზარდა. მალე, კელტურ მიწებზე სიმდიდრითა და სილამაზით მისი ბადალი ქალაქი არ მოიძებნებოდა. ზღვის მხრიდან ქალაქს დამბა და კაშხალი იცავდა, რომლის ჩასაკეტ გასაღებს მეფე კისერზე ჩამოკიდებულს ატარებდა.
Thursday, 25 November 2021
წინასწარმეტყველი მხატვარი_ბენჟამენ პარავიჩინი
საყოველთაოდ ცნობილია, რომ წინასწარმეტყველები ხდებიან არა მხოლოდ ღვთისმოსავი სასულიერო პირები, არამე ხელოვანები და მწერლებიც. მათ უხილავი, ზებუნებრივი ძალა კარნახობს ნახატებისა და თხზულებების სიუჟეტებს. არგენტინელი მხატვრის ბენჟამენ სოლარი პარავიჩინისთვის ეს მოვლენა გახდა არამარტო შთაგონება, არამედ ნათელმხილველური ნიჭის გამოვლენის საშუალება. "ის მოულოდნელად შეპყრობილივით იწყებდა ცახცახს, სტაცებდა ფანქარს ხელს და ფანქარი თითქოს თავად ატარებდა ხელს ქაღალდზე, თითქოს ვიღაც რაღაცას კარნახობდა მას"-ყვებოდა ბენჟამენის მამა ჯერ კიდევ მის სიცოცხლეში.
Saturday, 20 November 2021
ჩეშირელი წინასწარმეტყველი რობერტ ნიქსონი
რობერტ ნიქსონი დაიბადა მე-15 საუკუნეში, ინგლისის ქალაქ ჩეშირში, გაკოტრებული ფერმერის ოჯახში. ბიჭი გონებრივად ჩამორჩენილი იყო, დიდი თავისა და გადმოკარკლული თვალების გამო, ბავშვს დასცინოდნენ. ლაპარაკის დროს იყენებდა მხოლოდ ორ სიტყვას: "დიახ", "არა". ყველაფრის მიუხედავად ნიქსონი შევიდა ისტორიაში როგორც ჩეშირელი წიანასწარმეტყველი.
Saturday, 13 November 2021
მგელი_მგელ ძაღლის სიმბოლო
მგელი, მგელ-ძაღლი არის ძალის სიმბოლო. ის იმყოფება ორი სამყაროს ზღვარზე. შეგვახსენებს, რომ ადამიანში ცხოვრობს ველური ძალა და არის თავისუფლების ტოტემი. მგელი გვასწავლის თავისუფლების სიყვარულს, თავისუფალ ცხოვრებას შინაგანი შეზღუდვების გარეშე. მგელი ყოველთვის იყურება შიგნით და შემდეგ გარეთ.
Tuesday, 2 November 2021
სუფისტ-დერვიშთა ორდენები
აზიის დასავლეთში არსებობს უამრავი მისტიკური სექტა, რომელიც ჩაისახა ისლამში. მათში ყველაზე ცნობილია დერვიშთა ორდენები. დერვიშთა საძმოში არსებობს თორმეტი მთავარი ორდენი. ყოველი ორდენში სათავეში დგას მასწავლებელი, რომლის მიმართ ყველა ერთგულებას გამოთქვამს. ორდენის წევრად მიღებისას ტარდება ინიციაციის რიტუალი. დერვიშთა სულიერ საძმოებს დიდი პატივისცემით ეპყრობიან. დერვიშებად ითვლებიან ისინი, ვისაც ზებუნებრივი უნარები გააჩნიათ და მათ მიმართავენ თხოვნით, კითხვებით, რომლის გადაწყვეტას სჭირდება განვითარებული ინტუიცია.
Sunday, 31 October 2021
საიდუმლო საზოგადოება "ტულე"
1918 წელს მიუნჰენში შეიქმნა ოკულტურ-პოლიტიკური საზოგადოება ტულე, რომლის მიზანი გერმანული სიძველეების შესწავლა გახლდათ. სწორედ მას უკავშირდება მესამე რაიხის იდეოლოგიის საწყისი. ამ საზოგადოებასთან დაკავშირებულმა პირებმა შეიტანეს მნიშვნელოვანი წვლილი გერმანიის მუშათა პარტიის შექმნაში, რომელიც შემდეგ იქცა გერმანიის ნაციონალ-სოციალისტურ მუშათა პარტიად. ნაცისტთა მისალმება ზიგ ჰაილ პირველად გამოიყენეს საზოგადოება ტულეში. ტულე თავდაპირველად ცნობილი იყო როგორც გერმანული ორდენი.
სახელწოდება ტულე დაკავშირებულია ბერძნული ლეგენდებიდან ცნობილ მითიურ ჩრდილოეთის ქვეყანასთან ჰიპორბორეა. ნაცისტი მისტიკოსების აზრით, ტულე იყო ჰიპორბორეის დედაქალაქი, რომელიც მდებარეობდა უკიდურეს ჩრდილოეთში.
Saturday, 9 October 2021
გველი_როგორც სიმბოლო
გველი-სიმბოლოებიდან უნივერსალური, რთული და ამავე დროს, ყველაზე გავრცელებული და ძველი სიმბოლო. გველის, გველეშაპის სახე ბევრ ძველ გადმოცემასა და ლეგენდაში ფიგურირებს, სადაც ის მისტიკური შარავანდედითაა მოსილი, ერთდროულად იწვევს პატივისცემასა და შიშს. ხშირად გველი და გველეშეპი ურთიერთმონაცვლეა, ხოლო შორეულ აღმოსავლეთში მათ არ განასხვავებენ.
გველის სიმბოლო მრავალშრიანია და სემანატიკურად ღრმა. განასახიერებს როგორც მამაკაცურ, ასევე ქალურ და ამასთან ანდროგინულ საწყისსაც. ის გახლავთ მკვეთრად გამოხატული ფალოსური სიმბოლო, მამაკაცური ძალა. გველი უჭირავს ხელში ყველა ქალღმერთს ან გარს ახვევია მას, მათ შორის, დიდ დედა ღვთაებას. გველი იძენს ქალურ თვისებებს, როგორიცაა: იდუმალება, ინტუიცია და ამავე დროს, არაპროგნოზირებადობაც, ვინაიდან მოულოდნელად ჩნდება და ქრება.
Tuesday, 10 August 2021
მეცნიერები ადასტურებენ, რომ დედამიწის ბირთვში ცხოვრობენ ადამიანები
ჯერ კიდევ 2012 წელს ამერიკელმა მეცნიერ-ფიზიკოსმა ბრუქს ენდრიუმ განიზრახა ექსპედიციის ჩატარება ჩრდილოეთ პოლუსზე, ვინაიდან მიაჩნდა, რომ იქ უნდა ყოფილიყო ჩასასვლელი მიწისქვეშა სამყაროში. ის იზიარებდა ღრუ დედამიწის თეორიას, სადაც უნდა ეარსება საკუთარ ცას და საკუთარი მზეს. ამის შესახებ მან ეგვიპტური მითებიდან შეიტყო, სადაც ნახსენებია მიწისქვეშა მზე როგორც "შუაღამის მზე". მეცნიერი ეგვიპტის მითების კვლევის საკითხს თანამედროვე ფიზიკის, კოსმოლოგიის, შემეცნებისა და დროში მოგზაურობის კუთხით უდგებოდა. მისი აზრით, აბიდოსში ნაპოვნი ხელნაწერების მიხედვით, ეგვიპტელები მოსალოდნელ კატასტროფებს გაექცნენ, რომლის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამიტომ გადაინაცვლეს მიწისქვეშა სამყაროში. ბრუქს ენდრიუ ახსენებდა მიწისქვეშა ქალაქ დამენჰურს, სადაც თითქოს ეგვიპტელები უნდა წასულიყვნენ. მისი აზრით, იქ დრო შენელებას იწყებს სინათლის სხივის სიჩქარესთან შეფარდებით. მსგავს თეორიას გამოთქვამდნენ ამერიკის კონტინენტზე მცხოვრებ ტოლტეკებთან დაკავშირებითაც. ტოლტეკები დროში გადანაცვლების უნარს ფლობდნენ და ამიტომ მოულოდნელად გაქრნენ. უცნობია შეძლო თუ არა ბრუქს ენდრიუმ საკმარისი სახსრების უქონლობის პირობებში საკუთარი პროექტის გახორციელება.
Saturday, 7 August 2021
ერთწლიანი ლეთარგიული ძილის შემდეგ დაწერილი მომავლის წინასწარმეტყველება
"მომავლის წიგნი"-უნიკალური წიგნი, სადაც გადმოცემულია ლეთარგიულ ძილში მყოფი პოლ ამადეუს დინაჰის საოცარი განცდები. დინაჰი ამტკიცებდა, რომ უგონო მდგომარეობაში ყოფნისას აღმოჩნდა მომავალში და ურთიერთობა ჰქონდა ადამიანებთან, რომლებმაც აუხსნეს რა მოხდებოდა უახლოესი ორი ათასი წლის განმავლობაში.
პოლ დინაჰი წარმოშობით შვეიცარელი გერმანელი იყო. 1920 წელს ის დაავადდა იშვიათი დაავადებით-ლეთარგიული ენცეფალიტით, რომლის ეპიდემია მე-20 საუკუნის ოციან წლებში გავრცელდა მთელ მსოფლიოში. დააწვინეს ჰოსპიტალში, სადაც იმყოფებოდა კომაში. გონზე მოსვლის შემდეგ, მან თქვა, რომ ფხიზლად იყო მთელი წელი სხვა ადამიანის სხეულში, რომელიც ცხოვრობდა მესამე ათსწლეულის ბოლოს. ერთი წლის შემდეგ, ექიმის რჩევით ის გაემგზავრა ათენში. საბერძნეთში ის სტუნდენტებს გერმანულ ენას ასწავლიდა.
ცნობადის ხე
ცნობადის ხე-სამყაროს ხის სახეცვლილება. ის საპირისპიროა ცხოვრების ხისა, რომელიც ბიბლიური ტრადიციით გახლავთ სიკეთისა და ბოროტის შემეცნების ხე და სიკვდილის მომასწავებელი. ბაბილონში იზრდებოდა ორი ხე-ცხოვრების ხე და ჭეშმარიტების ხე, რომელსაც ასევე საპირისპირო მნიშვნელობა ჰქონდა.
ეგვიპტის მითოლოგიიდან ცნობილია სიკომორი, რომლზეც მიცვალებულთა წიგნის თანახმად, უნდა დაეშვას მიცვალებული ფრინველის სახით საცოცხლის ნაყოფით ხელში; ვინც ამ ხის ტოტზე ჩამოჯდება ღმერთად იქცევა, ანუ შეიძენს ღვთიურ ცოდნას.
Tuesday, 27 July 2021
მისტიკოსი და წინასწარმეტყველი მონაზონი ჰილდეგარდ ფონ ბინგენი (ჰილდეგარდ ბინგენელი)
ჰილდეგარდ ფონ ბინგენი გახლავთ ყველა დროის და არამარტო შუა საუკუნეების ევროპელი ხალხის უნიკალური და ყველაზე ცნობილი გერმანელი მისტიკოსი ქალი და თავისი დროის ძალიან დაფასებული წინასწარმეტყველი. ჰილდეგარდი დაიბადა 1098 წელს ბინგენის მახლობლად (ახლანდელი მაინციდან 20 კმ-ში) არისტოკრატულ ოჯახში. ბავშვობიდან აწუხებდა თავის ტკივილები. მიეჩვია პატარაობიდან ტკივილების ატანას, არ ტიროდა და ჩიოდა ამის გამო. ეშინოდა ეთქვა, რომ მტკივნეული შეტევების დროს ეწყებოდა უცნაური ხილვები. ხილვები კი მას სამი წლის ასაკიდან დაეწყო. როცა მშობლებმა ხილვების შესახებ შეიტყვეს, მიხვდნენ რომ გოგონა ღვთის მსახურებისთვის იყო მოვლენილი. 8 წლის ასაკში ის ბენედიქტელთა ორდენის ქალთა მონასტერში მიიყვანეს, სადაც მის აღზრდაზე ზრუნავდა დედა იუტა. ის ასწავლიდა ჰილდეგარდს ბიბლიას, გალობას და ბენედიქტელთა ლოცვებს, ლათინურ პატრისტიკას და ხელოვნებას.
Saturday, 17 July 2021
კამბეის ცივილიზაცია_აღმოჩენილია ყველაზე უძველესი ცივილიზაცია მსოფლიოში
არქეოლოგები ათეულობით წლების განმავლობაში იხილავდნენ ჰარაფას ცივილიზაციის წარმოშობას, რომელიც თანამედროვე პაკისტანისა და ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიაზე ყვაოდა 3000 წლის წინ ჩვ.წ.აღ-მდე. კამბეის ყურეში ჩატარებული კვლევების შედეგად ინდოელი მეცნიერები სენსაციური აღმოჩენის წინაშე დადგნენ. გაირკვა, რომ ჰარაფას ცივილიზაცია დაკავშირებული იყო მასზე უფრო ძველ კულტურასთან. ეს უძველესი კულტურა კი არსებობდა უკანასკნელი გამყინვარების დასასრულისთვის, რომელიც შემდეგ წყალმა დაფარა. ცნობისთვის, უკანასკნელი გამყინვარების ხანაში დაახლოებით 18 ათასი წლის წინ, ზღვის დონე ამ ტერიტორიაზე 130 მეტრით დაბალი იყო.
Sunday, 4 July 2021
ნადი_ბედისწერის ბიბლიოთეკა ინდოეთში
ინდოეთში არსებობს ასტროლოგიური ბიბლიოთეკა ნადი. ნადი ძველ ტამილურ ენაზე ნიშნავს დანიშნულებას. პალმის საცავი ძირითადად ინდოეთში მდებარეობს, მაგრამ ნაწილი შრი-ლანკაშიცაა. სამყაროს ისტორია შესაქმედან მოყოლებული დატეულია პალმის ფოთლებისგან შემდგარ 3665 ტომში. თითეულ მათგანში დევს 365 ფირფიტისგან შექმნილი ბარათი.
Subscribe to:
Posts (Atom)
















