ასი წელია, რაც ეს საკითხი არ ასვენებს მისტიკოსებს. ბევრი მკვლევარი აღნიშნავს, რომ დედამიწაზე არის ადგილები, რომელსაც აქვს დადებითი ან უარყოფითი ენერგეტიკა. ასეთ ადგილებს უწოდებენ ძალის ადგილებს. ისინი ძირითადად მდებარეობს იქ, სადაც მოხდა ტექტონიკური ფილების რღვევა ან ციური სხეულების ვარდნა.
არსებობს კონცეფცია-საკრალური გეოგრაფია, რომელიც შეისწავლის არამარტო გეოგრაფიულ ობიექტებს, არამედ დადებითი და უარყოფითი ენერგიის მომცველი ძალის ადგილებს. იმ ადგილებს, სადაც ხდება დედამიწის ქერქის გადაადგილება, მდებარეობს ძველი ვულკანური კრატერები, ტექტონიკური ნასხლეტები, მყინვარები ან მოხდა ციური სხეულების ვარდნა. იქ, ღრმა ფენების ძალა არღვევს თავისი საკუთარ საზღვარს და ძლიერ გავლენას ახდენს მიმდინარე მოვლენებზე.
უარყოფითი ენერგიის წერტილების თემას-ეშმაკის გოდოლებს სწავლობდა ფრანგი ფილოსოფოსი რენე გენონი. მან მიიღო ისლამი და შეუდგა აღმოსავლური მეტაფიზიკის შესწავლას. საცხოვრებლად გადავიდა ეგვიპტეში, იქ დაოჯახდა, ცოლად მოიყვანა წინასწარმეტყველ მუჰამედის ქალიშვილ ფატიმას შთამომავალი.
რენე გენონი |
გენონი ეძებდა პირველსაწყის რელიგიურ ტრადიციას, რომელიც მისი აზრით, კაცობრიობამ ისტორიული პროცესების დროს ძალიან დაამახინჯა. ფრანგი ფილოსოფოსი, ეზოთერიკოსი განსაკუთრებული ყურადღებით სწავლობდა ძველეგვიპტურ რელიგიურ სისტემას. დარწმუნებული იყო, რომ ის გახლდათ ყველაზე ძველი, უფრო ზუსტად, ნასესხები ერთ-ერთი წინარე რელიგიიდან. ამასთან, გენონი კარგად ერკვეოდა სუფიზმის ნიუანსებში.
გენონის თავმოყრილი ინფორმაციიდან ირკვევა. რომ დედამიწაზე არსებობს შვიდი ეშმაკის გოდოლი-ძლიერი უარყოფითი ენერგიის შვიდი ცენტრი. გადმოცემით, სწორედ ასეთ ადგილზე ჩამოვარდა შვიდი დაცემული ანგელოზი ზეციდან. გეოლოგიური კუთხით, ამ ადგილებში უნდა იყოს ხვრელები დედამიწის ქერქში. მიაჩნიათ, რომ ამ ხვრელების ენერგიის საშუალებით შესაძლებელია ჯოჯოხეთის სულებთან კონტაქტი და ბოროტი ძალის დაუფლება, რომელიც მოგანიჭებს დედამიწაზე ძალაუფლებას. ასეთი ადგილების ძიებით იყო დაკავებული მესამე რაიხი.
გენონის თანახმად, გოდოლები წარმოადგენს შვიდი პოლუსის (aqtaab) სუფიური ტრადიციის თავისებურ ანტითეზას, ძალის ადგილს. ეშმაკის გოდოლები გახლავთ საკრალური გეოგრაფიის მითოლოგემა. სახელწოდება ნიშნავს ბუნებრივ ანომალიებს ან გეოლოგიურ წარმონაქმნებს დედამიწის სიღრმეში ჭის, მაღაროს, ქვაბულის სახით, დაცემულ ანგელოზთა ჩამოვარდნის ადგილს უხსოვარ დროს, სადაც შესაძლოა აიგო საკულტო ნაგებობები-სათანადო გაგებით გოდოლები.
ამ ტერმინმა ყურადღება მიიქცია უილიამ სიბრუკის წიგნის "თავგადასავლები არაბეთში" პუბლიკაციის შემდეგ. ეს იყო ავტორის ბელეტრიზებული დღიური მცირე აზიაზე. იეზიდებისადმი მიძღვნილ თავში საუბარი მიდის შვიდ გოდოლზე, რომლებიც მდებარეობს აზიის მთების მწვერვალებზე-მანჯურიიდან ქურთისტანამდე, რომელთა საშუალებით ვრცელდება ოკულტური ვიბრაციები და ნერგავს ბოროტებას მსოფლიოში. ერთ-ერთ გოდოლს სიბრუკი აღწერს დაწვრილებით: ესაა მთავარი სალოცავი ეშმაკის თაყვანისმცემელი იეზიდებისთვის, რომლის ქვეშ დიდი გამოქვაბულია, წყალქვეშა მდინარით. ადგილი, სადაც ტარდება ოკულტური რიტუალები-მსხვერპლშეწირვა. ნახევარი საუკუნის შემდეგ სიბრუკის ტექსტი სიტყვასიტყვით გადაწერა ცნობილმა სატანისტმა და ალისტერ კროულის ბიოგრაფმა ლავეიმ.
იეზიდიზმი უძველესი გნოსტიკური რელიგიაა, რომლის წარმოშობა გაუგებარია. მისი ადეპტები არიან ეთნიკური ქურთები, ეთაყვანებიან ანგელოზ-დემიურგს, რომელსაც ღმერთმა გადასცა შექმნილი სამყარო. ამ ანგელოზის სახელია აზაზილი. იეზიდთა კოსმოგონიის შედარება გნოსტიკურ მითოლოგიასთან საშუალებას გვაძლევს გავაიგივეოთ ის სატორნილის (გნოსტიკოსი) და ოფიტთა სექტის პირველქმნილ შვიდ ანგელოზთან, ხოლო მალაქ ტაუსი დიდ არქონტთან. მეორე მხრივ, აზაზილი სხვა არავინაა თუ არა, ანგელოზი აზაზელი ენოქის წიგნიდან (2.ენ 8), ღვთის შვილთა ერთ-ერთი დაცემული ანგელოზი, რომლებსაც ცოლად მოჰყავდათ ადამიანთა ქალიშვილები. ამავე წყაროში ჩვენ ვხვდებით ეშმაკის გოდოლის აღწერას: ღმერთი ბრძანებს აზაზელის შებოჭვას, უდაბნოში ორმოს ამოთხრას და შიგ შთაგდებას. სხვა დაცემულ ანგელოზებთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ ისინიც შეიბოჭებიან დედამიწის ბორცვებქვეშ....სანამ არ აღსრულდება უკანასკნელი მსჯავრი. წინასწარმეტყველი დანიელი (11:38) სატანას უწოდებს გოდოლების ღმერთს.
ცოტამ თუ იცის, რომ ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი მარტო მწერალი და "პატარა უფლისწულის" ავტორი კი არა, ეზოთერიკოსიც იყო. ძალის ადგილის წარმოქმნის ტექნიკაზე ის ყვება: "დავუშვათ, ქვა-ღორღიან უდაბნოში დევს კლდის ლოდი. ის მზისგან თავშესაფარია პატარა ცხოველებისთვის, რომლებიც ავსებენ მას საკუთარი ენერგიით. ამ ლოდის ახლოს გადიან მძიმე გზაგამოვლილი ქარავნები. დგება მომენტი, როცა ლოდი აგროვებს ენერგიის მცირე იმპულსებს და შემდეგ იწყებს მის გაცემას. თუ ამ ლოდის გვერდით აღმოჩნდება მგრძნობიარე ადამიანი, ამას ყურადღებას მიაქცევს და ქვა შესაძლოა იქცეს თაყვანისცემის ობიექტი. თავად ქვა კი მოახდენს უფრო მეტი ენერგიის აკუმულირებას და შემდეგ იმოქმედებს გარემოზე."
ზუსტად ამგვარად, საკურთხევლის ქვები, სადაც ტარდებოდა მსხვერპლშეწირვა, ხდებოდა შავი ძალების ობიექტები. ისინი გარკვეულ ღმერთებს ეძღვნებოდა. მათ მიმართავდნენ მტრების შემოსევის დროს დახმარებისთვის და თხოვდნენ გამანადგურებელი ძალა მიემართა მტრის წინააღმდეგ. ამ რიტუალს ასრულებდნენ ქურუმები.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს კონტრინიციაციის შვიდი უმაღლესი ცენტრი-უმაღლესი დემონური ინიციაციის ცენტრი, რომელიც ერთდროულად წარმოდგენს თანამედროვე მსოფლიოზე ეშმაკეული ზემოქმდების პოლუსებს-ეშმაკის შვიდი გოდოლი. ეზოთერიკოსი რენე გენონი სწორედ ამ ცენტრებს ახასიათებს.
საინტერესოა, რომ თანამედროვე ფრანგი მკვლევარი ჟან-მარკ ალემანი თავის ნაშრომში "რენე გენონი და შვიდი ეშმაკის გოდოლი" ამატებს სხვა, სრულიად მოულოდნელ წყაროს. ესაა დანტეს "ჯოჯოხეთის" 31-ე სიმღერა("გოლიათთა ჭა") და კათოლიკე მისტიკოსის ნეტარ ანნა კატერინა ემერიხის ხილვებს, რომელშიც ის ყვება, რომ გოლიათებმა, თუბალ-კაენის შვილებმა ააგეს გოდოლები და ციხესიმაგრეები მთებში. ალემანის კვლევებში გოლიათები გაიგივებული არიან ქშატრიების კასტასთან, რაც საერთოს ნახულობს გენონის სწავლების კონტექსტში "ქშატრიების ჯანყთან".
ალემანის "გოდოლების" გეოგრაფიული ლოკალიზაციის ადგილები |
ამ კონცეფციაში რიცხვი შვიდი ფიგურირებს, ვინაიდან მას გააჩნია საკრალური მნიშვნელობა, მაგრამ სავარაუდოდ დედამიწაზე ასეთი ზონა უფრო მეტი უნდა იყოს და რა თქმა უნდა, არა ყველა ეშმაკის. ვინაიდან გენონისთვის ხელმისაწვდომი წყაროები გვამცნობენ კონკრეტულად შვიდს, საინტერესო იქნება მათი ლოკაციის გარკვევა.
პირველი ორი რაიონი-ნიგერი და სუდანი. ნიგერის ტერიტორია შედგება პრეკამბრიული ვულკანური ქანებისგან, რომელიც ბევრ ადგილზე ამოსულია ზევით. ათი ათასი წლის წინ-საჰარაში გვალვების დაწყებამდე ყვაოდა კიფიური კულტურა (ადრეული ნეოლითის ხანა)-ერთ-ერთი მაღალი ადამიანების (1,80მ) შექმნილი განვითარებული ცივილიზაცია. ნიგერის ტერიტორიაზე მდებარეობს რკინის, ურანისა და ნავთობის საბადოები.
მეორე რაიონი-სუდანი-ერთ-ერთი უძველესი ცივილიზაციის ადგილი. მისი მოსახლეობა ენათესავებოდა ეგვიპტელებს. ქვეყანა მდებარეობდა ნილოსის ზემო წელში და გასასვლელი ჰქონდა წითელ ზღვაში, ამიტომ მეროელები ფლობდნენ ზღვაოსნობის ხელოვნებას. სუდანის მთელი ტერიტორია განიცდის ძლიერ გეოლოგიურ ძვრებს, ვინაიდან მდებარეობს მცოცავ ტექტონიკურ ნასხლეტებზე-რიფტზე. ამ მოვლენას ახასიათებს ბლოკების გადაადგილება და დედამიწის ქერქის დნობა. შედეგად ზედაპირზე ამოდის მაგმის უზარმაზარი ველები, რომელსაც შეუძლია ითუხთუხოს ათასობით წელი-მანტიური პლუმი.
უშველებელი პლუმებიდან უამრავი პატარა კრატერით არის შექმნილი ფინეთისა და ნორვეგიის ტერიტორია. კრატერების ნაწილი ფინეთში კუნძულებზე მდებარეობს, ხანდახან მათი სიღრმე 80 მ-ს აღწევს. ეს ხელშესახები ძალის ადგილებია, სადაც აღმოსავლეთის ბრძენებს არ ჰქონდა წვდომა. სამაგიეროდ ფინელებს ჰქონდა არაჩვეულებრივი მაგიური მონაცემები.
მესამე ეშმაკის კოშკი-სირია. მის ტერიტორიაზე გადის სომალის რღვევის ხაზი (რომელიც შემდეგ გადადის იტალიაში, გერმანიასა და ნიდერლანდებში). გუმილიოვის კვლევების თანახმად, ლეგენდარული შამბალა სირიაშია. აქ მდებარეობს უძველესი ვულკანური მასივი ელ დრუზი. აქ, უძველეს დროს სახლობდნენ ფინიკიელები-უძველესი მეზღვაურები.
მეოთხე ადგილი-შუამდინარეთი, შუმერი-ახლანდელი ერაყი. ის ესაზღვრება სირიას. კიდევ ერთი უძველესი ცივილიზაცია, რომელიც ყვაოდა ნეოლითის ხანაში. აქ აღმოჩენილია უძველესი ტაძრები უცნაური სკულპტურებით და ფრესკებით, რომლებსაც გააჩნია აშკარად დემონური ხასიათი. ამ მიწაზე ცხოვრობდნენ ასირიელები, შემდეგ სპარსელები. აქაა ძველი ბაბილონი დაუმთავრებელი კოშკით. აქ გარდაიცვალა ალექსანდრე მაკედონელი.
მეხუთე ადგილი-თურქმენეთი. ესაა მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია. აქ მდებარეობს ტიან-შანის გამარჯვების პიკი (7439 მ), ყველაზე მეტი სიკვდილის მომტანი ადგილი დედამიწაზე, სადაც ყოველ სეზონზე იღუპებიან ალპინისტები.
ტიან-შანის ქედები შექმნილია პალეოზოური და პრეკამბრიული მეტამორფული და ვულკანოგენური ქანებისგან: პლანეტის ფორმირების დროს ისინი ზღვის ფსკერზე იყო. გამარჯვების პიკის მწვერვალის ახლოს მდებარეობს ძალიან უცნაური ბუნებრივი წარმონაქმნი, რომელსაც ალპინისტებმა ობელისკი დაარქვეს. მათ კონუსის ფორმა და მუქი სილუეტი აქვს, მკვეთრად გამორჩეული თოვლზე. ბევრ ტრაგიკული შემთხვევას ჰქონდა ადგილი უშუალოდ მის ახლოს.
მეექვსე და მეშვიდე ეშმაკის გოდოლი გენონის სიტყვებით მდებარეობს ურალთან ახლოს და ციმბირის დასავლეთ ნაწილში.
კიდევ რა შეიძლება ითქვას ეშმაკის გოდოლებზე და მის ესქატოლგიურ როლზე: ადამიანს შეუძლია უსაფრთხოდ იგრძნოს თავი, სანამ ახსოვს რომ მისი მისია, როგორც ღვთის მიერ შექმნილისა, არის დაცემული ანგელოზების ცდუნების მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. საკუთარი მისიის ერთგულება უზრუნველყოფს ღმერთის მხარდაჭერას. ეს მხარდაჭერა ჩვენ შეიძლება დავკარგოთ მასზე მხოლოდ ნებაყოფლობითი უარის თქმის შედეგად.
No comments:
Post a Comment