ინედიელობა გულისხმობს სხეულის სასიცოცხლო აქტივობის შენარჩუნებას საკვების გარეშე. ეს კონცეფცია არახალია, მრავალი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კულტურები აღწერდნენ ადამიანის შესაძლებლობას იარსებოს საკვების გარეშე. მაგალითად, იოგა სუტრას მესამე წიგნში აღწერილია ექსტრაორდინალური უნარის-25 სიდჰის პრაქტიკა. სიდჰებს მიეწერება მრავალი რამ: ნათელხილვა, ფსიქოკინეზი, ასევე შიმშილისა და წყურვილისგან სრული განთავისუფლება.
"იდეის არსი, რომელიც მე მეკუთვნის, მდგომარეობს იმაში, რომ ცხოვრების განვითარებამ შეიძლება მიგვიყვანოს არსებობის სხვა ფორმებთან. ახლა კაცობრიობას საკვების გარეშე არსებობა ვერ წარმოუდგენია, მაგრამ მომავალში ჩვენ არ ვიქნებით ამით შეზღუდული. ცოცხალი არსება შეძლებს სასიცოცხლო ენერგიის შესანარჩუნებლად მიიღოს ყველაფერი გარემოდან, არა საკვებით, არამედ ქიმიური ნაერთების ენერგიად გარდაქმნის რთული პროცესის შედეგად."
ჩვეულებრივ მოკვდავისთვის საკვებისა და წყლისგან განთავისუფლება არარეალურად ჟღერს. თანამედროვე ბიოლოგიის თვალსაზრისით ეს შეუძლებელია. თუმც ისტორიამ არცთუ ცოტა შემთხვევა იცის, როცა შეუძლებელი მოულოდნელად გამხდარა შესაძლებელი.
ბიგუს პრაქტიკა (ციგუნის მესამე დონე) საკვებზე დამოკიდებულებას ხსნის. მეცნიერებამ შეისწავლა პრანული კვება, შედეგები ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. კვლევების ზოგიერთი შედეგი გამოქვეყნდა ჩინური მედიცინის ამერიკულ ჟურნალში. კერძოდ, იქ აღწერილი იყო ქალის ამბავი, რომელსაც შეუძლია ფიქრის ძალით ზემოქმედება მოახდინოს ზოგიერთი მარცვლოვანის ზრდაზე.
ბევრი რელიგიისთვის მკაცრი მარხვა განუყოფელი ნაწილია. ჯაიანიზმისა და დაოსიზმისთვის ბრეთანიარელობამ საკვებისა და წყლის უარყოფა ექსტრემალურ დონემდე დაიყვანა. მათი დოქტრინის თანახმად, ყოველ ადამიანს სხეულისა და გონების გაძლიერებული ვარჯიშის შედეგად შეუძლია ისწავლოს ხანგრძლივი დროის განმავლობაში მუდმივად საკვების გარეშე, ხოლო უფრო გამოცდილებსა და გაბრწყინებულებს წყლის გარეშეც არსებობა.
ბრეთანიარიზმის არსი მდგომარეობს პრანას ცნებაში-მისტიკური ენერგია, რომელიც სანსკრიტზე ნიშნავს სასიცოცხლო ენერგიას. ინდური ფილოსოფიის თანახმად, პრანა მოიცავს მთელ სამყაროს და მიედინება ყველა ცოცხალ არსებასა და უსულო საგანში. ის ასრულებს დიდ როლს იოგას პრაქტიკაში, ინდურ ტრადიციულ მედიცინასა და საბრძოლო ხელოვნებაში. ბრეთანიარელებისთვის პრანა არის ადამიანის გაბრწყინებისთვის ენერგიის ერთადერთი წყარო. მაგრამ ამ დონის მისაღწევად, როცა შესაძლებელია მისით კვება, საჭიროა რამდენიმე ეტაპის გავლა, უარის თქმა საკვებსა და წყალზე თანდათანობით.
როგორც ამტკიცებენ ამ კულტის მიმდევრები, პირველ რიგში საჭიროა უარის თქმა ხორცეულზე-ვეგეტარიანელობაზე გადასვლა. ამის შემდეგ უნდა გახდე ვეგანი-უარის თქმა რძეზე, კვერცხზე, თაფლზე და სხვა ცხოველურ საკვებზე. საჭიროა კვება ხილით, უარის თქმა მყარ საკვებზე და ა.შ. ყოველი ეტაპი მიმდინარეობს მზის ქვეშ ჯდომის ხანგრძლივი სეანსებით, სასურველია თვალგახელილი. ამ ყველაფრის გულდასმით შესრულება და წლების განმავლობაში პრაქტიკა, ადრე თუ გვიან მიგიყვანს გაბრწყინებამდე და გახდები პრანას მომხმარებელი.
რომ ეს ნამდვილად ასე ხდება, ამის მტკიცებულებად ბრეთარიანელებს, როგორც წესი, მაგალითისთვის მოჰყავთ რამდენიმე ცნობილი ადამიანი. ერთი მათგანია ინდოელი იოგი პრაჰლად ჯანი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ დიდი ხმაური გამოიწვია პრესაში, როცა განაცხადა, რომ 70 წელი იცხოვრა საკვებისა და წყლის გარეშე, იკვებებოდა მხოლოდ ჰაერით და სინათლით.
მეორე ცდა ჩატარდა 2010 წელს იმავე საავადმყოფში. ამ შემთხვევაში მამაკაცს თვალყურს ადევნებდა ფიზიოლოგიის ინსტიტუტის და სხვა სერიოზული ორგანიზაციების 35 მკვლევარი. ამჯერად პრაჰლად ჯანი არ ჭამდა და არ სვამდა ორი კვირა. ამ შემთხვევაშიც, მეცნიერებმა ვერ შეამჩნიეს თავშეკავების უარყოფითი შედეგები ორგანიზმზე. ტესტის შედეგები არ გამოქვეყნებულა სამეცნიერო გამოცემებში, თუმც მეცნიერულმა საზოგადოებამ იცოდა ამ ექსპერიმენტების შესახებ. სკეპტიკოსები ეჭვობდნენ, რომ პრაჰლად ჯანის შეეძლო თავისი მოწაფეების დახმარებით, მომსახურე პერსონალის გვერდის ავლით, რაღაც საკვების მიღება ან დალევა. თუმც ჰოსპიტლის თანამშრომლები ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცს 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდნენ ექსპერიმენტის მოთხოვნილების შესაბამისად.
მხოლოდ 2012 წელს განაცხადა მეცნიერთა ჯგუფმა:
"ჩვენ მივხდით, რომ ასეთი მოვლენა ნამდვილად არსებობს. პრაჰლად ჯანიმ საკუთარი სხეულის შესაძლებლობები 15 დღის განმავლობაში გვიჩვენა. გადავწყვიტეთ, რომ არ მოვახდინოთ ამ შემთხვევის იგნორირება და შევისწავლოთ ის ყოველმხრივ. კვლევის მიზანია არა ბრეთარიანელობის დამტკიცება ან უარყოფა, არამედ პრაქტიკული მეცნიერების სფეროში მისი როგორც ახალი მოვლენის შესწავლა."
"დარწმუნებული ვარ, რომ შიმშილი საერთოდ არ არსებობს"-ამბობს ჯენეზის სანფაიერი, რომელსაც მზის მეომარი დაარქვეს. მას უკვე სამი წელია არაფერი უჭამია. სანფაიერი ბრიტანელია. მისი ნამდვილი სახელი და გვარია რიჩარდ ბლექმენი. ახალი სახელი და გვარი თავად აირჩია. Genesis-წარმოშობა, Sunfire-მზის ცეცხლი. ბავშვობიდან მისდევდა სპორტს, თამაშობდა რაგბს. მოგვიანებით გახსნა ფიტნეს კლუბი და გახდა ფიტნეს მწვრთნელი. ეს ადამიანი ამტკიცებს, რომ სამი წელიწადია რაც ბრეთარიანელია და მზის ენერგიით იკვებება. ის ამბობს,რომ მისი სხეული თავად გამოიმუშავებს აუცილებელ საკვებ ნივთიერებებს. ბრეთარიანელობა მან 18 წლის ასაკიდან დაიწყო. თავიდან უარი თქვა მომზადებულ, გადამუშავებულ საკვებზე, შემდეგ გადავიდა ხილით კვებასა და წვენების მიღებაზე. ასეთ დიეტაზე გაატარა მან 10 წელი. სამი წლის წინ კი საერთოდ უარი თქვა საკვებისა და სითხის მიღებაზე. ერთი რამ ეჭვგარეშეა და ერთმნიშვნელოვან გაოცებას იწვევს-45 წლის ეს მამაკაცი თავისი ასაკისთვის მშვენივრად და უფრო ახალგაზრდად გამოიყურება.
"საკუთარ თავზე მუშაობას წლები მოვანდომე რომ გამეგო, რასაც "შიმშილს" ვუწოდებთ, სინამდვილეში უბრალოდ საკვებზე ემოციური დამოკიდებულების ერთობლიობაა, ასევე საკვების მომნელებელი ტრაქტის იმ პროდუქტებით გაფართოება და შეკუმშვაა, რომელიც იქ მოხვდა. როგორც კი ამ ორი ფაქტორისგან განთავისუფლდებით, "შიმშილის გრძნობა" სამუდამოდ გაქრება."-ამბობს ჯენეზისი
No comments:
Post a Comment