Sunday, 12 December 2021

რატომ ხედავენ ადამიანები უცნაურ არსებებს ფსიქოდელების მიღების შემდეგ?


დიმეთილტრიპტამინი (დმთ) შესაძლოა ყველაზე ძლიერი ფსიქოდელური პრეპარატია, რომელსაც ძალუძს გამოიწვიოს ჰალუცინაციები. მას გამოიმუშავებს ადამიანის ეპიფიზი სწრაფი ძილის დროს. დმთ-ს შეიცავს ასევე ზოგიერთი მცენარე. 

ეპიფიზი დიდი ხანია წარმოდგენს გამოცანებისა და სპეკულაციის წყაროს. ჩვ.წ.აღ-მდე მე-3 საუკუნეში ბერძენმა მკურნალმა ჰეროფილემ ეპიფიზს უწოდა ტვინის ერთადერთი წყვილგარეშე ორგანო. მეცნიერებმა  მე-20 საუკუნეში გაარკვიეს, რომ ჯალღუზისებრი ჯირკვალი არის მნიშვნელოვანი ენდოკრინული ორგანო. ის ფარულად გარდაქმნის ნეირომედიატორ სერატონინს, რომელიც აუცილებელია უმაღლესი კოგნიტური პროცესებისათვის მელატონინის ჰორმონში და ასრულებს გადამწყვეტ როლს ძილის  აქტივაციისას. საბოლოოდ, 1980 წელს ნეიროქიმიკოსმა ჯეიმს კალავეიმ ივარაუდა, რომ  ეპიფიზის მელატონინი გარდაიქმნება დმთ-დ უშუალოდ სწრაფი ძილის ფაზის წინ. შესაძლოა სწორედ  ეს ენდოგენური ფსიქოაქტიური მოლეკულები ქმნიან ჩვენ სიზმრებს.

მეცნიერებს დიდი ხანია აინტერესებს ის მექანიზმი, რომლის ზემოქმედებით ადამიანი ხედავს ძალიან ნათელ და რეალურ სურათებს. განსაკუთრებით საინტერესოა, როცა ხვდება სხვადასხვანაირ უცნაურ არსებებს.

ამ ცოტა ხნის წინ, მკვლევართა ჯგუფმა გამოკითხა ფსიქოდელების მომხმარებელი 2500 ადამიანი, რათა გაერკვია რა უცნაურ არსებებს ხვდებოდნენ ისინი შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში და რა შთაბეჭდილება რჩებოდათ მათ.

როგორც Big Thinkიტყობინება, შედეგები ძალიან საინტერესო აღმოჩნდა, განსაკუთრებით როცა გაირკვა, რომ ადამიანთა უმეტესობას არ აშინებდა ეს ფანტასტიკური არსებები, უფრო მეტიც, ისინი საკუთარ გამოცდილებას დადებითად და მნიშვნელოვნად აფასებდნენ. ამასთან, უმეტესობა ირწმუნებოდა, რომ არსებები ჩვეულებრივი ჰალუცინაციებისთვის მეტისმეტად რეალური ჩანდნენ.   

ფსიქოდელურ პრეპარატ დმთ-ს შეუძლია გამოიწვიოს ძლიერი ხილვები. პატარა დოზებისას ადამიანს ეჩვენება ფრაქტალური მოხაზულობა, გეომეტრიული ფიგურები და  გარშემო არსებული ფიზიკური სივრცის გამრუდება. მაგრამ დოზის გაზრდასთან ერთად ყველაფერი უფრო უცნაურ სახეს იღებს.  დმთ-ს მომეტებული დოზის მიღებისას ადამიანი ხშირად აწყდება არსებებს, რომლებიც თითქოს იმყოფებიან  განცალკევებულ, სხვა რეალობაში. ამ არსებების ფორმა და ბუნება ერთმანეთისგან განსხვადება. ზოგიერთისთვის ასეთი შეხვედრები ცვლის წარმოდგენას არსებულ რეალობაზე, იმქვეყნიურ ცხოვრებასა და ღმერთზე.


ჩატარებული გამოკითხვა წარმოგვიდგენს უფრო დაწვრილებით ინფორმაციას ამ შეხვედრებთან დაკავშირებით. გამოკითხვის შედეგები დაიბეჭდა ჟურნალში "Journal of Psychopharmacology", რომელიც შეიცას 2561 პასუხს დმთ-ს მიღების შემდეგ ამ არსებებთან შეხვედრის შესახებ. გამოკითხულ რესპომდენტთა უმეტესობა იყენებდა დმთ-ს  შემცველ პრეპარატებს (ათზე არანაკლებს). 99% პროცენტს ამ ხილვებმა დაუტოვა ძლიერი ემოციური გამოძახილი, 65% განიცადა სიხარული, 63% ნდობა, 61% გაოცება, 59% სიყვარული და 48% სიხარული. 41% რესპოდენტმა ასევე განიცადა შიში, თუმც უარყოფითი ემოცია-სევდასა და ზიზღზე განაცხადა მხოლოდ 13% და გამოკითხულთა 4%-მა. გამოკითხულთა 81%-ს ხილვები მეტად რეალურად მოეჩვენა. აი, როგორ აღწერს ერთ-ერთი მათგანი საკუთარ გამოცდილებას:
რაღაც აუწერილი წარმოდგენა გამიჩნდა-ის განზომილება, რომელშიც მე და ის არსება შევხვდით, მეტისმეტად რეალური იყო, ვიდრე ის რეალობა რომელშიც ვცხოვრობ. ის გახლდათ ბევრად იმაზე მართალი, რაც კი ოდესმე განმიცდია.

გამოკითხულთა ნაწილი ამ არსებებს უწოდებდა ანგელოზს, ელფს და ა.შ. უმეტესობა ამბობდა, რომ ეს არ იყო ჰალუცინაცია. ისინი მიჩნევდნენ, რომ ნანახი არსებები იყვნენ რეალური, მაგრამ მყოფი რომელიღაც სხვა განზომილებაში ან რეალობაში. მხოლოდ 9% ფიქრობდა, რომ ნანახი არსებები იმყოფებოდნენ მხოლოდ საკუთარ შინაგან ცნობიერში. რესპოდენტთა მეოთხედმა თქვა, რომ  შეხვედრამდე ათეისტი იყო და აქედან მხოლოდ 10%-მა განაცხადა, რომ ისევ ათეისტად დარჩა.

კვლევის დროს ასევე გაირკვა, რომ დმთ-ს მიღების დროს ხილვებს აქვს ბევრი საერთო კლინიკური სიკვდილის ხილვებთან.

არსებობენ თუ არა დმთ-ს არსებები რეალურად სხვა განზომილებაში, თუ ეს ნამდვილი ჰალუცინაციებია, რომლის გენერირებას ახდენს ტვინი და ვიზუალური დამუშავების სისტემას თრგუნავს ძლიერი ტრიპტამინით? აწ გარდაცვლილი ამერიკელი ეთნობოტანიკოსი ტერენს მაკენა თვლიდა, რომ დმთ-ს არსებები, რომელსაც  მან დაარქვა მექანიკური ელფები, იყვნენ ნამდვილი. 

აი, როგორ აღწერა მან დმთ-ს გამოცდილება:

მე დავეცი იატაკზე; განვიცადე მანამდე დავარდნის ჰალუცინაცია ფრაქტალურ გეომეტრიულ სივრცეში, რომელიც შედგებოდა სინათლისგან; შემდეგ მოვხვდი პაპის კუთვნილ სამლოცველოში, იქ იყვნენ მექანიკური ელფები-მწერები, რომლებიც მაჩვენებდნენ უცნაურ პატარა დაფებს გამოუცნობი წარწერებით. გაოგნებული და სრულიად შოკირებული ვიყავი, ვინაიდან სულ რამდენიმე წამში ჩემი მოლოდინი და წარმოდგენა ბუნებაზე თვალწინ ჩამოიშალა, რისი გადალახვაც  ვერ შევძელი. ეს თვითგარდასახული მექანიკური ელფები ლაპარაკობდნენ ფერად ენაზე, რომელიც გარდაიქმნა ფაბერჟეს მსგავს მბრუნავ მანქანად, მაგრამ დამზადებული იყო ლუმინესცენტური სუპერგამტარი კერამიკით და თხევადკრისტალური გელებით. ყველაფერი ისეთი უცნაური, უცხო იყო, რომ  გახლდათ სრული შოკი-მხედველობაში მაქვს ჩემი ინტელექტუალური სამყაროს შიგნიდან გამობრუნება.

მაკენა თვლიდა, რომ მექანიკური ელფები არსებობენ ალტერნატიულ რეალობაში-აქტიური ინტელექტის მძვინვარე სამყაროში, ზეადამიანურში, ზეგანზომილებაში, მეტისმეტად უცხო პლანეტარულურ სივრცეში.  ტერენსი არ იყო პირველი ვინც დაიჯერა, რომ დმთ არის კარი სხვა განზომილებებეში. 

ამაზონის აუზის აბორიგენები საუკუნეების განმავლობაში იყენებედნენ აიაუასკას სასმელს რელიგიური რიტუალების დროს, რომელიც შეიცავს დმთ-ს. არავინ იცის როდის დაიწყეს მათ ექსპერიმენტები ამ ფსიქოდელური სასმელით. ტროპიკული ეკვატორის მოსახლეობა თვლიდა, რომ აიაუასკას სასმელი უბრალო ადამიანებს, არამარტო შამანებს, აძლევდა საშუალებას ესაუბრა ღმერთებთან.


მე-19 საუკუნის ეკვადორელი გეოგრაფი ვილიავისენსიო წერდა ამაზონ შამანებზე, რომლებიც მტრებთან ბრძოლის გეგმის განსაჭვრეტად აიაუასკას გამოყენებით უკავშირდებოდნენ სულებს.

დმთ-ს განცდების კვლევები დასავლეთში დიდი ხნის განმავლობაში იშვიათი მოვლენა გახდა, მაგრამ საინტერესო. ფსიქიატრმა რიკ სტრასმანმა დმთ-ს პირველი ცდები ადამიანზე ჩაატარა ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტში 1990 წლების დასაწყისში. ამ რევოლუციური გარღვევის დროს, სტრასმანს დმთ შეჰყავდა ინტრავენური გზით 60 მოხალისესთვის. მათგან ნახევარზე მეტი აღწერდა შეხვედრას არსებებთან, რომლებიც ჰგავდნენ  კლოუნებს, ელფებს, ანგელოზებს, დემონებს, რობოტებს და ა.შ. ამ ცდების შედეგად სტრასმანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ეპიფიზს-ჯალღუზისებრი სხეულს სტრესის მდგომარეობაში შეუძლია გამოიმუშაოს ტვინში დმთ, რათა გამოიწვიოს ექსტრაორდინალური ტრანსპერსონალური განცდები. მან მიიჩნია, რომ ნათელმხილველები და წინასწარმეტყველები მთელი ისტორიის განმავლობაში სავარაუდოდ განიცდინენ დმთ-ს ჭარბი რაოდენობის სეკრეციას. ამ ჰიპოთეზამ საკმაო პოპულარულობა მოიპოვა. 1950 წლიდან 90-იან წლებამდე ენდოგენური დმთ ითვლებოდა ფსიქოპათოლოგიის მთავარ გამომწვევ მიზეზად. თუმც კვლევებმა აჩვენა, რომ ჩვეულებრივ ადამიანის დმთ-ს დონე არ განსხვადებოდა ფსიქიკური აშლილობით დაავადებულისგან. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლამ აშშ-ში შეუძლებელი გახადა ამ კვლევების გაგრძელება.
მე არ ვიყავი არც ინტელექტუალურად, არც ემოციურად მზად კონტაქტისთვის იმ სიხშირით, რომელიც არსებებთან გვქონდა ჩვენი კვლევების დროს და არც იმ სრულიად უცხო სახის განცდებისთვის.-წერდა სტრესმანი თავის წიგნში "DMT The Spirit Molecule"(დმთ- სულის მოლეკულა).

აკრძალვა აბსურდი გახდა ეთნობოტანიკოს ტერენს მაკენასთვის. 1991 წელს სტენფორდის უნივერსიტეტში ჩატარებულ ლექციაზე მან განაცხადა, რომ დმთ-ს მიღების შემდეგ, დაუჯერებელი განცდების გამოყენება შესაძლებელი იყო არამარტო თერაპიაში, არამედ ადამიანის სულის გამოსყიდვისთვისაც

სტრესმანი და მაკენა 1986 წელს შეხვდნენ ერთმანეთს  ესალენის ინსტიტუტში- კალიფორნია. ტერენსთან ჩემი მეგობრობა რომ არა, არა მგონია  შემესწავლა დმთ-თქვა მოგვიანებით სტრესმანმა. ამ შეხვედრის შემდეგ დაიწყო სტრესმანმა თავისი რთული, მაგრამ წარმატებული გამბიტი, რათა მიეღო ნარკოტიკებთან მებრძოლი სამმართველოს ნებართვა ცდების ჩატარებაზე დმთ-ს მოხალისეებთან. სტრესმანისთვის დმთ იქცა სულის მოლეკულად.


 ეს საკითხი სტრესმანისთვის იყო გამოწვევა, რამაც უბიძგა გამოეკვლია ფსიქოდელური ჯალღუზისებრი სხეული. მისი ვარაუდით, ეპიფიზს შეუძლია გამოყოს დიდი რაოდენობით დმთ მეტისმეტად სტრესული ეპიზოდების დროს ცხოვრებაში, განსაკუთრებით დაბადებისა და გარდაცვალებისას. ტიბეტური ბუდიზმის შესწავლის დროს მას დაებადა კითხვა: გარდაცვალებისას შესაძლოა თუ არა სასიცოცხლო ენერგია ორგანიზმიდან გამოდიოდეს ჯალღუზისებრი ჯირკვლის საშუალებით? იქნებ, სწორედ მდინარის მსგავსად გადააქვს დმთ-ს სული ლიმინალურ ფაზაში, როგორც ნათქვამია "ტიბეტურ მიცვალებულთა წიგნში". მან მიიჩნია, რომ დმთ ასრულებს სულიერი ანტენის ფუნქციას: გადის ზუსტად ორმოცდაცხრა დღე ჩასახვიდან-ჯალღუზისებრი სხეულის გაჩენის პირველი ნიშნებიდან და ემბრიონში შედის სული. ამ თეორიამ დიდი გავლენა იქონია ეზოთერულ წრეებსა და  ჩრდილოეთ კარლიფორნიის სტრესმანის ბუდისტურ საზოგადოებაზე.

სტრესმანის ცდებში მონაწილე მოხალისეების მონათხრობები შეიძლებოდა განხილულიყო როგორც მტკიცებულება სულიერი განცდებისა. მოჩვენებითი გადასვლა პარალელურ რეალობაში გვაგონებს თეოსოფიურ მეთოდს, მოგზაურობას ასტრალში, სადაც ადეპტები ტოვებენ საკუთარ სხეულს რათა მოიპოვონ წვდომა უმაღლეს გონთან და გამოაღვიძონ თავისი შინაგანი ღვთაებრიობა. სტრესმანის ზოგიერთი მოხალისის ისტორიას გააჩნდა უცნაური მსგავსება გონიერ კოსმიურ ევოლუციასთან, რომელიც აღწერა ელენა ბლავატსკაიამ "საიდუმლო დოქტრინიაში".

სტრესმანი კვლავ აგრძელებს ჩვენი წარმოსხვის გამოწვევას. ნეირობიოლოგ ენდრიუ ჰალიმორთან ერთად ოკინავას (იაპონია) სამეცნიერო-ტექნიკურ ინსტიტუტში მან გამოაქვეყნა დმთ-ს შეყვანის ფარმაკოლოგიური მოდელი მოხალისეებისთვის კონტროლირებადი ინტრავენური ინფუზიის დახმარებით-ტექნიკა, რომელსაც შეუძლია ტვინში შეინარჩუნოს ნივთიერების სტაბილური კონცენტრაცია. თუ მართლა გაჩნდება ე.წ. დმთ მანქანა, ის შეძლებს 20 წუთიანი თრიპის გახანგრძლივებას ხუთი საათით და რეალობად აქცევს ფსიქოდელურ მოგზაურობას.

დღემდე არ წყდება დავა, შეუძლია თუ არა ადამიანის ეპიფიზს გამოიმუშაოს საკმაო რაოდენობით დმთ ფსიქოდელური ეფექტისთვის. კვლავ  მიმდინარეობს ამ თეორიის სანდო მტკიცებულებების ძიება. 






No comments:

Post a Comment