ტიბეტელი მილარეპას გზა მრავალსაუკუნოვანი განხილვისა და მიბაძვის საგანია. ის მაგალითია იმასა, თუ როგორ შეიძლება ძლიერი სულითა და თავდაუზოგაობით მიაღწიო გაბრწყინებას. მისი ლექსები ზეპირსიტყვიერად გადაეცემა თაობიდან თაობას. მილარეპას სახელი მან მიიღო ტიბეტურ იოგურ პრაქტიკაში წარმატების მიღწევის შემდეგ. წარმატებულ იოგებს ანიჭებდნენ "რეპას" სახელს.
მილარეპა ცხოვრობდა და მოღვაწეობდა მე-11 საუკუნეში. დაიბადა შეძლებულ ოჯახში. მამა ადრე გარდაეცვალა. ბიძამ მიისაკუთრა ძმის ქონება, რომელიც მილარეპასა და დედამისს ეკუთვნოდა. დედამ გულში ჩაიდო წყენა. შვილი წამოიზარდა თუ არა, დაარწმუნა რომ შეესწავლა მაგიის ხელოვნება, რათა ამ გზით სამაგიერო გადაეხადა მაზლისთვის და შური ეძია მასზე.





















