თანამედროვე კარნავალები წარმოადგენს ძველი წარმართული დღესასწაულის ''სატურნალიების" გამოძახილს.'სატურნალიის" დღესასწაული რომთან ასოცირდება, მაგრამ მას უფრო ღრმა ფესვები აქვს. ცოტამ თუ იცის, რომ ეს დღესასწაული კუნძულ კრეტის სახელს უკავშირდება. სწორედ იქ ჩაისახა პირველად საკარნავალო დღესასწაული. კრეტაზე ეს დღესასწაული გახლდათ მიძღვნილი ჰერმესისადმი. კუნძული კრეტა კი მითებითა და ლეგენდებითაა მოსილი. კრეტის მეფე მინოსს კოლხეთის ძლევამოსილი მეფის, აიეტის და ჰყავდა ცოლად. დღესასწაულის დროს დიდგვაროვანი დროებით ხდებოდა მონა და ემსახურებოდა თავის მონას. მონები ქეიფობდნენ, ბატონები კი ემსახურებოდნენ მათ.
კუნძულ კრეტიდან საკარნავალო დღესასწაულმა საბერძნეთში გადაინაცვლა. ამაში დიდი როლი შეასრულა დიონისეს კულტმა. დიონისე ითვლებოდა მევენახეობისა და მეღვინეობის ღვთაებად. დიონისური დღესასწაულის დროს ხდებოდა ღვინის ჭურების ახდა. დიონისე ნიშნავს ღმერთს ნისადან. ქალაქი, რომელიც დაარსა ღმერთმა გამოქვაბულთან ახლოს, სადაც თავად დაიბადა და გაატარა ბავშვობა, სადაც იზრდებოდა ვენახი. ასეთ ადგილს ეძებდნენ ბევრგან.
დღესასწაულის დროს, ბერძნები საზეიმოდ აღნიშნავდნენ დიონისეს შემობრძანებას ხომალდით ნავსადგურში, რომელსაც რომაელებმა მოგვიანებით carrus navalis––ხომალდი გადამზიდი უწოდეს. დიონისეს თან ახლდა თხის ტყავებსა და ნიღბებში გამოწყობილი ადამიანთა ჯგუფი–სატირები, რომლებიც ღმერთს მუდამ თან დაჰყვებოდნენ. ქურუმი და სატირები საქებარ სიმღერებში(დითირამბები) აცნობდნენ დამსწრეთ ღმერთ დიონისეს მოგზაურობისა და ტანჯვის შესახებ. დიონისეს ამ რიტუალიდან გაჩნდა სწორედ ბერძნული ტრაგედია. თავად სიტყვა "ტრაგედია" "თხების სიმღერას" ნიშნავს. კომედია კი ამ დღესასწაულის მხიარული, საკარნავალო სანახაობის შედეგად ჩაისახა. დიონისესადმი მიძღვნილი პროცესია მისი სახელობის ტაძრისაკენ მიეშურებოდა. მხიარულება გათენებამდე გრძელდებოდა. დღესასწაული ნოემბერ–დეკემბერში ტარდებოდა. მას გარკვეულწილად ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის მოსვლის მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო გაზაფხულის გამარჯვება ზამთარზე. თავად დიონისეს გამოსახულებას და მის თანხმლებ სატირებს თავი დამშვენებული ჰქონდათ ყვავილებისა და ვაზის ყლორტებისაგან გაკეთებული გვირგვინებით.
დღესასწაულის დროს, ბერძნები საზეიმოდ აღნიშნავდნენ დიონისეს შემობრძანებას ხომალდით ნავსადგურში, რომელსაც რომაელებმა მოგვიანებით carrus navalis––ხომალდი გადამზიდი უწოდეს. დიონისეს თან ახლდა თხის ტყავებსა და ნიღბებში გამოწყობილი ადამიანთა ჯგუფი–სატირები, რომლებიც ღმერთს მუდამ თან დაჰყვებოდნენ. ქურუმი და სატირები საქებარ სიმღერებში(დითირამბები) აცნობდნენ დამსწრეთ ღმერთ დიონისეს მოგზაურობისა და ტანჯვის შესახებ. დიონისეს ამ რიტუალიდან გაჩნდა სწორედ ბერძნული ტრაგედია. თავად სიტყვა "ტრაგედია" "თხების სიმღერას" ნიშნავს. კომედია კი ამ დღესასწაულის მხიარული, საკარნავალო სანახაობის შედეგად ჩაისახა. დიონისესადმი მიძღვნილი პროცესია მისი სახელობის ტაძრისაკენ მიეშურებოდა. მხიარულება გათენებამდე გრძელდებოდა. დღესასწაული ნოემბერ–დეკემბერში ტარდებოდა. მას გარკვეულწილად ზამთრის გაცილებისა და გაზაფხულის მოსვლის მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო გაზაფხულის გამარჯვება ზამთარზე. თავად დიონისეს გამოსახულებას და მის თანხმლებ სატირებს თავი დამშვენებული ჰქონდათ ყვავილებისა და ვაზის ყლორტებისაგან გაკეთებული გვირგვინებით.
დიონისეს კულტი მცირე აზიური წარმოშობისაა და პირდაპირ კავშირშია მედიტერანებლებთან. მის კულტთან დაკავშირებული მისტერიები კონცენტრირებულია ახალგაზრდა ბაკხის (იგივე დიონისე) ალეგორიის გარშემო, რომელიც ტიტანებმა დაგლიჯეს, ისევე როგორც ოზირისი დაანაწევრა სეთმა. დაგლეჯილი ღვთაების კულტია ოზირისიც და დიონისეც. მკვლელობის შემდეგ, დიონისეს სხეულის ნაწილები მოხარშეს, შეწვეს და მიირთვეს. მხოლოდ გულის გადარჩენა მოახერხა პალადამ. ამიტომ დიონისემ შეძლო გაცოცხლება მთელი თავისი მომხიბვლელობით. ტიტანების საქციელის გამო განრისხებულმა იუპიტერმა ისინი ელვით დახოცა.
მათი ფერფლისგან შეიქმნა ადამიანთა რასა, რომელშიც დიონისეს ნაწილაკებიც იყო. ამგვარად, ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება მოიცავს დიონისეს პატარა ნაწილსაც. ვინც თვითმკვლელობას ცდილობს, ის ხელს წევს საკუთარ თავში არსებულ ბაკხის ბუნებაზე, ვინაიდან ადამიანის სხეული ირიბად ითვლება ღვთის აკლდამად. ამიტომ საჭიროა მას ზედმიწევნით გავუფრთხილდეთ. დიონისე წარმოადგენს ქვენა სამყაროს რაციონალურ სულს. პითაგორელები მას უწოდებდნენ ტიტანურ მონადას. ამგვარად, ბაკხური მდგომარეობა ნიშნავს რაციონალური სულის ერთობას თვითშემეცნების პროცესში, ხოლო ტიტანური მდგომარეობა–მიმოფანტულ რაციონალურ სულს.
ადამიანი ღმერთებს შეიმეცნებს არა ლოგიკით ან გონებით, არამედ საკუთარ თავში ღმერთის არსებობის რეალიზაციით. ტიტანების მიერ დიონისეს დაგლეჯილი სხეულის მოხარშვა, სიმბოლოა მატერიალურ სამყაროში ჩაძირვისა. ადამიანს შეუძლია იცხოვროს ტიტანურად (ირაციონალურად) და დიონისურად (რაციონალურად). დიონისეს გული წარმოადგენს რაციონალური სულის უკვდავ ცენტრს. მისი კულტის მისტერიები დაწესდა ირაციონალური, ტიტანური ბუნების მოსაშორებლად. დიონისეს სხეულის ნაწილები უნდა შეგროვდეს დედამიწის სხვადასხვა კუთხიდან. როდესაც შეგროვდება ყველა რაციონალური ნაწილი, დიონისე აღდგება. დიონისეს ქანდაკება მიჰქონდათ ელევსინის (ელოიზისის) მისტერიებზე.
''დიონისური ცხოვრება'' ქართულ სულთან ახლოს დგას, ვინაიდან მასავით ეთაყვანება მოძრაობით, ბრძოლით, ხიფათით და რისკით აღსავსე ცხოვრებას."-თ.ბუაჩიძედიონისე იყო ფალისტური ღვთაება. ამასთან ის თოთთან იყო გაიგივებული, ხოლო თოთი თავისთავად იგივე ჰერმესია. ჩანს, ეს ერთი ტრიადაა-ამიტომ ჰერმესიც ფალისტური ღვთაებაა. დიონისეს წეს-ჩვეულების აღსრულებისას ყველაზე დაძაბული წამი იყო, როდესაც ხდებოდა ღმერთის სხეულთან ზიარება, რომელსაც სიმბოლურად ცვლიდა თხა. ასეთი სახით მორწმუნე უერთდებოდა დიონისეს ზებუნებრივ ძლევამოსილებას, იქცეოდა ბაქხ-ადამიანად, ადამიან-ღმერთად.
ბერძნულ ლიტერატურულ ტრადიციაში არსებობდა ძველი მეფის ან ღმერთის დიადი საქმენი, რომელსაც გააჩნია ''კულტურული გმირის'' ყველა დამახასიათებელი ნიშანი. მას ეგვიპტელები ოზირისს, ხოლო ბერძნები დიონისეს უწოდებდნენ. სხვა ღმერთებისგან ორივეს გამოარჩევს ის, რომ ორთავეს მიწათმოქმედებისა და მევენახეობის კულტურა შეჰქონდა ყველგან, სადაც შედიოდა. ორივე ღმერთის წმინდა ცხოველი იყო ხარი-ტავროსი. წმინდა ხარის გადაყვანა კოლხეთიდან ტავრიდაში (ახლ.ყირიმი), ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთში აისახა ბოსფორის სახელწოდებაში, რაც ხარის გადასასვლელს ნიშნავს. ოზირის-დიონისეს ანტიკური ტრადიცია ერთსულოვნად აღიარებს ხალხის კეთილისმყოფელად. ოზირისის კავშირი კავკასიასთან ვლინდება სეოზირისის სახით. სვანები და ზოგიერთი ჩრდ. კავკასიელი ხალხი ყოველწლიურად აღნიშნავდა ღმერთ სეოზირისის დღესასწაულს. ამასთან დაკავშირებით ცნობას გვაწვდის დიუბუა დე მონპერე.
პლუტარქე ოზირისსა და დიონისეს ერთმანეთს ამსგავსებდა. დიონისე ტიტანებმა დაგლიჯეს, ხოლო ოზირისი სეთმა დაანაწევრა, რაც ინიციაციის დროს სიკვდილისა და გაცოცხლების სიმბოლოა-აუცილებელი სიკვდილი ინდივიდუალობისა რეინტეგრაციის წინ და შემდეგ აღდგომა, რაც ორი ერთმანეთის შემავსებელი სტადია გახლავთ-დეზინტეგრაცია და ინტეგრაცია.
რ. გრეივსი დიონისეს კულტის მისტერიათა გასაღებად თვლის ვაზის კულტურის გავრცელებას ევროპაში, აზიასა და ჩრდ. აფრიკაში. –''აშკარაა, რომ ღვინის დაყენება ბერძნებს არ გამოუგონიათ. თავიდან სათანადო ჭურჭლით შეჰქონდათ კრეტიდან. ველური ვაზი იზრდებოდა შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, საიდანაც მან როგორც კულტურულმა მცენარემ შეაღწია ლიბიის ნისას მთებში და იმავე გზით ნელ–ნელა პალესტინაში, შემდეგ–კრეტაზე. ინდოეთში ვაზი მოხვდა სპარსეთის გზით ბრინჯაოს ხანაში, ხოლო ბრიტანეთში რომ შეეღწია, მან ცნობილი ''ქარვის გზა'' გაიარა." დიონისეს ტრიუმფი იმაში მდგომარეობდა, რომ ღვინომ ყველგან გამოდევნა სხვა დამათრობელი სასმელი. ოზირისი–დიონისე თითქმის ერთნაირი მარშრუტით დადიოდა. სადაც შედიოდა ყველგან ქალაქს აარსებდა. გადმოცემით, ქალაქებს დიონისე თავისი ძიძის პატივსაცემად არქმევდა მის სახელს ''ნისა''. რომელ ქალაქსაც ნისას დაარქმევდა, ის ქალაქი სახელგანთქმული ხდებოდა მევენახეობით.
არქეოლოგებმა რამოდენიმე მათგანის ადგილმდებარეობის დადგენა მოახერხეს. გაირკვა, რომ ეს ქალაქები დიონისეს კულტის უძველესი ცენტრები გახლდათ. კავკასიაში დაფარულია უძველესი წმინდა ქალაქების ნაშთები, რომლებსაც ანტიკური ტრადიცია მიაწერდა ღვთიურ წარმოშობას. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის დროს, უზარმაზარ ტერიტორიაზე–აფრიკის უდაბნოდან დაწყებული ინდოეთის მთებამდე, არსებობდა ქალაქები ნისას სახელწოდებით –''უწმინდესი ცოდნის'' უძველესი ცენტრები, რომლებიც ლეგენდის მიხედვით თვით დიონისეს დაარსებული იყო.
როდესაც ამ კულტის მიმდევართა რაოდენობის ზრდა დაიწყო დაბალ ფენაში, რომის ხელისუფლებამ (186წ.) აუკრძალა ქურუმებს-დიონისეს კულტის შემომტანებს, ამ კულტის წეს-ჩვეულებების აღსრულება ხელისუფლების ნებართვის გარეშე. ათასობით ადამიანი დააკავეს, დაარბიეს დიონისეს საზოგადოებები, ქონებას კონფისკაცია გაუკეთდა. ბევრი თანამზრახველი სიკვდილით დასაჯეს.
დიონისეს კულტის მიმდევრებს ჰყავდათ თავისი არქიტექტორებიც და ჰქონდათ მშენებელთა ორგანიზაცია. ისინი ფლობდნენ საიდუმლო ცოდნას მიწიერი და ზეციური არქიტექტონიკის მეცნიერებათა თანაფარდობის შესახებ. სწორედ ეს მშენებლები გამოიყენა მეფე სოლომონმა ტაძრის აგებისას. ორგანიზაციის წევრები არ იყვნენ ებრაელები. მათ დიონისეს კულტთან ჰქონდათ კავშირი. ამ არქიტექტორებმა ააგეს ბევრი უძველესი ნაგებობა. ისინი ფლობდნენ საიდუმლო ენასა და ქვების მარკირების სისტემას. აწყობდნენ ყოველწლიურ შეხვედრებსა და ზეიმებს. ამბობენ, რომ ჰირამ აბიფი (სოლომონის ტაძრის ამგები) იყო ამ საზოგადოების დამაარსებელი.
No comments:
Post a Comment