Friday, 11 September 2020

ტიბეტელი წინასწარმეტყველი ნეჩუნგი



ტიბეტურ ტრადიციაში "ორაკული" გამოიყენება სულის აღსანიშნავად, რომელიც შედის მედიუმის სხეულში. მედიუმები კი ცხოვრობენ ერთდროულად რეალურსა და სულთა სამყაროში, ამიტომ შეუძლიათ ხიდის როლის შესრულება, ფიზიკური გარსის გამოყენება სულის შესასვლელად.

წინასწარმეტყველი ნეჩუნგის ანუ ნეჩუნგ ჩოჯეს (ტიბეტურად) ტრადიცია სათავეს იღებს მეხუთე დალაი-ლამას დროიდან. ნეჩუნგის საშუალებით საუბრობს დალაი-ლამას მცველი სული. დალაი-ლამას დაცვის გარდა, ნეჩუნგი ასევე არის ტიბეტის ხელისუფლების მრჩეველი, რომელიც ახლა იმყოფება დევნილობაში. პირველი ნეჩუნგი ნახსენებაი 750 წელს, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომ ის ადრეც არსებობდა. კულტურული რევოლუციის დროს ჩინეთში ნეჩუნგის მთავარი მონასტერი მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ბერები განდევნეს ქვეყნიდან. ტიბეტელებმა აღადგინეს მონასტერი ინდოეთში, დჰარამსალაში.

ნეჩუნგი უჩვენებს ადგილს, სადაც უნდა ეძებონ დალაი-ლამას ახალი გარდასახვა, წინას გარდაცვალების შემდეგ. ის ეხმარება დალაი-ლამას მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას. სწორედ ის გახლავთ ნეჩუნგის ტაძრის მთავარი. ერთ-ერთი ნეჩუნგის ტაძარი ტიბეტში მდებარეობს დრეპუნგის მონასტრიდან 1 კილომეტრში.  წინასწარმეტყველის ტრადიციას ფესვები ბუდიზმამდელ შამანიზმსა და ეკზორციზმში აქვს ფესვები გადგმული. მათი პრაქტიკა საიდუმლოებითაა მოცული და უცხოთაგან დაფარულია.

რომ გახდეს ნეჩუნგის წინაწარმეტყველი, ბერს უწევს დღის განმავლობაში ბევრი მეცადინეობა და პრაქტიკა. დიდი სცენარების დამახსოვრება და გარკვეული რიტუალების შესრულება. სული ირჩევს ბერს და ის გამოჩნდება იმავე წრიდან. უმაღლესი ლამები ატარებენ რამდენიმე გამოცდას, რათა დარწმუნდნენ, რომ მედიუმი ნამდვილად პეჰარია. დასტურის შემთხვევაში, ბერი ხდება ნეჩუნგის წინამძღვარი.

ტიბეტის სახელმწიფო წინასწარმეტყველი ნეჩუნგი დაკავშირებულია დორჯე დრაკდენის სულთან-პეჰარის ერთ-ერთ ემანაციასთან, რომელიც გახლვათ ღვთაება მცველი და პირადი მფარველი დალაი-ლამასი. ინდუიზმის გავრცელებმადე პეჰარი ტიბეტში ცხოვრობდა ტბა კუკუნორთან. მოგვიანებით, ის იქცა მთავარი ბუდისტური ტაძრის მფარველად. 

დალაი-ლამას მსგავსად ნეჩუნგის პოვნაც რთული პროცესია. შესაფერისი კანდიდატის შერჩევის შემდეგ, იწყება მისი შემოწმება, რაც ოთხი ნაწილისგან შედგება: 
  • პირველი ამოცანის მიხედვით, მედიუმს თხოვენ აღწეროს ერთ-ერთი დაბეჭდილი ყუთი.
  • მეორე ამოცანა ითვალისწინებს წინასწარმეტყველებას. ყოველი წინასწარმეტყველება იწერება. მან არამარტო უნდა აღწეროს მომავალი, არამედ ტექსტი პოეტური და ლამაზიც უნდა იყოს.
  • მესამე ამოცანით მოწმდება წინაწარმეტყველის სუნთქვა. მას უნდა ჰქონდეს ნექტარის სურნელი, რომელიც მუდამ თან სდევს რჩეულებს. ეს  ითვლება ყველაზე გამოკვეთილ და ზუსტ ტესტად. 
  • და ბოლოს, ბოლო ნიშანი სული ნამდვილად შედის მედიუმის სხეულში თუ არა, ესაა მსუბუქი განსაკუთრებული ნიშანი, რომელიც რჩეულის თავზე ჩნდება  ტრანსიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში.


პეჰარი არის დჰარმის ძლიერი მცველი. ის ჩნდება ტრანსის სეანსის დროს, როცა მედიუმი გადადის ამ მდგომარეობაში. მნიშვნელოვანი მოვლენებისას წინასწარმეტყველი ჩნდებოდა ლჰასში რელიგიური რიტუალების მიმდინარეობისას. ორაკულის ტრანსის სეანსები ძრითადად ტარდება ტაძარში, ფართო საზოგადოებისგან ფარულად. მხოლოდ ბერები იწერდნენ ყველაფერს სეანსის მიმდინარეობისას. სესიის დროს დალაი-ლამა და ტიბეტის ხელისუფლების წარმომადგენლები განიხილავდნენ მთავარ საკითხს, რომელიც ეხებოდა სახელმწიფოსა და რელიგიას. ამიტომ ასეთი საუბარი იყო კონფიდენციალური. წინასწარმეტყველს აქვს მინისტრის მოადგილის თანამდებობა, თუმც ის ჩვეულებრივი ბერია.


ტრანსის დროს ბერი ატარებს სპეციალურ რიტუალურ სამოსს. ოქროს მოსასხამის ქვეშ რამდენიმე ფენა სამოსია. კოსტუმი 30 კგ-ს იწონის.  ტრანსში შესვლამდე მას ეხმარებიან, ვინაიდან სამოსი მეტად მძიმეა. ტრანსში შესვლის შემდეგ  ბერები თავზე აცმევენ უმძიმეს ჩაფხუტს. რიტუალის დროს წინასწარმეტყველი ცეკვავს და თავსაც ხრის, რასაც ის ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ გააკეთებს მისი სამოსის სიმძიმიდან გამომდინარე.







No comments:

Post a Comment