Friday, 28 August 2020

ჭიშკარი, როგორც სიმბოლო


ჭიშკარი-ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლის არქიტეტურული სიმბოლო, დიდი საიდუმლოს ზღურბლი, უცნობი სივრცის შესასვლელი. ტაძრების გაჩენამდე ჭიშკარი წარმოადგენდა საკრალურ სიმბოლოს ორი სვეტის სახით, რომელიც ერთმანეთთან შეერთებული იყო ღერძით. ასეთი იყო ფინიკიური მელქართის სვეტები, ბაბილონის წმინდა ჭიშკარი-იშთარისა და მარდუქისა. იერუსალიმში მესიის გამოცხადებას ელოდნენ ოქროს ჭიშკრით. ჭიშკარი და კარი მიაჩნიათ გადასასვლელად მნიშვნელოვან ნაგებობაში გადატანითი მნიშვნელობით.
                                                               ბაბილონის ჭიშკარი


სპარტაში თაყვანს სცემდნენ კასტორისა და პოლიდევკის ჭიშკარს. ძველრომაული ორსახოვანი ღმერთი იანუსი იცავდა შესასვლელ-გამოსასვლელს. ზეციური ჭიშკრის მცველის ფუნქციას ასრულებს არქანგელოზი მიქაელი ან მოციქული პეტრე, რომელსაც ხელთ უპყრია გასაღები.

ჭიშკარი გამარჯვების კურთხევისა და პატივისცემის რიტუალში ასრულებდა ჯარის გასასვლელის ფუნქციას. ასეთი გასასვლელი ხისა იყო და ჩვენამდე ვერ მოაღწია. შემორჩენილია იმპერიის დროის მხოლოდ ქვის ტრიუმფალური თაღები.


ესაა Sacra Via რომში. ის ააგეს ტიტუს ფლავიუსის პატივსაცემად იუდეაზე გამარჯვების აღსანიშნავად. თაღი აიგო 81 წელს იმპერატორის გარდაცვალებისა და ღვთაებად გამოცხადების შემდეგ. თაღი მარმარილოსი იყო და მისი მიზანი რომის გამარჯვების უკვდავყოფა გახლდათ.

წმინდა სვეტი ჩრდილოეთ ინდიელების რიტუალურ პრაქტიკაში წარმოადგენდა სამყაროს საყრდენსა და ზებუნებრივი ძალის ნიშანს. ამ რიტუალის კანიბალიზმის მთავარი ნაწილი წარმოადგენდა თავად ფაქტი სვეტის აღმართვისა. კაციჭამიის სვეტი ერთდროულად დაკავშირებული იყო სიცოცხლესა და სიკვდილთან. სვეტთან მიმართვა იმ საშიშროების გაფრთხილებაა, რომელიც მისგან მოდის. ასეთ ფუნქციას ატარებს დღეს თანამედროვე ელექტროგადამცემი ბოძები, რომელსაც გამაფრთხილებელი წარწერები აქვს გაკეთებული.

ჰერმესის სვეტები ჰერმები, საიდანაც ჰერმესს მიცვალებულები გადაჰყავდა ჰადესში, ასევე წარმოადგენდა ჭიშკრის მცველებისთვის საგზაო ნიშანს. ამ სიწმინდეების დანგრევა და შეურაცხყოფა ითვლებოდა დაუშვებელ მკრეხელობად და სიკვდილით ისჯებოდა.

ქალაქის ჭიშკრებს ჰქონდა არამარტო ხალხის შეშვებისა და გამოშვების ფუნქცია, არამედ ისინი ორიენტირებული იყო სინათლის სხივზე და წარმოადგენდა რიტუალებისა და კულტების ჩატარების ადგილებს.

სინტოისტურ ტრადიციაში П-ს ფორმის თაღ-შიჭკარს ეწოდება ტორია. ტორია არის საზღვარი, რომლის იქით იწყება წმინდა სივრცე. თაღი-ზეციური კამარის სიმბოლო. ბერძნებთან ის ზევსს აღნიშნავდა, რომაელებთან-იუპიტერს.





No comments:

Post a Comment