Saturday, 19 September 2020

ჩინეთის საიდუმლო საზოგადოებები

 


ჩინეთში უხსოვარი დროიდან არსებობდა საიდუმლო საზოგადოებები, ამასთან ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში რჩეულთა ეს ჯგუფები ასრულებდნენ სხვადასხვა როლს. თუკი რომელიღაც ასწლეულში მათი მთავარი საზრუნავი ძირითადად იყო სულიერი სფერო, სხვა დროს მათი ყურადღება მიპყრობილი იყო მხოლოდ პოლიტიკაზე. ამ საზოგადოებების წევრები ხდებოდნენ სხვადასხვა ფენის წარმომადგენლები. ისინი ყოველთვის იცავდნენ ღირსებას, ჭეშმარიტებას და სიწმინდეს.

ყველაზე ცნობილ საიდუმლო საძმოდ ჩინეთში ითვლება საზოგადოება ხუნი, რომელიც დღემდე არსებობს. ბოლო მონაცემებით უფრო მეტ პოპულარობას იძენს. გადმოცემით, ეს საზოგადოება შეიქმნა ჩვ.წ.აღ-ის მე-3 საუკუნეში. საზოგადოება აღმოჩნდა ჩართული ბევრ პოლიტიკურ ინტრიგასა და ამბოხში, ვინაიდან ყოველთვის იცავდა ღარიბთა უფლებებს. ისინი ხშირად  ესხმოდნენ თავს იმპერიის კორუფციას. ხელისუფლება ყველა საშუალებას იყენებდა, რომ გაენადგურებინა ეს საზოგადოება. წევრებზე ძებნას აცხადებდნენ, დაჭერის შემთხვევაში სჯიდნენ. არაერთხელ გამოცხადდა, რომ ორდენი აღარ არსებობს, მაგრამ ის ფენიქსივით აღდგებოდა ხოლმე ფერფლიდან.

დამკვიდრებული აზრით ეს საზოგადოება უფრო ადრე არსებული ჯგუფების მემკვიდრეა. ამის დასტურად სიმბოლიკა და რიტუალები გამოდგება, რასაც მივყავართ ისტორიის სიღრმისკენ. ხუნს სრული უფლება აქვს განაცხადოს ძველი მისტერიების პირდაპირი მემკვიდრეობაზე. აღმოჩენილია გასაოცარი მსგავსება ძველ ეგვიპტესთან, კერძოდ, ხუნთა ნავი ძალიან წააგავდა რას მზიურ ნავს. ეგვიპტის "მიცვალებულთა წიგნში" აღწერილ სულის სიმბოლური აწონვის მსგავსად ხუნის რიტუალიც ასევე სრულდება.

გვიანდელი ხანის დინასტიის მატიანეებში შემორჩენილია ჩანაწერი რომელიღაც საიდუმლო საზოგადოებაზე. მიახლოებით ჩვ. წ. აღ-ის 185 წელს ორგანიზაციამ სახელად წითელქუდა მეამბოხეები, რომელიც ძირითადად სწავლულებისა და ინტელექტუალებისგან შედგებოდა, სცადა ფარული წინააღმდეგობა გაეწია მონარქიული ძალაუფლებისთვის. უამრავი უცნაური სახელწოდების ორგანიზაციები გაჩნდა ჩინეთში. როგორიცაა: ტრიადის საზოგადოება, თეთრი შროშანი, წყლის შროშანი და ა.შ. მათი სახელწოდებებიდან გამომდინარე, დამაჯერებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ საზოგადოებების სიმბოლოები და რიტუალები ნასესხები იყო ბუდიზმის, დაოსიზმისა და კონფუციანელთა ლეგენდებიდან და რიტუალებიდან. ასეთი საზოგადოებები თავისი მოღვაწეობისას ემსახურებოდნენ ეთიკურ და საგანმანათლებლო მიზნებს.

ხუნის რიტუალში იყენებენ ბევრ მოკლე ფრაზას, სავარაუდოდ მისტიკური და ოკულტური მნიშვნელობის მატარებელს. მაგალითად: გამოთქმა უფროსი ძმები, რომელიც პროზაულად აღნიშნავს ხუნის ლოჟის მაგისტრებს და ყოფილ მაგისტრებს, რაც სავარაუდოდ უნდა აღნიშნავდეს სულიერი ევოლუციის საფეხურებზე ბევრად მაღლა მდგომ არსებებს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხუნის რიტუალი გაჟღენთილია ბუდიზმისა და დაოსიზმის რწმენით. ამასთან, ორივე რელიგიაში ფიგურირებს პიროვნება, რომელმაც მიაღწია რა სულიერი განვითარების პროცესში თითქმის ნახევრად ღმერთის ბუნებას, მონაწილეობას იღებს მატერიალური სამყაროს მოწესრიგებაში და თავი ზედამხედველად მიაჩნია.

საზოგადოება ხუნს თვლიდნენ ჩინეთის მასონურ ორგანიზაციად. ხუნის ლოჟებს ხელმძღვანელობს ხუთი მაგისტრი, რომელიც ხუთ მთავარ ლოჟას ეკუთვნის. უნდა აღინიშნოს, რომ რიცხვ ხუთს ჩინეთში ყოველთვის პატივს სცემდნენ. ხელდასმის კანდიდატი შედიოდა გადაჯვარედინებული ხმლების თაღქვეშ ერთგულების დარბაზში. ფიცის დადების შემდეგ, მას ჭრიდნენ ნაწნავს. ხელდასმული ძველის ნაცვლად იცვამდა ახალ გრძელ თეთრ სამოსს და აღავლენდა ღმერთების მიმართ ლოცვებს. შემდეგ ხელდასმული იღებდა ბოძებულ სიგელს, წიგნს, სადაც ჩაწერილი იყო ფიცი და სწავლება უამრავი საიდუმლო ნიშნის აღწერით. ძმები ერთმანეთს სცნობდნენ სახლში შესვლის, ქოლგის ტარების, ფინჯანი ჩაის პირთან მიტანის, ქუდის ტარების მანერით. 

მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი პროცედურების საფარქვეშ მკვეთრად იხატება ჩინელი ადეპტის კონცეპცია, რომლის დამსახურებად იქცა მთელ მსოფლიოში ფეხმოკიდებული რწმენა იმისა, რომ ადამიანის ბუნებრივი განვითარების სტიმულირება შესაძლებელია რაღაც "ხელოვნებისა" თუ მეთოდის დაეუფლებით. და რომ არსებობს ზუსტი ფორმულები ადეპტობის მისაღწევად, რომელიც დაფარულია სხვადასხვა რიტუალსა და სიმბოლოში, რომლის ცნობა და გამოყენება შესაძლებელია. ხუნის ლოჟა ახდენდა რაღაც წმინდა კუნძულის დემონსტრირებას  ცოდვილ მოკვდავთა სამყაროში. 






No comments:

Post a Comment