ჰომუნკულუსი-შუა საკუნეების ალქიმიკოსებითვის იყო ადამიანის მსგავსი არსება, რომლის მიღება შეიძლებოდა ხელოვნური გზით.
დიდი ხნის განმავლობაში პირველი ჰომუნკულუსის შემქმნელად თვლიდნენ არნალდუს დე ვილანოვას, რომელიც ცხოვრობდა მე-13 საუკუნეში. ჰომუნკულუსის მიღების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რეცეპტი ეკუთვნის პარაცელსს მე-16 ს. ალქიმიკოსი თვლიდა, რომ სპეციალურ ჭურჭელში მოთავსებული ადამიანის სპერმა გაცხელებისას და ზოგიერთი სხვა მანიპულაციის დახმარებით ხდება ჰომუნკულუსი. ჰომუნკულუსს ის კვებავდა კოლბში დამატებული ადამიანის სისხლით. ამ არსების მომწიფების ვადა პარაცელსის მიხედვით ორმოცი დღეა, მისი სიმაღლე-26,27 სმ.
მე-17-18 საუკნეებში არსებული წარმოდგენით, ჰომუნკულუსი სპერმატოზოიდის შემადგენლობაშია, დედის ორგანიზმში მოხვედრისას იქცევა ადამიანად, ხანდახან თავად სპერმატოზოიდი იყო გაიგივებული ჰომუნკულუსთან. მსგავსმა შეხედულებამ მიიღო ანიმალკულიზმის სახელწოდება. ანიმალკულიზმის პირველი მიმდევარი გახლდათ ლევენგუკი, სპერმატოზოიდების პირველაღმომჩენი.
ძველი ტრაქტატები გვამცნობენ, რომ სწორად შექმნილმა ჰომუნკულუსმა შეიძლება მოუტანოს მის შემქმნელს საკრალური ცოდნა. ამ არსებას შეუძლია გაზიაროს ბევრ საიდუმლოს. მას შეუძლია ლაპარაკი და ყველაფერი ესმის დაბადაბისთანავე. ისინი ძალიან მადლობელნი არიან თავისი შემქმნელებისა. პატივისცემის ნიშნად, "ბავშვმა" შეიძლება "მშობელს" გაანდოს სამყაროს საიდუმლოებანი. მათ კარგად იციან როგორაა მოწყობილი სამყარო. მათ იციან რისი გაკეთებაა საჭირო წარმატების მისაღწევად. შეუძლიათ გაზიარონ ალქიმიის ზოგიერთი საიდუმლოს, თუნდაც როგორ მივიღოთ ტყვიისგან ოქრო.
No comments:
Post a Comment