სიტყვა დრუიდის ეტიმოლოგიაზე ჯერაც მიმდინარეობს დისკუსია და ბოლომდე არ არის გარკვეული. ზოგიერთი მკვლევარის აზრით ის ახლოს უნდა იყოს ირლანდიურ სიტყვა დრუის-თან, რაც "მუხის ადამიანებს" ნიშნავს. ეს თვალსაზრისი ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ ტყისა და ხის ღმერთებს საბერძნეთში უწოდებდნენ დრიადამებს. ზოგს მიაჩნია, რომ ეს სიტყვა ახლოს დგას გალურ სიტყვა დრუიდჰთან, რაც ბრძენს ან ჯადოქარს ნიშნავს.
დრუიდი-ტყეების მკვიდრი ჰარმონიულად თანაცხოვრობდა ბუნებასთან. მათ ეკრძალებოდათ ლითონის იარაღის ხმარება. თანამედროვე ისტორიკოსების, არქეოლოგების და კულტუროლოგების აზრით დრუიდები სათავეს უნდა იღებდნენ დრავიდებისგან, ასევე ჰერმესის მოწაფეებისა და კიდევ უფრო ძველი შუმერ-ასირიელი ქურუმებისგან. დრუიდთა წეს-ჩვეულებებში ჩანს ცეცხლის თაყვანისცემა როგორც ზებუნებრივი და ადამიანის ცხოვრებაზე გავლენის მქონე. მათ სწამდათ კვამლის ზებუნებრივი ძალის, თვალყურს ადევნებდნენ რომელ მხარეს გაეფინებოდა კვამლი და ამის მიხედვით წინასწარმეტყველებდნენ მოსავლის ავკარგიანობას. მთავარი კვამლთან შეხება იყო. სწორედ აქედან გაჩნდა ცეცხლზე გადახტომის ტრადიცია. ყველა ძველ რელიგიაში ერთ-ერთ წმინდა ატრიბუტად ითვლებოდა წყალი. დრუიდების დამოკიდებულება წყალთან, როგორც განწმენდის და ნაყოფიერების სიმბოლოსთან ზუსტად ასეთივე იყო. განწმენდის წეს-ჩვეულებად ითვლებოდა განბანვა. ირლანდიაში, უელსში, შოტლანდიაში წყალში აგდებდნენ ნემსებს, რასაც დრუიდები ორაკულად მიიჩნევდნენ. ამავე დროს, ნემსს აქვს სამკურნალო მაგიის უნარი. წყალი გამოიყენებოდა მკითხაობისთვისაც. ზღვის ან მდინარის ტალღების ტყლაშუნზე წინასწარმეტყველებდნენ წყალში ხომალდებისა და ხმელეთზე მოგზაურთა დაღუპვას.
ზოგიერთი გადმოცემით, ორდენის შექმნამდე წმინდა კორომებში ცხოვრობდნენ დრიადები-ქალი ნათელხილველები და ისინი დიდ ძალას ფლობდნენ. მოგვიანებით, მატრიარქატი შეიცვალა პატრიარქატით და ტყის დრიადების ნაცვლად გაჩნდნენ დრუიდები. მსგავსად ბალკანეთზე განვითარებული პროცესებისა. ბერძნების გამოჩენამდე სულიერ ცხოვრებას მართავდნენ პელაზგი ქურუმი ქალები. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ. ცნობილი მისტერიები მათი უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა. ბერძნების გაბატონების შემდეგ ქალებმა დაკარგეს თავისი როლი, თუმც კარგა ხანს სალოცავებში რიტუალები და ლოცვები მიმდინარეობდა პელაზგურად, რომელიც ბერძნებს არ ესმოდათ. სავარაუდოდ, ამ ცოდნის დაკარგვამ აიძულა არგონავტები კოლხეთში გამგზავრებულიყვნენ, ვინაიდან იქ იყო შემორჩენილი ძველი ცოდნა და სულიერი ცენტრები. მამაკაცი დრუიდებისგან განსხვავებით ქალი ქურუმები ატარებდნენ შავ სამოსს-ქალური ენერგიის მიმღები.
ზოგიერთი გადმოცემით, ორდენის შექმნამდე წმინდა კორომებში ცხოვრობდნენ დრიადები-ქალი ნათელხილველები და ისინი დიდ ძალას ფლობდნენ. მოგვიანებით, მატრიარქატი შეიცვალა პატრიარქატით და ტყის დრიადების ნაცვლად გაჩნდნენ დრუიდები. მსგავსად ბალკანეთზე განვითარებული პროცესებისა. ბერძნების გამოჩენამდე სულიერ ცხოვრებას მართავდნენ პელაზგი ქურუმი ქალები. ისინი ნათელმხილველებიც იყვნენ. ცნობილი მისტერიები მათი უშუალო მონაწილეობით ტარდებოდა. ბერძნების გაბატონების შემდეგ ქალებმა დაკარგეს თავისი როლი, თუმც კარგა ხანს სალოცავებში რიტუალები და ლოცვები მიმდინარეობდა პელაზგურად, რომელიც ბერძნებს არ ესმოდათ. სავარაუდოდ, ამ ცოდნის დაკარგვამ აიძულა არგონავტები კოლხეთში გამგზავრებულიყვნენ, ვინაიდან იქ იყო შემორჩენილი ძველი ცოდნა და სულიერი ცენტრები. მამაკაცი დრუიდებისგან განსხვავებით ქალი ქურუმები ატარებდნენ შავ სამოსს-ქალური ენერგიის მიმღები.
რომაელთა დაპყრობების შემდეგ, დრუიდები განსახლდნენ მთელს გალიასა და ბრიტანეთში. მათ ძალაუფლებას ვერავინ უარყოფდა. იყო ისეთი შემთხვევებიც, როცა ორ მოწინააღმდეგე ბანაკს ბრძოლა შეუწყვეტია თეთრებში გამოწყობილი დრუიდის ნება-სურვილით. მნიშვნელოვანი არაფერი ხდებოდა ამ პატრიარქების მონაწილეობისა და დახმარების გარეშე. ისინი იყვნენ ადამიანებსა და ღმერთებს შორის შუამავალნი. დრუიდთა ორდენს დამსახურებულად სცემდნენ პატივს ბუნების კანონების ღრმა ცოდნის გამო. მათი საყვარელი საქმიანობა იყო გეოგრაფია, ფიზიკური მეცნიერებები, თეოლოგია და ასტროლოგია. ასევე კარგად იცოდნენ მედიცინა, განსაკუთრებით ბალახები და სამკურნალო მცენარეები.
არქიდრუიდის სამოსის მორთულობაში მეტად საინტერესო თავისებურებას წარმოადგენდა iodhan moran-სიმართლის სამკერდე, რომელსაც გააჩნდა საიდუმლო ძალა და ახრჩობდა მას, ვინც ცრუობდა და ის ყელზე ეკეთა. დრუიდთა ტიარა ანგუინუმზე ამოკვეთილი იყო გამოსახულებები, რომელიც მზის სხივების განასახიერებდა და მიუთითებდა ქურუმის პერსონიფიკაციას ამომავალ მზესთან. არქიდრუიდს ქამარზე წინიდან ჰქონდა liath meisicith-მაგიური ბროში, რომლის გულში ჩასმული იყო დიდი თეთრი ქვა. მას მიაწერდნენ ქურუმის სურვილით ზეციდან ღვთიური ცეცხლის გამოხმობის უნარს. სპეციალურად გამოთლილი ქვა გახლდათ გამადიდებებლი შუშა, რომლითაც ქურუმი საკურთხეველზე ცეცხლს ანთებდა. დრუიდს სხვა სიმბოლური საგნებიც ჰქონდა. მაგ: საინტერესო ფორმის ოქროს ნამგალი, რომლითაც მუხის ხიდან ჭრიდნენ ფითრს და ნახევარმთვარის ფორმის კვერთხი-მზარდი მთვარის მეექვსე დღის სიმბოლო. დრუიდულ მისტერიებში ხელდასმა შუაღამის რიტუალის დროს ხდებოდა შუშის ნავით, რომელსაც ერქვა Cwnvg Gwydrin. ნავი მთვარის სიმბოლოა, რომელიც მიცურავდა მარადიულობის წყლებში და ინახავდა ცოცხალ ქმნილებათა თესლებს ნახევარმთვარის ნავში.
ცნობილი ოკულტისტი ელიფას ლევი შენიშნავს შემდეგს: "დრუიდები იყვნენ ქურუმები და ექიმები, რომლებიც მკურნალობდნენ მაგნეტიზმითა და თილისმებით, მათი ფლუიდების დახმარებით. უნივერსალური საშუალებები იყო გველის კვერცხები და ფითრი, ვინაიდან ისინი იზიდავენ ასტრალურ სინათლეს. მაგნიტური მოვლენების შესწავლის პროგრესის შედეგად ადრე თუ გვიან ცხადი გახდება ფითრის გამაოგნებელი თვისებები. მაშინ მივხვდებით ამ მცენარის არაჩვეულებრივ თვისებებს, რომლისგანაც ამზადებენ ნაყენსა და ნახარშს. სოკოებს, ტრიუფელებს, ხეთა წამონაზარდებს და სხვადასხვა სახის ფითრს შეგნებულად გამოიყენებენ მედიცინაში...არაა საჭირო სწრაფი წინსვლა მეცნიერებაზე ნაადრევად, რომელიც უარს ამბობს იმაზე, რასაც ძალუძს თავად მისი წინსვლა".
ფითრი ითვლება წმინდა მცენარედ არამარტო იმიტომ, რომ ის უნივერსალური მედიცინის სიმბოლოა, არამედ იმიტომაც , რომ ის იზრდება მუხაზე. მუხა დრუიდებისთვის იყო უმაღლესი ღვთაების სიმბოლო. ამიტომ რაც მასზე იზრდებოდა, ყველაფერი წმინდა იყო. წელიწადის განსაზღვრულ დროს, მზის, მთვარის და ვარსკვლავების გრკვეული განლაგებისას, მთავარი დრუიდი ადიოდა მუხაზე და სპეციალური წმინდა ნამგლით ჭრიდა ფითრს. პარაზიტ მცენარეს ახვევდნენ სპეციალურად მომზადებულ თეთრ ქსოვილში, რათა ის არ შეხებოდა მიწას და არ გადასცემოდა მისი ვიბრაციები. ჩვეულებრივ, ამ დროს ხის ქვეშ მსხვერპლად წირავდნენ თეთრ ხარს.
დრუიდები იყვნენ საიდუმლო სკოლის ხელდასმულნი, რომელიც ჰგავდა საბერძნეთის ბაკხურ და ელევსინის მისტერიებს, ასევე იზიდასა და ოზირისის კულტებს ეგვიპტეში. ამიტომ საფუძვლიანად შეიძლება ეწოდოს მას დრუიდთა მისტერია. ჩნდებოდა ბევრი კითხვა ფლობდნენ თუ არა დრუიდები საიდუმლო სიბრძნეს, რომელსაც მათ მიაწერდნენ. საიდუმლო სწავლება არასდროს იწერებოდა. ის მხოლოდ ზეპირსიტყვიერად გადაეცემოდა მომავალ თაობას სპეციალურად შერჩეული კანდიდატების საშუალებით. ზოგიერთი მკვლევარი თვლის, რომ დრუიდთა მისტერიები აღმოსავლური წარმოშობისაა.
დრუიდთა რიტუალებში მთავარ როლს არსულებდა მზის თაყვანისცემა. თავად რიტუალები ჰგავდა სამოთრაკეზე მოქმედ პრაქტიკას. მათ პანთეონში დიდი რაოდენობით იყო წარმოდგენილი რომაული და ბერძნული ღმერთები, რამაც ძალზედ გააოცა იულიუს კეისარი ბრიტანეთისა და გალიის დაპყრობის დროს. ადგილობრივები თაყვანს სცემდნენ მერკურს, აპოლონს, მარსს და იუპიტერს ისევე, როგორც ეს ხდებოდა რომანულენოვან ქვეყნებში. უდავოა, რომ დრუიდთა მისტერიები არ იყო ნასესხები ბრიტებისა და გალებისგან, არამედ ის უფრო ძველი ცივილიზაციებიდან იყო მიღებული.
დრუიდთა სკოლა იყოფოდა სამ ნაწილად. ამ სამი ნაწილიდან ყველაზე დაბალი იყო ოვატთა სკოლა. ეს იყო საპატიო წოდება, რომელიც არ ითხოვდა სპეციალურ განწმენდასა და მომზადებას. ოვატები იცვამდნენ მწვანე სამოსს. ეს ფერი დრუიდებისთვის სწავლებას ნიშნავდა. მათ უნდა სცოდნოდა ზოგიერთი რამ მედიცინიდან, ასტრონომიიდან, პოეზიიდან და მუსიკიდან. ოვატი იყო ადამიანი, რომელსაც დრუიდების ორდენში იღებდნენ პირადი ღირსებებისა და ცხოვრებისეული პრობლემების არაჩვეულებრივი ცოდნის გამო.
მეორე სკოლას მიეკუთვნებოდნენ ბარდები (ბეირდები). ისინი იმოსებოდნენ ცისფერ სამოსში, რაც ნიშნავდა ჰარმონიასა და ჭეშმარიტებას. მათ უნდა დაემახსოვრებინათ დრუიდთა წმინდა პოეზიის 20 ათასი ლექსი. ბარდებს ხშირად გამოსახავდნენ ბრიტანულ ან ირლანდიურ არფასთან ერთად, რომლის სიმები დამზადებული იყო ადამიანის თმისგან. არფას სიმები ადამიანის ნეკნების რაოდენობისა ჰქონდა. დრუიდთა მისტერიებში მონაწილეობის მიმღებთა მსურველ კანდიდატებს უნიშნავდნენ ბარდ მასწავლებელს. ნეოფიტები ატარებდნენ ზოლიან სამოსს-ცისფერი, მწვანე, თეთრი-ორდენის სამი წმინდა ფერი.
მესამე სკოლა თავად დრუიდებისა (Derwyddon) იყო. ისინი ხალხის რელიგიურ მოთხოვნილებებს ემსახურებოდნენ. ასეთი მაღალი მდგომარეობისთვის რომ მიეღწიათ, კანდიდატებს ჯერ უნდა გაევლო ბარდების საფეხური. დრუიდები ყოველთვის თეთრებში იყვნენ შემოსილი-ფერი, რომელიც მათი სიწმინდის სიმბოლო გახლდათ და იყენებდნენ მას როგორც მზის სიმბოლოს.
მთავარი დრუიდის წოდების ან ორგანიზაციის სულიერი მეთაურობის მისაღწევად, ქურუმს უნდა გაევლო დრუიდთა ორდენის ექვსი გრადუსი. (სხვადასხვა გრადუსის დრუიდები ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ კაპიშონის ფერით, ვინაიდან ყველანი თეთრ სამოსს ატარებდნენ).
ჯეიმს გარდნერს მიაჩნია, რომ ბრიტანეთში იყო ორი მთავარი დრუიდი. ერთი მათგანი იყო ინგლისში, მეორე-ირლანდიაში. შესაძლოა ისინი გალიაშიც იყვნენ. მათ უმაღლესობას ჰქონდათ ოქროს კვერთხი და მუხის ფოთლების გვირგვინი, რომელიც მდგომარეობის სიმბოლოს წარმოადგენდა. ორდენის ახალგაზრდა წევრები იყვნენ სუფთად გაპარსული და მოკრძალებულად ჩაცმული. უფროსი წევრები ატარებდნენ წვერს და არაჩვეულებრივ ოქროს სამკაულებს. ბრიტანეთის დრუიდებს განათლების სისტემა სრულყოფილი ჰქონდათ, ვიდრე მათ კოლეგებს კონტინენტზე. ამიტომ ბევრ ახლაგაზრდას გალიიდან ფილოსოფიის შესასწავლად და საერთო მომზადებისთვის აგზავნიდნენ ბრიტანეთში.
No comments:
Post a Comment