სარკის სიმბოლოს ისეთივე მახასიათებლები აქვს როგორც რეალურ სარკეს. ისაა წარმოსახვის სიმბოლო, აგრეთვე გააჩნია უნარი აირეკლოს ხილული სამყაროს რეალობა.
უძველესი დროიდან სარკე ითვლება როგორც რაღაც საპირისპირო. მისი ზედაპირზე ჩანს სახეები, ის აჩერებს და ინახავს მათ, მაგრამ მხოლოდ წამით. ლეგენდებსა და ფოლკლორში სარკეს მაგიურ თვისებებს მიაწერენ. ამიტომ მას სულების გამოსაძახებლად იყენებდნენ.
პირველი ბრინჯაოს სარკეები გაჩნდა ჩვ.წ.აღ-მდე 4-3 ათასი წლის წინ შუამდინარეთსა და ეგვიპტეში. მას მზის დისკოს ფორმა ჰქონდა. სარკე როგორც მზე, პირდაპირ კავშირიში იყო ქალის სახესთან. ის ყოველთვის ქალღმერთთა ატრიბუტი გახლდათ და არასდროს ეკუთვნოდა მამაკაც ღმერთებს. ინდოევროპელი მამაკაც ღმერთების გაბატონების შემდეგ, მზე მამაკაცის სიმბოლოდ იქცა, მაგრამ სარკე მაინც ქალს დარჩა. ძველ საბერძნეთში მზის ღმერთი ჰელიოსი იყო, მაგრამ სარკე ქალღმერთ აფროდიტეს ეკუთვნოდა.
სარკე-ჭეშმარიტების, თვითრეალიზაციის, სიბრძნის, გონების, სულის სიმბოლო, ზებუნებრივისა და ღვთიური ინტელექტის ანარეკლი, ღვთიური ჭეშმარიტების ზედაპირის ნათება, უმაღლესი ინტელექტი გამოხატული მზეში, მთვარეში და ვარსკვლავებში. გამოსახულება სარკეში-მოვლენილი, დროებითი სამყარო, მაგრამ ამავე დროს, ადამიანის ცოდნა საკუთარ თავზე.
სარკეს გააჩნია როგორც სოლარული, ისე მთვარისეული სიმბოლიკა, განასახიერებს მზის დისკსა და აღნიშნავს მთვარის შუქის ანარეკლსაც. მიაჩნიათ, რომ სარკეს აქვს მაგიური თვისებები და ის სამყაროს ინვერსიის მიღმიერ შესასვლელს წარმოადგენს.
ოთკუთხედი ფორმის სარკე არის მიწის სიმბოლო, ხოლო მრგვალი-ცისა. ქრისტიანობაში უნაკლო სარკე განასახიერებს ქალწულ მარიამს. წმინდა მარიამს ხანდახან გამოსახავენ სარკით ხელში, რაც შეუბღალავი სიწმინდის სიმბოლოა. ის ასევე ჩვილი იესოს სიმბოლოც გახლავთ-"ღვთის სარკე".
ინდუიზმსა და ბუდიზმში სარკე ასრულებს შეხსენების ფუნქციას, რომ სახე და ფორმა არის უბრალო ანარეკლი, კარმის მდგომარეობით შექმნილი, გონებით გამონაგონი, რომ გრძნობადი, ხილული სამყარო ილუზიაა და მხოლოდ და მხოლოდ ანარეკლია. იამა (მიცვალებულთა სამეფოს მეუფე) იყენებს სარკეს მასთან მოხვედრილი მიცვალებულების კარმის მდგომარეობის შესაფასებლად. სარკე ბუდიზმში რვა ძვირფასი საგნიდან ერთ-ერთია.
დაოსიზმში სარკე თვითრეალიზაციის სიმბოლოა. საკუთარი ბუნების, საშინელი გამოსახულების დანახვისას, ადამიანში ბოროტება ნადგურდება: "როცა საკუთარ თავს შეიცნობს, მაშინ ნადგურდება ბოროტება". ამავე დროს, სარკე ბრძენის გონებაცაა. ჩუანგ ცუ ამბობდა: " ბრძენის გონება მშვიდად ყოფნისას სამყაროს სარკედ იქცევა".
განსაკუთრებულ როლს თამაშობს სარკე იაპონიის სინტოისტურ ტრადიციაში, სადაც ის ქალღმერთ ამატერასუს ატრიბუტია. წმინდა სარკე, მარგალიტებთან და ხმალთან ერთად, განეკუთვნება სახელმწიფოს წმინდა საგანძურს. ის იატანო-კაგამის სახელს ატარებს და ინახება უბრალო მოკვდავთა თვალისგან ფარულად, ისეს საკურთხეველში. ეს სარკე დამზადებულია ბრინჯაოსგან და აქვს რვაფურცლიანი ლოტოსის ფორმა.
ფილოსოფოსებისთვის სარკე აზროვნებასთან ასოცირდება, ვინაიდან ის არის თვითშემეცნების იარაღი და უნივერსუმის ანარეკლი. სარკის სიმბოლო წყალთანაა დაკავშირებული როგორც ამრეკლავთან და მითთან ნარცისზე. ამასთან, ნარცისი იგივე სამყაროა, რომელიც თავის ანარეკლს ხედავს ადამიანის ცნობიერებაში.
სარკეებს იშვიათად აქვს სახელები. მაგრამ არის ისეთი სარკეებიც, რომეზეც წერენ და ფილმებსაც კი იღებენ.
სარკე ბაგუა-ცნობილია თავისი უნიკალური თვისებით აირეკლოს უარყოფითი ენერგია და არის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი ფენ-შუის ფილოსოფიის მიმდევართათვის. სარკის ფორმა და ცალკეული სექტორები ქმნიან ძლიერ ტანდემს დადებითი ენერგიის მოსაზიდად და უარყოფითის ასარეკლად. მისი გამოყენების წესები იციან მხოლოდ ფენ-შუის მცოდნეებმა. მთავარია იცოდეთ, რომ არ ღირს ამ სარკეში ცქერა.

არსებობს ბრინჯაოს სარკეები, რომლის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს ბევრი. ასეთი სარკეები აღმოჩნდა ძველ ჩინურ სამარხებში. ამ სარკეებს აქვს დისკის ფორმა ბრინჯაოს ამრეკლავი ზედაპირით. უკანა მხრიდან ისინი გაფორმებულია იეროგლიფებითა და მისტიკური ნიშნებით. მთავარი გამოცანა ასეთი სარკისა იმაში მდგომარეობს, რომ მის ზედაპირზე მოხვედრილი მზის სხივები იძლევა სინათლის ნიშნებს, რომელიც არანაირადაა დაკავშირებული ამ საგნის მეორე მხარესთან. თანამედროვე ტექნოლოგიით შეუძლებელია ასეთი სარკის დამზადება. ასეთი სარკეების ტექნოლოგია რჩება გამოცანად.
ჩელინის ჯადოსნური სარკე-ყველა ქალს სურს შეინარჩუნოს ახალგაზრდობა. ბევრისთვის საოცნებო ნივთად დიდი ხნის განმავლობაში რჩებოდა ჯადოსნური სარკე, რომელიც ამ ოცნებას აასრულებდა. ლეგენდის მიხედვით, მოქანდაკე ბენვენუტო ჩელინიმ მოახერხა ასეთი ნივთის შექმნა. ამ საოცნებო ნივთის მფლობელი გახდა დიანა დე პუატიე, მე-16 საუკუნის საფრანგეთის მეფის ჰენრიხ II მთავარი ფავორიტი ქალი. ამბობენ, რომ სწორედ სარკე დაეხმარა დიანას გამხდარიყო მეფის ერთადერთი და განუმეორებელი ქალი, რომელიც მეფეზე ოცი წლით უფროსი იყო. სწორედ სარკე ეხმარებოდა ქალს ჰყოლებოდა ზღვა თაყვანისმცემელი და ჩუქნიდა მარადიულ ახალგაზრდობას. სარკე მისი სიკვდილის შემდეგ ინახებოდა სამეფო საგანძურში. საფრანგეთის რევოლუციის დროს ეს სარკე გაქრა სხვა ნივთებთან ერთად საგანძურიდან. ის შემთხვევით ძველმანების ვაჭრისგან შეისყიდა ანა ჟიუდიკმა, რის შემდეგ დაიწყო მისი როგორც მომღერლის კარიერული აღმავლობა. მოგვიანებით, ამ საიდუმლო სარკის მფლობელად ითვლებოდნენ: აისიდორა დუნკანი და მარლენ დიტრიხი.

No comments:
Post a Comment