ტიბეტურ ტრადიციაში "ორაკული" გამოიყენება სულის აღსანიშნავად, რომელიც შედის მედიუმის სხეულში. მედიუმები კი ცხოვრობენ ერთდროულად რეალურსა და სულთა სამყაროში, ამიტომ შეუძლიათ ხიდის როლის შესრულება, ფიზიკური გარსის გამოყენება სულის შესასვლელად.
წინასწარმეტყველი ნეჩუნგის ანუ ნეჩუნგ ჩოჯეს (ტიბეტურად) ტრადიცია სათავეს იღებს მეხუთე დალაი-ლამას დროიდან. ნეჩუნგის საშუალებით საუბრობს დალაი-ლამას მცველი სული. დალაი-ლამას დაცვის გარდა, ნეჩუნგი ასევე არის ტიბეტის ხელისუფლების მრჩეველი, რომელიც ახლა იმყოფება დევნილობაში. პირველი ნეჩუნგი ნახსენებაი 750 წელს, მაგრამ არსებობს ვერსიები, რომ ის ადრეც არსებობდა. კულტურული რევოლუციის დროს ჩინეთში ნეჩუნგის მთავარი მონასტერი მთლიანად დაანგრიეს, ხოლო ბერები განდევნეს ქვეყნიდან. ტიბეტელებმა აღადგინეს მონასტერი ინდოეთში, დჰარამსალაში.






















